ილია ჭავჭავაძე – Ilia Chavchavadze (1837 – 1907)
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 1987 წელს ილიას დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა. მუზეუმს იმ სახლის სამი სართული უკავია, სადაც მწერალი მეუღლესთან-ოლღა გურამიშვილთან და დასთან-ელისაბედ საგინაშვილთან ერთად 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. აქვე იყო განთავსებული გაზეთ ,,ივერიის” სტამბა.
“ამ სახლში ხუთშაბათობით იმართებოდა ხოლმე საღამო. რედაქციის თანამშრომლები საღამოებზე ხშირად კითხულობდნენ პოეტებისა და ლიტერატორების ნაწარმოებებს, სტატიებს. იყო მსჯელობა ქართული საკითხების შესახებ. ყოველი საღამო მთავრდებოდა უბრალო ვახშმით, რომლისთვისაც ღვინო მუდამ საგურამოს მამულიდან მოჰქონდათ. ილიას საღამოები დემოკრატიული საღამოები იყო”, წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.”
მუზეუმის სტუმრებს საშუალება ეძლევათ თემატურად წარმოდგენილი ექსპოზიცია იხილონ: ილია და რუსეთი, ილია და ესპანეთი, ილია და აჭარა-თითოეულ დარბაზში ექსპონატები-საბუთები, ფოტოები, საგაზეთო ამონარიდები თემების მიხედვითაა წარმოდგენილი. ცნობილი პუბლიკაციები, ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ფოტოები-კოლექცია იმდენად მდიდარია, რომ მის საფუძვლიანად დათვალიერებას მუზეუმში ერთხელ სტუმრობა ნამდვილად არ ეყოფა.
განსაკუთრებული მიმზიდველობით სასტუმრო ოთახი გამოირჩევა, სადაც ყოველ ხუთშაბათს XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. სასადილო ოთახი კი სიმყუდროვით გამოირჩევა. მწერლის გემოვნებით მოწყობილ ოთახში ძველი ავეჯი, საოჯახო ნივთები თავდაპირველ იერსახეს უნარჩუნებენ მას.
მუზეუმს ხშირად სტუმრობს სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობა, ქართველი და უცხოელი დამთვალიერებელი.
მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა 11:00-დან 17:00 საათამდე
მისამართი: ი.ჯავახიშვილის N7
ტელ: (+995 32) 95 70 58
magariaaaaaaa
By: roma on 28/04/2010
at 17:45
udidesi adamianii
By: tiko on 05/04/2011
at 21:59
dzaan mwiri inpormaciaaaaaaaaaaa 😦
By: marikunaaaa on 13/04/2011
at 16:57