Posted by: burusi | 26/11/2011

ქეთი ორჯონიკიძე–ქეისი

ქეთი ორჯონიკიძე–ქეისი – ბიოგრაფია

ქეთი ორჯონიკიძე–ქეისი, დაიბადა 1969 წლის 16 ოქტომბერს. 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1990–91 წლებიდან მუშაობდა პოლიტიკურ კორესპონდენტად ქართულ პრესაში და აქტიურად იყო ჩართული თავისუფალი პრესის ჩამოყალიბების პროცესში. ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ 2000 – 2005 წლებში შექმნა მოთხრობების ციკლი ემიგრანტულ თემებზე, რომელიც დროგამოშვებით იბეჭდება საქართველოსა თუ საზღვარ გარეთ გამომავალ ჟურნალ–გაზეთებში.

2007 წლიდან ქეთი ორჯონიკიძე–ქეისი ახალი პროფესიის შესწავლას იწყებს. ის ნიუ იორკის სიტი უნივერსიტეტში ჩაირიცხა სარეჟისორო ფაკულტეტზე სადაც აგრძელებს ემიგრანტულ თემებზე მუშაობას.
ჰყავს მეუღლე პატრიკ ქეისი და შვილი ნათია.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები