Posted by: burusi | 26/12/2009

მუხრანბატონების სასახლე, მუხრანი

მუხრანბატონების სასახლე, მუხრანი, მე-19 ს.


პასუხები

  1. მუხრანში მე-20 საუკუნის 20-იანებში იმერეთიდან ჩამოსახლდა ჩემი დიდი ბაბუა – დავით (დარჩო) სირბილაძე, მეღვინე იყო და მუხრანის მიწა უნდოდა სავენახედ ეყიდა. მუხრანშივე დასახლდა და ცოლად მოიყვანა ჩემი დიდი ბებია – ქეთევან მახარაშვილი.
    მეღვინეობას საკმაოდ წარმატებით მისდევდა, ევროპაშიც ხშირად გაჰქონდა, მეგობრობდა ბაგრატიონებთან და ვინაიდან ფრანგული კარგად იცოდა, ბატონიშვილის ფრანგ მეუღლეს განსაკუთრებით უხაროდა მისი სტუმრობა.
    1921 წელს, როდესაც ბაგრატიონები იძულებულნი გახდნენ საქართველოდან წასულიყვნენ, გაყიდეს მაშინ თავიათი მამულების ნაწილი და ერთ-ერთი ნაკვეთი (ნიკო ბურის სახლის უკან) იყიდა ბაბუაჩემმა (მაქვს ორიგინალი საბუთი გიორგი ბაგრატიონის ხელმოწერით). მერე კომუნისტებმა ბევრჯერ ჩამოაჭრეს ამ ნაკვეთს ნაწილები (ამდენი არ გეკუთვნით კანონებითო) და ამჟამად დარჩენილია დაახლოებით 4500 კვარდატული, სადაც მერე ჩემმა ბაბუამ (დავითის სიძემ) სახლი ააშენა 60-იან წლებში.
    ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს ჩემი დიდი ბაბუის შესახებ სამწუხაროდ, მისი, მაშინ ცნობილი ღვინოების შესახებ, ვინაიდან ის ბებიაჩემზე ბევრად უფროსი იყო, ომის დროს გარდაიცვალა და პირადად ვისაც ახსოვდა აღარც ისინი იყვნენ ცოცხლები მე რომ დავიბადე.
    თქვენს არქივებში, დოკუმენტებში ხომ არ არის სადმე ნახსენები დავით (დარჩო) სირბილაძეზე რაიმე ინფორმაცია?

    მადლობა
    ნინო


დატოვე კომენტარი

კატეგორიები