Posted by: burusi | 01/03/2010

მირზა გელოვანი – ბიოგრაფია

მირზა გელოვანი

მირზა გელოვანი – Mirza Gelovani (1917 – 1944)

ცნობილი ქართველი პოეტი მირზა გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონში, სოფელ ნაქალაქარში. მისი წინაპრები სვანეთიდან ჯერ თელავში გადმოსულან, შემდეგ – თიანეთში. თიანეთში მირზას მამას იქაური ქალი, ევა მაჩურიშვილი შეურთავს ცოლად და საბოლოოდ თიანეთში დამკვიდრებულა. გედეონ გელოვანი რამდენიმე ხანს ნაქალაქარში მსახურობდა და მირზა აქ დაბადებულა. მისი მშობლები მალე ისევ თიანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად დ მირზამ ბავშვობა თიანეთში, მდინარე ივრის ლამაზ ნაპირებზე გაატარა.

მირზა ძალიან ცელქი ყოფილა. თურმე მირზას დებს ყოველთვის მიჰქონდათ ამბავი დედასთან მირზას ცელქობის შესახებ. დედაც ამის გამო სულ ტუქსავდა მას. იქამდე სანამ მირზა სკოლაში წავიდოდა, წერა-კითხვა იცოდა. მისი პირველი ლექსი მან მის დას, როენას მიუძღვნა:„ქათამი რომ კრუხად ჯდება, გამოჩეკავს წიწილებს, როენას რომ გავაბრაზებ, ნეტა ვისთან მიჩივლებს?“

მირზამ 1935 წელს დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი. მცირე ხნით მასწავლებლობდა. მისი ლექსები 1935–იდან იბეჭდებოდა “ჩვენს თაობაში” და სხვა ჟურნალ–გაზეთებში. მირზას პირველი ლექსი “თეთრი მიწა” რაჟდენ გვეტაძემ დაბეჭდა თავის რომანში “ლაშაური საღამოები” (1935 წ.).

1936–39 ცხოვრობდა თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში არ შესულა, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა “ფედერაციაში”, “საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები.

1939 წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს. “ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ ყველგან რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს”- წერდა მირზა ფრონტიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში.

„მე შენი თმები დამაბრუნებენ“- ასე წერდა ომიდან მირზა თავის უმშვენიერეს მუზას, ნინო ახვლედიანს. თითქმის ყველა წერილში კი თავის ახლობლებს აიმედებდა:

„არ დამიღონდეთ… მე დავბრუნდები“…
„დაბრუნებით ტკივილებს წავშლი“…

მირზა ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას 1944 წელს მოკლეს, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს. მირზა გელოვანი მხოლოდ 27 წლის იყო.

ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებიათ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ. ამის შესახებ მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ბელორუსმა პიონერებმა მირზას დედას, ევა მაჩურიშვილს, 1963 წლის 13 ივნისს მისწერეს: „ჩვენ ტერიტორიაზე, სოფელ სანიკში არის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულია თქვენი შვილი, მირზა გელოვანი“.

ამ დროს პოეტის დედა უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, რომ მირზა დაბრუნდებოდა, რადგან შვილის გარდაცვალების ცნობა ახლობლებს არ უჩვენებიათ. პოეტის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე არავის უფიქრია.

მირზა ლიტერატურული ფსევდონიმია. მას ახლობლები რეზოს ეძახდნენ. თავის პირველ ლექსებს კი
„მზის კაცის “ ფსევდონიმით წერდა. მირზა გელოვანის პირველი ლექსი 1933 წლითაა დათარიღებული, უკანასკნელი 1944 წლით. სულ ათიოდე წელი გაგრძელდა მისი შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ მაინც მოასწრო საკუთარი ხმის პოვნა, თავისთავადი პოეტური სამყაროს შექმნა. ხალასი და ალალ–მართალი ლექსებით მირზა გელოვანმა თავისებური ხიბლი შემატა ქართულ ლიტერატურას. მისი საუკეთესო ლექსები მიძღვნილია სამშობლოსადმი, მშობელი ხალხისადმი (“თუშის ქალი წყაროზე”, 1936; “ფანდური”, 1938; “ცხრაკარა”, 1938; ბალადა “აონი”, 1937; “შავლეგო”, 1938 და სხვა). ომის პერიოდის ლექსებს გასდევს მძაფრი სულიერი ტკივილიც და გამარჯვების რწმენაც (“ძმათა საფლავთან”, 1941; “მელოდე”, 1942; “მთაწმინდიდან სმოლენსკამდე”, 1943; “დედას”, 1943; “ჩემი ლექსები”, 1944 და სხვა).

მისი რომანტიული ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. მირზა გელოვანი თავის უკანასჯნრლ მუზაზე, ნინო ახვლედიანზე, დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ჯერ ჯარში გაიწვიეს, შემდეგ კი ომიც დაიწყო.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.
(თოვლი)

აღიარება მოუტანეს ლექსებმა: “იჯექი წყნარად”, “მთვარე”, “შემოღამება საბადურზე”, “მახსოვს”, “ხრეშად დაცვივდა სიტყვები”, ასევე აღსანიშნავია პოემა “შავნაბადა” და სხვა. ომში წასული პოეტი დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა:

“წუხელ ვებრძოდი ცეცხლსა და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან
აელვებული იდგა თბილისი”.

ფრონტიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში მირზა წერდა: “მჯერა: მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან, ამ გრიგალიდან დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად. მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს. რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე.”

გამოცემულია მირზა გელოვანის ლექსების კრებულები: “ლექსები” (1954), “შავნაბადა” (1956), “ცხრაკარა” (1960), “უბის წიგნაკიდან” (1964), “თეთრი მიწა”(1972), “ფრონტული ლექსები” (1975). 1973 წელს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. 1975 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
თბილისში არის მირზა გელოვანის ქუჩა. ვაჟა–ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი. პოეტის საფლავი ისევ უცხო ქვეყანაშია

ლიტერატურა:

თბილისი. – ენციკლოპედია. – თბილისი, 2002 წელი.
საქართველო. – ენციკლოპედია. – თბილისი, 1997 წ.

მოამზადა თენგიზ ვერულავამ


პასუხები

  1. me dzalian momewona mirza gelovaniss biogravia da gtxovt bevri biograviebi dayarot am saitze da dzalian magari saitia madlobas gixdit!!!:*

  2. ყველაზე ყველაზე ყველაზე….. არ მიყვარს პოეზია მაგრამ მირზა გელოვანი ერთ–ერთი იმ პოეტთაგანია,, რომელზეც უარს ვერ ვამბობ.. :* :*

    მიყვარს.. ძალიან…

  3. didi madloba, rom am blogs sistematiurad anaxlebt.
    imedi makvs Cemi da sxva mkiTxvelebis gamoxmaureba mogexmarebat rom gaagrZelot da ufro gaamdidrot es patara biblioteka.
    sauketeso survilebit
    lena

  4. magaria

  5. mirza gelovani es is adamianiii iyoo romlis saxeli oqros “dzapebit” amoiqarga titoeuli qartvelis gulshii, chemtvis piradad is iyoo namdvili genia da ar vici rogor vtqva, misdami siyvarulisa da pativiscemis gamoxatva sityvebit sheudzlebelia … madlobaaa imas vicn am sait aaxlebs da saertood sheqmna es saitiii…

  6. magariaaaaaaaa

  7. mec zalian miyvars ”mirza gelovani” da minda wavikitxo misi yvela leqsi :)))

  8. magra miyvars mirza gelovani, didi siamovnebit wavikitxav mis leqsebs

  9. auu dzaan magariii kacia mirzaa gelovanii venavcvaleee :*:*

  10. auu dzaan magariii kacia mirzaa gelovanii venavcvaleee :*:*

  11. dzaaan magari biograpiaa!!!gtxovt asetebi kidev bevri dayarot am saitze .didi madloba

  12. me dzalin miyvars qartuli ena

  13. zalian kargi iqneboda misi neshti saqartveloshi chamoesvenebinat.

  14. au mirza neta cocxali iyoooooo…. magari adamiani xar….

  15. ძალიან კარგი ბიოგრაფიაა! გთხოვთ ასეთები კიდევ ბევრი დაყაროთ ამ საიტზე. დიდი მადლობა!

  16. dz magaria

  17. magari poeti iyo mirza gelovani

  18. mirza gelovaniiis leksii ,,nu mcer” tu wagikitxavt, mashin mixvdebiit rom is martlac udidesiii poeri iyoo:))) ( caikitxet aucileblaaad):):P:**

  19. MaGaRi SaiTia DzaaN MaGRaD MoMeWoNa Da Kai BioGRaPiaa MaGRaD GaMoMaDGa eSeTi SaiTeBi BeVri UnDa iYoS MaGaRia :* SgT :* (L)

  20. dzaan magaria

  21. მაგარიაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა.

  22. magari kacia da magrad shemecoda

  23. omshi rom daigupa da tan ase

  24. ogon ert minus getyvit aucilebdlad biografiastan ertad dadet werilebi misi cxovrebidan…

  25. misi werilebi biografiastan ertad dzalian saintereso iqneba … da tu sheidzleba gaitvaliswinet…: ))

  26. yvelas gamoadgeba!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! dzaan magrobaa!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  27. au magari gamisworet ra imena mchirdeboda es biograpia genacvalet

  28. is iyo patrioti da didebuli mwerali.

  29. magari poeti iyo mirza gelovani

  30. iyo,aris da iqneba

  31. dzalian magari biogrefiaaaa. dzalian momwons es saiti. am saitma mirza gelovani ufro shemayvara :*:*:*:):):):D:D:D

  32. MAGARIAAAAAA MIRZA MEVASEBAAAAAAAAAAA

  33. dzaaaaaaan magari poetia mirza gelovani

  34. martla magaria

  35. magari xar

  36. mirza Gelovani dzalian kargi poeti iyo dzalian miyvars misi leqsebi da titqmis ukve wakitxuli maqvs yvela madloba gmerts rom aseti kargi poetebi moavlina am qveyanas da neta asetebi kidev iqnebodes ….

  37. magari martlac saaaaaaaggggggggooooooollll
    mirza gelovansss

  38. me dzalian miyvarda es poeti Da DgemDe MiYvaRssssss :):):)

  39. martla umagresi saitia! miyvarxart am saitis shemqmnelebo! :*

  40. mikvars es poeti

  41. is iyo patrioti da didebuli mwerali.

  42. dzlian momwons es poeti :*

  43. dzaliannn sainteresoo mweralii iyyooooooo

  44. dz dz magar i ii i ii i i iiii iii ii i ii ii

  45. kargi poetiiiii

  46. magari poeti xaaarrrr

  47. dzalian kargi kaci iyo da samcuxaroa rom ar gadmoasvenes sakutar samshobloshi radgan mis leqsebshi chans tu rogor surs mas saqartveloshi dabruneba:((((

  48. dzalian magari poetia da samcuxaroa rom ver gadmoasvenes saqartveloshi radgan mis leqsebshi chans tu rogor ukvars da surs samshobloshi dabruneba!!:((((

  49. me es saiti rom vnaxe dzalian kargia da minda ufro meti vicode da dzalian magari poeti xarn

  50. minda yvela leqsi wavikitxo

  51. mirza gelovanis winaprebi ratom mogzaurobdnen sul?

  52. minda gavigo ratom gaxda is poeti?

  53. ratom ar movwonvar xalxs?

  54. minda mirza gelovanis yvala wigni wavikitxo dzaan dzaaan mindame :):)

  55. magari poeti xaaarrrr

  56. mirzaie magari kaci iyo

  57. mirza chemi sayvareli poetia rcheuli rcheulebs shoris!

  58. mirza chemi sayvareli poetia 🙂 rcheuli rcheulebs shoris!!!

  59. zdalian kargia es biografia chven zdalian momewona

  60. magari kaci iyo mirzaie zdmebo

  61. magrat mogvewona es miografia

  62. უძლიერესი და უნიჭიერესი ადამიანი..,კაცი ლეგენდა და ერის საგანძური..:*

  63. me dzalian minda rom mirzas neshti saqartveloshi gadmoasvenon

  64. dzalian kargiaaaaaaaaaaaaaaaa

  65. მაგარი ადამიანი იყო

  66. Dzalian miyvars mirza gelovani…is sheyvarebuli iyo satrfosa da samshobloze.es kargad chans NU mWER.am leqsshi da sxva bevr leqshi mkvetrad aris gadmocemuli misi idumali grdznobebi…. Mec poeti var da maxarebs is ambvavi ro isic chemi mxridan tianetidan iyo:)

  67. მაგარია

  68. ძალიან მაგარია, მირზას ლექსებიდან განსაკუთრებით მიყვარსს ” ნუ მწერ” :):)

  69. kargi iqneboda misi werilebic rom iyos gantavsebuli am saitze….

  70. dzalian miyvars es poeti momwons misi biografiac

  71. მე ყველაზე მეტად მისი ლექსი “ნუ მწერ” მომწონს. ❤ 🙂

  72. შეცდომა გაქვთ “მისი რომანტიული ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. მირზა გელოვანი თავის უ კ ა ნ ა ს ჯ ნ რ ლ მუზაზე, ნინო ახვლედიანზე, დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ჯერ ჯარში გაიწვიეს, შემდეგ კი ომიც დაიწყო.”(არასწორად დაწერილი სიტყა გამოტოვებით გამოვყავი).

  73. ძალიან საინტერესო სტატიაა, მაგრამ თუ არ მიწყენთ, ერთ რამეს გირჩევთ.. ხშირად გამოიყენეთ ნაცვალსახელი.. ბევრჯერ “მირზა.. მირზა.. მირზა.. ” ტავტოლოგიაა..

  74. ძალიან მაინტერესებს მირზას ლექსები თუ არის ნათარგმნი რუსულ ენაზე, იქნებ იცოდეთ ვინმემ და გთხოვთ ნუ დაიზარებთ, მიპასუხოთ იქნებ


დატოვე კომენტარი

კატეგორიები