Posted by: burusi | 14/09/2010

ვახტანგ ტაბლიაშვილი

არჩილ კერესელიძე და ვახტანგ ტაბლიაშვილი

ვახტანგ ტაბლიაშვილი – Vakhtang Tabliashvili (1914-2002)

ქართველი რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი.

1939 წელს ვ. ტაბლიაშვილმა დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. 1939-1966 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი. მის დადგმათა რიცხვში შედის: ლ. არდაზიანის “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” (საკუთარი ინსცენირებით), ლ. გოთუას “დავით აღმაშენებელი”, უ. შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”, ალ. ყაზბეგის “მოძღვარი” (საკუთარი ინსცენირებით), ვ. კალანდაძის “მაია წყნეთელი” და სხვა.

1956-1965 წლებში ტაბლიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარ რეჟისორად მუშაობდა. აქ მან დადგა ზ. ფალიაშვილის “დაისი”, მ. ბალანჩივაძის “დარეჯან ცბიერი”, ჯ. ვერდის “ტრუბადური” და სხვა. მისი დადგმები განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა.

1967 წლიდან ტაბლიაშვილმა მოღვაწეობა განაგრძო კინოსტუდია “ქართულ ფილმში”. გადაიღო ფილმები: “ქეთო და კოტე” (რეჟისორ შ. გედევანიშვილთან ერთად, 1948), “დიდოსტატის მარჯვენა” (რეჟისორ დ. აბაშიძესთან ერთად), “ლევან ხიდაშელი”.


პასუხები

  1. თენგო მე პირადად ვიცნობდი ბატონ ვახტანგ ტაბლიაშვილს,
    ეს დიდი ქართველი რეჟისორი გავიცანი ლიკანში 1994 წელს. მასთან ხშირად მისაუბრია მრავალ თემაზე. განსაკუთრებით ბევრი გვილაპარაკია სტალინის ფენომენზე. ერთხელ პირადად შევესწარი თუ როგორ უყურებდა დიდი ვახტან ტაბლიაშვილი სტალინის მიერ რომანოვების სასახლეში ჩაჭედებულ დიდ ლურსმანს!
    ეს ლურსმანი სიმბოლო იყო ალბათ სტალინის ფენომენისა!
    ბატონ ვახტანგს თან ახლდა ულამაზესი ქალბატონი მისი მეუღლე. ხანდაზმულები იყვნენ მაგრამ ძალიან მომხიბლავები. ერთმანეთს ძველ ამბებს ახსენებდნენ!
    ასევე საოცარია მაგრამ ლიკანში გავიცანი დიდი იტალიელი სცენარისტი – ტონინო გუერა, თავის რუს მეუღლესთან ერთად ისვენებდა!

    პატივისცემით

    კახაბერ ჯაყელი


დატოვე კომენტარი

კატეგორიები