Posted by: burusi | 26/07/2009

გიორგი მაისურაძე -ნახატები

ალექსანდრე ბაგრატის ძე ბაგრატიონ–გრუზინსკის პორტრეტი

ალექსანდრე ბაგრატის ძე ბაგრატიონ–გრუზინსკის პორტრეტი. მხატვარი გიორგი მაისურაძე

ქართველი ფერმწერი გიორგი ივანეს ძე მაისურაძე დაიბადა 1817 წელს. იგი იყო პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ყმა, რომელმაც 1837 წელს რუსეთში სასწავლებლად გაუშვა ნიჭიერი მხატვარი. გიორგი მაისურაძე სწავლობდა პეტერბურგის სამხატვარო აკადემიაში კარლ ბრიულოვის სახელოსნოში. აკადემიის დამთავრების შემდეგ ფერმწერი დასახლდა ქუთაისში. სამწუხაროდ, არ გვაქვს შემორჩენილი მისი ყველა ნამუშევარი და მის ხელოვნებაზე მხოლოდ რამდენიმე პორტრეტით შეგვიძლია ვიმსჯელოთ: ა. ბაგრატიონის პორტრეტი (1839, თბილისი, ხელოვნების მუზეუმი) და ავტოპორტრეტი (1870-იანი წლები, იქვე). მის ნამუშევრებში იგრძნობა რუსული რეალისტური პორტრეტული ტრადიციის გავლენა. გამოირჩევა წმინდა მონასმებითა და კომპოზიციის აგების აკადემიური წესით.

გიორგი მაისურაძე გარდაიცვალა 1885 წელს.

 


დატოვე კომენტარი

კატეგორიები