Posted by: burusi | 23/03/2010

სულხან ნასიძე – ბიოგრაფია

სულხან ნასიძე

სულხან ნასიძე – Sulkhan Nasidze (1927-1996)

ნასიძე სულხან ივანეს ძე ნასიძე დაიბადა 1927წლის 17 მარტს. კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1980),შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1973).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო (1950, ხელმძღვანელი ა. სვანიძე) და საკომპოზიციო (1955, ხელმძღვანელი ი.ტუსკია) განყოფილებები. 1963–იდან იყო კონსერვატორიის პედაგოგი, 1979–იდან – პროფესორი და კომპოზიციის კათედრის გამგე (გარდაცვალებამდე), 1962–68 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი, 1992–96 თავმჯდომარე, 1974–90 – საქართველოს ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი. ნასიძე განსაკუთრებით ნაყოფიერად მუშაობდა სიმფონიურ და საკრავიერი მუსიკის სფეროში. ძირითადი ნაწარმოებები: 8 სიმფონია (1957–92), კონცერტები: 2 საფორტეპიანო (1955, 1961), სავიოლინო (1968), ორი ვიოლინოსათვის (1979), ვიოლინოსა და ჩელოსათვის (1982), ფაგოტის (1994); 5 სიმებიანი კვარტეტი (1968–92), 2 საფორტეპიანო ტრიო (1960–95), ვოკალური ციკლი “ქართული ხალხური პოეზიიდან” (1969), ორატორია “ჩემი სამშობლო” (1967), ბალეტი “ორფევსი” (1973) და სხვა. ნასიძე თანამედროვე ქართული მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენელია, მაღალი კლასის პროფესიონალი. მისი საუკეთესო ნაწარმოებები დამკვიდრდა ქართული კოლექტივების რეპერტუარში, წარმატებით შესრულდა უცხოეთში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის სულხან ნასიძის ქუჩა.

წყარო: თბილისი. – ენციკლოპედია. – თბ. 2002 წელი.


პასუხები

  1. ეს ბატონებო სულხან ნასიძე არ არის!!!!

    ეს მეორე ფანტასტიკური კომპოზიტორი სულხან ცინცაძეა!!!

  2. ეს სულხან ცინცაძეა


დატოვე კომენტარი

კატეგორიები