Posted by: burusi | 27/09/2009

ლადო ასათიანი – რუსთაველის სამარე

შოთა რუსთაველი

შოთა რუსთაველი, მხატარი რუსუდან ფეტვიაშვილი

ლადო ასათიანი – Lado Asatiani
რუსთაველის სამარე

მე ბედაურით ჩავუქროლე მგოსნის სამარეს,
ვიმხიარულე, ვიგალობე ძმობის შაირი,
ვრცელ ტრამალებზე გავირბინე ფიქრით ფრთამალით,
მე ბედაურით ჩავუქროლე მგოსნის სამარეს.
ვნახე მნათობი, გაბადრული სახე თამარის
და გაზაფხულის ყვავილები ნაირნაირი,
მე ბედაურით ჩავუქროლე მგოსნის სამარეს,
ვიმხიარულე, ვიგალობე ძმობის შაირი.

1937 წ.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები