ფუძის მთის 36 ხედი

კაცუშიკა ჰოკუსაი

ო, რა მაღალია ფუძის მწვერვალი, ზაფხულობით
კაცუშიკა ჰოკუსაი

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნახატების სერია, “ფუძის მთის 36 ხედი” ჰოკუსაიმ სამოცდაათი წლის ასაკში შექმნა. სერიამ მას გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა მსოფლიო ხელოვნებაში. სერიის გამოსვლას დიდი წარმატება ხვდა წილად, გამომცემელი ნაკამურა იოხატი შეჰპირდა საზოგადოებას, რომ ჰოკუსაი გააგრძელებდა მასზე მუშაობას და სერიას ასამდე დაასრულებდა. თუმცა ჰოკუსაიმ ფუძის მთაზე მიძღვნილი ახალი სერია ჩაიფიქრა და არსებულს მხოლოდ ათი ნახატი დაამატა.
ფუძის მთამ განსაკუთრებული აზრი შეიძინა ჰოკუსაის შემოქმედებაში. მოგზაურობის დროს მისმა მახვილმა თვალმა შეამჩნია, რომ ნათელ ამინდში ფუძის მთის დანახვა შესაძლებელია იაპონიის მთავარი კუნძულის ხონსიუს ცამეტივე პროვინციიდან. მისი მკვეთრი სილუეტი თითქოს ყველგან თან დასდევდა მხატვარს, როგორც ქვეყნის ეროვნული ღირსების სიმბოლო, წმინდა მთა. ამიტომაც გამოხატა ფუძის მთა, როგორც სამშობლოს და ხალხის ერთიანობის სახე.
ეკჰარტი ამბობდა: ის რასაც ადამიანი ღებულობს ჭვრეტით, უნდა დააბრუნოს სიყვარულში. ძენის ენაზე ეს ასე გამოითქმის: ყველაფერი გადმოაფრქვიე მუშაობისას, სადაც მუშაობაში იგულისხმება სიყვარულის აქტიური და კონკრეტული გამოხატულება. ძენის ფილოსოფიაში დიდი როლი უკავია მოვლენათა იერარქიის პრინციპს, ე. წ. ტენტიძინის კანონს – ცა, მიწა და ადამიანი. ჰოკუსაის ყველა გრავიურაში აღნიშნული პრინციპი შეადგენს კომპოზიციის საფუძველს. ფუძის მთა ყველა, ოცდათექვსმეტივე გრავიურაში დღის სხვადასხვა დროს, წელიწადის სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ადგილიდან არის გამოსახული, როგორც უცვლელი კონსტანტა, სიცოცხლის ეტალონი, სილამაზის და სამყაროს მშვენიერების სიმბოლო.
მაგრამ როგორც ეს ცხოვრებაში ხდება რეალურად, იგი აშკარად, ცხადად არ ვლინდება, ნახატებში ზოგჯერ ძალიან ძნელია გამოარჩიო საგნებს მიღმა, თითქოს ანარეკლია მხოლოდ. შუა პლანზე მიდის ჩვეულებრივი, წვრილმანი საზრუნავით და ყოველდღიური დაბრკოლებებით სავსე ცხოვრება, სადაც უამრავი ადამიანი უამრავ ქმედებებს ახორციელებს, და ყველა ამ ქმედებების საერთო ჯამი თანდათან და განუხრელად ცვლის სამყაროს. და ყოველ ამ ქმედებაში უხილავი ძალის, ფუძის მთის არაცხადი და არააშკარა ურთიერთობა და დახმარება წარმოადგენს მისი მარადიული სილამაზის გამოსხვივებას. ფუძის მთის ვერტიკალურ და სიმეტრიულ კონუსს წონასწორობაში და ჰარმონიაში მოჰყავს ნახატის კომპოზიცია. მხოლოდ ორ გრავიურაში არ ჩანს ხალხი, ხოლო ფუძის მთა წარმოჩნდება ჩვენს წინაშე მთელი თავისი სიდიადით, უშფოთველობით და სილამაზით. ამ ნახატებში ჰოკუსაი ისე ლაკონიურად იყენებს ხაზებს და ფერებს, რომ ფუძის მთა აღიქმება სიმბოლოდ, საკრალურ ნიშნად.
ფუძიამას თემაზე შექმნილი პეიზაჟები, ბუნების კონკრეტული და თანაც განზოგადებული სახეა. ფუძიამას ჩვენ ვხედავთ რეალობაში და ამავე დროს, რეალობაში ვერ ვნახავთ ზუსტ წერტილებს, საიდანაც ზუსტად არის ასახული ესა თუ ის ხედი. ფუძიამა ასახავს ხედვითი პეიზაჟის არსს და არა მის ასლს. ჰოკუსაი სხვადასხვა წერტილიდან გამოსახავს ფუძიამას და არც ერთ შემთხვევაში არ გამოხატავს მას ისე, როგორც ჩანს, არამედ გვიჩვენებს ისე, როგორც თავად ხედავს. მაგრამ, ერთი ავტორის თქმით, როდესაც ის შორს არის იაპონიიდან და იხსენებს, თუ როგორია ფუძიამა, მას სწორედ ჰოკუსაის ნახატები ახსენდება. ასე ხდება ბუნების შიდა სულის განზოგადება. ბუნებაზე შეყვარებული ჰოკუსაი მას გაწონასწორებული თვალით და გონებით წარმოგვიდგენს. ის არ მიმართავს გარეგნულ ექსპრესიულ საშუალებებს, არ გამოსახავს პირადულ გრძნობებს, არამედ აღამაღლებს ნანახს და განცდილს.

  1. კანაგავას დიდი ტალღები
    კანაგავას დიდი ტალღები

    კანაგავას დიდი ტალღები (დააწკაპუნე)

    გრავიურაზე გამოსახულია ცამდე აწვდენილი ზღვის ტალღები. ქაფიანმა ტალღებმა გამოაჩინეს საშინელი ბრჭყალები და მზად არიან შთანთქან მეთევზეთა პატარა ნავები, რომლებიც სასოწარკვეთით ებრძვიან სტიქიას. ბრძოლისა და შეუპოვრობის ამ დრამატულ ფონზე მოჩანს უშფოთველად წამომართული ფუძის მთა.

  2. წითელი ფუძი, სამხრეთის ქარი, ნათელი დილა
    წითელი ფუძი, სამხრეთის ქარი, ნათელი დღე

    წითელი ფუძი, სამხრეთის ქარი, ნათელი დილა (დააწკაპუნე)

    გამთენიისას ფუძის მთა ამომავალი მზისგან ღია წითლად იფერება და ახალი დღის დაწყებას უხმობს ქვეყანას. ბუნების ამ მოვლენის, რომელსაც იაპონიაში “წითელ ფუძის” ეძახიან, ნახვა შეიძლება მხოლოდ ზაფხულში და შემოდგომით. იაპონიაში თვლიან, რომ მრავალ მთათა შორის მხოლოდ ფუძია არჩეული ციურ წყალობად.  ფუძი იაპონიის სიმბოლოა. წინა პლანზე გამოსახული მთა დიდებულად წარმოდგება თეთრი ღრუბლებით დაფარული ცის ფონზე. ლურჯი სივრცის ფონზე ელვარებს მთა, გაბედულად აღმართულა და თითქოს შუაზე ყოფს ცას. მთის კონუსი იკავებს სურათის სიბრტყის დიდ ნაწილს, რითაც ქმნის წინა მხარესთან სიახლოვის შთაბეჭდილებას. კომპოზიცია მარტივია, აქ არ არის მასშტაბების და გეომეტრიული რიტმების შეპირისპირება. ცამდე აწვდენილ წმინდა მთას უკავია ნახატის თითქმის მთელი სივრცე და თავისი უსაზღვროებით არ ჩამოუვარდება ცას. ორი, ლოკალური ფერის შეპირისპირება გვაფიქრებინებს ინისა და იანის, მამრი და მდედრი საწყისების წინააღმდეგობასა და კავშირზე. მეორეს მხრივ, ფუძის წითელი ფერი წარმოადგენს მიწისა და ცის საქორწინო კავშირის სიმბოლოს. ფუძის ძირას მწვანე ტყეა გადაშლილი. ფუძი იზრდება და ხდება დიდებული. მასში განწოვილი ზღაპრული ძალა უძლეველი და დაუშრეტელია.

  3. უეცარი წვიმა მთის ქვეშ
    უეცარი წვიმა ფუძის მთის ქვეშ

    უეცარი წვიმა ფუძის მთის ქვეშ (დააწკაპუნე)

    საღამოს მთის წვერი ჭექა-ქუხილის ელვებით ნათდება, ხოლო ძირი შემოდგომის წვიმებით ირეცხება. თუ წინა ნახატზე ნათელი, ადრიანი დილაა გამოსახული და სამხრეთის ქარის რხევა იგრძნობა, აქ იცვლება ემოციური განწყობა, ფონი და შეხედულება მთაზე. დილისა და საღამოს ამ ცვალებადობაში მრავალმხრივად და ცოცხლად ისახება მრავალსახოვანი ფუძის მთა. ამ სურათს “რუხ ფუძისაც” უწოდებენ.

  4. ფუძის ხედი მანნენის ხიდიდან, ფუკუგავა
    ფუძის ხედი მანნენის ხიდიდან, ფუკაგავა

    ფუძის ხედი მანნენის ხიდიდან, ფუკაგავა (დააწკაპუნე)

    სურათზე გამოსახულია მანნენის ხიდი, რომელსაც მარჯვნივ და მარცხნივ იჭერს ხის მაღალი ბურჯები. არკისმაგვარ, მორკალულ ხიდზე გადადიან ადამიანები. ხიდის ქვეშ დაცურავენ დიდი ნავები. შორს, მარცხნივ მოჩანს ფუძის მწვერვალი. ლურჯი ცის ჰორიზონტზე უშფოთველად გაწოლილან ღრუბლები.  მანნენის ხიდი აშენდა მოკუგავასა და სუმიდას მდინარეების შეერთების ადგილას. ხიდის ჩრდილოეთით მდებარეობს მაიუდაირა ენეიუს სახლი, ხოლო ხიდის სამხრეთით განლაგებულია ბუდისტური ტაძარი რეიუნძი, რომელსაც ფუკუგავას ახალი ტაძარი უწოდეს.

  5. სუნდაის რაიონი, ედო
    სუნდაის რაიონი, ედო

    სუნდაის რაიონი, ედო (დააწკაპუნე)

    სუნდაი ედოს რაიონია, მას ოტიანომიძუს რაიონის სამხრეთ მაღლობსაც უწოდებენ. ამ რაიონში ბევრი მიწის ნაკვეთები და სახლებია. ფუძი ყველაზე კარგად ამ მაღლობიდან ჩანს. ფუძის კარგი ხედები ყოველთვის იყო ედოს მობინადრეების სიამაყის საგანი, რომელთაც შეეძლოთ დამტკბარიყვნენ მისი ცქერით. გრავიურის პერსონაჟებს წარმოადგენენ ვაჭრები, სამურაები და სხვადასხვა სამუშაოთი დაკავებული ქალაქელები. ბორცვიდან დაშვებისას გამვლელების ყურადღებას იქცევს მაღალი ფიჭვის ტოტები და შორს მდებარე ფუძის მთა.

  6. მრუდე ფიჭვი აოიამაში
    მრუდე ფიჭვი, აოიამა

    მრუდე ფიჭვი, აოიამა (დააწკაპუნე)

    ნახატზე გამოსახულია ფიჭვის იშვიათი სახე, რომესაც აგრეთვე უწოდებენ კასამაიუს კრონის მრგვალი ფორმის გამო (“კასა” იაპონურად ნიშნავს ქოლგას, “მაცუ” – ფიჭვს). ეს ფიჭვი დიდი ძალისხმევით მოშენდა აოიამას ძენსაცუ რიუგანძის ტაძარში. წინა ხედზე ჩანს ფიჭვების მრგვალი ტოტებით დაფარული მწვანე ბორცვი. მარცხნივ მოჩანს ფუძი და მწვანით მოსილი პატარა გორაკები

  7. სენძიუს ხიდი ბუსიუში
    სენძიუს ხიდი ბუსიუში

    სენძიუს ხიდი ბუსიუში (დააწკაპუნე)

    სენძიუს ხიდი, მდინარე სუმიდაზე აგებული, მნიშვნელოვან გადასატვირთავ პუნქტს წარმოადგენს ედოდან კიტაკანტოსკენ მიმავალ გზაზე. ნახატზე გამოსახულია სენძიუს ხიდი და ხიდთან ახლოს აშენებული ქალაქი. ხმაურიანი ქალაქის ნაცვლად წარმოდგენილია გლეხების მშვიდი ყოფა, რომლებიც თევზს იჭერენ მდინარეში. შორს  მოჩანს ფუძის მთა და მის წინ ლურჯად გადაშლილი  არაკავა. ცხენი, რომელსაც თივა მიაქვს ზურგით,  ფუძის სილუეტს უსწორდება და თითქოს თავს ხრის. ბაწრის სამკუთხედი გადაბრუნებული სახით იმეორებს მთის კონტურებს. აღნიშნული მეტყველებს, რომ მხატვარი შესანიშნავად ფლობს იუმორის გრძნობას.

  8. მდინარე ტამა, ბუსიუ
    მდინარე ტამა, ბუსიუ

    მდინარე ტამა, ბუსიუ (დააწკაპუნე)

    არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვით მდინარე ტამა, ანუ ტამაგავას წყალი წარმოქმნის მძივების მსგავს კრისტალებს, რომლებიც ქაოტურად არიან მიმობნეული ნაპირის გასწვრივ. ამიტომაც მიიღო სახელი “ტამაგავა”. “ტამა” იაპონურად ნიშნავს მძივს, “გავა” – მდინარეს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუ მდინარე ტამაგავა გაიყინება იგი უსათუოდ გადაიქცევა მძივებად. ნახატზე ბუნების აბსოლუტური სიმშვიდეა გამოსახული. დადგა დაისი, ნაპირზე მარტო მისეირნობს კაცი ცხენით, მდინარის ტალღებზე მეთევზის ნავი მიცურავს. ზღვის დასალიერში მოჩანს საღამოს სიწყნარით და ღრუბლებით შემოსილი დიდებული ფუძი. თითქოს ფუძი ასრულებს ჰორიზონტის ხაზს, მეფურად ამაღლებულა მშვიდი მდინარის თვალსაწიერზე. მკვეთრი გრაფიკული ხაზები და რბილი გარდამავალი ხაზებით მხატვარმა შეძლო გადმოეცა საღამოს სიჩუმის განწყობა, რომელსაც არ არღვევს ვერც მარტოდ მოსიარულე მგზავრი, ვერც მდინარეში ნელა მოცურავე ნავი. ფერების გადაწყვეტა ხაზს უსვამს კომპოზიციის მთლიანობის და სისრულის შეგრძნებას. სამი მთავარი ფერის აქცენტი – ხე, ფუძი და ნახატის ზემო კუთხეში დაისის მორუხო-მოლურჯო ზოლი აძლიერებს სამყაროს ჰარმონიისა და წონასწორობის შთაბეჭდილებას.

  9. მთის გადასასვლელი, კოსიუ
    მთაზე გადასვლა

    მთაზე გადასვლა, კოსიუ (დააწკაპუნე)

    მთის უღელტეხილი ინუმე მდებარეობდა სადგურ კოსიუსთან ახლოს. ამ რაიონში გზას უწოდებდნენ იამააის. მის გასწვრივ ჩამოედინებოდა მდინარე კაცურაგავა, ხოლო შემდგომ კი ინუმე. აქედან შესაძლებელია ფუძის სილამაზით ტკბობა, რომელიც მოჩანს სამხრეთ-დასავლეთით. ნახატზე მარჯვნივ გამოსახულია გზა, რომელიც მთებისკენ მიიკლაკნება. მარცხენა მხარეს, თითქოს კომპოზიციის გასაწონასწორებლად გამოსახულია ფუძი, რომლის ძირი გარშემორტყმულია თეთრი ღრუბლებით. ფუძი კომპოზიციის  ცენტრალური ფიგურაა. შეიძლება ითქვას, რომ ჰოკუსაიმ შეძლო გადაეცა სიმშვიდის, სიხარულის, ვნებათა დაოკების განწყობა, რომელსაც განიცდის მგზავრი რთული და მძიმე გზის გავლის შემდეგ, ბოლოს, ფუძის დანახვისას.

  10. ფუძიმიგახარას დაბლობი, ოვარის პროვინცია
    ფუძიმიგახარას დაბლობი, ოვარის პროვინცია

    ფუძიმიგახარას დაბლობი, ოვარის პროვინცია (დააწკაპუნე)

    ამ ნახატზე მხატვარი ცდილობს ახლებურად დაგვანახოს ფუძის მთა. იგი თითქოს ერთმანეთს აპირისპირებს წმინდა მთის სახეს და მის ირგვლივ არსებულ გარემოს. ამისათვის მას შემოაქვს ყოფითი სიუჟეტები, რითაც ხაზს უსვამს ბუნების მონუმენტალობას და სიდიადეს, რომელიც გაუწყვეტელ ერთიანობაშია ადამიანის სიცოცხლესთან, მისი ყოველდღიურ სამყაროსთან. გრავიურის ფილოსოფიური კონტექსტი ეფუძნება მარადიულობის და ადამიანის სიცოცხლის წარმავლობის ერთმანეთთან შედარებას.  ნახატზე ფუძის გამოსახულება წარმოგვიდგება უზარმაზარი კასრის ჩარჩოში. მეკასრის ყოველდღიური, ერთფეროვანი სამუშაო, ხოლო შორს კი დიდებული ფუძის კონტურები. კასრის ცენტრში მოთავსებული ფიგურა ქმნის წრეში ბრუნვის, ბუნებაში საგნების ალეგორიული წრებრუნვის, დროისა და ბუნების ტრადიციული, ციკლური აღქმის შთაბეჭდილებას. ნახატის სივრცე ღრმაა, ხაზობრივი პერსპექტივის ელემენტებით. ნახატზე წინა პლანზე მეკასრეა გამოსახული, შუა პლანზე – წყლით დაფარული ბრინჯის ველები, ხოლო შორს – ფუძის მთა. ამგვარად პატარა ფუძის გამოსახულება დიდი წრის შიგნითაა ჩართული. მთის პატარა სამკუთხედი და კასრის წრე, გეომეტრიული ფიგურების ასეთი კონტრასტის იდეა წარმოადგენს მხატვრის საინტერესო მიგნებას.

  11. ხონგანძის ტაძარი ასაკუსაში
    ხონგანძის ტაძარი, ასუკასა

    ხონგანძის ტაძარი, ასუკასა (დააწკაპუნე)

    მხატვრის ნახატებში ყურადღება გამახვილებულია ბუნებისა და ადამიანის, წინა და უკანა ხედების ერთმანეთთან შეპირისპირებაზე. და ეს შეპირისპირება ბუნებისა და ადამიანის ერთიანობის ღრმა აზრს გამოხატავს. ამ გრავიურაში აღნიშნული შეპირისპირება წარმოადგენს კომპოზიციის მთავარ საფუძველს. წინა ხედზე მარჯვნივ ტაძრის სახურავის ზედა ნაწილის კონტრასტი მკვრივ ღრუბლებში ჩამალულ პატარა სახლების სახურავებთან, აგრეთვე ჰორიზონტზე წამომართული ფუძის მთა – წარმოადგენს მთავარ კომპოზიციურ მომენტს. მკვრივი ღრუბლები ფარავენ სივრცის ნაწილს. ღრუბლების ვარდისფერი ფენები შემოხვევიან ტაძარს და მთას. კომპოზიციის ცენტრს დიაგონალზე ჰკვეთს ბაწრის ხაზი, რომელიც ჰაეროვან გველს აკავებს, აღნიშნული დეტალი სივრცის უსაზღვრო სიშორისა და სიღრმის შეგრძნების განცდას გვიძლიერებს. რუხი-ლურჯი, მომწვანო, ვარდისფერი და თეთრი ფერების შეხამება აძლიერებს გაშლილი სივრცის განცდას.  წინა ხედზე საგნების ჰიპერბოლური გაზრდა ხაზს უსვამს გრავიურის სივრცის სიღრმეს.

  12. ცუკუდაძიმას კუნძული, ბუიო
    ცუკუდაძიმას კუნძული, ბუიო

    ცუკუდაძიმას კუნძული, ბუიო (დააწკაპუნე)

  13. სიტირიგახამას ნაპირი, სოსიუ
    სიტირიგახამას ნაპირი, სოსიუ

    სიტირიგახამას ნაპირი, სოსიუ (დააწკაპუნე)

  14. უმეძავას ადგილები, სოსიუ
    უმეძავას ადგილები, სოსიუ

    უმეძავას ადგილები, სოსიუ (დააწკაპუნე)

    უმეძავა ტოკაიდოს გზასა და სედას დაბლობს შორის მდებარეობს, და თანამედროვე ქალაქ ნინომიას შემადგენლობაში შედის. სწორედ მას გამოსახავს ჰოკუსაი სურათზე. ადრეული შემოდგომის დილა, ეს ესაა გათენდა ცაზე, ბუნების სიმშვიდეს არღვევს წეროების გუნდი წყალთან. მათ შორის ორნი უკვე აფრინდნენ ცაზე. მაღლობები და ღრუბლები გადმოჰყურებენ ტბას. ფუძის მთა მოხაზულია ტალღოვანი, მშვიდი ხაზით.  გრავიურის კოლორიტი ორი ფერითაა წარმოჩენილი, ლურჯი და მწვანე. ნახატის ფერადოვან აქცენტს შეადგენს რუხი-ლურჯი ფუძი თეთრთოვლიანი მწვერვალით. მთა წარმოდგენილია როგორც პეიზაჟის განუყოფელი ნაწილი, ბუნების სილამაზის გამოხატულება.  სურათზე არაა გამოსახული მგზავრები ან სოფლის მობინადრენი. პეიზაჟი უდაბურია. ლურჯი და მწვანე ფერის მეშვეობით მხატვარი გადმოსცემს ბუნების სიმშვიდეს, მთის პოეტურ სახეს.

  15. კაძიკაძავას ჭაობი, კოსიუ
    კაძიკაძავის ჭაობი, კოსიუ

    კაძიკაძავის ჭაობი, კოსიუ (დააწკაპუნე)

  16. მისიმაგოეს გადასასვლელი, კოსიუს პროვინცია
    მისიმაგოეს გადასასვლელი, კოსიუ

    მისიმაგოეს გადასასვლელი, კოსიუ (დააწკაპუნე)

  17. სუვაკოს ტბა, სინსიუ
    სუვაკოს ტბა, სინსიუ

    სუვაკოს ტბა, სინსიუ (დააწკაპუნე)

  18. ეძირის ნავსადგური, სუნსიუს პროვინცია
    ეძირის ნავსადგური, სუნსიუ, (დააწკაპუნე)

    ეძირის ნავსადგური, სუნსიუ, (დააწკაპუნე)

    ეძირის სადგურთან, აომიძუკოს პორტის მახლობლად, მდებარეობს ტბა უბაკეიკე. ნახატის მარჯვენა მხარეს ეს ტბაა გამოსახული თეთრად, მოხვეულ გზაზე მოჩანს პატარა სამლოცველო. არსებული ლეგენდის მიხედვით, აქ ბინადრობს “ბოროტი ქალის სული”, მოჩვენება. ამბობენ, რომ თუ მოგზაური დაიძახებს “ნია-ნია!”, ტბის ფსკერიდან ამოიმართება ქაფი. არსებობს ამ ლეგენდის სხვა ვერსიებიც. ჰოკუსაის უფრო ცვალებადი ბუნების განწყობა აინტერესებდა და ეს ნახატი ამითაა საინტერესო. მხატვარი გამოსახავს უეცრად ამოვარდნილი ქარიშხლის შედეგად სოფლის ცოცხალ და ემოციურად დატვირთულ სურათს. ქარის გამო მოიზნიქა ხეები, ბალახები, სხვადასხვა ფორმაში გაშეშდნენ კლაკნილ გზაზე მიმავალი მგზავრები, სამოსი აეწეწათ, ჩალის ქუდებს ვეღარ იჭერენ, ვერც ქაღალდებს. ქარით წართმეული თეთრი ქაღალდები ცაში მიფრინავენ, როგორც ფრინველთა გუნდი. თითქოს ირგვლივ ყველაფერი ამ ორომტრიალშია გახვეული. ბუნება და ადამიანები სტიქიის ძალის ქვეშ მოქცეულან. და მხოლოდ ფუძის მთა მოჩანს ჰორიზონტზე როგორც მუდამ უშფოთველი და დიდებული. მშვიდი ფუძის მკვეთრი კონტურები უფრო მკვეთრად უსვამს ხაზს წინა ხედის დინამიურ მოძრაობას. გრავიურის მკაცრი კოლორიტი შეესაბამება ბუნების მდგომარეობას. ნახატის ზემო ნაწილში ჩვეული ზოლის მაგივრად გამოსახულია მოყვითალო-რუხი ტონები. მთელი გრავიურა მომწვანო-ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი. ფუძის თეთრი, შეუფერადებელი სილუეტი კარგად გადმოგვცემს ჰაეროვანი გარემოს განწყობას.

  19. ტატომის მთებში
    ტატომის მთებში (დააწკაპუნე)

    ტატომის მთებში (დააწკაპუნე)

  20. უსიბორის არხი, ძესიუს პროვინცია
    უსიბორის არხი, ძესიუ (დააწკაპუნე)

    უსიბორის არხი, ძესიუ (დააწკაპუნე)

  21. სურუგა-ტიო, ედო
    სურუგა-ტიო, ედო

    სურუგა-ტიო, ედო (დააწკაპუნე)

  22. ღამის ხედი რიოგოკუბასის ხიდზე მდინარე ომაიაგას ნაპირებიდან
    ღამის ხედი რიოგოკუბასის ხიდიდან

    ღამის ხედი რიოგოკუბასის ხიდზე (დააწკაპუნე)

  23. საძაე-დო, რაკკანძის 500 ტაძრიდან ერთ-ერთი
    საძაე-დო, რაკკანძის 500 ტაძრის

    საძაე-დო, რაკკანძის 500 ტაძრიდან ერთ-ერთი (დააწკაპუნე)

  24. თოვლიანი დილა მდინარე კოისიკავაზე
    თოვლიანი დილა მდინარე კოის

    თოვლიანი დილა მდინარე კოისიკავაზე (დააწკაპუნე)

  25. მდინარე მეგუროს დაბლობი
    მდინარე მეგუროს დაბლობი

    მდინარე მეგუროს დაბლობი (დააწკაპუნე)

  26. წყლის ბორბალი, ონდენი
    წყლის ბორბალი, ონდენი

    წყლის ბორბალი, ონდენი (დააწკაპუნე)

  27. ენოსიმას კუნძული, სოსიუს პროვინცია
    ენოსიმას კუნძული, სოსიუს პროვინცია

    ენოსიმას კუნძული, სოსიუს პროვინცია (დააწკაპუნე)

  28. ტაგონოურას ზღვის ნაპირი ეძირში, ტოკაიდოს ტრაქტი
    ტაგონოურას ზღვის ნაპირი

    ტაგონოურას ზღვის ნაპირი ეძირში (დააწკაპუნე)

  29. ესიდა ტოკაიდოზე
    ესიდა ტოკაიდოზე

    ესიდა ტოკაიდოზე (დააწკაპუნე)

  30. საზღვაო გზა კაძუსაში
    საზღვაო გზა კაძუსაში

    საზღვაო გზა კაძუსაში (დააწკაპუნე)

  31. ფუძის მთა და ედოს ტაძარი ნიხონბასის ხიდიდან, შეშის საწყობები ხონძეში
    ნიხონბასის ხიდი, ედო (დააწკაპუნე)

    ნიხონბასის ხიდი, ედო (დააწკაპუნე)

    ნიხონბასის ხიდი ფართოდაა ცნობილი მთელ იაპონიაში როგორც ქვეყნის ადგილმდებარეობის საწყისი პუნქტი ან ათვლის წერტილი, აგრეთვე როგორც ქალაქ ედოს ცენტრი. ნახატზე გამოსახულია სცენები ქალაქის ცხოვრებიდან. ხიდზე უამრავი ხალხი მოძრაობს, და არავინ იცის თუ ვინაა ღარიბი და ვინ დიდგვაროვანი, ეს უბრალოდ ხალხთა უწყვეტი ნაკადია. ხიდს ქვეშ მეთევზეთა ნავები ცურავენ, რომლითაც რაღაც გადააქვთ. ხმაური და გრუხუნი არ წყდება ღამემდე. სურათზე ყურადღება კონცენტრირებულია ხიდის ცენტრალურ ნაწილზე, რომელიც პირდაპირ მაყურებელზეა მიმართული. მდინარის მარჯვენა და მარცხენა ნაპირზე ხეებით მოვაჭრე საწყობების რიგია განლაგებული, რომელიც თანდათან მცირდება სიშორის გამო. მოშორებით მოჩანს სენძიროდას ტაძარი. ჰორიზონტზე მარჯვნივ გამოსახულია თეთრი, გაგრძელებული ღრუბლები, რომლებიც სივრცის ნაწილს ფარავენ. მარცხენა ზემო ნაწილში, ჰორიზონტზე ჩანს ფუძის მთის თოვლიანი მწვერვალი, რომელიც ქალაქის მთლიან პეიზაჟს აძლევს ახალ ჟღერადობას, თითქოს გვაძლევს ყოველდღიურისა და მარადიულის, პროზაულად კონკრეტულისა და პოეტურის ერთიანობის აღქმის შეგრძნებას.

  32. სოფელი სეკია მდინარე სუმიდაგავაზე
    სოფელი სეკია მდინარე

    სოფელი სეკია მდინარე სუმიდაგავაზე (დააწკაპუნე)

  33. ნობოტოს ყურე
    ნობოტოს ყურე (დააწკაპუნე)

    ნობოტოს ყურე (დააწკაპუნე)

  34. ხაკონეს ტბა, სოსიუს პროვინცია
    ხაკონეს ტბა, სოსიუს პროვინცია (დააწკაპუნე)

    ხაკონეს ტბა, სოსიუს პროვინცია (დააწკაპუნე)

  35. მისაკას მთა წყლის ზევით, კოსიუ
    მისაკას მთა წყლის ზევით,

    მისაკას მთა წყლის ზევით, კოსიუ (დააწკაპუნე)

  36. ხოდოგაიას რაიონი, ტოკაიდოს ტრაქტი
    ხოდოგაიას რაიონი, ტოკაიდო (დააწკაპუნე)

    ხოდოგაიას რაიონი, ტოკაიდო (დააწკაპუნე)

  37. მდინარე ტატეკავა, ხონძიო
    მდინარე ტატეკავა, ხონძიო (დააწკაპუნე)

    მდინარე ტატეკავა, ხონძიო (დააწკაპუნე)

  38. ფუძის მთის ხედი სენძიუს გასართობი რაიონიდან
    ფუძის მთის ხედი სენძიუს

    ფუძის მთის ხედი სენძიუს გასართობი რაიონიდან (დააწკაპუნე)

  39. ფუძის მთის ხედი გოტენიამას მთიდან მდინარე სინაგავასთან
    ფუძის მთის ხედი გოტენიამა (დააწკაპუნე)

    ფუძის მთის ხედი გოტენიამას მთიდან მდინარე სინაგავასთან (დააწკაპუნე)

  40. ნაკახარა, სოსიუს პროვინცია,
    ნაკახარა, სოსიუს პროვინცია (დააწკაპუნე)

    ნაკახარა, სოსიუს პროვინცია (დააწკაპუნე)

  41. დილის ვარსკვლავი ისავაში, კოსიუს პროვინცია
    დილის ვარსკვლავი ისავაში (დააწკაპუნე)

    დილის ვარსკვლავი ისავაში, კოსიუს პროვინცია (დააწკაპუნე)

  42. ფუძის უკანა მხარე. ხედი მდინარე მინობუგავას მხრიდან
    ფუძის უკანა მხარე (დააწკაპუნე)

    ფუძის უკანა მხარე. ხედი მდინარე მინობუგავას მხრიდან (დააწკაპუნე)

  43. ონოსინდენი, სუნსიუს პროვინცია
    ონოსინდენი, სუნსიუს პროვინცია (დააწკაპუნე)

    ონოსინდენი, სუნსიუს პროვინცია (დააწკაპუნე)

  44. ფუძის მთის ხედი კატაკურას ჩაის პლანტაციებიდან, ცურუგას პროვინცია
    ფუძის მთის ხედი კატაკურას მხრიდან (დააწკაპუნე)

    ფუძის მთის ხედი კატაკურას ჩაის პლანტაციებიდან (დააწკაპუნე)

  45. ფუძის ხედი კანაიადან, ტოკაიდოს გზაზე
    ფუძის ხედი კანაიადან, ტოკაიდო

    ფუძის ხედი კანაიადან, ტოკაიდოს გზაზე (დააწკაპუნე)

  46. მთაზე ასვლა
    მთაზე ასვლა (დააწკაპუნე)

    მთაზე ასვლა (დააწკაპუნე)

პასუხები

  1. ძალიან კარგი გრავიურებია. თუმცა, ბოლო სურათში ფუძიამა ვერ დავინახე… თუ თვითონ ხალხი ადის უკვე ამ მთაზე??

  2. უძლიერესი გალერეაა!
    საერთოდ, იაპონელებში ეს მაოცებს: უზღვავი, “კოპწია” შრომის მარტივად წარმოჩენა. თითოეული ეს ნახატი ამის მაგალითია.

  3. […] ფუჯისანი ყოველთვის იყო და არის ხელოვანი ადამიანების მუზა , ფოტოხელოვანთათვის სანატრელი პეიზაჟი , მისით მოხიბლული იყო იაპონიის თითქმის ყველა ფერმწერი მაგალითად ცნობილ იაპონელმა მხატვარმა – კაცუშიკა ჰოკუსაიმ 36 გრავიურა მიუძღვნა ფუჯისანს. […]


დატოვე კომენტარი