Posted by: burusi | 15/03/2010

დიდება (ჰიმნი); Dideba – National Anthem of Georgia

საქართველოს რესპუბლიკის დროშა - The Flag of Republic of Georgia

დიდება — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი 1918—1921 წლებში და საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი 1991—2004 წლებში. ის ამავადროულად პირველი ქართული ეროვნული ჰიმნია. ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს (1889 — 1959). 2004 წლის აპრილში, „დიდება“ შეიცვალა ახალი სახელმწიფო ჰიმნით — „თავისუფლება“. გავრცელებული აზრით, „დიდებას“ მუსიკა, ძალიან ჰგავს გერმანიის ჰიმნ „დოიჩლანდლიდის“ მუსიკას, რომლის ავტორიც არის იოზეფ ჰაიდნი. ეს აზრი, სახელმწიფო ჰიმნის შესაცვლელად, მთავრობის მიერ დასახელებული ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ტექსტი

დიდება ზეცით კურთხეულს,
დიდება ქვეყნად სამოთხეს
ტურფა ივერსა.
დიდება ძმობას, ერთობას.
დიდება თავისუფლებას,
დიდება სამარადისო
ქართველ მხნე ერსა!
დიდება ჩვენსა სამშობლოს,
დიდება ჩვენი სიცოცხლის
მიზანს დიადსა;
ვაშა ტრფობასა, სიყვარულს,
ვაშა შვებასა, სიხარულს.
სალამი ჭეშმარიტების
შუქ-განთიადსა.

English translation

Praise be to the heavenly Bestower of Blessings,
Praise be to paradise on earth,
To the radiant Georgians,
Praise be to brotherhood and to unity,
Praise be to liberty,
Praise be to the everlasting,
lively Georgian people!
Praise be to our fatherland,
Praise be to the great and bright aim of our lives;
Hail, O joy and love,
Hail helpfulness and happiness,
Greetings to the truth, that light of dawn!

***

***


Responses

  1. “მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
    რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
    ვინც ვერ ახერხებს ქართულად
    წერას, კითხვას და ლაპარაკს”
    -(თუ გამოიცნობთ ვისი ლექსია)… მე მრცხვენია, როდესაც ამ ჰიმნს ზოგი აბორტის მსხვერპლი საბჭოთა ჰიმნად იხსენებს და ადარებს. გკითხავთ თქვე ჩემისებო, სად გაიზარდეთ და ვინ რა გასწავლათ?!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: