Posted by: burusi | 11/09/2009

იონა მეუნარგია – მამია გურიელი (ფაზელი)

მამია გურიელი

მამია გურიელი

მასალები და დოკუმენტები სოლ. ცაიშვილის რედაქციით

I

მამიას დაბადება _ გურიელებისა და ვარდანიძეების გვაროვნობა. _ მამიას დედ-მამა.

მამია გურიელი დაიბდა 16 იანვარს 1836 წ. სოფ. ლესას.

მე სახელ-გვარად,
ვინ იყო მთავრად,
მპყრობი გურიის, ჩაქვ-აჭარისა.
ვგევარ მას, მარა
არვინ მამთავრა…

სწერდა პოეტი თავის ჩამომავლობაზე ბიძამის პეტრე დადიანს, იმ კილოზე, რა კილოზედაც ერთი დადიანთაგანი წერდა ზუგდიდის ტახტზე:

ვინ აღმკვნა ცანი მარადიანი
მით ვფლობ ქვეყანას მე, დადიანი…

გურიელების გვარი არის ერთი უძველესთაგანი მთელ საქართველოში. პირველი გურიელი, რომელსაც იხსენიებს ისტორია, ცხოვრობდა XIII საუკუნეში, რუსეთიდან მეფის დროს. XV საუკუნეში ამ გვაროვნობამ მისცა საქართველოს ის შესანიშნავი ”კახაბერი სხვა კაცი”, რომელიც იყო ღვთაება მამიასი, როგორც იდეალი მამულის ერთგულებისა. კახაბერის ცოტა წინადროებში _ XIV საუკუნეს _ როცა სვანებმა დაწვეს და ააოხრეს ქუთაისი, მეფე ბაგრატ V-მ, გურიელის მაგიერ, დასვა გურიის ერისთავად სვანეთის ერისთავი ვარდანაძე და ამის შემდეგ ვარდან ერისთავის ჩამომავალთა მიიღეს გურიაში წოდება გურიელთა. ბატონიშვილი ვახუშტი იტყვის თავისი დროების გურიელებზე: გურიას არს გურიელი; იგიცა თვით ფლობს და იტყვის ვარდანის ძეობასა.
მამიას მამა დავით, იგივე დათა, ვახტანგის-ძე, იყო შვილისშვილი გურიის მთავრის გიორგი V-სა და, მაშასადამე, ბიძაშვილი უკანასკნელი მთავრის მამია სიმონის_ძისა. რომ მთავრობა არ მოსპობილიყო გურიაში, დავით უნდა დამჯდარიყო გურიის ტახტზე მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა გურიის მთავრის მემკვიდრე დავით მამიას-ძე.
როცა 1828 წელს გურიის მთავრინა სოფიო წულუკიძის ასული, მმართველობისაგან დანიშნული გურიის მმართველად, გადავიდა თურქეთში, მამიას მამა და ბევრნი სხვანი გურიის თავადნი და აზნაურნი გადავიდნენ მასთან ოსმალოს იმპერიაში იმ იმედით, რომ ხონტქარი სძლევდა რუსეთის იმპერატორს და უფრო დიდ პატივს მიაგებდა ამათ, ვიდრე უკანასკნელი, რომლის კავკასიის მოხელეთაგან არ იყო კმაყოფილი მთავრინა. აჭარა-ქობულეთის სიახლოვე, რომელშიაც ცხოვრობდნენ გურიის თავადაზანაურთა ნათესავნი და მოგვარენი და დიდი ხნის რეპუტაცია ხვანთქრის უღურისა, უძლეველ საბუთად შეექმნათ იმათ. ვისი მიზეზით მთავრინა და მისი ერთგულნი განშორდნენ სამშობლო ქვეყანას…
მაგრამ, მათდა საუბედუროდ, გურიის ემიგრანტებს იმედები გაუცრუვდათ. ოსმალეთი დამარცხდა (ამ წელს ოსმალოსა და რუსეთს ომი ჰქონდათ ერთმანეთთან). მთავრის ქვრივი მოკვდა უპატრონოდ ერთს რომელიღაც ანატოლიის ქალაქში და მისი ამალა დარჩა უცხო ქვეყანაში ულუკმაპუროდ დაა უნუგეშოდ. ერქსორიაქმნილთა მდგომარეობა შეიქნა უფრო შესაბრალისი მას შემდეგ, რაც მთავრობამ ჩამოართვა მათ ადგილ-მამული და გამოუცხადა ტრაპიზონის კონსულის საშუალებით უმაღლესი წყრომა ხელმწიფე იმპერატორის ნიკოლოზ I-ისა. მამიას მამა ამ მიზეზების გამო ოთხი-თუ ხუთი წელიწადი ცხოვრობდა მცირე აზიის სხვადასხვა ქალაქებში და სტამბოლს, საცა იმას რამდენჯერმე მიეცა შემთხვევა წარმდგარიყო ხონთქართან, როგორც წევრი გურიის მთავრის ოჯახისა. შემდეგ. 1832 წელს, როცა ხელმწიფე იმპერატორმა ამნისტია მიანიჭა მთავრინასთან წასულ გურულებს და მამულები დაუბრუნა მათ. ის დაბრუნდა თავის სამშობლოში.
აქ დავით გურიელმა დაიჭირა ის ადგილი, რომელიც იყო დაცარიელებული მთავრის ოჯახის გურიიდან წასვლით. მისი სახლი შეიქნა პირველი სახლი გურიაში და ერთი უპირველესთაგანი მთელს დასავლეთ საქართველოში.
რომ სრული აზრი შეავადგინოთ მამიას ცხოვრებაზე, უნდა ერთი კარი მაინც შევაღოთ ამ სახლისა და თვალი გადავავლოთ სად, რა ალაგასა დგას მამიას აკვანი, ვინ უმღერის იმას ”ნანინას”, ვის ზღაპარს შეუპყრია ასე უწყალოდ მისი ყურადღება და საზოგადოდ, შევიტყოთ ვის რა გავლენა ჰქონია მასზე დაბადებიდან დამოკიდებული იმ დრომდის, როცა ყმაწვილი გამოვიდა ამ ოჯახიდან და შევიდა სკოლის გავლენის სფეროში
ამისთვის ჯერ უნდა გავეცნოთ პირადად თვით ოჯახის პატრონს, პოეტის მამას.
ყველანი, ვისაც კი ვკითხე რამე დავით გურიელის პიროვნებაზე, ერთხმად სახავენ მას: ზნეობითად _ კაცად მშვიდობიანად, კეთილად, თავმდაბლად, ზრდილადა, ღვთისმოშიშად, ხოლო ფიზიკურად _ გამოჩენილ ვაჟკაცად, რომელსაც გულადობაში, ცხენოსნობაში,361 სროლაში, ჯირითში მთელს გურიაში ბადალი არ ჰყავდა. თვითონ მამია სწერს იმაზე:

ლომსა ჰგავს სწორედ მხარ-მკერდით,
აპოლონ ღმერთსა თვალადა…

ყველა ამსთან ის იყო კარგი მწიგნობარი. კარგი მომღერალი, კარგი მგალობელი და ჩინებულად უკრავდა საზს, ჭიანურს, ქნარს, ჩონგურს და დაირას.
მისი სასხლე დაწყობილი იყო ისე, როგრც ეს უნდოდა ძევლ ჩვენს ჩვეულებას საზოგადოდ საქართველო-იმერეთში. ეზოში იდგა სასახლის ეკლესია, რომელშიაც კვირა-უქმე დღეს წირვა-ლოცვას ასრულებდა კარის ეკლესიის მღვდელი იოსებ გიგინეიშვილი, თქვენ თვითონ მიხვდებით, რა კარგი მგალობლებით, იმ ქვეყანაში, საცა ყოველი კაცი მგალობელია. დავით, რაც უნდა საჭირო საქმე ჰქონოდა იმას, არც ერთ წირვას, არც ერთ ლოცვას არ დააკლდებოდა, როგორც ამბობენ, თითქო თათრებში ესწავლოსო თავ-თავის დროს ლოცვის გადაუცდენობა. ეკლესიის მოშორებით იდგა დავითის სადგომი სახლი, ძველებური დიდი ოდა, და იმის გვერდით სასტუმრო ”სააზნაურო სახლი”, რომლის სიდიდეზე იტყვიან ”შიგ ცხენი გაჭენდებაო”. სხვა შენობათაგან, რომელთაც გადაეჭრელებინათ დავითის ეზო, მეტი ყურადღების ღირსი იყო საჯინიბო, რომელშიაც ება მისრეთის ფაშისაგან გამოგზავნილი მშვენიერი არაბული მერანი.
სასახლეს განაგებდა კაცი, რომელსაც, რუსთველის თქმისა არ იყოს, ”მართ ოდენ” სახლთუხუცესობა აკლდა. ამის ხელქვეით იყვნენ: მსახურთ უფროსი, ფარეშთ-უფროსი, მესტუმრე, მწდე, მოლარე, მეჯინიბე, ბაზიერი, კურძუალები, ქეშიკები, მოახლეები, გამდელები, სხვადასხვა მოსამსახურენი და ერთიც ”სასახლის დალაქი” _ თანამდებობა, რომელსაც მე არ შევყრივარ ჯერ სხვა დიდი ოჯახების აღწერაში.
სასახლეში სტუმრობა გამოულეველი იყო. ”დარბაზის ერს” შეადგენდნენ თავადნი გუგუნავები და თავდგირიძეები; დავითის კარისკაცნი და აზნაურნი: ჭყონიები, გიგინეიშვილები, თავართქილაძეები, კობახიძეები _ მისნი შინაყმანი. ამათ გარდა სულ მუდამ იყვნენ სასახლეში: უცხო სტუმრები, სამეგრელო-იმერეთიდან მოსულნი. სამღვდელონი და სამონაზვნო პირნი, ნათესავნი _ გურიელნი და დადიანნი, ძიძიშვილნი და სხვანი და სხვანი.
_ დღეში ორი ძროხა იკვლოდა და ძლივს ყოფნიდა, იმდენი ხალხი ტრიალებდა სასახლეშიო, _ თქვა მირიან ჭყონიამ.
_ შეიძლება კი აძლევდა ნებას, რომ ასე გაშლილად ეცხოვრა გურიელს? _ ვკითხე მე.
_ თქვენ თვითონ გასინჯეთ: იმას ჰყავდა 80 აზნაური თავისი ყმებით და მისი მიწები ზღვამდის აღწევდნენ 17 ვერსის სივრცეზე. ამას გარდა მთელი გურიის სანაპირო მისი იყო და ნავების ბაჟის შემოსავალი გრიგოლეთს და მაყვლთას. ლევან გურიელის მამა იყო გადავარდნილი და თუმცა მისი ადგილ-მამული სახელმწიფოდ იყო შერაცხილი, მაგრამ სარგებლობა დავითს მიჰქონდა. მის წლიურ შემოსავალს ესეც ბევრს უმატებდა.
მამიას დედა ეკატერინეზე (შინაურობაში ბათუს ეძახდნენ_ მოკლედ არის ნათქვამი: ”ისეთი ტკბილი ქალი იყო, რომ შაქარი ამოსდიოდა პირიდანო”. ეკატერინე იყო დიდი ნიკო დადიანის _ სამეგრელოს კანონმდებლის _ ქალი, და შესანიშნავთა სამთა ძმათა: გიორგის, ბესარიონის და პეტრესი. ეკატერინეც მამასა და ძმებივით კარგი მწიგნობარი ქალი იყო და ჩინებული მოლაპარაკე. როცა ქუთათურმა ქალებმა ”ქართული ბიბლიოთეკის” გამოცემა დაიწყეს, მამიას დედამ ამ ჟურნალის მოთავეს კატო ჭყონიას ასულს მადლობის წიგნი მისწერა ისეთი ენით, რიმ მისი ბარათი დიდხანს დაჰქონდათ ხელი-ხელ წასაკითხავად, როგორც შესანიშნავი წერილი. ოჯახში საგანგებო თავდარიგის ქალი, ეკატერინე, როგორც ამბობენ, იყო შვილებისათვის თავგადადებული დედა, თუმცა _ ბოლო მაკვირვებს, _ იმას არც ერთი შვილი თვითონ არ გამოუზრდია. ელეონორა გურიელისა, მამიას რძალი, და ივდითი თავდგირიძისა _ იმისი დისწული, რომელთაც შემიგროვეს მე მასალა მამიას დედ-მამის ეს პანეგირიკი, ამგვარად ამართლებენ დადიანის ქალის საქციელს. ”დადიანის ქალმა _ წერენ ისინი _ მისი შვილები ყველა ძიძებს დააზრდევინა. პირველად ძიძას სახლში მოაყვანინებდა და რამდენიმე თვეს ბავშვს თავის თვალის წინ აზრდევინებდა, მაგრამ მერე კი ძიძას შინ გაატანდა გაზრდილს და რამდენიმე წლით დაარჩენდა იმასთან, იმიტომ რომ ამბობდა: გლეხისას გაზრდილი დიდი კაცის შვილი ზომიერი ხასიათის კაცი გამოდგებაო, უფრო მრთელიც იქნება და კარგი მებატონეცაო, რადგან მისი ძიძის და ძიძის მეზობლის შვილებს ნახავს ღარიბებს, შიშვლებს და გაჭირვებულებს და, ამით გამოცდილი, თვითონ გულმოწყალე მებატონე შეიქნებაო”. შეიძლება ეს გამართლება კი არა, სიმართლე იყოს, მაგრამ ის უფრო შეიძლება, რომ იტალიელების ანდაზის არ იყო ეს მართალი არ იყოს, ეს მხოლოდ კარგი გამართლება იყოს.
მამიას ძარღვებში გარდა გურიელის და დადიანის სისხლისა, ტრიალებდა ორბელაინთა გვარის სისხლიც. ბებია მამიასი, მეუღლე ვახტანგ გურიელისა იყო, ზაალ ორბელიანის ქალი, სარდლიანთ ოჯახის შვილი. ამ მხრით მამიას დაახლოვებულნი ნათესავნი არიან მამუკა ორბელიანის შვილნი და შვილისშვილნი, ორბელიანნი და მელიქიშვილნი.
დედის მხრით მამიას დიდი ნათესაობა ჰყავდა დადიანებში, შარვაშიძეებში, დადეშქელიანებში. ამათ შორის ყველაზე უფრო მასთან შეთვისებული ნათესავი იყო თავ. გიორგი შარვაშიძე, აფხაზეთის მთავარის ჰამუთ-ბეის შვილი, ქართული მოშაირე და მწერალი, შვილიშვილი თავ. ნიკო დადიანისა, მამიას პაპისა.
მამიას გარდა, დავით გურიელს დარჩა ოთხი სხვა ვაჟი, ოთხნივე შეამჩნევნი წევრნი გურიის საზოგადოებიდან: ჯამბაკურ, ვახტანგ, ტელემაკ და ვარდენი და ორიც ქალი- ივდითი და მაკა.
დავით გურიელი გარდაიცვალა 1856 წ. 19 ნოემბერს, ხოლო მისი მეუღლე ეკატერინე დადიანის ასული 1884 წ.

II

პირველი წლები მამიას ცხოვრებისა. _ ჯანვერდი. _ წერა-კითხვის სწავლება. _ დარბაზის ერი. _ მამიას პირველი ლექსები. _ ოზურგეთში წასვლა. _ გიმნაზიაში შეყვანა.

აბა ”იავ-ნანა” და ”მზე_შინაო”-ს სიმღერა დავით გურიელის ძეობაზე გაიმართა და მახარებლებისათვის ხალათის გაცემა და თოფის სროლა, როცა ლესაში დაიბადა ოჯახის პირმშო ვაჟი მამია, რომელსაც, ბებიამისის სურვილის თანახმად დაერქვა გურულებისთვის უჩვეულო ქართულ-სომხური სახელი მამიკონე, შემდეგ მამიათ გადაკეთებული.
ახალდაბადებული ბებიამისმა თვითონ აიყვანა აღსაზდელად და, სანამ ცოცხალი იყო შვილისშვილი თავის მზრუნველობის ქვეშ ყავდა, თავისავე საწოლში. ამან მამიას მოუყვანა ძიძად სასახლეში მსახურის ჯორბენაძის ცოლი, სულ ყმაწვილი ქალი, რომელიც ახლაც ცოცხალია და მამიას სიკვდილის შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა დედათა მონასტერში. გამდლად მიუჩინეს მამიას კახელი ქალი ჯანვერდი, ბებიის ნამზითვი, რომელი ადრე თვითონ დავით გურიელის გამზრდელიც იყო.
როცა 1841 წელს ორბელიანის ქალი გარდაიცვალა, მამია გადაიყვანეს ჯანვერდის სადგომში. დიდ სტუმრიან სახლში, საცა დედ-მამას ხშირად არც კი აქვს მოცალეობა ყურადღება მიაქციოს შვილებს. ჯანვერდი ნამდვილი დედა შეიქნა მამიასათვის და მამიაც ძლიერ შეეთვისა ამ კეთილ დედაკაცს, რომლის ალერსი დიდხანს ათბობდა იმას. თუ მამია პოეტია და არა უბარალო მოშაირე და ლექსების მწერალი, როგორც უმრავლესობა ჩვენი მოლექსეებისა, და თუ, როგორც ძველად ამბობდნენ, ”პოეტები იბადებიანო”, ჯანვერდის ამ პოეტის ნიჭის დაბადებაში წილი აქვს. ჯანვერდის აუჩქარებელი სიტყვით ნაამბობი ზღაპრები იმ საზოგადოებაში, საცა ყოველი კაცი მიუღწეველი სხაპასხუპით ლაპარაკობს, მამიას გონებას ატყვევებდა და მის ნორჩ გამოხატულებაში შეუნიშნავად ანოყიერებდა ნიადაგს, საცა შემდეგ უნდა ამოსულიყო და გაშლილიყო საუკეთესო პოეტური ძალა გურიისა.
ჯანვერდისგან პატარა მამიკონს _ ასე ეძახდნენ მამიას პატარაობისას _ საკუთარი დარბაზი ჰქონდა და ამასთანავე საკუთარი ამალაც ჰყავდა. ამ ამალაში კუპრაძეს ხელ-პირის დაბანინება ჰქონდა მიჩენილი, ჭყონიას _ ტანისამოსის ჩაცმა, ყულფას _ საგანგებოდ გაკეთებული სუფრის გაშლა და საუზმის მორთმევა, გიგინეიშვილს _ მერიქიფობა. საუზმე რომ გათავდებოდა, ბატონიშვილი (ასე ეძახდნენ დავითის შვილებს) კოპწიად მორთულ-მოკაზმული აჭრელებული ჩაქვური ტანისამოსით, მიდიოდა ჯაბასთან (ჯამბაკურ). ივდითთა, სხვა გამდელებისას, ან თვითონ უცდიდა იმათ ვიზიტს. შემდეგ გაიმართებოდა თამაში, რომელშიაც მონაწილეობას იღებდნენ ბატონიშვილებს გარდა პატარა გოგო-ბიჭებიც, მათი მხლებლები. მამიას საყვარელი თამაში იყო ლაშქრობის თამაში და ციხეების კეთება.
როცა მამია შეიქნა 6 _ 7 წლისა, იმას დააწყებინეს ანაბანას სწავლა. მისი პირველი მასწავლებელი იყო კარის ეკლესიის მღვდელი გიგინეიშვილი. ამან ჯერ ხუცური დააწყებინა მამიას და ”ამინ, დიდება შენდა” აზეპირა და შემდეგ მხედრული წიგნი ასწავლა. სკოლაში შესვლის დროც იყო მოსული, მაგრამ სანამ 15 წელი არ შეუსრულდა მამიას, სკოლაზე არავინ იფიქრა რა. ამ ასაკში, რომელშიაც ახლანდელი ქართული მოზარდი თაობა კარგა შორს არის დაწინაურებული სხვადასხვა ენებისა და მეცნიერების სწავლაში, იმ ხანში, როცა გრიბოედოვს უნივერსიტეტი ჰქონდა თითქმის დამთავრებული და პუშკინი და ლერმონტოვი განათლებულნი ყმაწვილნი იყვნენ, მამია სოფელ-სოფელ დაარბენინებდა ცხენებს და გოგო-ბიჭებთან და შინაყმებთან ლასლასით ღუპავდა სიყმაწვილის დღეებს.
ვინ იტყვის, შინაური აღზრდა, თუ კაცს შეძლება აქვს და იცის, როგორ მოახმაროს ეს შეძლება თავის შვილების აღზრდას, უკეთესია კიდეც შვილებისათვის, მაგრამ თუ შეძლება არის და მიგნება არა, შეიძლება ორლესული იარაღია, რომელსაც სარგებლობის მაგიერ ვნება მოაქვს შვილებისათვის. დავითი საკმაოდ მდიდარი კაცი იყო და, უეჭველია უფროსი შვილისათვის ხარჯს არ დაიშურებდა. მაგრამ ცოდნა არ ჰქონდა იმისი, რომ 15 წლამდის ბავშვის სოფელში გაჩერება უსკოლოდ, უგუვერნიოროდ, უსწავლელად, მღვდლისა და შინაყმების ამარად, მავნებელი იყო შვილისათვის და მისი უცოდინარობისა გამო შვილიც ცოდნამოკლებული დაურჩა.
მაგრამ სამწუხარო მარტო ის კი არ იყო, რომ სკოლაში დროზე შეუსვლელობით მამიამ ცოტა ისწავლა, სამწუხარო ის იყო, რომ მამია ერთობ დიდხანს დარჩა ”დარბაზის ერის” და შინაყმების გავლენის ქვეშ და ამან ცუდი გავლენა იქონია მის ცხოვრებაზე. მამიამ ბევრი რამ ცუდი შეითვისა ამათ ხელში და ამ ცუდმა, როგორც დავინახეთ შემდეგ, მეგრელების თქმისა არ იყოს, შუაზე გაჰყო მისი კაცობა.
მამიას გონებისა და ზნეობას არავითარი საზრდო არ ჰქონია ამათ ხელში, სამაგიეროდ მის პოეტურ მიდრეკილებას, ებრაელის არ იყოს, გზა ამითკენ ჰქონდა. ერთ ლექსში, რომელიც მიწერილია მამიასაგან დედისადმი 1873 წელს, პოეტი იგონებს იმ შორეულ დროს, როცა მამამისის სასახლე სავსე იყო ამ საზოგადოების ხმაურობითა და შექცევით. აქ შეხვდებით თქვენ: გურიის შესანიშნავ მომღერალს დათა გუგუნავას ჩონგურით ხელში; სამანდალა ჭყონიას, ”მეტყველს”, მთელს გურიაში განთქმულს თავის მოსწრებული სიტყვით; ქალთა, ნაზად მომღერალთ; კაცთა, რომელნიც ერთმანეთს სწრაფად ესვრიან ზმებს და მოსწრებულ ლექსებს, ზეპირად იმეორებენ ”რუსთაველის ნაანდერძევს”; თამაშობენ ჭადრაკს და თამაშობაში აშლილნი ხმალამოღებით ებრძვიან ერთმანეთს; ნადიორბენ, სმენ. მღერიან… ერთი ვიღაც ივლიანე გიგინეიშვილის ხმა მოისმის ამ ეზოდან, რომელიც თავისთავად სურათია აქ შეყრილის საზოგადოებისა. ”აბა, ჩემსავით დალიონო” _ იძახის ეს მამაცხონებული. ამათ გარდა შინაურ კაცად არიან გამოხატულნი ამ ლექსში: ასალო 4-წყრთიანი ხმლით; იულონ, რომელიც ძალით კამბეჩია დაუძრავი და კიდევ ვიღაცები: კოსტა, ალექსი, მაქსიმე, ედიშერი, გოგი, შუხუ, ერდიშხან, ყათრან, ტაია, ჯათულან.
ზემოთ ნახსენები მამიას ბიოგრაფიის მასალა, მისი ნათესავი ქალების პირით დასძენს ამას შემდეგს: დათა გურიელის სასახლეში ჩვეულება იყო, როცა აზნაურის შვილები მოიყრიდნენ თავს და დაიწყებდნენ ხორულის თამაშს და სიმღერას. ისინი გაიყოფებოდნენ ორ დასად და დაუწყებდნენ ერთმანეთს დაობას ლექსით, ექსპრომტად. სხვაზე უფრო შეასანიშნავი მოლექსენი იყვნენ მათ შორის ტიფონა გიგინეიშვილი და ბეკოლია ჭყონია, რომელნიც არჩევან-არადანით იყოფდნენ შუაზე მთელ კრებას და შემდეგ შეუტევდნენ ერთმანეთს მოსწრებული სიტყვის ცეცხლს…
ასეთ დიდს, მოსწრებულს, მოთამაშეს, მომღერალს და მოლექსე სასახლის ერს შეუძლებელი იყო მამიაც არ აეყოლია და, მართლა, როგორც ამბობენ, მამიამ შვიდი წლისამ დაიწყო ლექსების გამოთქმა. ის მალე დახელოვნდა ისე, რომ როცა არჩევანი და არადანი გაიმართებოდა, ორივე მხარე იმას ცდილობდა მამია მათკენ ყოფილიყო. ნიმუშად მამიას ადრეული მისწრებული სიტყვისა ”მასალას” მოყავს შემდეგი მაგალითი: ორ ძმას თავართქილაძეს, დიმიტრის და ოტიას, უყვარდათ, პირველს შესანიშნავი ლამაზი ქალი მაკოია და მეორეს ირინე. არჩევანი არადანში მამიას მხრისკენ იყო დიმიტრი, მაკოიას სატრფო- ჩინოვნიკი და მოწინააღმდეგე დასში ოტია. როცა გამართეს ხმა მოლექსეებმა, მამიას მოწინააღმდეგე პარტიამ გადაჰკრა რაღაც დიმიტრის და გამოურია ლექსში:
ამას ამბობს ირინეო.
ეს რომ მამიამ გაიგონა, პასუხად შეუტია:

ირენემ თქვა: არ მეგონა,
თუ თქვენგან ეს ითქმებოდა,
მე რომ ბედი მქონებოდა,
მაკოია მერქმეოდა.

ე. ი. ლამაზი ვიქნებოდი და ჩინოვნიკის სატრფოო. ეს უკანასკნელი ”მე რომ ბედი მქონებოდა, მაკოია მერქმეოდა”. იმდენად მოეწონათ მამიასაგან, რომ დღემდის მამიას ძმობაში, როცა ბედს იწყევლიან, ამ ლექს ამოიოხრებენ გულიდან. მეც ამისაათვის ვაძლევ ადგილს მამიას ცხოვრების აღწერაში ამ თავისთავად უმნიშვნელო ექსპრომტს.
წერა-კითხვა რომ ისწავლა მამიამ ლექსების წერა დაიწყო. ეს ასე იყო ყველგან საქართველოში და რატომ გურიაშიც არ უნდა მომხდარიყო? 1848 წელს. როცა მამია იყო 11 წლისა, იმან მისწერა ბიძამისს პეტრე დადიანს სახუმარო ლექსი, რომელშიც ის სთხოვდა ძიას ერთ კარგ ცხენს. ამ ლექსის პასუხად ბიძამისმა გამოუგზავნა ახალგაზრდა პოეტს ერთი მშვენიერი ლურჯა, ვეჭვობ, ერთადერთი სამწერლო გასამრჯელო, რომელიც ოდესმე მიუღია განსვენებულს მთელი თავისი პოეზიისათვის.
1848 წ. მამია წაიყვანეს ოზურგეთს პოლკოვნიკ არსენიევთან, ”კორდონის ნაჩალნიკთან”. ამ კაცს ჰყავდა ცოლად განათლებული ქალი და ამას უნდა ესწავლებინა მისთვის რუსული წერა-კითხვა. ერთში თუ ორს წელში, რომელიც იმან გაატრა ამ ოჯახში, მამიამ იმდენად საკმაოდ ისწავლა რუსული, რომ შეეძლო დაუბრკოლებლად სასწავლებელში შესასვლელი გამოცდა დაეჭირა.
1851 წლის 1 იანვარს გაიხსნა ქუთაისში გიმნაზია და მამია შევიდა ამ სასწავლებელში. ის აქ არ დარჩენილა დიდხანს, რომ ღირდეს რამედ დაუწყო ჩხრეკა მის სკოლაში ცხოვრებას. სადღაც კი მომიკრავს ყური: კარგად სწავლობდა, მაგრამ ყოფაქცევა არ ჰქონდა კარგიო.
მეორე თუ მესამე კლასში რომ იყო, მამია გაიყვანეს აქედან და გაგზავნეს თბილისს, საცა ის უნდა შესულიყო სამხედრო სამსახურში.

III

მამიას თბილისში წაყვანა. _ მისი სამხედრო სამსახურში შესვლა. _ სხვადსახვა ომებში ყოფნა. _ მოგონებანი. _ სამხედრო სამართალი. _ მითქმა-მოთქმა პროცესის გამო.

1851 წელს დავით გურიელს ესტუმრა მალთაყვას მაშინდელი კავკასიის მთავარმართებელი თავ. ვორონცოვი. მასპინძელმა გაუმართა დიდებულ სტუმარს ნამდვილი როსტევანისებური ნადირობა, რომელსაც დაესწრო მთელი გურიის მაღალი საზოგადოება. მამია ამ შემთხვევის გამო წარუდგინეს მთავარმართებელს ჩვეულებრივად, ჩაქვურად გამოწყობილი.
ვორონცოვმა ისარგებლა ამ შემთხვევით, რომ მოენადირნა მთავრობისთვის დავით გურიელის გულიც. იმან სთხოვა გურიელს გაეგზავნა მასთან თბილისში მისი პირმშო შვილი. დავითმა სიამოვნებით აღასრულა ეს სურვილი, მით უმეტეს, რომ თბილისში ეგულებოდა თავისი დედის ნათესავობა, და 1853 წ. გაგზავნა ქალაქს.
მაგრამ მამიას მოსვლა იყო თბილისში და თურქების ომის გამოცხადება, რომელმაც შეცვალა ჩვეულებრივი მიმდინარეობა საზოგადო ცხოვრებისა მთელს კავკასიაში. 1853 წ. 1 ნოემბერს ვორონცოვს მოუვიდა უმაღლესი მანიფესტი, რომლითაც გამოეცხადა იმპერიის ომი თათრებთან და იმავე 1 ნოემბერს მამია განწესებულ იქნა გრენადერების პოლკში უნტერ-ოფიცრად.
გრენადერის პოლკს, რომელიც შეადგენდა ამ წელს ალექსანდრეპოლის რაზმის ნაწილს, მამია გაჰყვა ბრძოლის ველზე ოსმალეთში და სხვათა შორის ის გახდა მონაწილე ბაშკადიკლარის ბრძოლისა, საცა თავ. ვასილ ბებუთოვმა 19 ნოემბერს 9 ათასი კაცით დაამარცხა 37 ათასი მტრის ჯარი და დაირჩინა მტრის მთელი ბანაკი 24 ზარბაზნით. მამია ამ დღეს ივანე მუხრანბატონის ხელქვეით ჯარში იმყოფებოდა.
შემდეგ, 1854 წელს ( 24 ივნისს), მამია იღებდა მონაწილეობას კიურუკ-დარას ბრძოლაში, საცა ალექსანდრეპოლის რაზმმა, რომელშიაც 20 ათასი კაცი იყო, იმავე ბებუთოვის თაოსნობით დაამარცხა თათრების 60 ათასიანი კორპუსი.
1855 წელს, მაისის თვიდან სექტემბრემდე, მამია იყო ყარსის გარშემო დაბარგებულ ჯარის რიცხვში, მაგრამ ყარსის აღებას ვერ მოესწრო, რადგანაც 17 სექტემბერს, როცა ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა ციხეზე, ის დაჭრეს მარჯვენა ფეხში შტუცერის ტყვიით და სამი თვე საავადმყოფოში იწვა.
ამბობენ, ამ ბრძოლის შემდეგ მამიას წიგნი გამოუგზავნია მამისათვის მისი ჭრილობის შესახებ დაწვრილებით და რომ ეჩვენებინა, რა გაცხარებული ომი იყო ამ დღეს რუსებსა და თურქებს შორის, მოეწერა მისთვის: ერთმა რუსმა 12 იანიჩარი მოჰკლა ხიშტითო.
ეს რომ წაეკითხა, გურიელს ეთქვა:
_ თათრის პური კი მიჭამია, მაგრამ ვენაცვალე მის (რუსის) ხიშტსო.
1857 და 1859 წ. მამია ლკის რაზმში იყო დიდოს საზოგადოებაში და ყოისუს მარჯვენა ნაპირზე. 1860 წ. ადაგუნის რაზმში, რომელსაც უნდა გაეყვანა გზა ეკატერინოდარიდან ზემო-ადაგუნამდის. ამ წელს ჩვენს სალდათებს თოფების მაგიერ 35 ათასი ამერიკიდან მოტანილი ნაჯახები ეკავა ხელში და ჭრიდა გზას ხელუხლებელ ტყეში. პოეტისათვის არაფერი შვილი საქმე იყო, ეს, მაგრამ სამსახურის მოთხოვნილება ასეთი იყო, და ისიც მორჩილებდა ამ მოთხოვნილებას.

აი ჩვენი საქმობა:
საზამთრო თივას ხმობა.
ტყის ჭრა, ზიდვა შეშისა,
შენება კარავებისა. _

წერდა პოეტი ადაგუნის რაზმში ყოფნაზე სატრფოსთან მიწერილ ლექსში, რომელსაც შესჩიოდა ღიმილით:

ნახე, შენსა მწერალსა
როგორ იმსახურებენ.
შენს ბულბულს, შენს მღერალსა
შეშას აზიდვინებენ!

ამ რაზმში ყოფნის დროს მოცლილ მამიას ერთი რომანი გადაეღობა წინ. სადღაც, აულში თუ, არ ვიცი, სტანიცაში, მამიას მოეწონა ერთი ”კანდიტერის” მშვენიერი ცოლი. რასაკვირველია, ვეებერთელა ”ატრიადში” მამია მარტო არ იყო, რომლის გულში ლამაზ ქალს, რომელთანაც ყველას შეეძლო შესვლა სიტკბოების სასყიდლად, აღეგზნო სიყვარული, მაგრამ ლამაზმა ქალმა მაგიერის გრძნობით დააჯილდოვა მხოლოდ ჩვენი ახალგაზრდა პოდპორუჩიკი. რაც იყო და არ იყო იმათ შორის, ეს იმათი საიდუმლოებაა, მხოლოდ ეს კია, რომ ერთხელ, როდესაც ესენი ოთახში იყვნენ და ეალერსებოდნენ ერთმანეთს, შეუვარდა იმათ ყირიმის პოლკის ორი ოფიცერი, რომელთაგან ერთი იყო გვრადა ს-კი. მამიამ ეს იუკადრისა და სილა შემოჰკრა. ამის გამო მეორე დღეს გაიმართა დუელი, მაგრამ ს-კიმ, დუელის ადგილზე მოსვლის მაგიერ, ბოდიში გამოგზავნა და, ორივეს საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად გათავდა.
პოლკში მამია ყველასგან საყვარელი ოფიცერი იყო, ყველასთან ზრდილი, თავაზიანი. ერთხელ სევერსკის პოლკის ესკადრონის კომანდირმა ჩერნიშევ-კრუგლიკოვმა იმას ხმალი მოუწონა.
_ ფეშქეშ! _ უთხრა პასუხად მამიამ და იქვე მიართვა იმას მამისეული ძვირფასი ხმალი.
დიდხანს არ გაუვლია ამის შემდეგ მამიას გზაზე ცხენი დაუდგა, მაგრამ ჩერნიშევმა, რომელსაც მარქაფად ”ზავოდის” ცხენები მოჰყავდა, ნაცვალი არ მიაგო, არ ათხოვაო, _ გვიამბო ბებურიშვილმა, მამიას ერთდროინდელმა ამხანაგმა.
როცა ადაგუნის რაზმიდან დაბრუნდა ჩვენი ჯარი, მამიამ სამსახურს თავი დაანება. რაც იმას მამა მოუკვდა _ ეს იყო 1856 წელს _ იმას თანდათან გული აუცრუვდა სამხედრო სამსახურზე. მის ნამსახურებით სიაში ვკითხულობთ: 1858 წელ, 28 დღით იყო დათხოვილი შინ და დარჩა 6 თვე და 15 დღეო; 1859 წ. თოთხმეტი დღის მაგიერ ერთი თვე და 5 დღე დარჩაო; 1860 წ. 28 დღით იყო დათხოვილი და 5 თვე და 17 დღე დაიგვიანაო. იმას სულ შინ უთქმიდა გული ყოფნას. ჯერ ადაგუნის ოტრიადი საქმეში იყო, რომ ის სწერდა დედამისს აბინიდან: ”ხვალ ზევით, ანუ ზეგ (ასე სჯობს რომ ვსთქვათ, რა მექართლელება ნეტაი სწორედ გურულს) მივდივარ გზის საკეთებლად ზღვისკენ და ასე მგონია, თქვენ გიახლოვდებით, როცა ზღვას ვნახავ, რაღაც სიამოვნებასა ვგრძნობ და თითქოს ვყნოსავ ჩემი სამშობლოს ჰაერს. მალთაყვა, იქაური დროს გატარება, შველი, ირმები, მიმინოები, ყაჟოები, ხუმრობა. სიცილი, თამაში, მხიარულება დახტიან ჩემს თვალწინ, როგორც აჩრდილი. დაფიქრებული ამაებზედ არა ერთხელ ამოვიოხრებ ხოლმე მწარედ, გარნა ის ოხვრა ბევრად უტკბესია ზოგიერთს ძალით გამოძახებულს სიცილზედ”. ასე იცის იმ აღზრდამ, რომელზედაც ჩვენ ზემოთ ვილაპარაკეთ. მამია სულ შინისაკენ იწევდა არა მხოლოდ იმ წმინდა გრძნობით აღვსილი, რომლითაც სამშობლო ადგილი ძვირფასია ყველასათვის, არამედ უფრო იმიტომ, რომ იმას ერჩივნა იმ საზოგადოებაში ლაციცობა, რომელშიაც გაატარა თავისი სიყმაწვილე.
1861 წლიდან უკანასკნელი ომის მოახლოებამდის მამიამ სამსახურს გარეშე იყო. მხოლოდ ერთხელ 1864 წელს, ის ახლდა გენერალ_ადიუტანტს მირსკის, როდესაც ეს წავიდა დასავლეთი კავკასიის დასამორჩილებლად და ამის გამო უმაღლესი ბრძანებით იგი ცნობილ იქნა შტაბს-კაპიტნად სამსახურს გარეშე.
1876 წელს ის ხელახლა შევიდა სამხედრო სამსახურში იმ ცხენოსანთა პოლკში, რომელიც ებარგა ქუთაისს და რომელსაც სახელად ერქვა ძნელად სათარგმნელი Конно – иррегулярный полк. როცა ამის შემდეგ ატყდა თათრის ომი, მამია დანიშნეს გურიის ქვეითა დრუჟინის _ რიცხვით მესამის _კომანდირად. ეს იყო 17 აპრ. 1877 წ.
ამ დღიდან დაწყებული, სანამ ომი არ გათავდებოდა, მამია და მისი დრუჟინა ბედის მონახევრე იყო ქობულეთის რაზმისა. მუხაესტატეს, ხუცუბანს. სამებას, ციხისძირს, ამ დრუჟინის გამარჯვების დღეებიც უნახავს და დამარცხების საათებიც უგლოვია.
1878 წ. 17 ნოემბერს დრუჟინა დაიშალა და მამია, ამჟამად უკვე კაპიტანი, ისევ დაუბრუნდა ”კონნო-ირრეგულიარნი პოლკს”, რომელშიაც ის იმყოფებოდა 1884 წლამდის. ამ წლის 5 თებერვალს ეს პოლკი გადაკეთდა დივიზიონად და მამია იქნა შერიცხული არმიის კავალერიის ”ზაპასშიო”. ამით სამუდამოდ მოეღო ბოლო მის სამსახურს.
მისი სამსახურის დასარული ლამის მისდა საუბედუროდ და სასირცხვოდ გათავდა. 4 აპრ. 1880 წ. მამია მისცეს სისხლის სამართალში ბოროტ მოქმედებათა გამო, რომელიც იმას ვითომ უნდა ჩაედინოს იმ დროს, როდესაც ის იყო დრუჟინის კომანდირად. მას ბრალდებოდა: უფლების გადამეტება; მილიციონერების უკანონოდ და ანგარებით შინ დათხოვნა; ანგარებითვე და პირადი სარგებლობისათვის ოფიციალურ დოკუმენტებში ტყუილი ცნობების ჩაწერა; იმავე მიზეზების გამო სამსახურის დოკუმენტების შედგენა უკანა რიცხვებით; სახაზინო ფულების მითვისება; მის ხელქვეითთაგან ჯამაგირის დაჭერა; უქმობა; ვადის მოსვლამდის ფულების გაცემა და ჯილდოებზე უსაფუძვლოდ წარდგენა.
მისდა საბედნიეროდ, დროებითმა სამხედრო სასამართლომ, რომელიც იჯდა ოზურგეთს, მამია გაამართლა ამ ბრალდებისაგან და ხელმწიფე იმპერატორმა ეს განაჩენი დაამტკიცა 1881 წ. იანვრის 5-ს.
თავის დროზე საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა იყო მამიას პროცესის გამო.
დრუჟინის ფულს ხარჯავდა თუ თავისას, ეს კია, რომ მამიას ყოველ დღე გამოულეველი წვეულება ჰქონდა და უზომოდ ღვინის სმა ოზურგეთში. ”სასტუმროში ტიკებით შეატანინებდა ღვინოს და თუ არ დალევდნენ წვეულნი, გულმოსული მივარდებოდა ტიკებს და ხანჯლით აჭრიდაო”, – მითხრა მირიან ჭყონიამ.
მისმა შვილმა ილიამ ამას დასძინა: ერთხელ, ომის დროს, მამია ჩამოვიდა ქუთაისს და მე წავედი მის სანახავად ”კოლხიდის” სასტუმროში, საცა ის იყო ჩამომხტარი. სანამ თორმეტი საათი არ შესრულდა, მე ის ვერ ვნახე, რადგანაც მანამდის ეძინა, რომ შევედი და საღამოს შემდეგ ომის ამბები მოვიუბნეთ ცოტაოდნად, მამია წამოდგა საჯდომიდან, ხელები ზურგს უკან დაიწყო და მოჰყვა ოთახში კუთხიდან კუთხემდე სიარულს ამ სიტყვებით:
აწ განსდის მილი ღვინისა, სმა იყო დილით ცისკრამდის.
_ ეს ხომ ომის შემდეგაც მოესწრება, ბატონო, _ ვუთხარი მე.
_ არა, სმაი პირველი საქმეა, მიპასუხა მამიამ ჩვეულებრივად თავის დაწევით და სათვალეს ზემოთ გადმოხედვით.

IV

მამია თბილისის საზოგადოებაში. _ მისი ქორწინება და განქორწინება.

მამიას ნამსახურებითმა სიამ ერთობ აჩქარებული ნაბიჯით გადმოგვიყვანა 1853 წლიდან 1884 წლამდის და ბევრი რამ დაგვატოვებინა უკან საჭირო და საინტერესო მისი ბიოგრაფიისათვის. ჩვენ ამის გამო ისევ უკან უნდა დავბრუნდეთ ამ დროებისაკენ, როცა მამია პირველად ჩამოვიდა საქართველოს დედაქალაქში.
მამია ჩამოვიდა თბილისში იმ დროს, როცა, პოლონსკის თქმისა არ იყოს, ქალაქში გათენდა ”პირველი დღე შემოქმედებისა” ქართული სცენისა და მწერლობისათვის. პირველი ქართული წარმოდგენა გაიმართა თბილისში 2 იანვარს 1850 წელსა და პირველი ნომერი ”ცისკრისა” გამოიცა იანვარს 1852 წ. ვორონცოვის ხელში ქართველი საზოგადოების სულიერ ავლადიდებას, რომელსაც აქამდის გზა არ ჰქონდა გაკაფული მომავალ მოდგმათამდი, ამას იქით ფართო გზა მიეცა, რომელზედაც თითო-თითოდ გამოჰქონდა მაშინდელ ქართველს ვის კომედია, ვის მოთხრობა, ვის ისტორიული ამბები და ცოტ _ ცოტად, შეუნიშნავად უკეთდებოდა ბალავარი ახალ ქართულ მწერლობას. მომავალი ავტორი ”პოეტისა და ჩვენების”, ამ ჟამად ნორჩი და სუსხით სავსე, ყოველი ახალი შთაბეჭდილებისათვის მზად ყოფილი შემოვიდა ამ ახალგაღვიძებულ საზოგადოებაში, საცა ქართული ენისა და სცენის სიყვარულის ხმა გაისმა პირველად და ეს სიყვარული სამშობლოს საქმეთა გულში ღრმად ჩაიჭდია.
მაგრამ თბილისში იმას, როგორც ვნახეთ, დიდხანს არ ხვდენია ყოფნა, რადგანაც სამსახურის მოთხოვნილებამ წაიყვანა იგი ბრძოლის ველზე. აქ კავის ქვეშ ამოიდგა იმან პირველად პოეტური ხმა, ჩვენამდის მიღწეული. აქ არის დაწერილი პირველი მისი ლექსები ”ფარვანა”, ”ჯაბას”, ”სატრფოსადმი”.
ბანაკში ცხოვრება, სავსე ნაკლულევანებითა, არ იყო ფუფუნებით აღზრდილ მამიასათვის მოკენჭილი სიამოვნებით და იგი ხშირის ”ოტპუსკებით” ეძიებდა შინ გურიაში, ან ქუთაის – თბილისში კმაყოფილებას და საზოგადოების ცხოვრებაში გართვას. საზოგადოებაც დიდ სიამოვნებას ჰპოებდა მის სიახლოვეში. როცა მამია პირველად დაბრუნდა გურიაში პოდპორუჩიკის მუნდირით, მამამისმა დაახვედრა იმას ორპირში ორას_სამასი ცხენოსანი კაცი, რომელთაგან ბატონიშვილს ვინ კალთაზე კოცნიდა, ვინ ხელებზე, ვინ მკერდზე.
1861 წლიდან, ე. ი. იმ დროიდან, როდესაც მამიამ თავი გაანება სამხედრო სამსახურს, 1870 წლამდის ის ცხოვრობდა ხან თავის მამულში, გურიას, და ხან ქუთაის_თბილისში, უფრო მომეტებულად კი თბილისში. თუ სადმე კიდევ გაიგონებდა კაცის ყური საქართველოს მაჯისცემას, თუ სადმე ყმაწვილი კაცი, დაწინაურების მოცადინე და ცნობისმოყვარე, შეეყრებოდა სადმე კმაყოფილების წყაროს _ მამია დარწმუნებული იყო _ ეს უნდა ყოფილიყო ისევ მტკვრის პირად, ძველთაგან ძველს საქართველოს დედაქალაქში და ისიც გაერთო ქალაქის ცხოვრებაში.
თბილისის საზოგადოებასთან დაახლოება მამიას არ გასჭირებია გურიის მთავრის ჩამომავალი, ორბელიანთა ნათესავი, ახალგაზრდა, ლამაზი პორუჩიკი, რომელსაც მოსწრებული სიტყვა პასუხი ჰქონდა და პოეტური ნიჭის შარავანდედი შნოს აჩლევდა, მამია მისვლისთანავე შეიქნა ქალაქის მაღალი საზოგადოების საყვარელ წევრად. ”ცისკარში” დაბეჭდილი მისი ლექსებით მამია გახდა შინაკაცად იმ იშვიათ მწერალთა რიცხვს შორისაც, რომელნიც იღვწოდნენ იმ დროს ჩვენს სამწერლო ასპარეზზე.
როცა დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე დაინიშა კავკასიის მთავარმართებლად და თბილისში დაიწყო დიდი მთავრინის შესანიშნავი ბალები, მამია გამოჩნდა ამ ბალებში საუცხოო ტანისამოსათ. მაშინ, როდესაც სასახლის დარბაზები ამ ბალების დროს აჭრელებული იყო ორდენებით და ოქროსქსოვილის ფერად_ფერადი ტანისამოსით, მამია გაჩნდა ამ ბალებში სადად ჩაცმული, იმერული შავი ჩოხით და თეთრი ახალუხით, რომელსაც წელზე მხოლოდ შავი ქამარი ერტყა და შავივე სატევარი.
ამ გზაზე დამდგარ ახალგაზრდა მამიას შორი გზა არ ჰქონდა გასავლელი, რომ სიძე გამხდარიყო. ბევრს აენთო გულში მამიას სიყვარული, მაგრამ მალე მამიას გული მიიტაცა ერთმა მშვენიერმა ახალგაზრდა ქალმა, რომელთანაც ბედისაგან განზრახული ჰქონდა მას ცოლქმრობის კავშირი. ეს იყო თავადის კორხმაზ მელიქიშვილის ასული მარიამ, ქალი ზრდილი, მშვენიერი მოთამაშე, მშვენიერი მომღერალი, ფორტეპიანოს მშვენიერი დამკვრელი, რომელსაც თაყვანისმცემელთა გუნდი თავს დასტრიალებდა და ხელს სთხოვდა, სვანეთის მთავრის შვილის ალ. დადეშქელიანიდან დაწყებული. მამია არ იყო ამის შესაფერი პარტია ის თავის დღეში არ ყოფილა ისე დახელოვნებული ევროპიელი კავალერი, ნაყოფი საფრანგეთის განათლებისა, რომელიც სულ იმას ფიქრობს, ქალს რით ასიამოვნოს, ან როგორ მიუხვდეს და აუსრულოს უმცირესი მისი წადილი, სანამ ეს წადილი ჯერ კიდევ იმის პირისაგან არ ამოსულა. მამია უფრო ”ვეფხისტყაოსნის” ქვეყნის ჩამონათალი იყო, _ ან მეტისმეტად თავდაჭერილი, გულჩახვეული და წარბებშეკრული, ან წრესგადასულად მომლხენი და მოქეიფე, რომლისთვისაც, საუბედუროდ, ლხინი და შექცევა ხშირად სინონიმი იყო სმისა და ”მძვინვარების”.
მაგრამ ბედისწერის ბრძანება აღსრულდა და მამიამ ჯვარი დაიწერა მელიქიშვილის ქალზე 1868 წელს. გვირგვინის კურთხევაზე მის დედმამად იყვნენ გურიის მთავრის ასული ტერეზია დადიანისა და გრიგილ დიმიტრის_ძე ორბელიანი.
საუბედუროდ, პირველი დღიდანვე აღმოჩნდა, რომ მამია და მისი ცოლი მართლა არ იყვენენ ერთმანეთისთვის გაჩენილნი…
სრული ორი წელი არ გაგრძელებულა მამიას ოჯახის ბედნიერება. ცოლ-ქმარი გაშორდნენ ერთმანეთს და რამდენისამე ხნის შემდეგ სრულიად განქორწილდნენ.

V

მამიას მარტოობა სულისა. – ღვინო, მკურნალი სიმწარისა. უწესო ცხოვრება. – სხვადასხვა წვრილმანები მამიას ცხოვრებიდან. მამიას სურათი.

ამას იქით იმდენ ნაცნობ –მეგობარში და ნათესავებში, რამდენიც ყავდა მამიას, ის გრძნობდა თავის თავს სრულიად დაობლებულად. ცოლთან ერთად მას დაეკარგა შვილებიც, ერთადერთი მისი იმედი კახაბერი, ერთსახელი მისი ”ღვთაების – კახაბერის, სხვა კაცისა”, – რომელიც დედის ალერსს და მზრუნველობას ვერ “წააგლიჯა” მისმა სიყვარულმა და ამან უფრო გააორკეცა მისი მწუხარება. მამია დარჩა მარტოდმარტო, როგორც ის დემონი, ”ზეციდან წყრომით გადმოგდებული, რომელიც _ სიტყვაზე _ ამ დროს მამიამ შეიყვარა, ვით სურათი, გამომხატველი მისი ”უამურის” მდგომარეობისა და როგორც დემონი დაბორგვიდა ის ”უმიზნოდ” და ”უნავთ-საყუდროდ”, არა მპოვნელი არსად სულიერი სიმშვიდისა და ჭეშმარიტის სიამოვნების, ხან თბილისს, ხან ქუთაისს, ხან ფოთს, ხან ოზურგეთს და ხან ლესა-მალთაყვას. მის ლექსთა კრებულიდან და კერძო წერილებიდან ჩანს, რომ სიყვარულს და ფუფუნებას დაჩვეული ბატონიშვილი ამ ხანებში სრულიად სასოწარკვეთილი იყო. იმას თითქო ქვეყანა ჩამოსცლოდა და ქვეყანაზე ერთს თუ ორს შერჩენოდა მისდამი რწმენა და სიყვარული.
ერთ წიგნში ჯაბასთან, რომელსაც, სამწუხაროდ, თარიღი არა აქვს დასმული, მამია სწერს თავის ძმას:
”როდესაც გული დამიმწუხრდება ხოლმე, რაიცა, შენ კარგად იცი, ძლიერ ხშირად შეიძლება მომიხდეს, არა თუ მისთვის, რომ ბედი ჩემი აწყობდეს მარადის ხავერდიან ბილიკებს ჩემთვინ, არამედ სიმაგრისა გამო ჩემის ხასიათისა, _ მაშინვე შენ მომაგონდები!
”როცა დავრწმუნდები, როგორათაც მაკკიაველი, რომ ყოველი კაცი ბილწია, უსინდისო და პადლეცი, რომ ისინი ღირსნი არიან მხოლოდ ზიზღისა და შეფურთხების, რომ არ არის სინდისი ხალხში და ჭეშმარიტი განწყობილება და რომ ამაებისათვის საჭიროა მეტად კარგი კაცი, არ ვიცი, რა მიზეზებისა გამო, წარმომიდგები შენ.
”როცა ვფიქრობ, რომ ვარ მარტოდ-მარტო ამ სოფელში, შეუპოვარი უსიამოვნებისა და გარემოებებისა, ცივი, ამპარტავანი, უშიშარი და უკანასკნელ, გამბედავი თავხედობამდის. მხოლოდ, გაუცნობელი, უამხანაგო, უმეგობრო, _ამ დროშიაც მაგონდები შენ, ჩემო ჯერ კიდევ მეგობარო. ოჰ, ჩემო ჯაბა, ნეტაი ყოველი კაცი შენ მოგგავდეს, რომ სასიამოვნო გახდეს ცხოვრება ამ წუთისოფელში”.
თავის რძალს, ელეონორას, მამია სწერს:

ჩემსა უამურს, დამახინჯებულს ბედს თუ შეხარბდეს
ორის დღით ჩემი მოძმეთა შორის ქვეყნად ცხოვრება,
გაფიცებ, დაო. თუ რომ კვლავაც გწამს მამათა ღმერთი,
ტკბილ მოგონებით შენ ერთს მაინც ნუ დაგავიწყდები.

”თუ ღმერთი გრწამდეს, ელეონორა, შენ და შენს ქმარს გიყვარდეთ მაინც ყოველთვის, ნუ შემაძულებთ მთელს ადამიანობას, ნუ შემიყვანთ სრულ სასოწარკვეთილებაში”.
როდესაც კაცი ამ მდგომარეობაში ჩავარდება, მისი ბედნიერების დაბრუნება როგორ უნდა, თუნდ ერთის წამით, ამას ჩვენ მირზაჯანის ეპიტაფია გვამცნევს. მამიამ დაიწყო სმა, რომ ყოველი მისი სიმწარე ღვინოში დაეღუპა. ის უმღეროდა ღვინოს:

ღვინოა ერთი მოყვარე
გაჭირვებულის ხალხისო,
გულს დარდის გადამფანტველი,
მომალხენელი საწყლისო.

ბედკრულის ნუგეშმცემელი,
სნეულის გამკურვნელიო,
ნიჭია სწორედ ზეცისა,
უღირსთა დამსაჯველიო.

მამია სვამდა ღვინოს უზომოდ. ყოველთვის და ყოველგან, საცა კი შეეძლო ან შეესწრებოდა, _სვამდა შინ, ნაცნობ-მეგობრებთან, სასტუმროებში, დუქნებში, ბნელსა და ნოტიო სარდაფებში. როგორც ალფრედ მიუსემ, საყვარლისაგან ხელაღებულმა, მამიამაც მისცა თავი ალკოჰოლს და ნელ-ნელა ყოველდღიური ხანგრძლივის სმით თავი მოიწამლა და დაღუპა თავისი ძლიერი ნიჭებულება.
უწესო ცხოვრებამ, სასტუმროებსა და რესტორნებში გამოულეველმა ლხინმა და ლოთობამ მამიას ყოველი წყარო გაუშრეს ცხოვრებისა და ის ჩავარდა გადუხდელს ვალში და უფულობაში. მე ის მინახავს ქუთაისში ჯერ საუკეთესო სასტუმრო ”კოლხიდაში” მცხოვრებად, მერე უფრო დაბალი ხარისხის სასტუმრო ”ბათუმში” და შემდეგ ადანიას რესტორანში, ან, უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, ადანიას დუქანში, და ბოლოს კი ერთს რაღაც სოროში, რიონის პირად, ვიღაც ბაბალე დედაკაცთან, რომელიც ოდესმე დადიან-გურიელების ნამსახური ყოფილა, საცა არც გზა იყო, არც სინათლე, არც საკმაო ჰაერი. ფული იმას არ ჰქონდა. გოფმანი, მამიაზე უფრო მემთვრალე, წერს ერთს ადგილზე თავის დღიურში: ამ დილას სერთუკი გავყიდე და სასადილო ფული ამოვიგეო. მამიასაც შეეძლო დაეწერა ამის მსგავსად დღიურის წერის თავი რომ ჰქონოდა…
ერთ დიდ კაცს, შორეულ მის ნათესავს და მგოსანს, ის სწერდა 1889 წ. 8 მარტს:

სულ მდიდარო, ქვეყნის მხარო,
გულ-კლდე მყარო, მოსამხარო,
ერთგულთ ქედო, მითხარ, ვის უნდ
მტერთა ზარო, შეგადარო?
ხან ტკბილ-წყარო, მეტი აღარ
სმენის ქნარო, გამამწარო,
და ხან მჭვრეტთა ახლა უნდა
შესაზარო, მომეხმარო.

დახმარება იმას სულ მუდამ სჭირდებოდა, რადგანაც სასტუმროებში ცხოვრებას დიდძალი ფული უნდოდა. მირიან ჭყონიას უკითხავს ერთხელ გიორგი ჭილაძისთვის, რომელსაც სასტუმრო ”კოლხიდა!” ეჭირა.
_ გიორგი, მამია ფულებს გაძლევს?
_ არაფერია, ბატონო, მამიასთან ფულები არ დამეკარგება, ლექსებში გამომიბრისო, _ უპასუხნია ხუმრობით სასტუმროს პატრონს.
”ბათუმი” რომ დაიწვა 1883 წელს, მამია იქ იდგა, მაგრამ საშუალება არ ჰქონდა სხვაგან გადასულიყო და სასტუმროს ნანგრევის ზემო სართულში გამოაკეთებინა ორი ოთახი და იქ დადგა, ”ორბი, კოშკის მწვრევალზედ დაბუდებული, როგორც ამბობდნენ მაშინ.
_”ბათუმის” ნანგრევზე ვდგევარ და ”კოლხიდის” დიდებას შევყურებო, _ ამბობდა ის იმ დროს რუსულად, ოხუნჯობის კილოზე (ეს ორი სასტუმრო ერთმანეთის პირდაპირ იყო).
მამია არ იყო მოსწრებული სიტყვის კაცი. გურული იმის მეტი სხვა არც მინახავს, რო მახვილი მოლაპარაკე არ ყოფილიყოს. იმის ნათქვანად გამიგონია მხოლოდ ეს ორი ექსპრომტი: ერთ დარბაისელ საზოგადოებაში ერთი მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, დიდი გვარის შვილი ბ. შ., დიდხანს ლაპარაკობდა თავ. თათარხან დადეშქელიანზე. იქ მყოფმა მამიამ დიდხანს უგდო ყური იმას და, რომ არ გაათავა ბანოვანმა ლაპარაკი, წაიდუდუნა თავისთვის, მაგრამ ისე, რომ სხვებსაც გააგონა:

სულ თათარხან,
სულ თათარხან,
ჩევნც ხანდახან,
ჩევნც ხანდახან!

მეორე ექსპრომტი მამიასი შეეხება ქუთაისის ცნობილ ავტომედონს მელიას.
მამიას ფული ჰქონია ამ პატიოსანი კაცის _ ალბათ, ფაეტონის ქარი იქნებოდა, _ და ერთ დილას შესულა მასთან იმ განზრახვით, რომ ეთხოვა. დაენახა შემომავალი მელია თუ არა, მამიას დაუსწრია მისთვის:

შენ რომ გინდა მელია,
იგი შემომელიაო.
სწორედ იმგვარად, რაგვარადაც აკაკი წერეთელს უთქვამს ანდრია კაპანაძისათვის, როცა იმას ერთ დილას ფულები უთხოვია პოეტისათვის:

ჩემო ძმაო ანდრია.
ფულის თხოვნა ადრეაო.

მუსაიფში მამია ერთ რასმე ისეთს გამოკრავდა, რომ ლურსმანივით ჩაასობდა თქვენს ხსოვნაში.
ერთხელ ინგლისის მინისტრებზე ჰქონდათ სადღაც ლაპარაკი და ვიღაც ყმაწვილი კაცი, გლადსტონის თაყვანისმცემელი, აღტაცებით აქებდა ამ მაშინდელ პირველ მინისტრს. ეს რომ მამიამ გაიგონა, შეუტია იმას:
_ყმაწვილო, ნუ გეწყინება, და მაგ შენს გლადსტონს სალიუს ბერი როზგს დაჰკრავს.
ერთხელ ვიღაც ქალი ამტკიცებდა: თუ ქმრის მოღალატე ქალი საგინებელი არის, ცოლის მოღალატე კაცი თანასწორ უნდა საგინებელი იყოსო.
_უკაცრავად, ბატონო, _ უპასუხა მამიამ, _ ეს ასე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ კაცს გააქვს ტალახი სახლიდან და ქალს შემოაქვსო.
სერბიის ომი რომ ატყდა და ჩერნიაევი წავიდა თავისი დობროვოლცებით თათრის წინააღმდეგ, მამიამ თქვა:
_ ჩერნიაევი… ჩერნიაევი…რა უნდა გააკეთოს ჩერნიაევმა? წამოვა იქიდან ვინმე (აქ წარბი უნდა შეკრათ და პრტყლად და გრძლად უნდა იკითხოთ) აბ-დულ-ქე-რიმ მუქ-თარ ფა-შა და მტვერს აადენს მის პატარა ჯარსაო.
საჯარო ლაპარაკში მამიას არასოდეს თავი არ გამოუჩენია, როგორც არ გამოუჩენია თავი არავითარ ჩვენს საზოგადო საქმეში.
ნადიმებსა და წვეულებებში ის, ლაპარაკის მაგიერ, სმას უფრო შეექცეოდა. ერთს ამ შექცევაში ქუთაისს, პლატონ ჩხეიძის ქორწილზე, იმას მოუვიდა უსიამოვნება ბესარიონ დგებუაძესთან და ამ ორთა ისე მძიმედ დაჭრეს ერთმანეთი, რომ მამია ტახტრევანით წაიღეს შინ და რამდენიმე თვე ლოგინად იწვა.
მეორეჯერ მოუვიდა იმას უსიამოვნება, სუფრაზედვე, ვიღაც ქ-სთან. ამ უკანასკნელს სიტყვა შეებრუნებინა იმისთვის ლაპარაკში და ეს სწყენია მამიას, ძალზე შეზარხოშებულს.
_ როგორ მიბედავ, ყაძახო, ლაპარაკს, მე გურიელი ვარ, შენი ბატონი, ხელზე მაკოცეო, _ უთქვამს იმას და გაუშვერია მისთვის ხელი.
_ ნურას უკაცრავად, ბატონო, მე გურიელობით არ გცემ პატივს, მე იმიტომ გევლები თავს, რომ კარგი კაცი მგონიხარ, კარგი მამის შვილი და, თუ შენ ამას არ გრძნობ, მე თქვენთან ყოფნა არც კი მსურსო.
რაც უფრო ხანში შედიოდა მამია, იმას სმის სურვილი თანდათან ემატებოდა.
უკანასკნელ ხანებში იმისთვის საკმაო იყო ერთი ბოთლი, ბოთლნახევარი, რომ იმისთვის ფეხებს ეღალატნა.
შესახედავად ჩემი დროის მამია არ ჰგავდა იმ მამიას, რომლის სურათიც არის მოქცეული ამ წიგნში, ამ რამდენიმე წლის წინათ, როცა საფრანგეთში მოდად შემოიღეს გაზეთებმა პორტრეტები ინსტანტანე, მამიას შესახებ შემდეგი შენიშვნა ჩამიწერია ჩემს სამახსოვრო წიგნში:
ჩემი დროის მამია საბერძნეთის იმ მწერალს ჰგავს, რომელიც ამ ზომამდის ხმელი და დალეული იყო, რომ სულ მუდამ ტყვიას ატარებდა ჯიბეში, ქარმა არ წაიღოსი. მის გარეგნობას შეადგენდნენ: ტანი საშუალი; პირისახე წვეტიანი, ჩავარდნილი შავი ლოყებით; ქედი ოდნავ დახრილი, თითქო დამძიმებული შავი და ხუჭუჭა გრუზა თმისაგან, რომელიც მამიას ისეთივე აქვს, როგორც მის ძმებს; თვალები ძალზე წამოწეული, რომელიც ხშირად ლურჯ პენსნეს ზემოთ გადმობღვერის მასთან მოლაპარაკეს: მკლავები ჩერიასავით გამხმრები; ხელები სულ მუდამ გაცრცვილი, თითები კარგა ლამაზადშენახული, ვეებერთელა ფრჩხილებით ნეკზე და ცერზე; ხმა სუსტი, როცა ლაპარაკობს, გასაოცრად ძლიერი, როცა კითხულობს. ჩვეულებრივი მისი ჟესტია ლაპარაკის დროს მარჯვენა ხელის ჩამოსმა წვერზე და ტუჩებზე. მის ლაპარაკს რომ დააკვირდები, არ შეიძლება არ შენიშნო, რომ მამია ორ ფრაზას ისე ვერ იტყვის, რომ შიგ ”თქმა არ უნდა” არ გაურიოს. თუ გინდათ არ შეაწუხოთ, სასაცილოს ნურას ეტყვით, რადგანაც სიცილის დროს იმას ყოველთვის ხველა უტყდება. საათს და პორტმონეს ნუ კითხავთ, ნურც პორტ-სიგარს. თუთუნი იმას დაჭმუჭნილს ქაღალდში უდევს და წაღების ყელში აქვს ჩაკვეტებული.
ოჯახის უბედურებამ და მთვრალობამ ისეთგვარად დასცეს მამია ზნეობითად, რომ მას აქეთ, რაც თავის ცოლს გაეყარა, მამიას ერთი გახარებული დღე არ უნხავს სიკვდილამდის. ამ უბედურების ბრალი იყო, თუ მისი ცხოვრების საზოგადო პირობათა მიმდინარეობის, ეს კია, რამ მამიას მნიშვნელობა საზოგადოებაში მის შესაფერი არ იყო, ერთი დღეც არსად შეხვედრია, საცა შესძლებოდა გამოეჩინა თავი სრული პიროვნების მექონ ვაჟკაცად, როგორც დამოუკიდებელს, დაუჩაგვრელს და გულმაღალ წევრს საზოგადოებისა, საშუალ რომლისა ცხოვრობდა.

VI

მამია როგორც მწერალი. _ მისი ნიჭებულება, შინაარსი და ფორმა მამიას პოეზიისა. _ სხვადასხვა შენიშვნები. _ საზოგადო დასკვნა. _ მამიას აზრი გიორგი წერეთელზე. _ ”ვეფხისტყაოსნის” განმარტება.

მამიას ნაწერების დაწვრილებით გარჩევა ჩემს მოვალეობას არ შეადგენს, რადგანაც მე ბიოგრაფიის შემდგენელი ვარ, მკითხველისათვის ამბების მომაქუჩებელი, და არა მკითხველი წინამძღოლი და მოძღვარი, თავაწეული მსაჯული მწერალთა და სამწერლო მიმართულებათა.
ნაწერების მეგიერ მე უფრო მწერალზე ვილაპარაკებ.
მამია იმ მწერალთა რიცხვს ეკუთვნის, რომელნიც მისი დროის მკითხველთ უფრო მოსწონთ, ვიდრე სხვა დროის ჩამომავალთა. ათასში ათი მწერალი არ არის, რომელზედაც ეს არ ითქმოდეს, მაგრამ თუ მამიას შესახებ ვიმეორებთ ამას, ეს იმიტომ, რომ მამია იყო შესანიშნავი მკითხველი ქართული ლექსებისა, ისეთი, რომლის მსგავსი ჯერ არ უნახავს ჩვენს სცენას და ამ კითვის მომჯადოებელი გავლენის ქვეშ სჯიდა მამიას თანამედროვე საზოგადოება მის ლექსებზე. თბილისში და ქუთაისში _ ამ ჩვენი ქვეყნის პეტერბურგსა და მოსკოვს, _ საცა იბადება ჩვენი მწერლების სამწერლო რეპუტაცია, მამიას არა ერთხელ წაუკითხვას საჯაროდ მისი თუ სხვისი ლექსები და ეს მშვენიერი კითხვა შნოს და აზრს აძლევდა თვით ყველაზე უფრო უმნიშვნელოსა და უაზროს მის ლექსებს. მგონი, ნიკოლაძის ნაწერია თუ ნათქვამი: ”მამიას ნათარგმნი დემონი ჩვენ იმიტომ მოვიწონეთ, რომ თვითონ მამიამ წაგვიკითხა ეს თარგმანიო”. როცა მისი კითხვის ხსოვნა გაქრება მის თანამედროვე ნაცნობ-მკითხველებთან ერთად, მისი ნაწერებიც იკლებენ. რომელ ხარისხზე გაჩერდება მისი პოეზიის სიყვარული, ან რა შორს გასწევს მომავალ მოდგმათა შორის მამიას ხსოვნა, ამის წინასწარ თქმას მე არ ავიღებ ჩემს თავზე. ჩვენს ძველ მწერალთაგან _რუსთველს გარდა _ მხოლოდ ტატო ბარათაშვილის პოეზიამ იცოცხლა 50 წელი შემდეგ პოეტის გარდაცვალებისა. სხვების ნაწერებს დღეს არავინ კითხულობს, ან თუ კითხულობს, იმიტომ, რომ მხოლოდ ისტორიული ინტერესი აქვს.
მამიაც ვაითუ შორის გზისა არ იყოს. შორს მხოლოდ იმ კაცის სიტყვა მიდის, რომელსაც, როგორც თამარ მეფეს, ცა ელაპარაკება და ზეგრადმო მოცემული ნიჭი აქვს სული ჩაუდგას ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებს. როდესაც წინასწარმეტყველი ეზეკიელი სულმან ღვთისამან მოიყვანა იმ ველზე, საცა მთელი არემარე სავსე იყო ადამიანის გამხმარი ძვლებით, წინასწარმეტყველმა შესძახა ამ ძვლებს: ”ძვალთა ხმელთა ისმინეთ სიტყვა უფლისა, ამას ეტყვის ადონაი უფალი ძვლებსა ამას: აჰა, მე მოვიყვანო თქვენზედა სული სიცოცხლისა და მივსცე თქვენზედა ტყავი და მივსცე სული ჩემი თქვენზედა და განსცოხლდეთ. პოეტსაც ეს ღვთაებრივი ძალა უნდა ჰქონდეს, ის უნდა აცხოველებდეს ყველაფერს, რასაც კალამს მოავლებს. ის უნდა ორბელიანი იყოს, რომლის მარჯვენის ქვეშ თქვენ წინაშე გაივლის, თითქო დიდს მოედანზე გამართულ აღლუმში, რაზმი საქართველოს მეფეთა და დიდებულთა და თვით ბუნება საქართველოსი ენას იდგამს და გიმჟღავნებს თქვენ თავის საუკუნო ხვაშიადს.
მამიაც ნიჭებული იყო ამ ღვთაებრივის ძალით, მაგრამ ეს ძალა, როგორც ის ნაკვერცხალი, რომლითაც შეეხო ანგელოზი ისაიას, შეეხო მამიას მხოლოდ რამდენისამე წამით, მაშინ, როდესაც ქმნიდა ის ”პოეტსა და ჩვენებას”, ”ჩემს ალავერდის”, ”ქობულეთური ყანის სიმღერას”… უმეტესი ნაწილი კი _ ორი მესამედი _ თვისი ლექსებისა მამიამ ისე დასწერა, რომ იმათ წერაში ამ ზალას მონაწილეობა არ მიუღია. არ შეიძლება აქ არა ვთქვა: რომ ან თვითონ მამიას შესძლებოდა ყოფილიყო ჯალათი საკუთარი ნაწერებისა და დაეწვა ის უსარგებლო, სხვადასხვა შემთხვევისათვის სალაღობოდ დაწერილი ორი მესამედი მისი ექსპრომტებისა და ლექსებისა, რომელშიაც ხშირად ერთი ნაპერწკალიც არ არის პოეზიისა, ან გამომცემელს მიეღოთ ეს შრომა თავის თავზე, _ მამია წარსდგებოდა მომავალ მოდგმათამდი ისეთი ლამაზი და მსუბუქი სამწერლო საუნჯით, როგორც ორბელიანი და ბარათაშვილი, და როგორც ისინი, დიდხანს დარჩებოდა საყვარელ პოეტს და ჩვენს მწერლობაში. ახლა კი მეშინია, ამდენი ლექსების წყალობით მისი პოეზია ერთობ წყალ-ნარევი არ გამოდგეს.
ლექსში ”პოემიდან რაშიდ ვარდან-ოღლი” მამია თვითონ განსაზღვრავს ზომიერად თავის ძალას და მნიშვნელობას ქართულ მწერლობაში. ის ამბობს:

ჩემი გამოუცდელი
კალმის ნაღვაწსა თქვენ წარმოგიდგენთ;
მისის შეწევნით სულაც არ ველი,
რომ დაუვიწყარ ძეგლსა აღვიდგენ.
არ მინდა გავხდე მე დიდ პოეტად,
საღაღადებლად მთელი ხალხისა,
ან ვმსახურობდე ნათლისა სვეტად
დამჭკნარის ენის სამშობლოისა.
მწადიან მხოლოდ, თქვენს მუშაობას
შევვერთო სუსტი თუ რამ მაქვს ძალი,
ეგებ მომავალს შთამომავლობას
დახვდეს ჩემ მიერ ნატკეპნი კვალი,
რომ პირუტყვებრივ მუცლის ძღებაში
არ გაქრეს ფუჭად მთელი ცხოვრება,
და ჩვენის ერის საყდრის გებაში
ჩემგან ჩნდეს ერთი ქვის დაშენება.

მისი კალმის ნაღვაწი, ამ თქმისა არ იყოს, მართლა რომ წვრილ არშიად შემოერტყმება ჩვენი მწერლობის შენობას ამ საუკუნეში, თუ გარშემო არა, დასავლეთის კედლისაკენ მაინც.
მამიას ყველაზე უფრო ემარჯვება პატრიოტული ლექსები. მისი საუკეთესო თემაა ძველი დროების საქართველო, ივერია თამარ მეფისა და კახაბერისა.

მხარე უკვდავი გამარჯვებისა,
მიწა, სადაცა ჟამის ძველისა
დამარხულია სახელოვნება…

ლექსებში ”პოეტი და ჩვენება”, ”ჩემი ალავერდი”, ”ქობულეთური ყანის სიმღერა”, ”ბაირონის გიაურიდან”, ”კარჩხალის მთები”, საცა მამულზე არის ბაასი, მამია უდრის ჩვენს საუკეთესო პოეტებს. ამათში ის სწვდება ჭეშმარიტ პოეზიას, რომლის კითხვა სულს უდგამს და აღაფრთოვანებს კაცს, რაც უნდა გულქვა იყოს იგი.
სხვა შინაარშით დაწერილ ლექსებში მამიას იმდენი ძლიერება არა აქვს.ის სულ მაღალი იდეალებისაკენ ეზიდება, ბაირონობს, და წვრილმანს, სულიერ მოძრაობას, იმას, რაც შეადგენს ლირიკული პოეზიის სიმშვენიერეს, შემოუხაზავად სტოვებს. ჩვენი ქვეყნის ბუნების მშვენიერება _ ეს საუკუნო თემა ქართული პოეზიისა _ მის კალამს ეურჩება. იმის გამოსახატავად ”პოეტისა და ჩვენების ავტორს არა აქვს მის განკარგულებაში არც საკმაო ფერადობა და არც საკმაო თამამი და გავრჯიშებული ბეწვის კალამი. ”კარჩხლის მთებში” აღწერილი ”მწვანე ქათიბში გამოპრანჭული” ”ხვლიკი” და ”ყვითელი კაბებით შემოსილი კრაზანები” კარგნი არიან, მაგრამ არა კმარან, რომ იმათ დამწერს პლასტიური ხელოვნების უფალი დაერქვას, როგორც გრიგოლ ორბელიანს. სხვა საგანთა შორის მამიას მუზა ამ სოფლის ”კითხვებს”, საზოგადოდ, ვერ ეწყობა კარგად მისი პოეზია, და მერე, მამიამ ვერ დაამჩნია ჩვენს დღიურ ვარამს ძალუძი პიროვნება პოეტისა, რომ საცა ამ დღიურ უბედურებაზე იქნება ლაქპარაკი. იქ მამიას ხსენებაც იყოს.
ეს შიანარსის მხრით.
რაც შეეხება ამ შინაარსის განხორციელებას, ამ მხრით უმთავრესი ღირსება მამიას ლექსებისა არის სიმარტივე, წერის დროს ძალის დაუტანლობა. არა ჩანს, რომ მამიას მისი ლექსების თხზვაში დიდი შრომა ენახოს, რომ მისი შაირი გაჭირვებით და წვალებით იყოს ნაშობი, ის ამ ლექსებისათვის არც მაღალ ფრაზებს ეძებს, არც ტაეპის ”მიჯრით მიწყობას” და კოხტად მორთვას. მაგრამ, მეორეს მხრით, ეს სიმარტივე მის ნაწერებში უზრუნველობას ესზღვრება. მამია უმეტეს ხანს არც მოხდენილ სიტყვებს დაეძებს, არც შაირის ზომის დაცვას, არც მელოდის, არც მოხდენილო სიტყვებს. ”ივერიის” ”დამაკვირდის” შემდგენი რომ შეუშვათ მის ლექსთა კრებაში, მშიერი გამოვა. რომ ჩვენი ბაასი არ გავაგრძელოთ ამ საგანზე _ შორი ლაპარაკი აღკრძალული გვაქვს _ მოკლედ უნდა ვთქვათ: მამია არ არის კარგი ხელოვანი. იმას კარგი გული აქვს, როგორც პოეტს, მაგრამ ცუდი მარჯვენა, როგორც ხელოვანს.
როგრც ბაასში, მამია ლექსებშიაც გამოჰკრავს ხანდახან ისე რასმე, რომ სულ წაუმწარებს კაცს მისგან მიღებულ სიამოვნებას. ლექსში `შოშია~, ბარათაშვილისებურ ჩინებულ ლექსში, ეს ხელოვანი უეცრივ წამოისვრის:

სად შემიძლია მე ყვავსავით
დავიყლოყინო!

მე, ყვავი ჩახაოდა, მეგონა, მართალი უნდა მოგახსენოთ. ლექსში ”ადამიანი” არ შეიძლება თქვენს ყურს არ ემორჩილებოდეს:

ქალი, კაცი, გინდ გასათხოვარი.
თითქო გასათხოვარი იგივე ქალი არ იყოს.

გარეგან სომშვენნიერეს მამია ისე ცოტა ყურადღებას აქცევს, რომ ლექსებში გრამატიკულ შოცდომებსაც არ ერიდა. იმავე `პოეტსა და ჩვენებაში~ მამია ამბობს:

სამშობლოს თვისის უმჯობესს შვილსა
ხალხი მტრობს, ზდევნის, ეზიზღება, სძულს.

აქ ”ეზიზღება” არ არის კარგად შეთანხმებული დამატებით სიტყვასთან, როგორც არ არის კარგად შეთანხმებული ქვემდებარე და შემასმენეკლლი. ”კარჩხალის მთების” ტაეპებში:

საციდავმა ეს ნახა თუ არა,
თავმომწყდარივით ჯაგში ვარდება.

მამია უვლის და არ ალამაზებს ლექს, არც ცდილობს, რომ ეს ლექსი სმენას ასიამოვმნებდეს და მით გულთან გზას იმოკლებდეს. ის თარგმნის პუშკინის ლექსს და იქ, სადაც დიდი პოეტი შეუდარებელი ხსელოვნებით დასტირის იმ დროს, რომელიც მიმდინარეობს მისთვის.

«Без божества, без вдохновения
Без слез, без жизни, без любви»

მამია სჯერდება ამგვარ უფერულ თარგმანს:
უღვთოდ, უნიჭოდ, უებრო მკერდში
უცრემლობითა სული მხდებოდა.

მისი რითმა საკმაოდ მდიდარია. ზომა ათმარცვლოვანი. ათმარცვლოვანის ”ჩვეულებრივად მსუბუქის და გასაგონად საამო” ლექსებით არის დაწერილი: ”პოეტი და ჩვენება”, ”ბაირონის გიაურიდან”, ”დემონი”, ”ადამიანი”. ორბელიანისა და ბართაშვილის მძიმედ ნაჭედ 14 _ 16 მარცვლიან ლექსებზე ის არ ასულა მის საუკეთესო ლექსებში, არც აკაკის სკოლის მცირე ზომების ტაეპზე ჩამოსულა. უკანსკნელ ლექსებს ის ”ეო, მეო”-ს ეძახდა და არ თვლიდა პოეტის საკადრისად, თუმცა მისი `მარაოზედ~, ამ ზომით დაწერილი ერთი საუკეთესო ლექსთაგანია მთელ მის ლექსთა კრებულში.
სხვა წვრილმანებს და შენიშვნებს თავს ვანებებ, რადგანაც არც მასშტაბი მაძლევს მათზე ლაპარაკის ნება და არც სტილის მოთხოვნილება.
საზოგადო დასკვნა ამ შემეცნებისა მამიას ნაწერების შესახებ ეს არის: უმეტესობა მაიას ლექსებისა არ მოახდენს თქვენზე ღრმა შთაბეჭდილებას, არ გამოიწვევს თქვენში არც დიდ აზრს, არც დიდ გრძნობას, არც ენთუზიაზმს _იმ. უმაღლეს სიამოვნებას, რომელიც ეძლევა კაცს ჭეშმარიტი პოეზიისაგან. მთელი მამია, საყვარელი და სახსოვარი მამია, მარტო ხუთ, ათ ლექსშია. წაიკითხეთ მისი: როცა გული კმაყოფასა სიამითა დამიტკბება
და თქვენ დაინახავთ, რომ მამია მშვენიერი ხელოვანია: წაიკითხეთ მისი ”ქობულეთური ყანის სიმღერა” და თქვენ წარმოგიდგებათ თქვენს წინაშე ჩინებული ლირიკოსი პოეტი, აკაკის ბადალი, რომელიც ნამდვილი მშვენიერებაა ქართული მწერლობისა; წაიკითხეთ მისი პოეტის ”ფიცი” და თქვენ იგრძნობთ, რომ ეს მვენიერი ქმნილება უმაღლესი გრძნობით არიუს გამსჭვალული და იმავე გრძნობისაგან ნაკარნახევი; წაიკითხეთ მისი კექსები: ”ჩემს სურათზედ”, ”ჩემს რძალს ელეონორას”, ”ქალები” და თქვენ დარწმუნდებით რომ მამია ნამდვილი პოეტია, როგორც ათასი სხვა, ამ სახელის ღირსი… მისი შეცდომა მხოლოდ ის იყო, რომ ამ კარგის შემძლემ, ბეცვრიი უნაყოფო და უფერული ლექსიც დაწერა.
თვითონ მამია ერთობ დიდი აზრისა იყო თავის თავზე. მის ლექსთა კრებაში რამდენჯერ გაიგონებთ მის ნიჭზე ლაპარაკს. მის ლექსში ”პოეტი და ჩვენება” ამ ნიჭზე ექვსგან მაინც არის ხსენება. ლექსში ”ჩემს რძალს ელეონორას” იგი თავის ნიჭს ”ასმხრიანად” უწოდებს. ლექსში `ე. პ. ე. სადაც ”სულიერი” უწოდებს იმას ”ღვთიურად” და ბოლოს ლექსში ”ნაძლევი” ის აშკარად აცხადებს:

მეც ღმერთი ვარ ვიწრო წრეში_
გონებისა ნათლკის სვეტი,

როცა მამიასაგნ პირვე;ლად გავიგონე `პოეტისა ჩევნების~ კითხვა, იმან მითხრა რუსულ ენაზე: კახაბერი თავისთავად დიდი კაცია. მაგრამ მე ის უფო დიდად გავხადე და უკვდავ ვყავი.“
ერთხელ საღამოს, მას შემდეგ, რაც იმან წაიკითხა ბაირონოის `გიაურიდან~ რამდენიმე ნაწყვეტი, ის ეკითხება ნიკო ბადრიძეს:
_ ნიკო, ბაირონი გავაცოცხლე?
ერთხელ კოტია ერისთავს მიუტანია მასთან თავისი ლექსები, იმ განზრახვით, რომ მამიას იქა-აქ კალამი გადაესვა. მამიას ლექსები წაუკითხავს და მოსწონებია.
_ მშვენიერი ლექსებია, ამფერ, კოტიავ! ხვალ დილას მოიტანე და ერთად წავიკითხოთ მუშტრის თავლითო, _ უთქვამს იმას.
მეორე დილად რომ შესულა ახალგაზრდა მწერალი პოეტთან, მამიას ასე მიუღია:
_ საკვირველია, ღმერთმან იცის, ჩვენში ვინც ანაბანას ისწავლის, მაშინვე ლექსების წერას მოყვება…
ადგილის მწევარს, სილოვან ხუნდაძეს სხვაზე ადრე შეუნიშნავს მამიას სისუსტე და დაუწერია მის შესახებ შემდეგი ბოროტი ეპიგრამა:

ბახუსისაგან აღგზნებულმა
თავის ქება იცის ხშირი,_
ასე ამბობს ჩემთან რაა
ბაირონი ან შექსპირი.

ამ განყოფილების მოსათავებლად ჩემგან შეკრებილ მასალებში ორი აზრი მაქვს მამიასი: ერთი გიორგი წერეთლის შესახებ და მეორე _ ”ვეფხისტყაოსანზე”.
გიორგი წერეთელზე მამია დიდი აზრისა იყო. აი რას სწერდა ის ”მამიდა ასმათის” ავტორს 3 სექტ 1872 წელსა: ”ოჰ, რა გულით მინდა, ერთი გნახო და გამოვიკითხო შენგან რჩევა ამ პოემის (რადაც ახალ პოემაზე წერს) შესახებ! შენი თხუზულებები ისეთის ხელოვნებით არიან დაწერილნი და იმდენი ესთეტიკური გემოა მათში, რომ ჩემის აზრით, ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ `подвергать вашему суду свои произведения~ .
”`ვეფხისტყაოსნის” შესახებ აი რა ჩამიწერა ოდესღაც ჩემს სამახსოვრო წიგნში.
ერთს საზოგადოებაში ”ვეფხისტყაოსანზე” იყო სჯა და ვიღაც ელაპარაკებოდა მამიას: `ვეფხისტყაოსნი~ ძლიერ კარგი რამ არსი, მაგრამ რუსთველმა ეს კი ნამეტანი იცის, რომ სულ ოქრო და ვერცხლზე და ლალ-მარგალიტებზე ლაპარაკობს და ცხელის ცრემლით ატირებს პოემის მოქმედ პირებსო. ამის პასუხად მამიამ თქვა: ყოველი მწერალი იმაზე წერს რასაც ხედავს. რუსთველი დროებში ქართველებმა ნახევარი აზია გაკრიხეს და ოქრო-ვერცხლით და თვალ-მარგალკიტით სავსე იყვნენ და რუსთველმაც ამიტომ დაწერა. ამაში გასაკვირველი არა არის რაო. ცრემლის ღვრა: სრულებით ნაკლულევანება არ არის: რაც ლესინგმა თქვა ბერძნებზე, ქართველებზედაც ის ითქმის: ქართველები დიდად მხნენი იყვნენ და ცრემლის ღვრით იმათი გულის სიჩვილე უჩვენა რუსთაველმაო.

VII

მამია, როგრც მკითხველი, _ ჩემს ალბომში ჩაწერილი აღსარება.

მამია ჩინებული მკითხველი იყო.
კარგი კითხვა, როგორც კარგი სიმღერა, უნდა თვითონ გაიგონოს კაცმა, თორემ აღწერით ძნელია იმის სიმშვენიერის გადაცემა. აღწერას მხოლოდ გარეგანი ნიშნების წარმოდგენა შეუძლია; კითხვა-გალობის ალი და მომხიბვლელი ძალა კი ქრება იმავე წამს, რა წამსაც დაიხშო პირი მგალობელისა დამკითხველისა. მამიას კითხვაში მე ყველაზე უფრო ის მაკვირვებდა, რომ ამ ჩერიასავით გამხმარ კაცს, როცა იგი დაიწყებდა კითხვას, ფილტვებში იმდენი ჰაეროი მოეძეოდა, რომ თუნდა ერთ გვერდს წაიკითხავდა ისე, რომ ხმა არსად უღალატებდა და აფიქრებინებდა კაცს, რომ იმას კიდევ სხვა იმდენის წაკითხვა შეეძლო. ამის გამო იგი ყოველ სიტყვას ცალ-ცალკე და მკაფიოდ ჩამარცვლავდა, როგორც მძივს და ამასთან კითხილობდა მოსვენებით, სულწაუსვლელად, ღრმად.
მე სანამ მისი კითხვა არ გავიგონე, არ ვიცოდი რას ნიშნავსს მეფე გიორგის სიტყვა `მსუქნად იტყვი~, რომლითაც იგი უწუნებდა კითხვას მის კარისკაცს ივანე აფხაზს. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი მკითხველი თუ მოლაპარაკე ტუჩებით და ენით სახავს სიტყვას და პოირს იმდენად ათამაშებს, რამდენიც საჭიროა, რომ ესენი მოძრაობაში მოვიდნენ, მამიას სიტყვა სადღაც პირის სიღრმეში იბადებოდა. საცა თქვენ კიძთხულობთ ჩვეულებრივის კითხვით:

თამარს? ვინ იტყვის, რა იყო?

მამია თითქო ასე ამბობდა: თამარს? ვინ იტყვის რა იყო? სწორედ რომ მსუქნად, ღრმად, მთელის პირით.
მამია კითხულობდა მხოლოდ ლექსებს. პროზის კითხვაში კი ის ვერ უდრიდა მის მასწავლებელს გრიგოლ დადაიანს, რომლისაგან, _ როგორც არა ერთხელ გამიგონია მამისაგან _ დაუსწავლია იმას ლექსების კითხვა. მის კითხვაში კაცი ვერც ჩვეულებრივ, ქართულ მონოტონურ ღიღინს გაიგონებდა, ვერც ევროპულ გავარდნილ დეკლამაციას. ის იყო უებრო მკითხველი, წუნდაუდებელი, მეტადრე მაშინ როდესაც ისეთ ლექსს კითხულობდა, საცა დრამატული მოძრაობაც იყო. მშვენიერი იყო ის, როცა კითხულობდა ”ვეფხისტყაოსნიდან” ამ ადგილს:

ახლოს მეფე, შემომხვდეს, შმაგიო, ესე თქვესა.
მუნ მიჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა,
კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორივე მიხდეს მზესა;
შუბი გატყდა, ხელი ჩავჰყავ, ვაქებ ხრმალო, ვინცა გლესა!
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
კაცი, კაცსა შემოვსტყორცნე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
კაცი, ჩმგან განატყორცნი, ბრუნავს, ვითა ტანაჯორი.
ერთობ სრულად ამოვსწყვიტე წინა კერძო რაზმი ორი.

ან როცა გამოსახვიდა იგი ქაჯეთის ციხის იერიშით აღებას იმ ადგილიდან, საცა რუსთაველი ამბობს:

ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შეჰქმნა წრიალი!

იმ ხანამდის საცა ავთანდილი და ფრიდონ შეეყრებიან ტარიელისაგან ნალეწ აბჯარს და რუსთველი იტყვის იმაზე:

ჰსცნეს ნაქმრად ტარიელისად სთქვეს, საქმეა მისეული.

სანამ მამია ამ ტაეპის პირველ ნახევრამდის ჩამოვიდოდა მისი ხმა თვითონ ბრძოლის ხატი იყო: ძლიერი, სწრაფი, მრისხანებით სავსე, მაგრამ რა აქ ჩამნოაწევდა, ის ცოტა ხანს შეჩერდებოდა, ხმას დაუწევდა და ცოტა აჩქარებულად, სხარტულად, მუსაიფის კილოზე, თითქო განზე, წასებგვით წაილაპარაკებდა:

… სთქვეს, საქმეა მისეული.

მამია კითხვაში შესანიშნავი ის იყო, რომ რაც უნდა გაცხარებული კითხვა ჰქონოდა იმას, რაც უნდა დრამატული მოძრაობა ყოფილიყო ლექსში, ფრაზა და ფრაზას შუა მამიაში სრულიად დამშვიდებულს და თავისუფალ არტისტს გრძნობდი.
თავის ლექსებიდან მამია განსაკუთრებთ კარგად კითხულობდა: ”ადამიანს”, ”პოეტის ჩვენებას”, ”ფიცს”, ”ქალებს” , ”ბაირონის გიაურიდან” და ”ჩემს ალავერდის”. ამ უკანსკნელი ლექსის წაკითხვისათვის ხარაზოვის თეატრის სცენიდან ქუთაისში, მამია დააპატიმრეს ერთი თვით ქუთაისის სააფიცრო ”ნაობახში” 1889 წელს, რადგანაც ამ კითხვაში შიგა და შიგ ისეთი ლექსებიოც ჩაურთო, რომლისთვის ნებართვა არ ჰქონდა მიღებული.
მე თავის დღეში არ დაავიწყდება ეს მშვენიერი საღამო. ხარაზოვის თეატრში. დარბაზში ტევა აღარ იყო და აივნებზე კაცი კაცზე იჯდა, რადგანაც წარმოდგენას საქველმოქმედო მიზანი ჰქონდა და პროგრამაში მამიას სახელი იყო დაბეჭდილი. როცა მამია გამოვიდა სცენაზე, თეატრში სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ეს სიჩუმე სწორედ ქარიშხალის მომასწავებელი იყო. პირველისავე ნახტომიდან მამიამ შეიპყრო საზოგადოების ყურადღება და ფრთები აუსხა მის ხელოვნურ გრძნობას. კარგი კითხვის მოყვარულნი ძლივსღა იჭერდნენ აღტაცებულთა, რომ ტაშის ცემით და `ბრავოს~ ძახილით არ შეეშალათ იმისთვის ხელი. მაგრამ როცა მამია ჩავიდა ”ჩემს ალავერდში” იმ ადგილმდის, საცა ის ამბობს:

თქვენ, უებრო მებრძოლებო,
თქვენთან ვარ ალავერდი!

ვერც იმათ დაიჭირეს თავი და თეატრი კინაღამ დაიმტვრა გარდამეტებული აღტაცებისაგან, მამია გრძნობდა რომ ამ დროს ის უფალი იყო მსმენელებისა და ლამაზი შესახედი.
რამდენჯერ მინატრია და მითქვამს, ვისდამიც რიგი იყო, რომ მამია მოეწვიათ რამდენიმე ხნით ქუთაისის ან თბილისის სათავად-აზნაურო სკოლებში, რომ იმდენ ყმაწვილებში, რამდენიც იქ არიან, ერთ-ორს მაინც შეეთვისებინა მამიას კითხვა, მაგრამ ეს ჩემი ნატვრა ამაოდ დამირჩა ისე, რგორც არც ერთი სხვა ჩემი ნატვრანი სამწერლო ნიადაგზე.
მამიას კითხვაზე ლაპარაკს მე არ შემიძლია არ მოვაბა მამიას აღსარება, რომელიც იმან ჩაწერა ჩემს ალბომში ამ შვიდი წლის წინათ, როდესაც მე ვიყავი გატაცებული მისი კითხვით და როცა თითქმის ყოველ საღამოს შევიყრებოდით ან თვითონ მამიასთან, ან ჩემთან, ან ი. ყაუხჩიშვილისას, ან კოტე მესხთან, და უფრო მომეტებულად კი სხვადასხვა რესტორანებში და სასტუმროებში საცა ყოველი ჩვენი ყრილობა თავდებოდა ვახშმით და მამიას დეკლამაციით.
ამ ოცდაათი წლის წინათ საფარანგეთში მოდა იყო, ვისთანაც კი უნდა შესულიყავით გინდოდათ თუ არ გინდოდათ, სახლის პატრონის ალბომში პასუხები უნდა ჩაგეწერათ იმ კითხვებიოსა, რომელთაც შიგ იპოვიდით ჩაწერილ ჩაბეჭდილად. ამას ერქვა ”ჯეუ დეს რეო პნესეს,” ანუ ჩვეულებრივად რომ ვთქვათ, პასუხებით შექცევა”. თუმცა ეს აღსარების თქმა უფრო იყო, ვიდრე შექცევა. ამ შვიდი წლის წინათ და სახელდობრ 27 იქტ. 1889 წ. მე ვთხოვე მამიას ჩაეწერა ჩემს ალბომში პასუხი იმგვარი ცალკე კითხვებისა და აი რა ჩამიწერა:

რომელი თვისება უფრო მოგწონს კაცისა?

რომელი თვისება მოგწონს ქალისა?
რითი განსხვავდება შენი ხასითი?
რომელია ყველაზე დიდი ბედნიერება?

რომელია ყველაზე დიდი უბედურება?
რა ფერი უფრო გიყვარს?

რა ყვავილი გიყვარს?
შენ რომ მამია არ იყო, ვინ გინდა იყო?
სად უფრო გინდა ცხოვრობდე?
რომელი მწერლის პროზა უფრო მოგწონს?.
რომლის პოეზია?
ვინ უფრო მოგწონს კაცთაგან ისტორიაში?
ვინ უფრო მოგწონს ქალთაგან ისტორიაში?
რომანში ვინ გირჩვენია კაცთაგან?
ქალთაგან ვინ მოგწონს რომანში?
რა სახელები უფრო გიყვარს?

რა უფრო გძულს ქვეყანაზე?
რა შეცდომას უფრო აპატიებ კაცს?
რომელი ტაეპი უფრო მოგწონს `ვეფხისტყაოსნისა~?
რასა სვამ?
ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი
ქუთაისში?
შენი ცხოვრების დევიზი რა არის?.

გონივრობა სინდისიანობის. ტანსაცმელში.
ერთგულება.
ლტოლვილებით იდეალებისადმი. აღსრულება გულითადის სურვილებისა.
მონობა.
ყველა ფერი თავის-თავის დროს და ადგილას.
ახალი, ხელუხლებელი.
არავინ.
ჩემს ბედნიერ სამშობლოში.
ილია ჭავჭავაძისა.
რუსთაველისა, ბაირონის.
მარკ-ავრელი, ჰარუნ ალ-რაშიდ.
თამარ… თამარ.
შალვა.
თამარ ბატონიშვილი.
ვახტანგ, დავით, თამარ, სოლომონ, კახაბერ, ბოცო.
ტყუილი.
სიმთვრალეს.

”მე რუსთველი ხელობითა”…
სულ წყალს.

ბ… შ…
სიმართლე პატიოსნება.

VIII

უკანასკნელი დრონი მამიას ცხოვრებისა _ ბაბალეს ნაამბობი გარდაცვალება და დასაფლავება.

”კაცი არ არის, თვინიერ გარემოებისა, _ სწერდა მამია თავის რძალს ელეონორა მიხელის ასულს, _ გარემოება ისე ათამაშებს, როგორც ბურთს ყმაწვილი. შეიკრიბება ერთნაირი გარემოებები, გვამხიერულებს, გვაცინებს, გვატარებს საცა გვინდა, აღგვივსებს გულს სიამოვნებუის გრძნობით, გვაძლევს ყველაფერს მზად, რაც გვიონდა, უსარჯელაქდ და უზრუნველად, ასრე რომ ხანდახან დავიქანცებით კიდევაც მხიარულების სიმძიმის ქვეშ. შეიკრიბება მეორენაირი გარემოებები და სულ წინააღმდეგი გვემართება ზემო აღწერლისა. მე, როიგრც იცი, კარგა ხანია, რაც ვიმყოფები შემოზღუდვილი უკანასკნელ გარემოებებით…”
ამგვარმა გარემოებებმა, როგრც ვნახეთ, მამია მიწასთან გაასწორეს, ჯერ ზნეობითად და შემდეგ ფიზიკურადაც. უთავბოლო ცხოვრებამ და გამოულეველმა სმამ მისი ჯანის სიმრთელე სემუსრეს იმ ზომამდის, რომ იმას გაუჩნდა ფილტვის ავადმყოფობა და პირიდან სისხლის ღებინებვა. ამგვარ მდგომარეობაში მამიას სიკვდილი ენატერბოდა და, რომ ბოლო მოეღო თავის გაუხარებელ ცხოვრებისათვის, არც ამ ყოფაში იშლიდა ღვინის სმას. ერთხელ სადღაც გაეგონა, და მთელიმ ბოთლი არაყი დაელია და რიონში გადავარდნილა, მაგრამ ვიღაცას ამოეყვანა იქიდან უვნებლად. უკანასკნელად ის გახდა ავად ბათუმში, საცა წასულა გურიიდან როსის წარმოდგენების სანახავად. იქიდან მამია წაიყვანეს სოფელში ჯაბასთან და იქ დაჰყო რამდენიმე ხანი. აქ ყოფნის დროს მამიას მოუვიდა რუსეთიდან თავზარდამცემი ამბავი, რომ მის შვილს კახაბერს თავი მოუკლავს… ეს იყო უკანასკნელი სამსალა. რომელიც შეასვა ტანჯულ მამას ბოროტმა ხვედრმა. რამდენიმე თვის შემდეგ ის თვითოინაც გარდაიცვალა.
მამია გარდაიცვალა ქ. ქუთაისს 25 ივლისს 1891 წელს. ის მოკვდა ერთს ბნელ ფიცრულში, რიონის პირად, ბალახვანის ქუჩაზე ვიღაც ბაბალე დედაკაცისას, რომელიც ოდესმე ნამსახური ყოფილა დადიან-გურიელებისა, როგორც ეს ზემოთაც მოვიხსენიეთ. იმ ინგლისელის არ იყოს, რომელმაც ნაპოლეონ მეორის საფლავი ნახა, მეც პირველასვე ჩემს ჩასვლაზე ქუთაისში შემდეგ მამიას გარდაცვალებისა, ვნახე ის ადგილი, საცა მამიამ განუტევა სული.
სახლის პატრონმა აი რა მიამბო მამიას უკანასკნელ დღეზე:
”სიკვდილის დღეს მამია სახლიდან არ გასულა. საღამო ხანს შემოვიდა მასთან ჯაბა და ორივემ ერთად დიდხანს ილაპარაკეს. მამია კარგ გუნებაზე იყო.
მეათე საათზე ჯაბა გამოეთხოვა მამიას და წავოიდა. ეზოს რომ გასცილდა, მაიამ დაუძახა:
_ ჯაბა!
_ ბატონო!
_ ხვალ დილას შვინდი მიშოვე სადმე და გამომიგზავნე, ფულს მე მივცემ.
_ კი, ბატონო მე თვითონ ვიყიდი და მოგართმევო.
ამ ლაპარაკის შემდეგ ჯაბას ასი ნაბიჯიც არ ექნებოდა გადაგმული, რომ მამიამ ერთი ძალზედ დაახველა და იმას ყელიდან სისხლი ნაკადულივით გადმოედინა. მე ყვირილი მოვრთე, ჩემსს ხმაზე ჯაბა დაბრუნდა, ექიმთან კაცი ვარბენინეთ მაგრა, სანამ ხეჩინოვი385 მოვიდოდა, მამაია სულ დაიწრიტა სისხლისაგან. ის ერთ საათში გათავდა~.
რა ავადმყოფობით მოკვდა მამია, ამას უჩვენებსნ შემდეგი მოკლე მოწმობა შედგენილი ექიმ სამსონ თოფურიასაგან პოლიციაში წარსადგენად:

25 Июля 10ч. вечера Мамия Гуриели сканчалсь от смертельного кровоистечения на почве туберкулезнаго поражения легких. Д- р Топурия

მეორე დღესვე, როგორც ჩამოღამდა, მამია წაასვენეს ქუთაისის საკრებულო ტაძარში და იმ დღიდან 28 ივლისამდე იქ ესვენა. ამ რიცხვებში კი იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა უქირა განსვენებულს და უკანასკნელი შენდობა მისცა. საღამოს 6 საათზე მამია აასვენეს წმინდა გიროგის ეკლესიაში, არქიელის მთაზე, ჩინებულად მორთული ბალდახინით, რომელსაც ამშვენებდა 10-12 გვირგვინი და მათ შორის გვირგვინები თბილისის და ქუთაისის სააზნაურო სკოლებისა და ქართველი სტუდენტებისა. სანამ მის ცხედრას საფლავს მიაბარებდნენ მამია დაასვენეს შიგ ტაძარში და აქ უკანასკნელი სიტყვები უთხრეს მას ჩერნომორსკის პოლკის ოფიცერმა მენშიკოვმა, პოეტმა გრ. აბაშიძემ და სილოვან ხუნდაძემ (უკანასკნელმა ლექსით) როცა ყოველივე აღსრულდა, მამია დაასაფლავეს ეკლესიის ეზოში, იქ საცა ტაძრის გარშემო მდებარე სწორე მოედანი თავდება და იწყება დაღმართი. რიონისაკენ დაშვებული, და მით აღუსრულდა მგოსანს მისი გულითადი ნატვრა, რომ მას განესვენა იქ,

სად გრგვინვა ფაზის, მარადის მწყრალის,
უდუდუნებდეს ხმას საამურსა…

1897 წ. 14 იანვარი. ცაიში


დატოვე კომენტარი

კატეგორიები