Posted by: burusi | 08/03/2010

კოსტა ხეთაგათი – Kosta Khetagkati

კოსტა ხეთაგათი თბილისში - Kosta Khetagkati in Tbilisi, 1902

Konstantin (Kosta) Khetagkati (Ossetic: Хетæгкаты Къоста), Kosta Khetagurov, Коста Хетагуров

კოსტა (კონსტანტინე) ლევანის ძე ხეთაგათი (ხეთაგუროვი; ოს. Хетæгкаты Леуаны фырт Къоста) დაიბადა 1859 წლის 3 (15) ოქტომბერს, სოფელ ნარში (ჩრდ. ოსეთი) — საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსური ლიტერატურის დამფუძნებელი; პოეტი, განმანათლებელი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე.

1871-81 წლებში ხეთაგუროვი სწავლობდა სტავროპოლის გიმნაზიაში, შემდეგ კი – პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა, უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და ოსეთში დაბრუნებულიყო, სადაც შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ანტიცარისტული ქმედებებისთვის პოეტი ორჯერ იყო გადასახლებული. 1903 წელს კოსტა მძიმედ დაავადდა და შეწყვიტა შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. გარდაიცვალა 1906 წლის 19 მარტს (ყუბანის ოლქი).

პოეტი რუსულსა და ოსურ ენებზე წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებსა და სტატიებს. ბეჭდვითი ორგანოს არარსებობის გამო მისი ნაწარმოებები ხალხში ზეპირად ვრცელდებოდა. რუსულ ენაზე დაწერილი მისი თხზულებები იბეჭდებოდა გაზეთებში “სევერნი კავკაზი”, რომლის ფაქტობრივი რედაქტორიც თავად გახლდათ და “კაზბეკ”-ში.

1899 წელს გამოსცა ლექსების კრებული „ოსური ლირა“ (ოს. «Ирон фæндыр»), რომელშიც პირველად გამოქვეყნდა ლექსები ბავშვებისთვის ოსურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სრულტანიანი პოეტური ნაწარმოები ოსურ ენაზე ალექსანდრე კუბალოვმა გამოსცა 1897 წელს («Афхардты Хасана»), ხეთახუროვის წვლილი ოსურ ლიტერატურაში და გავლენა მის მომდევნო განვითარებაზე გაცილებით დიდია.

კოსტა ხეთაგუროვს ეკუთვნის პოემები: “ყუბადი”, “მწყემსად”, “ფატიმა” და სხვა. მან დაამკვიდრა ოსურ ლიტერატურაში რეალიზმის პრინციპები. მისი შემოქმედების ძირითადი თვისებაა ნოვატორობა.

კოსტა ხეთაგუროვი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართველ ხალხთან. ის პირადად იცნობდა ა. ყაზბეგს, მ. ყიფიანს, დ. არაყიშვილს, ი. იმედაშვილსა და სხვებს. ხეთაგუროვი სწავლობდა ქართულ ენას და განსაკუთრებულად უყვარდა ქართული ხალხური მუსიკა.

კოსტას ფერწერული ტილოები რამდენჯერმე იყო გამოფენილი ვლადიკავკაზსა და სხვა ქალაქებში. ქართული პრესის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მის მიერ შექმნილმა წმინდა ნინოს პორტრეტმა. ხეთაგუროვის თხზულებები თარგმნილია ქართულსა და მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: