Posted by: burusi | 27/05/2010

ედგარ ალან პო – “ანაბელ ლი”

Virginia Poe by Sully

ედგარ ალან პო – Edgar Allan Poe (1809 – 1849)

“ანაბელ ლი”

თარგმანი ინგლისურიდან – მერაბ მეტრეველი

ეს იყო ბევრი ო, ბევრი წლის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც
მშვენიერ ანაბელ ლის; _
რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ
და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.

ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,
როცა სამეფოში ზღვის
სიყვარულით, სიყვარულზე მეტით
გვიყვარდა მე და ანაბელ ლის _
ვით ფრთები ცაში სერაფიმების
იყო სიყვარული ის

შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები
სული გაუთოშა ანაბელ ლის
ნათესავებმა კეტილშობილთა
მაშინ წამგავრეს ის

და გამოკეტეს ძველ აკლდამაში
სამეფოში, ნაპირად ზღვის.
ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;
ჩემი და ანაბელ ლის
სწორედ ამიტომ ( ეს ყველამ იცის
სამეფოში, ნაპირად ზღვის)
ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები
ბოლო მოუღო ანაბელ ლის

და სიყვარულით ასე ძლიერით
ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?
ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?
ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს
რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის
არ შეუძლიათ, რომ დააშორონ
სულები ჩემი და ანბელ ლის.

მთავრე ამოვა, და ჩემთან მოვა
სიზმარში ანაბელ ლი
ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს
მშვენიერ ანაბელ ლის…
სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ
და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის
შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის


პასუხები

  1. კარგი თარგმანია! მაგრამ ედგარ პოს ლექსების მუსიკის თარგმა მაინც შეუძლებელია 🙂

  2. ნამდვილად ეგრეა. სჰეუზლებელია პოს მუსიკალურობა გადმოთარგმნო


დატოვე კომენტარი

კატეგორიები