Posted by: burusi | 04/03/2009

ჰაიკუ

ქლიავის ბაღი, ჰიროშიგე, 1857 წ. (დააწკაპუნე)ქლიავის ბაღი, ჰიროშიგე, 1857 წ. (დააწკაპუნე)

აყვავილდნენ ბაღები,
თეთრმა წაშალა რუხი.
მსუბუქი სული.

ჰაიკუ ტრადიციული იაპონური ლირიული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ძლიერი სიმბოლური დატვირთვის მქონე ჟანრია. ჰაიკუ უკიდურესად მოკლე სტრუქტურის ლექსია, რომლის მიზანია წამიერი შეგრძნებების, საგანთა ხედვის გადმოცემა.

კლასიკური ჰაიკუ გამოხატავს ადამიანის შინაგანი სამყაროს ურთიერთობას ბუნებასთან, ამასთან აუცილებელია ჰაიკუ შეიცავდეს ისეთ სიტყვას, რაც წელიწადის რომელიმე დროზე მიანიშნებს. მაგალითად, ”ალუბლის ყვავილობა”, ან “ატმის ყვავილობა” გაზაფხულს აღნიშნავს, ”თოვლი”-ზამთარს, ”კოღოები” -ზაფხულს.
ჰაიკუ ერთგვარი მომენტალური სურათია, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, აუცილებელია არ ჩანდეს მთხრობელი, პოეტის “მე”. ლექსი ერთი ამოსუნთქვით უნდა იკითხებოდეს. ჰაიკუმ მკითხველში აზროვნების სურვილი უნდა აღძრას. პოეტი არ აღწერს, არამედ მკითხველის ფანტაზიას ამოძრავებს, რომ მასში გამოიწვიოს გარკვეული სურათი. ჰაიკუსთვის არაა დამახასიათებელი რითმა, როგორც ევროპული გაგება, რადგან აქ გამოიყენება ლექსის შექმნის სხვა პრინციპები.

ჰაიკუს პოეტებიდან აღსანიშნავია ბაშო, კიოში ტაკაჰამა. ჰისაჯო სუგიტა, იოსა ბუსონი, კოი ნაგატა.

დაწვრილებით იხილეთ გვერდი ჰაიკუ


პასუხები

  1. არ ვიცოდი სად მომეწერა და აქ მოგწერთ, დიდი მადლობა დამატებისთვის!

  2. me miyvars haiku..


დატოვე კომენტარი

კატეგორიები