Posted by: burusi | 04/05/2010

მერაბ მამარდაშვილი – “გამონათქვამები”

მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი – Merab Mamardashvili (1930 – 1990)

“ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია….”

“თქვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით!”

“ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!”

“ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას”.

“ღმერთი ეს არის იგივე ადამიანი, რომელსაც მუდმივად ახსოვს ზეცა!”

“იმ დროიდან, რაც არსეობს სახარებისეული ათვლის წერტილი, იმ დროიდან, რაც არსებობს მსოფლიო ისტორია, არსებობს ერთი მარტივი კანონზომიერება: რეალური კულტურა და ადამიანური სულიერება არ შეიძლება შემოზღუდული იყოს იმ ეთნიკური მასალით, რომელშიც ისინი ხორციელდებიან. ნებისმიერი სოციალური თუ ნაციონალური ერთობა, რაც უნდა დიდი იყოს იგი, თუნდაც ერთადერთი იყოს, მაინც კერძოობითი იქნება და არა უნივერსალური. აი, სწორედ ეს პიროვნული საწყისები, უნივერსალურზე რომ არიან ”მოჭიდებული”, წარმოადგენენ ნაციონალური თვისებების ნორმალური არსებობისა და სრულფასოვანი, ცოცხალი ფუნქციონირების პირობებს…”

“…ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ, ნუ იფიქრებთ პოლიტიკური კლიშეებით ვისი მხრიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, დაიწყეთ საკუთარი თავით და საქმით, რადგან ჯერ ისედაც გვაკლია პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება და თუ ასე ერთი ხელის მოსმით გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, მალევე გავირიყებით ნაპირზე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…”

.”…მივხედოთ სკოლებს, სპეციალობებს, ჩვენ ისედაც გვაკლია პროფესიონალიზმი, მოქალაქეობრივი შეგნება და თუ ამის გარეშე, მაინც ჯიუტად გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, ძალიან მალე გავირიყებით ნაპირზე ისევ ისეთივე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…..” ( შეხვედრა ფილოსოფიის ინსტიტუტში)

” რუსული სივრცე-დროის მეტაფიზიკურ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის ფენომენი, რომ საკუთარ თავს და შენს გარშემო მყოფთ ყოველი დღე უქციო ჯოჯოხეთად….. ეს მუდმივი ისტორიული კოლაფსია ორ დიდ , დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის!

ეთნიკური რუსი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია თავის დადებითით და უარყოფითით….არაფრით უარესი და არაფრით უკეთესი სხვა ეთნოსის წარმომადგენელზე!
მაგრამ რუსები, როგორც რუსულ იმპერიულ-ტირანიული სივრცის ბინადარნი და ამ სისტემის იდეოლოგიით ტვინდაკომპასებულ ხალხთა მასები, ამოვარდნილნი არიან რეალური ისტორიული სივრცე დროისაგან…როგორც ჩაადაევი და როზანოვი წერდნენ – ” აქ სრული კოლაფსი და გამყოფი უფსკრულია აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის …!”

“მტრის ხატი – ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა – მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულებია იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება”

,ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი განთავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისაგან.”
1990 წელი.

,,აზროვნება არის ჩუმი საუბარი ღმერთთან წარსული შეხვედრების შესახებ. ანუ ეს არის სიტუაცია, როდესაც რაღაც ხელახლა იბადება, თავისი თავის იგივეობრივი, მაგრამ განახლებული, აღორძინებული. აღორძინება, გაცოცხლება ხდება ფორმების სამყაროში. “

”მე მიმაჩნია, რადგან ქართველები ასეთი ცხოვრების მოყვარულნი არიან, გააჩნიათ იუმორის გრძნობა, შეძლეს ძველი რაინდობის სახისა და გულის შენარჩუნება, დარჩნენ ინდივიდუალურები, სპეკტოკოსები და ა. შ.- მათი დამონება, დამორჩილება შეუძლებელია”.

”ქართულ ინტელიგენციას არ გამოუყენებია ბოლო ხუთი წელი იმისათვის, რომ საკუთარი ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. იმის მაგივრათ რომ ებრძოლათ უკვე გათავისებულ ცუდ ჩვევებთან – პატრიოტიზმის მცდარ გაგებასთან, ჩამორჩენილობასთან, საკუთარ თავზე შეყვარებასთან, დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ ყველაზე კარგნი ვართ, ყველაზე ჭკვიანნი, ყველაზე ლამაზნი და არავინ არ გვჭირდება – ისინი საკუთარ ამბიციებში ჩაფლულნი თამაშობდნენ ყველაფერ ამით.”

“სანამ გაგრძელდება პატივმოყვარეობის მაამებელი ხატების შექმნა: ოჰ! რა კარგად ვიყავით, კულტურაც გვქონდა, სოფელიც ყვაოდა!.. ვიდრე ამ ყალბ ნუგეშისცემას გააგრძელებენ, დაუსრულებლად იტრიალებენ წრეში, როგორც დანტეს გმირები ჯოჯოხეთში”

«…достаточно присмотреться к некоторым эпизодам российской истории, чтобы увидеть, что это ситуация – когда мы не извлекаем опыта. Когда с нами что-то происходит, а опыта мы не извлекаем, и это бесконечно повторяется. …

Русские, куда бы ни переместились – в качестве казаков на Байкал или на Камчатку, их даже занесло на Аляску и, слава Богу, вовремя продали ее, и она не оказалась сегодня той мерзостью, в которую они ее скорее бы всего превратили, – куда бы они ни переместились, они рабство несли на спинах своих.

Единственная ценность, которую мы ищем во всех проявлениях себя и окружающего, — это живое. Реальная человеческая психология строится на оживлении того, что мертво. Мы оживляем мертвые слова, мертвыежесты, мертвые конвенции. Единственное наше трепетное, то есть волнующее нас отношение ко всему этому в действительности сводится к тому, что за всеми симуляторами и привидениями, за вещами — мы ищемизнь. И себя как живущего. Ибо ощущать себя живым совсем не просто”.


Responses

  1. დღესაც იგივე წინაღობები.. ადგილი ვტკეპნეთ 20 წელიწადი..

  2. კაცი არ იწყება ღირსებიდან და ვერც მერაბის მიხედვით დაიწყება, რადგან თუ როგორც მის მიხედვით “ადამიანი – ღირსებიდან და ქართველობა ღირსებიდან და ქართველობა ნებიდან”, მაშინ ღირსებაც ნებიდან ყოფილა, ხოლო ღირსება ზომიერებაა (გონი) და არა ნება, და სამწუხარო იქნებოდა ამ განსხვავებას, ძალიან ფუნდამენტურს, თუ ვერ აცნოიერებდა….. მინდა დავიჯერო, რომ აქ ლამაზ ფრაზას ამბობს უბრალოდ. და არ…თუმცა სამწუხაროდ გერმანული ფილ. “ნებისა” და ჰაიდეგერიდან ის “ოტტალკივანიე” რაზეც სულ საუბრობს სხვაზე მეტყველებს…
    და არც ჭეშმარიტებაა სამშობლოზე მეტი, რადგან სამშობლო ჭეშმარიტებაა მინიმუმ იმისათვის ვისაც ჭეშმარიტება უყვარს, ინტელექტუალებისგან განსხვავებით, რომლებიც ერთი მხრივ ჭეშმარიტების არსებობას უარყოფენ და მერე მხრივ გამუდმებით იმას ამტკიცებენ რომ თვითონ ფლობენ მას (მაგ. ჭეშმარიტების არ არსებობა ჭეშმარიტებააო). როგორც ეტყობა, ამით იმის თქმა უნდოდა “ღირსეული კაცი პატრიოტს აღემატებაო”, რადგან ღირსეული თან პატრიოტიც იქნება უბრალო პატრიოტისგან განსხვავებით, მაგრამ….

  3. საინტერესო მოსაზრებაა!

  4. ბატონო ძუკუ, ყველაფერს თავისი კონტექსტი აქვს, ასე რომ ვთხოვდი საიტის ადმინისტრატორებს, უბრალოდ ამოგლეჯილი ფრაზები არ მიაწოდონ მნახველებს. ესეც კონტექსტი “იმ დროიდან, რაც არსეობს სახარებისეული ათვლის წერტილი, იმ დროიდან, რაც არსებობს მსოფლიო ისტორია, არსებობს ერთი მარტივი კანონზომიერება: რეალური კულტურა და ადამიანური სულიერება არ შეიძლება შემოზღუდული იყოს იმ ეთნიკური მასალით, რომელშიც ისინი ხორციელდებიან. ნებისმიერი სოციალური თუ ნაციონალური ერთობა, რაც უნდა დიდი იყოს იგი, თუნდაც ერთადერთი იყოს, მაინც კერძოობითი იქნება და არა უნივერსალური. აი, სწორედ ეს პიროვნული საწყისები, უნივერსალურზე რომ არიან ”მოჭიდებული”, წარმოადგენენ ნაციონალური თვისებების ნორმალური არსებობისა და სრულფასოვანი, ცოცხალი ფუნქციონირების პირობებს…

  5. …ვერავითარი ნაციონალური ხასიათი ვერ შეინარჩუნებს თავის საუკეთესო თვისებებს, თუ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და კულტურაში პიროვნული საწყისები არ ამოქმედდა. თუ ეროვნებაში განადგურდა პიროვნული საწყისები, რომლებიც ეროვნულობის გარეშეა და წარმოადგენენ ადამიანის, როგორც ასეთის, ისტორიულ საწყისებს, ეთნიკურობისგან დამოუკიდებლად, მაშინ ეროვნების საუკეთესო თვისებები გაქრება. ეს საწყისები კი ყოველი სულიერების საფუძველია, რადგან მისი არსი არის ის რომ სამშობლოზე მაღლა ყოველთვის დგას ჭეშმარიტება(ეს ხომ ქრისტიანული მცნებაა). მხოლოდ პიროვნებას შეუძლია ეძებოს იგი და უკიდურესი პირდაპირობით გამოხატოს. მე ჭეშმარიტებას ვაყენებ სამშობლოზე მაღლა და მიჩნდება კითხვა: ბევრ ქართველს შეუძლია ჭეშმარიტების დაყენება თავისი სამშობლოს მოჩვენებით ინტერესებზე მაღლა? თუ არ შეუძლიათ, ცუდი ქრისტიანები ყოფილან. ” 1989 წ.

  6. ჭეშმარიტება ყველაფერზე, მათ შორის სამშობლოზე მაღლა რომ დგას, ქრისტემ თქვა.
    აბა, აბო თბილელი არ ყოფილა კაი კაცი, რადგან ქრისტიანობის მიღებით არაბეთს „უღალატა“.

  7. qartvelebma arasodes itsodnen drios pasi da exlats dakarguli 20 tselis dabrunebas taobebi moundebit.am 20 tslis anazgaurebas.

  8. girsebis sedzena ar sheidzleba-girsebit und daibado.aarvitari mnishvneloba ar akvs erovnbas,mtavaria unda iko girsi adamiani gerkvas.saqartveloshi koveltvis ikvnen girseuli pirovnebei,imtom rom eri kitxulobda,stsavobda da vitardeboda.dges rodesats tsxovreba mkvdaria,rodesats sturuas da mistana girseul erisshvilebs ebrdzvis sakutari qvekana ra girsebazea saubari. qartuli teatri kvdeba da xalxi xmas ar igebs,tumtsa ilia movkalit da sharadze,mamardashvili da maints ver vistsavlet chkua.

  9. ფაქტია რომ კარგი ქართველის მცნება თავისთავში იტევს ღირსეულ ადამიანს,პატრიოტს,ასერომ რომელი რომლიდან გამომდინარეობს ყველამ თვითონ გადაწყვიტოს,ქართველიიქნება ის თუ უბრალოდღირსეული ადამიანი.ღირსების გარეშე ადამიანი იმდენად ნაკლებადაა ადამიანი რომ არამგონია ნებისმიერ ეთნიკურ ჯგუფზე მიკერებამ რამე შეცვალოს მასში…

  10. მამარდაშვილი – ახლადაღმოცენებული ქართველი ლიბერალ-კოსმოპოლიტების კუმირი. ყოველთვის მეგონა მამარდაშვილი იმ ქართველთა რიგებიდან, ვინც ეროვნულის დრომოჭმულად და ლოკალურად (კერძოობითად) გამოცხადებით, ცდილობს უნივერსალურის და ხშირშემთხვევაში დასავლურის ბრმად გაფეტიშებას. ის კი ავიწყდებათ, რომ ღირებული კაცობრიობის ისტორიაში უმეტესწილად სწორედ რომ ლოკალურიდან, ანუ ერისა და ეთნოსის წიაღიდან იშვა, იქ მომწიფდა და შემდგომ უკვე შეიძინა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა. მაშასადამე მამარდაშვილის შემდეგი მოსაზრება, რომ “თუ ეროვნებაში განადგურდა პიროვნული საწყისები, რომლებიც ეროვნულობის გარეშეა და წარმოადგენენ ადამიანის, როგორც ასეთის, ისტორიულ საწყისებს, ეთნიკურობისგან დამოუკიდებლად, მაშინ ეროვნების საუკეთესო თვისებები გაქრება.” სრულიად წინააღმდეგობრივი და მცდარია, რამეთუ პიროვნების საწყისები ეროვნულების გარეშე ვერ შედგება.

  11. ღმერთო ჩემო რა ცუდია რომ მასთან საუბრის საშუალება არ აქვთ ადმიანებს ვინც მერაბის მიმართ წინააღდეგობრივი გამოსვლით თავის “ნაკითხობას” უსვამეს ხაზს და არც უშვებენ იმ ვარიანტს სათქმელად რა კუთხიდაც შესაძლოა მერაბს ეთქვა.

    კურტნის მუშას თუ მეცნიერს ერთნაირად სურს საყმაროს თვალი მისკენ იყოს მიმართული.
    ნიცშე

    და არ მიკვირს როდესაც ადამიანებს არ აქვთ მზაობა უბრალოდ გაიგონ მთქმელისა. ამის უამარავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უბედრუება ის არის, რომ ამ მიზეზად უვიცობას არასოდეს სახავს ადამიანი და სხვა ადამიანის მეტ განვითარებულობას მისაზე. არაფერია გამორიცხული მაგრამ ხომ შეიძლება მერების ნატქვამში იყოს სიმართლე. ან როგორც იტყვიანი ლოგიკური ?? თუმცა როდია ჭეშმარიტება ლოგიკური ასე ძლიერ რომ ესწრაფვიანი ადამიანები მის მოპოვებას და მისი საშუალებით შემდგომ ქედის ფხორვას.
    თქვენ უკეთ იცით მეგობრებო

  12. თუ სული ჭეშმარიტების გავლით იპოვის სამშობლოს ის უბრალოდ კი არ იცხოვრებს მასში არამედ იკაშკაშებს.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: