Posted by: burusi | 18/05/2009

ვერიკო ანჯაფარიძის და მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმი

მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი

მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი

1979წლის 18 ნოემბრიდან 1992 წლამდე, ს. დიღომში არსებობდა გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმი.
1992 წლის 23 სექტემბრიდან კულტურის ამ კერამ ბინა დაიდო ქ.თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ქუჩაზე#16-ში. (ყოფილი ალ. სუმბატაშვილი-იუჟინის ქუჩა).
სახლი 1935 წელს ააშენა ბატონმა მიხეილმა, რომლის არქიტექტორი, მშენებელი და დიზაინერი თვითონ იყო. ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე ოჯახთან, მეუღლე ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, აქ იცხოვრა.
მიხეილ ჭიაურელი გარდაიცვალა 1974 წელს, ხოლო დიდი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე – 1987 წელს.
1992 წლიდან პირველი სართული მთლიანად დაეთმო სახლ-მუზეუმის ექსპოზიციას, რომელიც სრულყოფილად და შთამბეჭდავად ასახავდა ორი დიდი ხელოვანის შემოქმედებას.
1987 წელს ბატონმა კოტე მახარაძემ დააარსა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი. იგი 1992 წლამდე ფუნქციონირებდა ქ.თბილისში, ავლაბარში, ფერისცვალების სახელობის ტაძრის შენობაში. 1996 წლიდან თეატრი უბინაობის გამო, ზემოთ აღნიშნული სახლ-მუზეუმის ორ დარბაზში განლაგდა. ექსპოზიციის ნაწილი შეიცვალა, მაგრამ კედლებზე არის გამოფენილი სურათები და ფოტო-მასალები. დაცულია ვერიკო ანჯაფარიძის ოთახი.
მუზეუმის ფონდში დაცულია: მიხეილ ჭიაურელის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის და კოტე მახარაძის უნიკალური არქივები.
მუზეუმი ფუნქციონირებს ჩვეულებრივად, ემსახურება დამთვალიერებელს, სტუდენტებს, მეცნიერმუშაკებს, უცხოელებს. საქმიანი ურთიერთობა აქვს დამყარებული სხვა მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან და სხვა. დაგეგმილია მიხეილ ჭიაურელის მონოგრაფიის გამოცემა.

მუზეუმის მისამართია: ქ.თბილისი, ვერიკო ანჯაფარიძის ქ.#16. ტ: 29 42 13;23 13 38


დატოვე კომენტარი

კატეგორიები