ერეშ ქიგალი – Eresh Qigali

ერეშ ქიგალი – Eresh Qigali

Responses

  1. ძალიან მომწონს, ძა-ლი-ან! ერეშ ქიგალი იგივე ანტიბიოტიკი.

    “ჩამოიშალა ყველა ფერი და
    გაშალა ფრთები
    მხოლოდ ერთმა-
    ფერმკრთალმა თეთრმა.

    გაჩერდა ყველა კარუსელი
    მოძრაობენ მხოლოდ ფიფქები
    გულისამრევად ყოვლისმომცველი
    ირგვლივ მხოლოდ ერთი ფერია.
    გაუჩინარდა ჩემი ფერია
    და ყველაფერი
    არაფერია.

    ო ღმერთო,
    ჩემო!
    ნუთუ, ესეც არა ფერია?
    უკეთუ, ესეც არაფერია,
    არც არაფერი
    ყოფილა რამე.

    მიხსენი ღამევ!

    ღამევ, მიხსენი!
    ჩამომაშორე სითეთრის სენი,
    ან ამიხსენი
    რად ვერ ერევი ამ
    თეთრ ფარდებს
    შენც რომ გიფარდებს?

    ან მთვარე რატომ ვერ პოულობს
    დამარხულ ვარდებს?
    ან ეს სითეთრე, დაუსაბამო,
    სანამ ვატარო?
    ან სად დავაბა
    ღრუბლადქცეული
    უბელო კვიცი?
    თოვლის სიჭარბით
    დაბერებული?

    ჩაკვდა სიცოცხლე,
    ჩააქრეს ბნელი
    და ნაბიჯები
    მძიმე და ნელი..
    უკუღმა ჩანს
    თოვლის საფარში.

    გაშინაურდნენ
    ღრუბლადქცეულ
    ცხენის
    ფა ფარში
    უპარდონო
    თოვლის ფიფქები.

    თოვლ-გადაცმული,
    თოვლში ჯვარცმული,
    ფიქრზე აცმული,
    ფიფქით დაბმული,
    ვიხრჩობი ფერთა უკმარისობით.

    და ჰაერივით
    მჭირდება
    სხვათა
    ცისარტყელათა
    ყელზე მოხვევა..
    ამ კატარაქტის
    თვალთ ჩამოხევა.

    დადე ფირფიტა!
    მომაშორე თოვლის ფარფატი.
    კვლავ ერთი ფშატი
    -პატარა კვიცი
    ვიცი,
    მეძახის
    ბავშვი პატარა,
    ცისარტყელამ რომ
    ხელით ატარა
    და თოვლმა
    ჯერ რომ ვერ გადაფარა

    კვლავ უკითხავად ჩემს ფირფიტას
    ხელს ავლებს თოვლი.

    განუკითხავად
    უსასრულო თეთრ უდაბნოში
    მსუყე ფიფქები
    მიდგანან კვალში…

    ტრიალებს უკან
    კარუსელი
    ჩემი ცხოვრების
    ვერცხლის ბილიკზე
    და მოტივი მკარნახობს მანძილს
    და სიზმარი არ მაცლის
    სხვა ძილს.

    და სისხლის კვალი
    ერთადერთია
    სხვა ფერი
    თეთრში.
    ”ქუჩაში მტვერში”
    გაჰკივის ბავშვი
    და ხმას ედება თეთრი ეთერში.”

    “როცა ამ ლექსს ვწერდი,აზრზე არ ვიყავი რას ვწერდი და პრინციპში ლოგიკა გამორთული მქონდა.”-ო

    და ვითომ საჭიროა, ლექსის წერისას ლოგიკის ჩართვა?! ასე მგონია, ლოგიკა, განცდა და ბრძოლა მანამდეა, მერე, ჩემი აზრით, ზავია განცდასა და ლოგიკას შორის და ლექსიც მაშინ იღვრება სუფთა – თეთრ 🙂 ფურცელზე.

  2. მადლობა ნესტან

  3. შედევრია! ქართული მითოლოგიური სიუჟეტები, ამაზე ნათლად და ამაზე ღრმად არცერთ პოეტს არ აუსახია.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: