ცისანა ტატიშვილი – Tsisana -Tatishvili

ცისანა ტატიშვილი - ოპერა ”ტოსკა”, 1980 წ.

ცისანა ტატიშვილი – Tsisana -Tatishvili

Responses

  1. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის საოპერო თეატრის პრიმადონა 1960-1990 წლებში, ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, შვეიცერის ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი. შესრულებული აქვს, ქართული, რუსული, ევროპული წამყვანი საოპერო პარტიები, რ. შტრაუსის ” სალომე”-ს პირველი შემსრულებელია პოსტ-საბჭოთა კავშირში. მის რეპერტუარშია-ამელია, ლეონორა, აიდა, ელიზავეტა, ებოლი, ამნერისი ორტრუდა, სენტა, სანტუცა, ეთერი, ტოსკა, ჯოკონდა… იგი, პირველი ქართველი სოპრანოა, ვისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა 2010 წლის 8 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ !!!

  2. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის საოპერო თეატრის პრიმადონა 1960-1990 წლებში, ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, შვეიცერის ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი. შესრულებული აქვს, ქართული, რუსული, ევროპული წამყვანი საოპერო პარტიები, რ. შტრაუსის ” სალომე”-ს პირველი შემსრულებელია პოსტ-საბჭოთა კავშირში. მის რეპერტუარშია-ამელია, ლეონორა, აიდა, ელიზავეტა, ებოლი, ამნერისი, ორტრუდა, სენტა, სანტუცა, ეთერი, ტოსკა, ჯოკონდა, ლიზა… ნამრერი აქვს მსოფლიოს პრესტიჟულ საოპერო სცენებზე-იტალიაში, ინგლისში, პორტუგალიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, რუსეთში… იგი, პირველი ქართველი სოპრანოა, მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა 2010 წლის 8 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ !!!

  3. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის საოპერო თეატრის პრიმადონა 1960-2000 წლებში, ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, შვეიცერის ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი. შესრულებული აქვს, ქართული, რუსული, ევროპული წამყვანი საოპერო პარტიები, რ. შტრაუსის ” სალომე”-ს პირველი შემსრულებელია პოსტ-საბჭოთა კავშირში. მის რეპერტუარშია-ამელია, ლეონორა, აიდა, ელიზავეტა, ებოლი, ამნერისი, ორტრუდა, სენტა, სანტუცა, ეთერი, ტოსკა, ჯოკონდა, ლიზა… ნამრერი აქვს მსოფლიოს პრესტიჟულ საოპერო სცენებზე-იტალიაში, ინგლისში, პორტუგალიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, რუსეთში… იგი, პირველი ქართველი სოპრანოა, მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა 2010 წლის 8 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ !!!

  4. Vulocavt Kalbaton Cisanas Brcyinvalebis Saprezidento Ordenit Dajildovebas. Didxans sicocxles VusurvebT

  5. ცისანა ტატიშვილი – ქართული ოპერის სიმბოლო, განუმეორებელი ქართველი საოპერო პრიმადონა, დრამატული სოპრანო, რ. შტრაუსის “სალომე”-ს პირველი შემსრულებელი ყოფილ საბჭოთა კავშირში, ხოლო მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად, ერთ-ერთი პირველი ევროპაში. შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური კათედრის პროფესორი, შვეიცერის ორდენის კავალერი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, ქ.თბილისის საპატიო მოქალაქე.
    ქალბატონ ცისანა ტატიშვილს ევროპის პრესტიჟულ სცენებზე, შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები ოპერებში:- ჯ. ვერდი “აიდა” (აიდა, ამნერისი), “ოტელო”- (დეზდემონა), “ტრუბადური”- (ლეონორა), “ბალ მასკარადი”- ( ამელია), ,,დონ კარლოსი”- (ებოლი), მოცარტი-” დონ ჟუანი”- (დონა ანნა), მასკანი- “სოფლის პატიოსნება”- (სანტუცა), შტრაუსი- “სალომე” –(სალომე), ვაგნერი- “მფრინავი ჰოლანდიელი”, “ლოენგრინი”- (სენტა, ჰერტრუდა), პ. ჩაიკოვსკი-“პიკის ქალი”-(ლიზა), ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი”, „დაისი“-(ეთერი, მარო):
    ქალბატონ ცისანა ტატიშვილს, მოსკოვში, პეტერბურგში, ვილნიუსში, რიგაში, კიშინოვში, კიევში,სოფიაში, ბუდაპეშტში, ვარშავაში, ბერლინში, ბონში, მიუნჰენში, კიოლნში, ბაზელში, ათენში, ლისაბონში, ლონდონში, პრაღაში,რომში, ბუსეტოში, ევროპის კიდევ მრავალი ქალაქის მუსიკალურ დარბაზებში, ასევე თბილისთან დამეგობრებული ქალაქების საოპერო თეატრების სცენებზე, ნამღერი აქვს ფართო ევროპული რეპერტუარი და ტრიუმფალური გამოსვლებით, აღიარება მოუტანა ქართულ საოპერო ხელოვნებას, სრულიად საქართველოს. 40- წლიანი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში, მრავალჯერ შესთავაზეს ევროპის მოწინავე საოპერო თეატრებში გადასვლა, მაგრამ პატრიოტმა მომღერალმა უარი თქვა ყველა მნიშვნელოვან, მისთვის მომგებიან წინადადებაზე და საბოლოოდ თავისი სამშობლოს და თბილისის ერთგული დარჩა…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: