საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – Democratic Republic of Georgia (1918-1921 წწ.)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი – Coat of arms of the Democratic Republic of Georgia

Responses

  1. -პასუხად 21 წლის კონსტიტუციის უზენაესობის მქადაგებლებს

    როგორც ჩანს ნაპუჩისტარმა სუკის ნასედკებმა მიიღეს ახალი დავალება კანონიერი ხელისუფლების აღდგების იდეასთან საბრღოლველად, რომელიც გულისხმობს ზვიადის-ანუ ეროვნული ხელისუფლების ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენებას 21 წლის კონსტიტუციის უფრო ლეგიტიმურად გამოცხადების ნიადაგზე.
    ჯერესერთიც ლეგიტიმაციის უმთავრესი წყარო არის არა კონსტიტუცია, არამედ ხალხის ნება, ანუ დემოკრატიული არჩევნებით მოსული ხელისუფლება, რომელიც უფლებამოსილია შეცვალოს კიდეც კონსტიტუცია, ან მიიღოს ახალი კონსტიტუცია საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე.
    1918 წელს სახალხო არჩევნების გარეშე შექმნილმა ეროვნულმა საბჭომ დანიშნა 1919 წლის 14 თებერვლის არჩევნები. ამ პერიოდში საქართველოს შემადგენლობაში არ შემოდიოდა აფხაზეთის, ბათუმის, ახალციხის, ახალხალაქის და ა.შ. ოლქები. ამასგარდა საარჩევნო კანონი არ შეესაბამება თანამედროვე არჩევნების კრიტერიუმებს დემოკრატიულობის თვალსაზრისით და ამასთანავე ამ არჩევნებს არ ესწრებოდა არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი. გარდა ამისა ის არ ჩატარებულა მთელ რიგ რაიონულ ცენტრებში და ყველაზე ოპტმისტური მონაცემებითაც კი ამომრჩეველთა მხოლოდ 60% მიიღ მასში მონაწილეობა და გაიმარჯვა ჟორდანიას პარტიამ. ეს არჩევნები ახლოსაც ვერ მოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ არაკომუნისტურ, მრავალპარტიულ, ნამდვილად ეროვნულ არჩევნებთან ვერც გამჭვირვალობით, ვერც ლეგიტიმურობით, ვერც მოცულობით და ვერც შედეგით, რომელშიც დიდი უმრავნესობით გაიმარჯვა ზვიადის მრგვალმა მაგიდამ.
    რაც შეეხება ერთა ლიგას, მას არასოდეს უცვნია საქართველოს დამოუკიდებლობა და მხოლოდ მასში შემავალმა ქვეყნების ნაწილმა ცნო. ხოლო როცა ერთალიგა გაუქმდა მასთან ერთად გაუქმდა მისი ყოველი დოკუმენტიც. გაერო კირ არ არის ერთალიგის კანონმემკვიდრე. გაეროს ერთერთი მთავარი დამფუძნებელი იყო საბჭოთა კავშირი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საქართველო, როგორც სუვერენული საბჭოთა რესპუბლიკა- დიახ, გაერო დაარსების დღიდანვე ცნობდა საქართველოს სუვერენიტეტს საკუთარი კომუნისტური კონსტიტუციით და იმავე საზღვერებით რა საზღვრებში ის დღეს გვცნობს. ის საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად მიიჩნევდა კომპარტიას, რადგან ჟორდანიას მთავრობამაც ოცდაათიანი წლების დასაწყისში სცნო საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმურობა, რის შემდეგაც საფრანგეთის მთავრობამ მოფიციალურად შეუჩერა ჟორთანიას მთავრობას დევნილი ლეგიტიმუთი მთავრობის სტატუსი. ასე რომ კომუნისტური საქართველოს კონსტიტუცია საერთაშორისო სამართლითაც კი იქცა ლეგიტიმურად და 21 წლის კონსტიტუციამ იურდიულადაც ძალა დაკარგა. კომუნისთურ კონსტიტუციაში კი იყო ერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბზარი, რომლის მიხედვითაც საქართველოს შეეძლო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა საყოველთაო რეფერენდუმით, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა ჩვენმა გენიალურმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა თვით საბჭოთა წესდებითაც კი გახადა აბსოლუტურად ლეგიტიმური. -21 წლის კონსტიტუცია მიღებულ იქნა 21 თებერვალს ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე, თბილისის დაცემიდან სამი დღით ადრე, როცა საქართველოს უდიდესი ტერტორია უკვე ოკუპირებული იყო და ის ძალაში ფაქტობრივად არასოდეს შესულა.
    რაც შეეხება 18-21 წლის საქართველოს საზღვრებს, აქაც უნდ აღინიშნოს რომ იმ პერიოდში საქართველოს საზღვრების დემარკაცია-რატიფიკაცია არ მომხდარა და ჩვენ მეზობელ ყველა ქვეყანას ქონდა ოფიციალური ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ. ასე რომ 21 წლის კონსტიტუციის ამოქმედება იურიდიულადაც ვერ დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. პირიქით, პერსპექტივაშიც შეგვზღუდავს, რადგან საქართველოს სამეფოს საზღვრები და ქართველი ხალხის ბუნებრივი განსახლების არეალი გაცილებით უფრო ფართოა ისტორიულად ვიდრე 18-21 წლის მერყევი საზღვრები.
    ზვიადის, ანუ ქართველი ერის, ხელისუფლებამ იმდენი ცვლილებები შეიტანა 78 წლის კომუნისტურ კონსტიტუციაში რომ ის ნამდვილად ეროვნულ კონსტიტუციად აქცია და კიდევ უფრო დახვეწავდა რომ დასცლოდა. ასე რომ საქართველოს ხსნა კანონიერი ხელისუფლების აღდგენაშია მისივე კონსტიტუციით და არა 21 წლის თანამედროვეობასთან შეუსაბამო კონსტიტუციის ამოქმედებაში ქართველთმმუსვრელი შევარდნაძის ნაპუჩისტარი ლეკვების მიერ.
    “აი გზა ბარაბასი და აი გზა ქრისტესი…
    აირჩიე ქართველო ერო!!!”


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: