ნიკო სამადაშვილი – Niko Samadashvili

ნიკო სამადაშვილი

ნიკო სამადაშვილი – Niko Samadashvili (1905 – 1963)

პროზა

მასზე წერდნენ

Responses

  1. ჩემი უსაყვარლესი, გენიალური პოეტი!!!
    საოცარი ადამიანი, რომელმაც ჩემი გულის ლექსები დაწერა

  2. genialuri poeti….

  3. ნიკო სამადაშვილი

    უსამართლოდ მივიწყებული დიდი პოეტი, რომლის მსგავსი იშვიათია საქართველოში,ვერაფრით ვერ ვგებულობ, მეორე ხარისხოვანი პოეტებით გადაავსეს მთაწმინდა, ბოლო ასეთი ლოზუნგების და გულზე მჯიღის ცემის უნიჭო პოეტიც დაასვენეს მთაწმინდაზე, მუხრან მაჭავარიანს ვგულისხმობ,აგერ საცოდავი ბესიკ ხარანაული, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და თავისი წყალწყალა ლექსები აწერინოს,როცა გარდაიცვლება, ალბათ მთაწმინდაზე გააქანებენ მისი უნიჭო მიმდევრები. ნიკო სამადაშვილმა ვის რა დაუშავა,მივიწყებულ სასაფლაოზე რომ ასვენია, გალაკტიონის მასზე თქმული სიტყვა რჩება ერთადერთ სწორ შეფასებად,ბევრი წერილი დაიწერა მასზე, ბევრი საქები ითქვა,მაგრამ ვინც ლიტერატურულ პროცესებს მართავს, მათ ნიკოზე მხოლოდ ნახევარ სიმართლე გაიმეტეს,ეს იმიტომ, რომ ყველას საკუთარი მამა ჰყავს გასასვენებელი და საქები, და მეორე შური, ბატონებო, შური..გაუმარჯოს ქართული სიტყვის დიდოსტატს,უდიდეს პოეტ ნიკო სამადაშვილს!

    ***
    უნიჭო პოეტი ––ეს სიტყვები ფაქტის კონსტანტაციაა,არც ქებაა,არც ლანძღვა, როგორც სიტყვა დაბლობის დარქმევა გაშლილი ვაკისათვის არაა შეურაცხმყოფელი,ისე მთისთვის მთის დაძახება სულაც არაა ქება,ეს არის რეალური პოეტური ლანდშაფტის გადმოცემის ცდა და შედარების გარეშე ფონს ვერ გავალთ. სამყარო შედარებითია,შედარების გარეშე ყოველგვარი ”სიდიდე” დაკარგავდა აზრს,იმიტომ ვადარებ, რომ მიმაჩნია ეს სწორია და გვეხმარება ორიენტირებისთვის,პოეზიის რუკაზე ეს სიდიდეები ერთმანეთთან შეპირისპირებაში არსებობენ,და ერთმანეთის საშუალებით ადგენენ ერთმანეთს,დღევანდელი მდგომარეობა პოეზიაში,ის რაც ახლა ხდება, ეს თვითნებური გადანაცვლებაა ადგილების, ჰაერში გამოკიდებული იერარქიების გაჩენა უფრო დეზორიენტაცისთვისაა, ვიდრე რამეში გარკვევის სურვილით,ყალბი სიდიდეები თავგზას უბნევენ გამოუცდელ პილიგრიმებს და თავისებურ მირაჟებს წარმოადგენენ,თუ სახელები არ დავარქვით ყველაფერს, მაშინ ჩვენ აღმოვჩდებით ”ყველა კაიას” ნეტართა მხარეში , რომელსაც არც ფერი აქვს, არც კუთხე,არც ფორმა,უნდა გვახსოვდეს, რომ ადამს რაც უპირველესად ღმერთმა მიანიჭა ეს იყო სახელების დარქმევის ნიჭი,ხოლო ზედმეტი დიპლომატიურობა და მიდებ-მოდება, არ შეეფერება უპირველესად ნიკოს ტანჯულ სულს,პირადად მე არ ვაპირებ თიხისფეხებიან გოლიათებს ვუკმიო, ამას მათი მაქებრებიც გასწვდებიან. ნიკო სამადაშვილი იმდენად დიდი პოეტია სიდიდედაც კი არ აღიქმება,ის მოუხელთებელია ჩვენი დაცემული მზერისათვის

  4. გუგლიში დადებული ლექსების ნაწილი შეცდომებითაა სავსე. მაგ: საღამო და განწყობილება ში მთელი კუპლეტია ამოგდებული რაც ლექსს საერთოდ უკარგავს ფორმას და აზრს წყვეტს. აგრეთვე ლექსი : უცნაური ხელობა. უნდა იყოს: გაგასვენებენ საძნე ურმით ფოთლებშემოყრილს.. აქ კი წერია საძმე ურმებით
    . სამწუხაროდ მსგავსი შეცდომები თითქმის ყველა ლექსშია. ჩემი აზრით ეს ამახინჯებს ნიკოს პოეზიას და მეტი ყურადღება გვმართებს.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: