Posted by: burusi | 25/05/2010

ელენე დარიანი – “თუ გული მკვდარია, სიტყვამ რა გააწყოს”

ელენე დარიანი – Elene Dariani

ელენე დარიანი – Elene Dariani

“თუ გული მკვდარია, სიტყვამ რა გააწყოს,
სიტყვა ხომ გულის ნაჟური სისხლია,
უშენოდ, ძვირფასო, სდუმს ჩემთვის აწმყო, –
აწმყოც ხომ ამ გულის ნაჟური ფიქრია.
ჩვენ მაშინ გადავხსნით ჩვენს ფარულ თილისმას –
ელენე, პაოლო – ხომ გულის სისხლია…
თუ მტკვარი სამშობლოს ერთვის შხუილით,
სამშობლო ხომ გულის მგზნებარე სისხლია,
მე რატომ დამჩემდა უშენოდ დუმილი?!
დუმილიც, ძვირფასო, ხომ გულის ფიქრია…
თუ გზაში დაღლილი დავეცი მდუმარედ
დაცემაც ხომ გულის ნაჟური სისხლია,
შენ მე მაპატიებ უშენოდ მთვლემარეს,
ჩათვლემაც ხომ გულის ნაჟური ფიქრია…”


დატოვე კომენტარი

კატეგორიები