Posted by: burusi | 11/09/2009

არჩილ ჩაჩხიანი – ,,სომხური საკითხის”ცნება და დაშნაკთა ექსპანსიონისტური იდეოლოგია

სომეხთა მშვიდობიანი დემოგრაფიული ექსპანსიის პროცესი საქართველოში XIX საუკუნის დასაწყისში

სომეხ ნაციონალისტთა სეპარატისტული იდეოლოგია და აქედან გამომდინარე მათი ექსპანსიონისტური განწყობები არ ახალია _ ძველია. ალბათ იმდენად ძველი, რამდენადაც თავად სომხური ეთნოსი, როგორც ასეთი. ეს იდეოლოგია საუკუნეების მიღმა იღებს სათავეს და იგი სომეხთა ,,ეროვნული განუმეორებლობისა და განსაკუთრებულობის’’” იდეაზეა დაფუძნებული, რამაც XIX საუკუნის ბოლოსათვის თვისობრივად ახალ დონეებს მიაღწია. თანამედროვე სომხური ისტორიოგრაფიით კაცობრიობის განვითარების მრავალათასწლოვან ისტორიაში სხვადასხვა ცივილიზაციების ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც წესი, სომხებს მიეწერებათ. ამ თეორიით ისინი არიან ბიბლიური ნოეს მეორე სამშობლო და ადამის მოდგმის რეინკარნაცია, ცივილიზაციის პიონერები და პირველი ანბანის შემქმნელნი. ისინი არიან მეტალურგიის მამები, სწორუპოვარი მეომრები და უებრო მშენებლები, ჭეშმარიტი მეცნიერები და მსოფლიოს განმანათლებლები. ისინი არიან პირველი ქრისტიანები და ამავე დროს ზეადამიანური არიული რასის გამორჩეული წარმომადგენლები, განსაკუთრებული სამოციქულო ქვეყანა და ხალხი, აღსავსე ქრისტესმიერი სიყვარულითა და სათნოებით.
ისინი არიან თურმე ნაირის ხალხები და ურარტუს იმპერია. სომხები ფლობდნენ თურმე უდიდეს მიწებს მესოპოტამიასა და კაპადოკიაში, ამიერკავკასიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში და მათი სახელმწიფოც _ ,,დიადი არმენია”, თურმე სამ ზღვას _ შავ, ხმელთაშუა და კასპიის ზღვებს შორის ყოფილა გადაჭიმული ოდითგანვე.
ასეთი მოსაზრებები და დასკვნები რომ რომელიმე კერძო პიროვნებას, ან თუნდაც პირთა ჯგუფს ეკუთვნოდეს, ყურადღებასაც არ მივაქცევდით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზემოთქმულის აპოლოგეტებად სერიოზული სომხური სამეცნიერო და პოლიტიკური წრეები გვევლინებოდნენ ადრეც და გვევლინებიან ახლაც. მსოფლიოს სომეხთა ისტორიოგრაფია, მას_მედიის საშუალებები და ინტერნეტის ვებ_გვერდები ისეთი ზღვარს გადასული ფალსიფიკაციებითა და დანაშაულებრივი ტყუილებითაა წალეკილი სომეხთა ისტორიისა და ეროვნული განუმეორებლობის შესახებ, რომ მათი დეტალური განხილვა და მეცნიერული კამათის გამართვა ერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მოცემული ფორმატის ფარგლებში პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც მთავარია _ ჩამოთვლილ საკითხებში ჩაღრმავება, უბრალოდ არასერიოზულობად მიგვაჩნია. ამ მიმართებით ყველაზე საგანგაშო
კი ისაა, რომ ყოველივე ზემოთქმულის აგიტაცია ამიერკავკასიისა და მცირე აზიის ხალხების უკიდურესი დამცირებისა და არ შევცდებით თუ ვიტყვით _ პირდაპირი შეურაცხყოფის მიყენების ფონზე მიმდინარეობს.[1]
ამჯერად, ჩვენ სომხური ეთნოსის საქართველოს ტერიტორიებზე განთესვის მოკლე მიმოხილვას გავაკეთებთ მხოლოდ. აღნიშნული საკითხი არაერთი ქართველი და უცხოელი ავტორის არაერთ ნაშრომშია განხილული. ამ მიმართებით განსაკუთრებით აღსანიშნავია გურამ მაისურაძის ფუნდამენტური ნაშრომი: ,,საქართველოს სომხური მოსახლეობის ისტორიის საკითხები (IV_XVIII სს)’”, სადაც ღრმა მეცნიერულ დონეზეა წარმოდგენილი ამ საუკუნოვანი, რთული და არაერთგვაროვანი პროცესების პრაქტიკულად ყველა ასპექტი.
მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ შევეხებით ამ ცნობილი პროცესის ზოგიერთ მომენტს, ხოლო სომეხთა დემოგრაფიული ექსპანსიის საკითხს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში უფრო მეტად გავშლით, რადგან ამ პერიოდში ისტორიულ ქართულ მიწებზე სომეხთა შემოსვლის პერმანენტული პროცესები რაოდენობრივად და თვისობრივად ახალ საფეხურზე ადის და იგი მკაცრად განსაზღვრულ ელფერს იძენს.
სრული ობიექტურობისათვის ჩვენ აქცენტს ძირითადში არაქართულ, მათ შორის სომხურ წყაროებზე გავაკეთებთ.
სომხურ_ქართულ უშუალო თანაარსებობას ცარისტული რუსეთის იმპერიამ დაუსვა წერტილი XIX საუკუნის დასაწყისში, როცა ქართლ_კახეთის სამეფო იმპერიის საზღვრებში მოაქცია და ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა. ჩვენთვის საინტერესო ქვემო ქართლის ნაწილმა, ანუ, ლორე_ბამბაკმა, რუსული ადმინისტრაციული დაყოფით, ტფილისის გუბერნიის ტერიტორიულ_ადმინისტრაციული სტატუსი მიიღო. თბილისისავე
გუბერნიაში აღმოჩნდა ჩართული დღევანდელი ახალციხე_ახალქალაქის რეგიონიც. ბუნებრივი და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული რეგიონები თავისი ისტორიული, სოციალურ_ეკონომიკური, ადმინისტრაციული, ეთნიკური და კულტურული სამართალმემკვიდრეობის პრინციპებიდან გამომდინარე, ტფილისის და არა ერივანის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა. ამ დროისათვის აქ მცხოვრები სომხები უკვე სრულად იყვნენ ინტეგრირებულნი ქართულ ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
XIX საუკუნიდან სომეხთა მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი ექსპანსიის პროცესი საქართველოში ახალ ფაზაში შედის. საქართველოს ახალი სომხური დიასპორების შექმნაზე უდიდესი გავლენა იქონია რუსეთ_თურქეთისა და რუსეთ_ირანის ომებმა, რომელთა შედეგად სომეხ ლტოლვილთა ახალ_ახალი! ტალღები პერმანენტულად სახლდებოდნენ ისტორიულ ქართულ მიწებზე. ეროვნებით სომეხი დიდი ამერიკელი ისტორიკოსისა და
პოლიტოლოგის, რიჩარდ ოვანესიანის (Richard G. Hovannisian) მიხედვით: ,,1830 წლისათვის 100000_ზე მეტი სომეხი დასახლდა ახალქალაქისა და ახალციხის რეგიონებში _ ისტორიულ ქართულ მიწებზე’’”.[2] XIX საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით სომეხთა განსახლების დინამიკაზე შემდეგ მასალას გვაწვდის შოთა ვადაჭკორია: ,,1804 წელს ერევნის სახანოდან თბილისში სომეხ ჩამოსახლებულთა რიცხვი 2000 კაცს უდრიდა. 1807_1808 წლებში თბილისის გუბერნიასა და ავლაბარში 338 სომხური ოჯახი (1906 სული) ჩამოასახლეს, ხოლო 1809_1811 წლებში მთავარმართებელ ტორმასოვის დროს, ყარაბაღიდან 428 ოჯახი (2140 სული) ბოლნისში ჩამოასახლეს. 1829 წელს ყარსის, არზრუმის და
ბაიაზეთის ვილაიეთებიდან 14000 ათასი ოჯახი. რუსეთის შემწეობით საქართველოში სომეხთა ჩამოსახლებებიდან გამომდინარე, მათი მატების დინამიური პროცესი შემდეგ სურათს იძლევა: 1865 წელს საქართველოში ცხოვრობდა 122,6 ათასი სომეხი, 1880 წელს _ 172,9 ათასი სომეხი, 1897 წელს _ 197,0 ათასამდე. 1897_1902 წლებში საქართველოში 55 ათასი სომეხი ჩამოასახლეს. აღნიშნული პროცესებიდან გამომდინარე, თბილისში სომხების რაოდენობა 46,7 ათასიდან 124,9 ათასამდე გაიზარდა, რომელთაგან 68 ათასი ახლად მოსული იყო”.”[3] რუსული წყაროებით კი ქართულ მიწებზე სომეხთა გადმოსახლების შემდეგი სურათია დახატული: ,,სამი _ არზრუმის, ყარსის და ბაიაზეთის საფაშოებიდან არზრუმის არქიეპისკოპოსმა კარაპეტმა რუსეთში თან გამოიყოლა მხარის თითქმის მთელი ქრისტიანული მოსახლეობა _ 70000 კაცამდე. არქიეპისკოპოსი კარაპეტი არზრუმიდან ახალციხემდე გადმოსახლებულებთან ერთად ფეხით გამოემართა’’”.[4] XIX საუკუნის ბოლოსათვის მნიშვნელოვნად გაიზარდა სომხური მოსახლეობის წილი რუსეთის გუბერნიებში, განსაკუთრებით მის სამხრეთ ნაწილში. იგივე ავტორთან სომეხთა მასობრივი მიგრაციისა და სოციალური კეთილდღეობის სურათი ასეა დახატული: ,,ჩვენი სამხრეთ ვოლგისპირეთის გუბერნიები, შავიზღვისპირეთი, დონის ოლქი, ბესარაბია სომხებითაა გადაჭედილი. ასტრახანი და დონის როსტოვი _ თითქმის სომხური ქალაქებია. (შემთხვევითი არაა, რომ საზღვარგარეთ გამოცემული ,,დიადი არმენიის”” ერთ_ერთ რუკაზე ეს უკანასკნელი როსტოვამდე ვრცელდება) კავკასიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
მაშინ, როცა რუსები იქ არ დაიშვებოდნენ, სომხები, რომლებიც დიდი შეღავათებითა და პრივილეგიებით სარგებლობდნენ, ასევე ჩვენი უნიათობის გამო იმდენად გაძლიერდნენ ეკონომიურად, რომ დღევანდელი ვითარების ბატონ_პატრონებს წარმოადგენენ _ განსაკუთრებით ტფილისის, ერივანის, ელისავეტპოლის გუბერნიებში. ტფილისი ფაქტიურად სომხებს ეკუთვნით”. [5]
XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისისათვის სომეხთა მიერ საქართველოს ტერიტორიების მშვიდობიანი ექსპანსიის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი სტეფან ჯონსი (Stephen F. Jones): ,,სომეხთა მასობრივი მიგრაცია საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო რუსეთ_თურქეთის 1828_1829, 1877_1878, აგრეთვე 1890_იანი წლებიდან, როცა სომეხ ლტოლვილებს ნება დაერთოთ დასახლებულიყვნენ მესხეთ_ჯავახეთში, თრიალეთში, თბილისსა და საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში სოხუმისა და ბათუმის გარშემო, საიდანაც დიდი ნაწილი ადგილობრივი მუსულმანი მოსახლეობისა გადასახლდა ოტომანთა მიწებზე 1828_1829 წლების ომის დროს… 1897_დან 1902 წლამდე პერიოდში სულთან აბდულ ჰამიდისა და ქურთთა რეპერესიების გამო სომეხ ემიგრანტთა რიცხვი დაახლოებით 55000_ს შეადგენდა, ხოლო თბილისის სომეხთა მოსახლეობა 1897_დან 1910_მდე 46700_დან 125000_მდე გაიზარდა. სომეხთა ბოლო შემოსვლა 1915 წლის ჟლეტის შემდეგ მოხდა, როცა დაახლოებით 250000 სომეხმა შეაფარა თავი რუსეთს, რომელთა დიდი უმრავლესობა სამხრეთ საქართველოში დასახლდა”’’.[6]
საკუთრივ ქვემო ქართლში სომეხთა განსახლების პროცესზე კი შემდეგ ცნობებს გვაწვდის დიდი ივანე ჯავახიშვილი: ,,ქვემო ქართლში, ანუ, სომხითსა და ლორეში მელიქ აბოვის გარდა, არავინ არ დასახლებულა. (მას მეფე ერეკლემ მისცა აქ დასახლების უფლება _ ა. ჩ.) საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგაც ეს მხარე სრულიად უდაბური იყო და მხოლოდ 1827_29 წლებში, როცა თურქეთიდან გამოიქცა 100000, ხოლო სპარსეთიდან 30000 სული, მათი ნაწილი დასახლდა ბორჩალოს მაზრაში, ნაწილი კი ერივანის გუბერნიაში. მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება ქვემო ქართლში სომხების მჭიდრო და შედარებით მრავალრიცხოვანი მოსახლეობა””.[7] იგივე სტეფან ჯონსი იტალიელი მოგზაურისა და მისიონერის, ლუიჯი ვილარის ცნობებზე დაყრდნობით იმ სოციალური კეთილდღეობის სურათს გვიხატავს, რასაც სომხები განიცდიდნენ საქართველოში და კერძოდ თბილისში XX საუკუნის დასაწყისისათვის: ,,სომეხთა დომინანტური მდგომარეობა ვაჭრობაში, დაწყებული მსხვილი ვაჭრებიდან და დამთავრებული წვრილი მესაკუთრეებით აშკარად თვალში საცემია. ლუიჯი ვილარი, რომელმაც მოინახულა თბილისი 1905 წელს წერდა: ,,სომხები ქალაქის კომერციული აქტივობის ყველა დონეს აკონტროლებენ. ერთხელ მთავარ ქუჩაზე (თბილისის _ ა. ჩ.) სეირნობისას მე აღმოვაჩინე, რომ ყველა დიდი მაღაზია თუ მნიშვნელოვანი ფირმა სომხების საკუთრებაა. ქართველები კი თავის მხრივ კარგავენ თავიანთ სიმდიდრეს… უნდა ითქვას რომ თბილისი ნელ_ნელა სომხური ნაციონალიზმის უმთავრესი ცენტრი ხდება”.[8] მ. ახოვის მიხედვით კი: ,,სომეხთა დიდი რაოდენობა და მათი როლი, რასაც ისინი თამაშობენ მხარის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა კავკასიის მაცხოვრებლებისათვისაც კარგად შესამჩნევია. ეს კიდევ უფრო ზრდის სომხობის მნიშვნელობასა და პრესტიჟს, რომლებიც აქაურობის ბატონ_პატრონებად გრძნობენ თავს და როგორც ,,რჩეული ხალხი” დარწმუნებულნი არიან კიდეც იმაში, რომ ეს ასეც უნდა იყოს ”. [9] მეტი დამაჯერებლობისათვის ლორე_ტაშირისა და სამცხე_ჯავახეთის ისტორიულად ქართული კუთვნილების შესახებ კიდევ ერთ მტკიცებულებას მოვიყვანთ, რომელიც თვით მოვსეს ხორენაცს, სომეხთათვის ესოდენ სათაყვანებელ პიროვნებას ეკუთვნის. ქვემოთ მოყვანილი ციტატა სანკტ_პეტერბურგში 1877 წელს გამოცემული წიგნიდან ,,სომხეთის გეოგრაფია”” არის ამოღებული, გვ. 38_40. და აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ნაშრომშია ,,ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ” მოყვანილი: ,,რა შეიძლება ამოვკრიფოთ სომხური ცნობებიდან ამ საკითხის გარშემო? ავიღოთ ყველაზე სუბიექტურად შეფასებული წყარო, ცნობილი ,,სომხური გეოგრაფია”, რომელსაც
ტრადიცია მოვსეს ხორენაცს მიაწერს და ჩვენი ერის V საუკუნის თხზულებად მიიჩნევს…
საქართველოს ტერიტორიები შემდეგია: კლარჯნი, არდაჰანი, შავშეთი, კავახნი, სამცხე, აჭარა… მანგლისის ხეობა, ქვეშის ხეობა, (ახლანდელი ბაშკიჩეთის, ანუ დმანისის რაიონის ძველი სახელწოდება _ ს. ჯ.), ბოლნისის ხეობა, თრელი (ესე იგი თრიალეთი _ ს. ჯ.), კანგარნი, ტაშირი და სხვა”. [10] წარმოდგენილი მასალებით კიდევ ერთხელ მტკიცდება ლორე_ტაშირისა და სამცხე_ჯავახეთის რეგიონების უდავო ქართული
კუთვნილების საკითხი.
XX საუკუნის 10_იანი წლებისათვის კი შემდეგი სურათი გვაქვს. მოვიყვანთ მსოფლიოში ალბათ ყველაზე უფრო ავტორიტეტული და პრესტიჟული გამოცემის _ ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების (მეცნიერებათა აკადემიის) ენციკლოპედია ,,ბრიტანიკას”” ცნობებს ტფილისისა და ერივანის გუბერნიების შესახებ, რომელიც 1911 წლითაა დათარიღებული _ ე.ი. ზუსტად ჩვენთვის საინტერესო პერიოდს შეეხება. აქ მეტად საინტერესო მასალებია გადმოცემული აღნიშნული გუბერნიების საზღვრების შესახებ, ადმინისტრაციულ მოწყობაზე, მოსახლეობის რაოდენობაზე, მათ ეთნიკურ
შემადგენლობაზე და ა.შ.”[11] თბილისის გუბერნიის მასშტაბით XX საუკუნის დასაწყისისათვის აქ მაცხოვრებელ სომეხთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ჩამონათვალში სომხები საერთოდ არც არიან მოხსენიებულნი. თვით ერივანის გუბერნიაშიც კი, 1906 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სომხები გუბერნიის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ შეადგენდნენ.[“12]
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უფრო ობიექტური და სარწმუნო არგუმენტები XIX_XX საუკუნეებისთვის ლორე_ბამბაკის რაიონის უდავო ქართულ კუთვნილებაზე ალბათ აღარც არსებობს. ისიც უდავოა, რომ მეცნიერული თვალსაზრისით ბრიტანული მხარე ნამდვილად ნეიტრალურ და უაღრესად ავტორიტეტულ მხარეს წარმოადგენს.
XIX საუკუნის ბოლოსათვის სომხებმა ცარიზმის შოვინისტური და იმპერიული პოლიტიკის დიდი მხარდაჭერით შეძლეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა და სომხური ეთნიკური უმრავლესობის ხელოვნური სურათის დამყარება. სომეხთა მშვიდობიანი დემოგრაფიული ექსპანსიის პროცესმა საქართველოში I მსოფლიო ომის მსვლელობისას კი, საბოლოო ჯამში, შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ახალი იდეოლოგიით გამაგრებულმა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა საქართველო.
ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგაც პოლიტიკური, ისტორიული და ტერიტორიული სამართალმემკვიდრეობის პრინციპებიდან გამომდინარე, ტფილისის გუბერნიაში შემავალი ლორე_ტაშირის რეგიონი ფაქტობრივად ისევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში მოექცა. თავისთავად ცხადია, რომ ამ რეგიონზე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფაქტობრივი იურისდიქციაც
ვრცელდებოდა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ლორეს რეგიონის პოლიტიკურ, სამხედრო, ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ კადრსაც, ბუნებრივია, საქართველოს მთავრობა ნიშნავდა _ ,,ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს.
01. 06. 1918. საქართველოს რესპუბლიკის ჯარების ჯავშნოსანი მატარებლებისა და ავტომობილებისათვის საჭიროა რკინა და სხვა მასალები, რომლის გარეშეც ჯავშნოსანი მატარებლები და ავტომობილები ვერ გაართმევენ თავს მათ წინაშე დასმული საბრძოლო ამოცანების გადაწყვეტას. ზემოხსენებული მასალების მიღება შესაძლებელია ალავერდის სპილენძსადნობი ქარხნებიდან, სადაც მიმღებ პირებად მიევლინებიან სანაინის რკინიგზის სადგურის უფროსი, დავით დევდარიანი და სამთო ტექნიკოსი სიმონ შუბლაძე. გიორგაძე”.[“13 წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტი კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მოცემული რეგიონის საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი ფაქტობრივი კუთვნილების საკითხს და ქართული სახელმწიფოს მხრიდან მისი სრული ადმინისტრაციული კონტროლის ფაქტს.
ალბათ ბედის ირონიაა, რომ სწორედ ამ დროს, 1918 წლის ივნისში, ოსმალთა იმპერიაში ,,საგარეო ტურნეს’’ დროს, არარატის რესპუბლიკის დაშნაკი ლიდერები ,,ალექსანდრე და გევორქ ხატისიანები, აჰარონიანი და პაპაჯანიანი იმის შესახებ მსჯელობდნენ, რომ სომხეთის რესპუბლიკაში ერივანის გუბერნიის, მთიანი ელისავეტპოლისა და ახალქალაქი_ლორეს რაიონების ჩართვით სამ ამიერკავკასიურ სახელმწიფოს შორის თანასწორობისა და ბალანსის მდგომარეობა დამყარდებოდა”.”[14]

ქართველი ,,პროგერმანელები’’ და ქართული ლეგიონი.

,,საქართველოს იმ ხანად ხშირად ადარებდნენ დემოკრატიისა და სამოქალაქო წესიერების ოაზისს ყოფილი იმპერიის ანარქიის უდაბნოში. და უნდა ითქვას, რომ ეს შედარება სავსებით სწორია. ამიტომ იყო, რომ საქართველო წარმოადგენდა იმ ჟამით ყველა დევნილთა, ლტოლვილთა და დამარცხებულთა თავშესაფარს… დიდ ანტანტას საქართველო თავისი მოწინააღმდეგე ბანაკის დამხმარედ მიაჩნდა და ფარულ ბოლშევიკობას სწამებდა, თეთრი რუსეთი იმპერიის მთლიანობის დამრღვევად და კომუნიზმის აგენტად ნათლავდა, წითელი რუსეთი კი კონტრრევოლუციურ ბუდესა და დენიკინის მოკავშირეს უწოდებდა, ხოლო ორივე ერთად თანაბარი სისასტიკითა და ვერაგობით, საშინელ სასურსათო და პოლიტიკურ_ეკონომიკურ რკალს არტყამდა ირგვლივ და მოუსვენრად მუშაობდა მის შიგნიდან ასაფეთქებლად”.”[15] ეს სიტყვები საქართველოს
პირველი რესპუბლიკის ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ბატონ გრიგოლ ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. ვეთანხმებით ავტორისეულ შეფასებებს. იგი, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი და შემდეგ კი თვით რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი, ბუნებრივია ფლობდა ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ამიერკავკასიაში 1917_1921 წლებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რაც შეეხება ანტანტის ქვეყნების მხრიდან
საქართველოს მიმართ გამოხატული უნდობლობის ფაქტს, მეტი სიცხადისათვის საკითხი გაშლასა და ცოტა ფართოდ განხილვას მოითხოვს. ასეთი მიდგომა უფრო ნათელს გახდის ჩვენი თემატიკის საკვანძო საკითხების გახსნას. საუბარი I მსოფლიო ომსა და მასთან მიმართებაში ქართული პოლიტიკური წრეების მიერ დაკავებული პოზიციების ანალიზს ეხება.
ისტორიული რეალობაა, რომ სახელმწიფოებრივი არსებობის მთელი სამიათასწლიანი ისტორიის მანძილზე ქართველები ხშირად მდგარან ,,ნაკლები
ბოროტების” არჩევანის წინაშე, ხოლო ხელსაყრელი მოკავშირის შერჩევის პრობლემა, არ შევცდებით თუ ვიტყვით, ქართული სახელმწიფოსათვის პირველხარისხოვან ამოცანას წარმოადგენდა მუდამ. XX საუკუნის 10_იანი წლებისთვისაც ქართული საზოგადოება მსგავსი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობამ სწორად გააანალიზა, რომ I მსოფლიო ომის შედეგები გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ მომავალი
მსოფლიოს ტერიტორიულ_პოლიტიკურ გადანაწილებასა და მისი შემდგომი მოწყობის საქმეში. მათ მართებულად აღიქვეს ის მდგომარეობაც, რომ ეს იქნებოდა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის შანსი. მაგრამ საკითხი ასე იდგა _ ანტანტა თუ სამთა კავშირი? გარკვეული პარტიები, სოციალ_დემოკრატების თავკაცობით პროანტანტურ პოზიციას იჭერდნენ. ეროვნულ_დემოკრატებს კი გერმანია, როგორც სამთა კავშირის
ლიდერი მიაჩნდათ თავის ბუნებრივ მოკავშირედ რუსეთის იმპერიისაგან თავის დასაღწევად.
ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიაში დელეგაციაც გაიგზავნა იმპერიის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით. ,,უცხოეთში მყოფი მ. წერეთელი და გ. მაჩაბელი შეხვდნენ გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს. მ. წერეთელმა გრაფ პურტალესს მიმართა თურმე შეკითხვით _ მომავალ საზავო კონფერენციაზე იქნებოდა თუ არა მოსმენილი საქართველოს მემორანდუმი, გამარჯვებული
გერმანია და მისი მოკავშირეები დაეხმარებიან თუ არა ქართველ ხალხს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენაში. საპასუხოდ გერმანიის რწმუნებულმა განაცხადა, რომ ჩვენი პოლიტიკა განისაზღვრება ქართველთა მიერ დაკავებული პოზიციის შესაბამისად. თუ ისინი აქტიურად იმოქმედებენ რუსეთის წინააღმდეგ, გერმანია დაიცავს საქართველოს ინტერესებს, მხარს დაუჭერს მის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. მ. წერეთელმა ივარაუდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებული ქართველები 50_ათასიან ლაშქარს შეკრებდნენ. გერმანიის წარმომადგენლებმა კი ივალდებულეს ამ ლაშქრის შეიარაღება, დაარწმუნეს მოლაპარაკებაში მონაწილე ეროვნული დემოკრატები, რომ საომარი საჭურვლის ნაწილი უკვე მიტანილი იყო ტრაპიზონში და თუ შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდებოდა, იგი გადაეგზავნებაო აჯანყებულ ქართველთა ლაშქარს””.[16]
მართლაც, მალე ჩამოყალიბდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი. აქტიური მუშაობა გაჩაღდა ქართული ლეგიონის შესაქმნელად ცარისტული ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში. ფაქტია, რომ ამ კუთხით ქართველმა ეროვნულ_დემოკრატებმა რეალურ შედეგებსაც მიაღწიეს.[17]
ქართული საზოგადოების ფართო ფენებისათვის ალბათ უცნობია ის ფაქტი, რომ გერმანელთა მიერ მართლაც რამდენჯერმე განხორციელდა გარკვეული რაოდენობის იარაღის ფარულად შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი წყალქვეშა ნავებით, რითაც გარკვეული არსენალიც შეიქმნა, ხოლო პირველი ქართული ლეგიონი, რომელიც ამ ეტაპზე ძირითადად ლაზებითა და აჭარლებით იყო
დაკომპლექტებული, პოლკოვნიკ გიორგი (ლეო) კერესელიძის მეთაურობით I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაება და მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებსაც მიაღწია.[18] ახლადჩამოყალიბებულმა ქართულმა ლეგიონებმა ,,საზღვარზე მყოფი რუს კაზაკთა რაზმები გაანადგურეს და აიღეს რამდენიმე სოფელი. მათ ხელში ჩაიგდეს რამდენიმე ქვემეხი და ტყვედ აიყვანეს მრავალი რუსი ჯარისკაცი””.[19] ქართული ლეგიონის მიერ მურღულთან და მაჭახელასთან ჩატარებულმა სწორედ ამ წარმატებულმა ოპერაციამ გაუკაფა გზა გერმანო_თურქული სადესანტო ნაწილების ელვისებურ შეტევას ბათუმთან I მსოფლიო ომის დაწყების პირველსავე ეტაპზე. ,,ხოფაში გადმოსხმულ იქნა კონსტანტინოპოლის 1_ლი საარმიო კორპუსის მე_7 და მე_8 პოლკების საზღვაო დესანტი გერმანელი მაიორ შტანკეს მეთაურობით, რომლებიც უეცრად შეიჭრნენ მდ. ჭოროხის ხეობაში, ბრძოლებით დაიკავეს არტანუჯი, ართვინი, ბორჩხა და რუსებს მდ. აჭარისწყლამდე დაახევინეს””.[20] _ გვამცნობს ცნობილი რუსი სამხედრო ისტორიკოსი გენერალ_ლეიტენანტი ი. კორსუნი. ,,რუსული ჯარების წარუმატებელი მოქმედებებისათვის გენერალი ელშინი, ბათუმის ოლქის სარდალი გადააყენეს და იგი მაღალკომპეტენტურმა ოფიცერმა, გენერალმა ვ. ლიახოვმა შეცვალა””.[21] სწორედ ამ მოვლენებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი ცარიზმის მკვეთრად ანტიაჭარულ და ანტიქართულ განწყობებზე, ხოლო მუსულმან აჭარლებსა და ლაზებზე, რომლებსაც ისედაც არ თვლიდა ქართველებად, დაწოლა გააძლიერა. ,,ცარიზმმა უმალ გამოაცხადა მთელი აჭარა მოღალატედ, ,,ომის დროს აჯანყებულად’’ და აპირებდა განმეორებას ძველი ხერხისა, _ გაეჟლიტა და გადაერეკა მაჰმადიანი (მათ მუდამ ,,თათრებად’’” აცხადებდნენ რუსები და
აღწერის დროს ათავსებდნენ თათართა რუბრიკაში მოსახლეობისა) ქართველები ოსმალეთში და მათ ადგილზე დაესახლებინა ქრისტიანი რუსები და სომხები (როგორც ეს წინა ომებში ხდებოდა)’’.[22]
გარკვეული ქართული წრეების მხრიდან გერმანო_თურქებისადმი ასეთი დამოკიდებულება დაედო საფუძვლად ანტანტის ქვეყნების არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას ზოგადად ქართველებისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მმართველი წრეების მიმართ I მსოფლიო ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც მხოლოდ კავკასიის არმიის შემადგენლობაში მრავალი ქართველი გენერალი და ოფიცერი მეთაურობდა მთელ შენაერთებს, რომლებიც დიდი წარმატებით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
ბატონ გრიგოლ ლორთქიფანიძის ზემოთ მოყვანილ ციტატაში კი ვერ დავეთანხმებით მის მოსაზრებას, რომ მხოლოდ ,,წითელი და თეთრი რუსეთები”’’
წარმოადგენდნენ საქართველოს დაუძინებელ მტრებს. ამ მიმართებაში სომეხ დაშნაკთა შენიღბული ანტიქართული იდეოლოგია გაცილებით უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენდა ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკისათვის, ვიდრე ცარისტული თუ ბოლშევიკური რუსეთის აგრესიული ქმედებები. 1918 წლისათვის კი რუსეთი, ,,თეთრიც’’” და ,,წითელიც”’’, სულს ღაფავდა და იგი რევოლუციის, კონტრრევოლუციისა და უცხოური
ინტერვენციის ფატალურ რკალში იყო მოქცეული. გარკვეული ქართული პოლიტიკური წრეების გერმანოფილურმა განწყობებმა I მსოფლიო ომის მსვლელობისას და მთელი 1918 წლის განმავლობაში ნოყიერი ნიადაგი შექმნა დაშნაკთა მიერ ქართველთა ანტანტის ქვენების წინაშე შემდგომი დასმენებისა და ცილისწამებისათვის. დაშნაკ პროვოკატორთა ამ ქმედებებმა მოკავშირეთა მხრიდან მკვეთრად ანტიქართული განწყობების გამძაფრებას შეუწყო ხელი, რამაც ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო ახალი, დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა.
სწორედ ასეთ ბაზისზე დაყრდნობით დაიწყეს სომეხმა დაშნაკებმა თავისი შორს გამიზნული ექსპანსიონისტური ჩანაფიქრის განხორციელება საქართველოსთან და არა მხოლოდ მასთან მიმართებაში. ზუსტად აღნიშნავს შოთა ვადაჭკორია, რომ ,,საქართველოს ხელისუფალთა ტოლერანტობა და ათიათასობით სომეხი ლტოლვილის საქართველოში თავშეფარება დაშნაკცუტიუნის პარტიის მეშვეობით, ქართველ ერს ბუმერანგივით დაუბრუნდა და თავსატეხი პრობლემების წინაშე დააყენა”’’.[23]

ლიტერატურა:
1. Армянскій вопросъ передъ Мирной Конференціей. 1919г.
2. [Richard Hovannisian. Armenia on the road to Independence 1918. University of California Press, Berkley and Los Angeles, 1969. გვ. 9.
3. [შ. ვადაჭკორია. საქართველო_სომხეთის ურთიერთობების საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში. (1918_1920). თბილისი. გვ. 42.
4. М. Ахов. Россія и армяне. С.-Петербургъ. 1897. გვ. 34.
5. იქვე. გვ. 55.
6. [Stephen F. Jones. Georgian-Armenian relations in 1918 to 1919 and 1991 to 1994: A comperison. გვ. 444.
7. Ив. Джавахишвили. Границы Грузии в историческом и современном рассмотрении. Тбилиси. 1919. გვ. 53.
8. Luigi Vilari. Fire and Sward in the Caucasia. Fisher and Union. London. 1906. გვ. 109_110.
9. М. Ахов. Россія и армяне. С.-Петербургъ. 1897. გვ. 59.
10. [აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის შესახებ. თბილისი, 2003. გვ. 15_16.
11. ენციკლოპედია Britanica. 1911. 233
12. იქვე.
13. [სცია 1969_2_186_45.
14. [Richard Hovannisian. Armenia on the road of Independence 1918… გვ. 235.
15. []გრ. ლორთქიფანიძე. ფიქრები საქართველოზე. თბილისი. 1995. გვ. 158_159.
16. [ალ. ბენდიანიშვილი. საქართველოს პირველი რესპუბლიკა. თბილისი. 2001. გვ. 14.
17. []რეზო გაბაშვილი. დაბრუნება. თბილისი. 1992. გვ. 143.
18. W.E.D. Alenn. Caucasian battlefields. A history of the wars on the Turko-Caucasian border. 1828-1921. Cambridge. 1953. გვ. 167.
19. [ალ. ბენდიანიშვილი. საქართველოს პირველი რესპუბლიკა. თბილისი. 2001. გვ. 19.
20. [И. Г. Корсун. Первая мировая война на кавказском фронте. Воениздат. Москва. 1946 г. გვ. 31.
21. [W. E. D. Alenn. Caucasian battlefields… გვ. 167.
22. [რეზო გაბაშვილი. დაბრუნება. თბილისი. 1992. გვ. 152.
23. [შოთაA ვადაჭკორია. საქართველო_სომხეთის ურთიერთობის საკითხი… გვ. 26.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: