დიდი წვლილი შეიტანა ბროსემ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. 1834 წელს პარიზში გამოიცა ბროსეს შრომა “L’art libareli ou grammaire georgienne (ჴელოვნება აზნაურობითი გინა ქართულისა ენისა თჳთმასწავლებელი)”. შრომა შედგება 17 თავისაგან და ყოველ თავს მოსდევს საილუსტრაციო მასალა თარგმანითურთ. ბროსე თავის გრამატიკაში ითვალისწინებს ანტონ I-ის, მაჯოს, დავით ბატონიშვილის გრამატიკებს, მაგრამ ამა თუ იმ საკითხის განხილვისას ქართულ ტექსტებს ემყარება. ამ შრომაში ბროსემ წამოაყენა ვარაუდი, რომ ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ინდოირანულ შტოს ეკუთვნის. ბროსე პირველი სპეციალიტია, რომელმაც სცადა ქართული ენის ნათესაობის საკითხი განეხილა არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვათა შეპირისპირების გზით, არამედ გრამატიკულ მოვლენათა ჩვენების მიხედვითაც. არაერთი საყურადღებო ნარკვევი უძღვნა მან შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ძეგლებს (“ვეფხისტყაოსანი”, “რუსუდანიანი”, “ომანიანი” და სხვა). ბროსემ დააყენა და გააშუქა საკითხი ქართული “რაინდული რომანის” თავისებურების შესახებ, დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცა “ვეფხისტყაოსანი”.
ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა იმ სომეხ ისტორიკოსთა თხზულებები, რომლებსაც მოეპოვებათ ცნობები საქართველოს შესახებ (ტ. 1-2, 1874-1876), აღწერა სომხეთის ისტორიული ძეგლები (მაგ., ანისი).
ბროსეს სახელთან დაკავშირებულია მთელი ეტაპი ევროპის ქართველოლოგიაში, მისი მემკვიდრეობა მტკიცედ შევიდა ქართული ისტორიოგრაფიის საგანძურში. ბროსეს პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].
მარი ბროსე საკუთარი სახელის გამო არაერთხელ ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში. ამას ისე განიცდიდა, რომ ქსავიე დაირქვა და თავის სტატიებს და შრომებს ამ სახელს აწერდა. პარიზში ღარიბი ფრანგი ვაჭრის ოჯახში მესამე ვაჟიშვილი დაიბადა. ოჯახის წევრები განსაკუთრებით, ბებია ისე ოცნებობდა გოგონაზე, რომ მას ქალის სახელები – მარი და ფელიცია დაარქვეს. თანატოლებისგან დაცინვას ძალიან განიცდიდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ საოცრად მორწმუნე დედა თავის საყვარელ ვაჟკაცს სანტა მარიას ეძახდა. 1826 წელს შემთხვევით ხელში ჩაუვარდა “ვეფხისტყაოსანი” და პირდაპირ “დაავადდა” რუსთაველით. მალე მისი პირველი ნაწილი ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა კიდეც. სწორედ ამ თარგმანით მიეცათ საშუალება ევროპელებს გაცნობოდნენ პოემის შინაარსს.
ბროსე კამათში იწვევდა ყველას, ვისი აზრიც მისთვის მიუღებელი და არადამაჯერებელი იყო და ამ დაპირისპირებიდან ხშირად გამარჯვებული გამოდიოდა. სულ მალე კი, ის ბედმა პეტერბურგში მოღვაწე ქართველ სწავლულთან, გიორგი XII-ის ძესთან, პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის, პარიზის სააზიო საზოგადოების და კოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოების საპატიო წევრთან – თეიმურაზ ბატონიშვილთან (ბაგრატიონი) დაახლოვა. თეიმურაზისგან იღებდა რჩევებს, შენიშვნებს, გაკვეთილებს, უზიარებდა თავის აზრებს. საბოლოოდ ისე დაახლოვდნენ, რომ ბროსემ შვილიც კი მოანათლინა ქართველ ბატონიშვილს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე თავის დიდ მასწავლებლად თვლიდა.
ინფორმაცი სადღაა??
By: Dachi Dachi on 23/03/2016
at 18:49

By: ანონიმური on 31/01/2017
at 23:36