Posted by: burusi | 25/03/2010

როინ მეტრეველი – ბიოგრაფია

როინ მეტრეველი – Roin Metreveli

როინ მეტრეველი – Roin Metreveli

როინ ვიქტორის ძე მეტრეველი _ ისტორიკოსი, დაიბადა 1939 წლის 7 დეკემბერს აბასთუმანში. 1962 წელს დაათავრ თსუ ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა კომკავშირულ ა პარტიულ მაღალ თანამდებობებზე (1960-1972). 1972-86 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე.
1985-88 წლებში თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1988-91 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. 1991 წლიდან 2004 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1996 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. არის კალიფორნიის (აშშ)
ხელოვნების, მეცნიერებისა და განათლების საერთაშორისო აკადემიის წევრი, ევრაზიის უნივერსიტეტების გენერალური ასამბლეის მთავარი კომიტეტის წევრი. იყო საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი, ჟურნალ “მაცნეს” ისტორიის სერიის რედაქტორი, მეცნიერების აკადემიასთან არსებული საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის თავმჯდომარე, თსუ ისტორიის კათედრის გამგე. 1992 წლიდან იყო ქართულ სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ს/კ ცენტრის ხელმძღვანელია. 2001 წლიდან ქართული ენციკლოპედიის მთვარი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
1965 წელს საკანდიდატო დისეტაცია დაიცვა თემაზე: “XII საუკუნის საქართველოს სახელმწიფოებრივი ფორმები”, 1974 წელს სადოქტორო _ “შინაკლასობრივი ბრძოლა შუა საუკუნეების საქართველოში”. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 10 მონოგრაფიის ავტორი. მათ შორის “შინაკალსობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში”, “დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში”, “დავით IV აღმაშენებელი”, “მეფე თამარი”, Der Byzanticisoh-Bulgarishe Kreif 1014-18 und Georgien” (Georgien №11, 1988). არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1996).
1988 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში, 1998 წელს _ ღირსების ორდენი.
1990 წელს არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად.
1999 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები