Posted by: burusi | 18/05/2010

გამონათქვამები მერაბ კოსტავაზე

ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა

მერაბ კოსტავა – Merab Kostava (1939-1989)

“თავისი დიდი გულით მერაბ კოსტავამ გააერტიანა საქართველო. მას ყველა უყვარდა, რამეთუ უწყოდა: უკეთუ არ შევიყვარეთ ურთიერთი, არ შეგვიყვარებს უფალი, ვერ გადარჩება საქართველო”.

“ო, ამ მრისხანე გამოხედვის ქვეშ რა შვილი გული იმალებოდა, რა თანაგრძნობა მოყვასისადმი, ყოველი დევნილისა და ჩაგრულისადმი”.

ზვიად გამსახურდია

***

”ჭეშმარიტი ქრისტიანი და ჩვენი მომავლიდან მოვლენილი თავისუდფალი ქართველი-აი, ვინაა მერაბ კოსტავა”.

გურამ პეტრიაშვილი

***

”მერაბ კოსტავა იმითაც იყო მშვენიერი, რომ ქართველი ეროვნული გმირის ყველა თვისება გააჩნდა”.
”სიკვდილი ყოველთვის არ არის სიკვდილი. ძოგჯერ ის გვირგვინია. Mერაბ კოსტავას ტანჯულ ცხოვრების სიკვდილმა დაადგა შარავანდედი, დაულეწა ხორცი და ძვალი და აღუზევა სულით”.

ნოდარ წულეისკირი

***

”მერაბ კოსტავას ცხოვრება, ერთ კაცში განცხადებული სიმბოლო იყო თავისუფალი და ზნეობრივად გასპეტაკებული საქართველოსი”.

“ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ მომავლისაკენ სავალი გზა დაანახეს და გაუკვლიეს ქართველობას”.

ქეთევან ტოროტაძე

***

”თავისუფალი იყავი, მაგრამ
ტყვე-საქართველოს სიყვარულისა,
რამდენი ტანჯვა გამოიარე,
სიტყვა არ გითქვამს სინანულისა”.

ნანა გვენეტაძე

***

“ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მთლიანობაში უბედნიერესი ადამიანები იყვნენ, რადგან ერთი დღეც არ უცხოვრიათ საქართველოზე ფიქრის გარეშე. ეს რაინდები მხოლოდ ღმერთის და სამშობლოს წნიაშე იხრიდნენ მუხლს. ზვიადმა და მერაბმა გამოაღვიძეს და ფეხზე დააყენეს მთელი ქართველი ერი. ეს ისეთი ფაქტია, რომლის უარყოფა მტერსაც კი არ შეუძლია“.

ვალტერ შურღაი

***

1988 წლის აგვისტოს თვეში სამხატვრო აკადემიაში მისაღები გამოცდები მიმდინარეობდა. ჩემი ახლობელი გოგონა, ქუთაისელი ირმა კუხიანიძე მეხუთედ გადიოდა გამოცდაზე. იგი ძალიან ნიჭიერი და მომზადებული იყო, მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში ვერა და ვერ მოხვდა სამხატვრო აკადემიაში. წინა წელს კულტურის მინისტრ ვალერი ასათიანთანაც კი გავაპროტესტეთ (მაშინ ის კურირებდა აკადემიას), მაგრამ უშედეგოდ და აი, ირმა კვლავ დაბალი ქულებით დარჩა აკადემიის გარეთ. უცბად გადავწყვიტე მიმემართა ბატონი მერაბისა და ბატონი ზვიადისათვის. ისინი ძალიან დაკავებულნი იყვნენ (მოსული იყო ლიხნის წერილი), იმ დილით სოხუმში უნდა წასულიყვნენ, მაგრამ როცა ბატონ ზვიადს მოვახსენე ჩემი გასაჭირი მერაბ კოსტავას ეზოში, მან იხმო მეგობარი და უთხრა: მერაბ, შენ ხვალ დილით წამოდი, ახლა კი ამ ქალბატონს გაჰყევი და გაარკვიე, რა ხდება აკადემიაშიო. ბატონმა მერაბმაც მაშინვე იხმო გია ბუღაძე, შექმნეს კომისია და წავედით. იქ კიდევ 29 აბიტურიენტი მოეხსნათ რესტავრაციის ფაკულტეტიდან და იმ წელს ეს ახალგაზრდები გარეთ რჩებოდნენ. შემოეხვივნენ ბატონ მერაბს და სთხოვეს დახმარება. მან ინახულა აკადემიის რექტორი და სთხოვა, რომ ჩემი ნათესავისა და კიდევ ხუთი სხვა ახალგაზრდისათვის ხელმეორედ დაენიშნათ გამოცდა. გია ბუღაძის მეთაურობით შექმნილმა კომისიამ გაასწორა ნამუშევრები, ხუთიდან ოთხი ბავშვი ფრიადი შეფასებით ჩაირიცხნენ აკადემიაში. ხოლო ის ოცი განათლების სამინისტროდან მოტანილი ნებართვით დააშვებინა გამოცდებზე. იმ ბავშვების თვალები ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება, როგორი მადლიერებით ეხვეოდნენ ბატონ მერაბს და რა სამადლობელ სიტყვებს ეუბნებოდნენ. აი, ასეთი უშუალონი და კაცთმოყვარენი იყვნენ ბატონი ზვიადი და ბატონი მერაბი.

გეორგიანელი


პასუხები

  1. საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი ბიმურზა აფრასიძე-დადეშქელიანი : კაცი ლეგენდა- მერაბ კოსტავა

    “…. მერაბ კოსტავას ბრძოლის გზა ,ისევე როგორც ბატონი ზვიადის,როგორც ქართველი ერის ისტორია არის ბრძოლის ,გმირობის,სულიერი შემართების,თავგანწირვის ისტორია. ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა არის სიმბოლო მეგობრობის,გმირობის,შეუდრეკლობის,მამულიშვილობის.მას საქართველოს ტკივილი ფიზიკურადაც სტკიოდა;დრესაც მისი სახელი ციხე-კოშკივით მტკიცედ დგას.ზეციურ საქართველოდან იგი მტერთან მორკინალია,ბატონი ზვიადის სიტყვებით,რომ ვთქვათ:”…იგი არ მომკვდარა ,იგი კვლავ შეგვასმენს თავის გმირულ ” შავლეგოს”,კვლავ შეგვასმენს,და კვლავ დაამხობს მტერს და გაათავისუფლებს საქართველოს”.მისი მრწამსი მის სიტყვებშია:”წილხვედრ სიკვდილს თუ უმზერდი ავად,მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,შემდეგ ეს მიწა და საქართველო”. მერაბ კოსტავა ქართველი ერის შორეულიისტორიიდან გადმოსული გმირია,რომელიც დარჩა იდეალად მამულიშვილობისა და კავკასიური რაინდობისა..” დალი ბჟალავა ,ნინო ჯაფარიძე,.გაზეთი” ათინათი” 2000 წ.26 მაისი


დატოვე კომენტარი

კატეგორიები