Posted by: burusi | 29/07/2010

მემედ აბაშიძე

მემედ აბაშიძის პორტრეტი. ნ. გაიდაბურას ფოტო, ბათუმი, 1904 წ

მემედ აბაშიძე – Mehmet Abashidze (1873-1937)

დაწყებითი განათლება მიიღო დიდი ილიას მიერ დაარსებულ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სსასწავლებელში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. მუდმივად ბეჭდავდა წერილებს ქართულ საცნობარო გამოცემებში. თავდაუზოგავად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს.
1917 დაბრუნდა ბათუმში. ხელმძღვანელობდა ქართველ მისლიმანთა საქველმოპქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისს და სათავეში ჩაუდგა “სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ ჯგუფს”. 1919-1921 ხელმძღვანელობდა საცნობარო გამოცემა “სამუსლიმანო საქართველოს”.
ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხორობისა.
დიდი ილიას თქმით:
“მემედ აბაშიძე თავისი დროის უაღრესად მღავალწახნაგოვანი პიროვნება, ბობოქარი, ეროვნული საქმისადმი თავდადებული, ქედუხრელი. როცა საქმე ეხებოდა აჭარას, ერთიანი საქართველოს ბედს, იქ მისი სულის ფეთქებსდი ძალა ყოველგვარ ზღვარს გადადიოდა.
“აჭარა და ქალაქი ბათუმი ყოველთვის საქართველოს კუთვნილება იყო და მომავალშიც მისი განუყოფელი ნაწილი იქნება! ეს სიტყვები მან ტყვიასავით მიახალა თურქეთის თავგასულ ფაშას”.
მემედის დამსახურებაა, დღეს აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილი რომ არის. მან მთელი ცხოვრება მუსულმან და ქრისტიან ქართველებს შორის სიყვარულის განმტკიცებას, თავისი კუთხის მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, საქართველოს მთლიანობის ბრძოლას მოახმარა.
თანამედროვეთა გადმოცემით აბაშიძე სულიერად და ხორციელად უზადო ვაჟკაცი, თავმდაბალი, კეთილი, უანგარო, მეტად სტუმართმოყვარე პიროვნება ყოფილა. იგი არა მარტო დიდებული გარეგნობით, თავანკარა ქართული საუბრითაც იქცევდა ირგვლივმყოფთა ყურადღებას.
მემედ აბაშიძემ 35 წელიწადი იღვაწა, იყო საზოგადო, სახელმწიფო მოღვაწე.
მისი მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო. იგი მონაწილეობდა სამწერლო სარბიელზე, წერდა ლექსებს, მოთხრობებს, საცნობარო წერილებს. თარგმნიდა არაბული და თურქული ენებიდან ქართულად და პირიქით; ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის და ნამიკ ქემალის ნაწარმოებები. იგი შეუდგა “ვეფხისტყაოსანის” თურქულ ენაზე თარგმნას, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა.
იდევნებოდა როგორც რუსეთის, ისე თურქეთის მიერ. თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში მან არაერთი წელი გაატარა რუსულ თუ თურქულ ციხეებში. მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა ასევე თურქეთის თუ რუსეთის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ.
მემედ აბაშიძემ, მიუხედავად იმისა, რომ განუწყვეტლივ სიკვდილ-სიცოცხლის სასწორზე დადიოდა, არ შეუწყვეტია თავისი საქმიანობა და მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა საქართველოსათვის თურქებისაგან მოწყვეტილი და გამაჰმადიანებული კუთხის, აჭარის დაბრუნებას. გზა კი ამ მიზნისაკენ მიდიოდა ქართველ-მაჰმადიანებთა შეგუებაზე ქვეყნის მართმადიდებლურ უმთავრესობასთან, აჭარლებს შორის ქართული ეროვნული თვითშემეცნების გამოღვიძებასა და განმტკიცებაზე.
1937 წელს მამულიშვილი მემედ აბაშიძე სამსობლოს სიყვარულისათვის, რუსეთის ხელისუფლებამ დახხვრიტა.

1917 წელს მემედ აბაშიძემ ჩამოაყალიბა ბათუმის ოლქის ქართველ-მაჰმადიანთა კომიტეტი, რომელმაც შეძლო გაენეიტრალებინა ადგილობრივი პანისლამისტების გავლენა აჭარის საზოგადოებაზე. მ.აბაშიძის პრინციპული პოზიციის გამო ამ უკანასკნელთ ვერ შეძლეს აჭარის კვლავ თურქეთისათვის შეერთება. ამ ქართული კუთხის მკვიდრთ ლიდერთან ერთად არ სურდათ ჩამოშორებოდნენ ახლად გამოღვიძებადაწყებულ ქართულ სახელმწიფოს. რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ აჭარაში შექმნილ რთულ სიტუაციას ერთ-ერთი ბათუმელი ისტორიკოსი ასე აფასებს: “აჭარის მოსახლეობას ერთნაირად როდი ესმოდა კუთხის მომავალი. ქართველ-მაჰმადიანთა ერთი ნაწილი ქართული ორიენტაციის ერთგულებდა, მეორე – თურქულ ორიენტაციაზე იდგა, ხოლო მესამე – აჭარის დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეას უჭერდა მხარს. პრობლემას განსაკუთრებით რუსეთის, თურქეთის, ინგლისის და ზოგიერთი სხვა ევროპული სახელმწიფოს განსხვავებული ინტერესი ართულებდა. თურქეთის პოზიციას მხარს უმაგრებდა ამ კუთხეში მყარად ფეხმოკიდებული მაჰმადიანობა. რუსეთის პოზიციებს ამყარებდა ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქებში და ასევე ქალაქ ტრაპეზონში მდგარი რუსული სამხედრო ნაწილები.
ამ დროს საქართველოს არ გააჩნდა საკუთარი სახელმწიფო. ქართველ პოლიტიკოსთა ერთადერთ არგუმენტს წარმოადგენდა აჭარელთა უმრავლესობის ქართული ორიენტაცია და იმის იმედი, რომ ქართველი პოლიტიკოსები მემედ აბაშიძის ხელმძღვანელობით შეძლებდნენ თურქული ორიენტაციის აჭარლების დარწმუნებას ამ კუთხის საქართველოსგან მოწყვეტის უპერსპექტივობაში”.
მემედ აბაშიძის ირგვლივ შემოკრებილი აჭარელი პოლიტიკოსები აჭარის მომავალს საქართველოს საზღვრებში ხედავდნენ, თუმცა აქაურ მკვიდრთ უნდა შენარჩუნებოდა ფართო ავტონომია და ასევე კუთხური თვითმყოფობა. თავად აბაშიძეს არაერთხელ გაუმეორებია, რომ ქართველი-მაჰმადიანები დარწმუნებული უნდა იყვნენ იმაში, რომ შეინარჩუნებენ თავიანთ ეროვნულ ხასიათს. იგი შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან დაერწმუნებინა თავისი მიმდევრები, რომ დამოუკიდებული საქართველო არ წავიდოდა აჭარელთა მაჰმადიანობის წინააღმდეგ და აჭარასაც ფართო ავტონომიას მისცემდა.
1918 წელს ასლან აბაშიძე დახვდა სტამბულიდან ოკუპირებულ ბათუმში ჩამოსული თურქთა დელეგაციას. ამ შეხვედრას მან შემდეგი განაცხადა: “ჩვენ, ქართველები, სტუმართმოყვარენი ვართ და კარგად ვიცით სტუმართ-მასპინძლობის წეს-ჩვეულება. მსურს, რათა თქვენ კარგად უწყოდეთ, რომ სტუმრებს არ მივცემთ ჩვენს საშინაო საქმებში ჩარევის უფლებას… ტყვილად ნუ იგრძნობთ თავს ჩვენს მიწის ბატონ-პატრონად”.8 ამ სახის მისასალმებელი სიტყვის გამო თურქეთის ხელისუფლებამ, მიუხედავად ქართველი მოსახლეობის დიდი პროტესტისა, მ. აბაშიძე ტრაპეზუნის ციხეში ჩაკეტა, მაგრამ მან რამდენიმე თვეში დააღწია საკანს თავი ციხის დამცველი ლაზებისა და ქართველების დახმარებით.
1918 წელს თურქეთის ოკუპაციის ინგლისელებით შეცვლის შემდეგაც არ შეუწყვეტია მ. აბაშიძეს თავისი პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც მიმართული იყო აჭარის უკვე რამდენიმე თვის ასაკის მქონე დამოუკიდებელი საქართველოსათვის მიერთებისაკენ. მიუხედავად ბათუმის კომენდანტის ვილიამ კუკ-კოლიზის პრორუსული განწყობილებისა, აბაშიძემ ჩამოაყალიბა ბათუმის ოლქის ქართველ-მაჰმადიანთა საზოგადოება და დაიწყო გაზეთის “მაჰმადიანური საქართველოს” გამოცემა. მან აიძულა ასევე ინგლისური ადმინისტრაცია ბათუმში აჭარის წარმომადგენელთა ყრილობის ჩატარების ნება მიეცა.
ამ ყრილობაზე, რომელიც 1919 წლის 31 აგვისტოს გაიმართა, მიღებული იქნა დადგენილება, რომელმაც ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეასრულა მაჰმადიან აჭარლებსა და ქართველ ხალხს შორის. დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ “ბათუმის ოლქის მუსულმანები მათი სისხლის, ენის, კულტურისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით ქართველები არიან”. დადგენილებაში ხაზგასმული იყო ასევე, რომ აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
ყრილობის მონაწილეთაგან აირჩა მეჯლისი (პარლამენტი), რომლის დანიშნულებასაც წარმოადგენდა მუშაობა აჭარის უცხო ბატონობისაგან

განთავისუფლებისათვის და მისი, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოსათვის შეერთება. მიუხედავად იმისა, რომ მეჯლისის წევრთა შორის აღმოჩნდნენ პანთურქისტები და პანისლამისტები, პარლამენტის პირველ თავმჯდომარედ ერთხმად არჩეული იქნა მემედ აბაშიძე.
გაიზიარა რა აჭარის მეჯლისის დადგენილება საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ 1920 წლის 14 იანვარს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: “საქართველოს ყველა მოქალაქის ნების თანახმად, პარლამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად და ასევე რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ხელისუფლებამ ცნო აჭარის ავტონომია”.
საქართველოს რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ 1921 წელს თურქებმა გადაწყვიტეს 1918 წლის ბრესტ-ლიტოვსკის გადაწყვეტილების შესაბამისად აჭარა თურქეთისათვის მიეტაცებინა.
მემედ აბაშიძე, მიუხედავად მთელი თავისი მიუღებლობისა რუსეთის მიმართ, წინ აღუდგა აჭარის გავლენიანი პირების განწყობას, რომლის მიხედვითაც აჭარის დაპყრობა თურქეთის მიერ იყო გაცილებით ნაკლები ბოროტება, ვიდრე ბათუმის დაპყრობა “მასონურ-კომუნისტური” რუსეთის მიერ. იგი ნათლად უწევდა ანგარიშს იმას, რომ 2-3 თაობის შემდეგ აჭარელი მაჰმადიანები სრულად გათურქდებოდნენ. მას ამის გაცილებით მეტად ეშინოდა, ვიდრე რუსეთის.
თითქოს ბედის ირონიაა, მაგრამ მემედ აბაშიძის ოცნება აჭარის ავტონომიის შესახებ, საბჭოთა რუსეთმა განახორციელა 1921 წლის 16 ივლისის დადგენილებით, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ამ კუთხისათვის თვითმართველობის (” ავტონომია”) მინიჭებინა. საბჭოთა რუსეთი ხელისუფლება მოელოდა, რომ აჭარისათვის სულიერი და სარწმუნოებრივი დამოუკიდებლობის მინიჭებით დააჩქარებდა ამ კუთხის დანარჩენ რუსეთთან მიერთების საქმეს. სინამდვილეში ეს ასე არ მომხდარა.
XX საუკუნის ოცდაათიან წლებში მოსკოვი მზაკვრული მიზნებით ცდილობდა გამოეყენებინა მართლმადიდებელ ქართველებსა და ისლამის მაღიარებელ აჭარაში მცხოვრებ ქართველებს შორის სარწმუნოებრივი განსხვავება. სურდა რა დაესუსტებინა ქართველი ერი, რომელთანაც რუსეთის ხელისუფლებას გამუდმებით წინააღმდეგობები ჰქონდა, იგი ცდილობდა ქართული ერიდან გამოეცალკევებინა აჭარლები, როგორც დამოუკიდებელი ხალხი. ორმოციან წლებში, როდესაც კავკასიიდან მთელი ხალხები გაასახლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ისლამის მაღიარებლები იყვნენ და არ სურდათ დამორჩილებოდნენ რუსებს, მოსკოვში დგებოდა გეგმები იმის თაობაზე, რომ გადასახლების გზით გადაეჭრათ აჭარის საკითხი.

წყარო: http://mamuli.net


პასუხები

  1. sainteresoa

  2. აქ არა არის მითითებული, რომ მემედ აბაშიძე კონკრეტულად იმიტიმ დახვრიტეს, რომ გააპროტესტა საბჭოთა პასპორტი, რომელშიც ეროვნება აჭარელი ეწერა

    დღეს კი მისი ძეგლი სანაგვეზეა

  3. DIDI QARTVELI

  4. ,,1918 წელს ასლან აბაშიძე დახვდა”- memedis nacvlad aslani giweriat da iqneb, sheasworot.

  5. ასლანი მემედის შვილს ერქვა.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები