Posted by: burusi | 06/09/2010

კ/ფ ”აბეზარა” – ”Abezara” (”Tiresome”)

ლია - ლეილა აბაშიძე. კ/ფ ”აბეზარა” – Lia - Leila Abashidze. ”Abezara” (”Tiresome”)

“აბეზარა” (1956)

სს “ქართული ფილმი”

პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 19.06.1957 წელს

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: ალექსანდრე ვიტენზონი
დამდგმელი ოპერატორი: დიმიტრი ფელდმანი
დამდგმელი მხატვრები: ლეონიდ მამალაძე, ევგენი მაჭავარიანი, ტატიანა კრიმკოვსკაია
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის ოპერატორი: დავით ლომიძე

მონაწილეობენ:

ლეილა აბაშიძე (ლია), თენგიზ მუშკუდიანი (გიორგი), გიორგი გეგეჭკორი (ვახტანგი), მარინე თბილელი (ბუბუსია), აკაკი კვანტალიანი (ანდრო), ჟუჟუნა დუგლაძე (თამარი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (სანდრო), სესილია თაყაიშვილი (სესილია), ივანე გვინჩიძე (მინისტრი), ვახტანგ ფირცხალავა (გია), გოჩა აბაშიძე (მილიციელი), ალექსანდრე ომიაძე (არქიტექტორი), ჩიტოლია ჩხეიძე, ნინელი ცინცაძე, ნინო ლაფაჩი, ალექსანდრე კვალიაშვილი, ალეკო ნინუა, მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე, მიხეილ მგელაძე, მიხეილ სულთანიშვილი, ფარსმან სონღულაშვილი, იუსუფ (იოსებ) კობალაძე

მოკლე შინაარსი

ენამწარე ლია, რომელსაც შემტევი ხასიათის გამო მეტსახელად “აბეზარა” შეარქვეს, სამშენებლო ტრესტის მმართველის მძღოლია, მაგრამ ხშირად მმართველის ფუქსავატი ცოლის მომსახურებაც უწევს. ლია დიდხანს ვერ უძლებს უფროსის ცოლის საყიდლებზე ტარებას და სამუშაოდ ახალგაზრდა არქიტექტორ გიორგისთან გადადის. ტრესტის მმართველისგან განსხვავებით გიორგი ყურადღებით უსმენს ლიას შენიშვნებს ბინათმშენებლობის პრობლემებთან დაკავშირებით. გიორგის საცოლე საფრთხეს იგრძნობს და ქორწილის დაჩქარებას გადაწყვეტს. ლიას მართლაც შეუყვარდება გიორგი და თავისი გულწრფელობით მისი გულის მოგებას შეძლებს.

*****

”Abezara” (”Tiresome”) (1956)

JSC “Qartuli Pilmi”

The first display on the screen was held 19.06.1957 Year

Director: Nikoloz Sanishvili
Screenplay: Aleqsandr Vitenzon
Director of Photography: Dimitri Feldman
Production Designs: Leonid Mamaladze, Evgeni Machavariani, Tatiana Krimkovskaia
Music: Sulkhan Tsintsadze
Sound: Davit Lomidze

Cast:

Leila Abashidze (Lia), Tengiz Mushkudiani (Giorgi), Giorgi Gegechkori (Vaxtangi), Marine Tbileli (Bubusia), Akaki Kvantaliani (Andro), Jujuna Dugladze (Tamari), Aleqsandre (Sandro) Jorjoliani (Sandro), Sesilia Takaishvili (Sesilia), Ivane Gvinchidze (Minister), Vakhtang Pirtskhalava (Gia), Gocha Abashidze (Traffic policeman), Aleqsandre Omiadze, Chitolia Chkheidze, Nineli Tsintsadze, Nino Lafachi, Aleqsandre Kvaliashvili, Aleko Ninua, Mikheil (Mamuka) Kherkheulidze, Mikheil Mgeladze, Mikheil Sultanishvili, Farsman Songulashvili, Iusuf (Ioseb) Kobaladze

Lia, notorious for her stinging tongue and an assertive, inquisitive character is known no other than the “annoyer”. She works as a chauffer of the manager of the construction office, though she has to work for the manager’s wife as well. Lia is averse to taking the woman from one party to another. She quits her job and moves to the same position with Giorgi, a young architect. Unlike her previous boss, Giorgi listens intently to Lia’s comments with regard to construction related problems. Giorgi’s fiancé feels she has a new rival and decides to anticipate her wedding with Giorgi. Lia truly falls for Giorgi and ultimately wins his heart.

წყარო: http://www.geocinema.ge


პასუხები

  1. უსასრულოდ შემიძლია ვწერო თბილი და დამაზი სიტყვები ქალბატონ ლეილაზე, ლამაზი,სიცოცხლით და სიყვარულით სავსე,უნიჭიერესი მსახიობი რომლის ყველა როლი ჩემი სულის სიღრმემდე სწვდება.ძალიან ძალიან მიყვარს და რა ვქნა.ვოცნებობ ოდესმე ახლოს მანახა.

  2. ბოლო ორი კადრი არ არის “აბეზარადან” არამედ ფილმიდან “ჩვენი ეზო”


დატოვე კომენტარი

კატეგორიები