Posted by: burusi | 22/05/2009

უილიამ შექსპირი – სონეტი 66

Copy of 1568, Слепые

სონეტი 66
უილიამ შექსპირი
მთარგმნელი: რეზო თაბუკაშვილი

ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

*********************
სონეტი 66
უილიამ შექსპირი

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,
რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,
ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება
და სრულქმნილება დარქმევია არარაობას.

და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება
და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა
და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება
და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა

და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ
და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე
და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ
და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე…

ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში,
მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში.


პასუხები

  1. ჩემი უსაყვარლესი სონეტია, ბრავო…
    ეს სი სიტყვებია რომელიც ყოველთვის თან მდევს და მიუხედავად ამაისა, გამიხარდა რომ აქაც გადავაწყდი…

  2. es dzaaaaan magariaaaaaaa

  3. მაჩაბელის თარგამანიც დაამატეთ, თუ არის ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა:-))

  4. სონეტი 66
    უილიამ შექსპირი
    მთარგმნელი: ივანე მაჩაბელი

    ვეძახი სიკვდილს, დაქანცულმა როგორ ვუმზირო
    მათხოვრად შობილს და დათრგუნვილს ქვეყნად ღირსებას,
    როგორ ნთქავს ნდობას სიცრუის ზღვა ვრცელი, უძირო,
    სულით ღატაკი ზღვა სიმდიდრით როგორ ივსება!

    უღირსს პატივი მიეგება დაგმობის ნაცვლად
    და დევნილია ჭეშმარიტი სრულყოფილება,
    და უბიწობა გათელილა უხეშად, მკაცრად,
    და ძლიერება უძლურებას ემორჩილება;

    და ხელოვნებას ბრძანებებით დაბმია ენა,
    და ბრძნად გვაჩვენებს თავს რეგვენი გამობრძმედილი;
    და სისულელედ ეჩვენება სიმართლე სმენას
    და თავის მონად უქცევია ბოროტს კეთილი;

    დაქანცული ვარ და სიცოცხლე არ მსურს სრულებით,
    მაგრამ ვერ ვტოვებ, რადგან ქვეყნად შენ მეგულები.

  5. romeli ufro sworia?

  6. აზრი ერთ
    ი დევს სამივეში

  7. ai rezo tabukashvilis sul sxvaa mainc ufro kargia

  8. რეზო თაბუკაშვილის სჯობს,მარტივი ენით არის ნათრგმნი, ლაკონურია და ადვილად გასაგები

  9. rezo tabukashviliis ashkaradd sjobs yvelas

  10. Hi there, just became alert to your blog through Google,
    and found that it is really informative.
    I am going to watch out for brussels. I’ll be grateful if you continue this in future.
    Many people will be benefited from your writing.
    Cheers!

  11. ეს მაჩაბლის თარგმანი არ არის. გივი გაჩეჩილაძისაა. მაჩაბელს სონეტები არ უთარგმნია.

  12. რა მაჩაბელი ადმინ,გაგიჯდიი?ეს გივი გაჩეჩილაძის ნათარგმნია, მაჩაბელს ვინ მიაწერა,რა სისსულელეა.წიგნი მაქვს გივი გაჩეჩილაძის

  13. ეს ის შემთხვევაა, როცა რეზო თაბუკაშვილის თარგმანი შესანიშნავია, მაგრამ თავისუფალი, გივი გაჩეჩილაძის , ძალიან ახლო ორიგინალთან და ასევე მშვენიერი. კიდევ ბევრმა თარგმნა და რაც უფრო ზედმიწევნით მიაახლოვა დედანს, მით უფრო გააფუჭა ორიგინალის სული და ზემოქმედების ძალა. სხვა თარგმანებზე ვამბობ !

  14. თაბუკაშვილი შეუდარებელია,ბრავო მას!


დატოვე კომენტარი

კატეგორიები