1906 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სტიპენდიით საზღვარგარეთ გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად.
მცირე ხანს ძმასთან ცხოვრობდა ციურიხში. 1907-1912 წლებში სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1912 წელს მეცადინეობდა ხოლოშის სახელოსნოში, ამავე დროს ეცნობოდა სამუზეუმო საქმეს. 1916 წელს საქართველოში დაბრუნდა.
მისი თაოსნობით დაარსდა „ქართველ ხელოვანთა საზოგადოება“, დამფუძნებელ კრებაზე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საქმიანობაში (რომლის ნამდვილ წევრად ერთხმად აირჩიეს 1911 წელს). 1920-იან წლებში იგი იყო თბილისის რევკომის წარმომადგენელი თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში. აირჩიეს კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ.
აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა მუზეუმის კოლექციების დაკომპლექტების სფეროში. დიდია შევარდნაძის დამსახურება ნიკო ფიროსმანაშვილის შესწავლასა და მისი ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად ქცევაში, აგრეთვე ქართულ ისტორიულ ძეგლების შესწავლასა და დაცვაში. 1916 წელს უშუალოდ მონაწილეობდა ნაბახტევის ღვთიმშობლის ეკლესიის (1412-1431) მოხატულობის შესწავლა-რესტავრაციაში. 1935 წელს მისი ინიციატივით, მხატვარ-რესტავრატორ შ. აბრამიშვილთან ერთად, კედლს მოშორებული, დასაღუპავად განწირული მოხატულობის ნაწილი ჩამოხსნა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გადმოიტანა.
შევარდნაძის თაოსნობით 1917 წელს „დიდების ტაძარში“ მოეწყო ქართული ფრესკის I გამოფენა; მისივე ინიციატივით ტრადიციად იქცა ფრესკის ასლების დაცვა საქართველოს მუზეუმებში. 1917 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაში. 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, შექმნა უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი (დახატა რამდენიმე ვარიანტი). 1925 წელს, როგორც საქართველოს განსახკომთან შექმნილი ქართული სასტამბო შრიფტის გარდაქმნის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, ქართული შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის ახალი ვარიანტი შექმნა.
ავტორია ფერწერული და გრაფიკული პორტრეტებისა, რომელთა შორის გამოირჩევა: „ავტოპორტრეტი“ (1910), „ნატიურმორტი ვარდებით“ (1913), „ქალი ფანჯარასთან საკერავით“ (1913), „მოხუცი პროფილში“ (1914), „მათემატიკის მასწავლებელი“ (1918).
შევარდნაძე იყო ერთ-ერთი პიონერი ქართულ სათეატრო და კინოს მხატვრობისა. მას ეკუთვნის ზ. ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები (1924, რეჟ. კოტე მარჯანიშვილის), მ. ბალანჩივაძის ოპერის „თამარ ცბიერისა“ (1926) და დ. არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1919) კოსტუმების ესკიზები, პირველი ქართული პანტომიმის (თ. ვახვახიშვილის „მზეთამზე“, 1929) კოსტიუმებისა და ბუტაფორიების ესკიზები.
შევარდნაძე იყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის – „ქრისტინეს“ (1916) დამდგმელი მხატვარი, აგრეთვე ფილმებისა: „ვინ არის დამნაშავე?“ (1925), „ელისო“ (1928), „ჯანყი გურიაში“ (1929).
დიმიტრი შევარდნაძე 1937 წელს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

By: Mari on 03/02/2014
at 20:09