Posted by: burusi | 19/08/2013

დავით გონდაური – სს „საქართველოს რკინიგზა“ როგორც ბიზნეს სუბიექტი

თბილისის რკინიგზის სადგური – Tbilisi Train Station

თბილისის რკინიგზის სადგური – Tbilisi Train Station

დავით გონდაური – სს „საქართველოს რკინიგზა“ როგორც ბიზნეს სუბიექტი

ვფიქრობ, აღნიშნული სტატია კარგად ასახავს სს „საქართველოს რკინიგზის“ მისიასა და როლს ჩვენი რეგიონის განვითარებაში. ამასთან ერთად, ნათლად არის დანახული ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რომელიც დღეისათვის დგას ჩვენი ორგანიზაციის წინაშე.

სტატიის ავტორს ვეთანხმები მიდგომაში, რომ საქართველოს რკინიგზის საქმიანობის შეფასება უნდა მოხდეს ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ჭრილში. იმედს გამოვთქვავ, რომ ბატონი დავითი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი საინტერესო სეფასებების ფართო საზოგადოებისათვის მიწოდებას.

მამუკა ბახტაძე
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

————-
საქართველოს რკინიგზის საქმიანობის ანალიზი შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ ლაკმუსის ტესტად, როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნების რეალური სექტორის ეკონომიკისათვის. შესაბამისად, აუცილებელია დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ ამ ბიზნესის დეტალური გაანალიზება და საზოგადოებისათვის წარდგენა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოება ნაკლებად იყო განებივრებული მსგავსი სტატიებით. ვიმედოვნებ, რომ ბატონი დავითის ძალისხმევით ეს ტენდენცია შეიცვლება.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ანალიზი გაკეთებულია არა მარტო კომპეტენტური ფინანსისტის მიერ, არამედ ადამიანის, რომელსაც საქართველოს რკინიგზაში მუშაობის მრავალი წლის გამოცდილება აქვს და უშუალო შეხება ჰქონდა კომპანიასთან.

მიმაჩნია, რომ მსგავსი სტატიები ხშირად უნდა გამოქვეყნდეს, რათა საზოგადოებამ გაიაზროს, რომ რკინიგზა არის საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი და არა ერთი, ცალკე აღებული სახელმწიფო კომპანია.

რკინიგზის როგორც ბიზნესსუბიექტის ანალიზისთვის ასევე აუცილებელია მისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გააზრება (მაგ. ვაგონების ბრუნვა, მატარებლის საშუალო სიჩქარე, საშუალო წონა, ა.შ.). რის შედეგადაც სპეციალისტები მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ. ვიმედოვნებ, რომ რკინიგზისადმი საზოგადოების ინტერესის გაზრდასთან ერთად, ბატონი დავითი მსგავს ანალიზს შემდგომშიც შემოგვთავაზებს.

ირაკლი ტიტვინიძე
სს „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსური დირექტორი

სს „საქართველოს რკინიგზა“ როგორც ბიზნეს სუბიექტი

1. საქართველოს რკინიგზის სატრანზიტო პოტენციალი და ლოგისტიკის როლი ქართული ეკონომიკის განვითარებაში

1.1. საქართველოს რკინიგზის სატრანზიტო ფუნქცია და პოტენციალი

საქართველოს ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება მეტწილად დამოკიდებულია მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე. 1990-იანი წლებიდან საქართველოს – როგორც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილის – ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა; აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის სატრანზიტო როლის გაზრდა გულისხმობს როგორც ტრადიციული სახეობების სატრანსპორტო გადაზიდვებს, ასევე ენერგეტიკული რესურსების გადატანასაც. მსგავსი საერთაშორისო ფუნქცია აძლიერებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოების ინტერესს საქართველოს – როგორც სატრანსპორტო ღერძზე მდებარე ქვეყნის – დემოკრატიული და სტაბილური განვითარების მიმართ, რაც გულისხმობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, თავისუფალი საბაზრო ურთიერთობებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

გაგრძელება იხილეთ PDF ფაილი


დატოვე კომენტარი

კატეგორიები