თამაზ ჩხენკელი – Tamaz Chkhenkeli (1927 – 2010)
მასზე წერდნენ
- ნინო დარბაისელი – “ძვირფასი ქვა” (მცირე მოგონება თამაზ ჩხენკელზე)
- რეზო შატაკიშვილი – “თამაზ ჩხენკელი – მეათეს პორტრეტი”
თამაზ ჩხენკელი – Tamaz Chkhenkeli (1927 – 2010)
ო | ს | ო | ხ | პ | კ | კ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 |
რაბინდრანათ თაგორი
გიტანჯალი
52
სოფლის შარაზე მე კარდაკარ დავდიოდი წყალობის თხოვნად,
როს სიზმარეულ ჩვენების მსგავსი
ოქროცურვილი შენი ეტლი ვიხილე უცებ.
მე იმედებით აღმეძრა გული და გავიფიქრე:
მადლობა უფალს, გასრულდა–მეთქი ჩემი დუხჭირი
წუთისოფლის მწარე დღეები,
ვიდექი გზაზე და უხვი ხელით მონიჭებულ მოწყალებას ველოდებოდი.
ორთვალა დადგა.
ჩამობრძანდი და შემომხედე ამო ღიმილით.
აჰა, ვიფიქრე, კარს მომადგა ბედნიერება.
მაგრამ უეცრად შენ მარჯვენა გამომიწოდე და მშვიდად მითხარ:
რას მიწყალობებ?
ო, რა მეფური აზრი იყო –
მათხოვარს სთხოვო მოწყალება ხელგაშვერილმა.
მე არ ვიცოდი, რა მეღონა თავგზადაბნეულს,
ბოლოს გონება მოვიკრიბე, ჩემი აბგიდან ამოვიღე
პაწაწინა ხორბლის მარცვალი და მოგაწოდე.
როგორ გავოცდი, როცა საღამოს ჩემს უბადრუკ ნაწყალობევში
იმ ხორბლის მარცვლის ოდენავე ოქრო შევნიშნე.
მე გულმდუღარედ ავტირდი და მწარედ ვინანე:
უფალო, რატომ ყველაფერი არ შემოგწირე!
მთარგმნელი ჩხენკელი თამაზ
By: sofo kanchashvili on 17/04/2013
at 14:47