Posted by: burusi | 26/03/2010

მერაბ ბერძენიშვილი – ბიოგრაფია

მერაბ ბერძენიშვილი – Merab Berdzenishvili

მერაბ ბერძენიშვილი – Merab Berdzenishvili

მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი დაიბადა 1929 წლის 10 ივნისს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას აკადემიაში. 1988 წლიდან _ პროფესორი.
ძირითადად მუშაობს მონუმენტური ქანდაკების დარგში. მის ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი. ძირითადი ნამუშევრებია: “რუსთაველი” (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, კ. მარქსის სახ. საჯარო ბიბლიოთეკა), “რუსთაველი” (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია). მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), “მუზა” (ბრინაჯო, 1971, თბილისი), “კიდევაც დაიზრდებიან…” (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). სკულპტურული პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია; 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დურალუმინი, 1966, თბილისი, მეტროსადგური “მარჯანიშვილი”), “ილია ჭავჭავაძე” (ბრინაჯო, 1985, თბილისი), “ტიციან ტაბიძე” (ბრინჯაო, 1994), “დოდო აბაშიძე” (ბრინჯაო, 1995, თბილისი), ნ. დუმბაძის მემორიალი (1986, ბრინჯაო), დიდგორის მემორიალი (1991). ფერწერა და გაფიკა: “მამაკაცის პორტრეტი” (ძმის პორტრეტი, 1959), “პარიზის ჩანახატები” (1963). 1975 წელს “გიორგი სააკაძისა” და ბოლო წლების სხვა ნამუშევრებისათვის მერაბ ბერძენიშვილს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.
1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისათვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობს აგრეთვე წიგნის გრაფიკის, თეატრალური პლაკატისა და აფიშის სფეროშიც.
აღსანიშნავია მოქანდაკის მემუარულ-მხატვრული ხასიათის ლიტერატურული ნაშრომი, “ზარი” (“საბჭოთა საქართველო”, 1979).
არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), საქართველოს სახალხო მხატვარი (1978). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1996), საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი (1994).
1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
საქართველოს მეცნიერებათა კადემიის წევრ-კორესპონდენტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფ. ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2002 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა მერაბ ბერძენიშვილს მიანიჭა ჯილდო “XX საუკუნის მიღწევებისათვის”.


პასუხები

  1. excelent

  2. auuuu..magadiaaa es saitiiii

  3. uuuf ra kaia davaleba mqondea dasaweriii:D:D:D

  4. auuu kakras amis biografia momces magariaa

  5. mec davaleba mqonda da gadavwere bolomdeee 😀

  6. მე დავლება არ მქონია დასაწერი მაგარამ დავწერე მაინც ისტ პონტსჰი :)))
    ]

  7. cool )

  8. me davaleba mqonda amovbechde:P

  9. mec davalebad mqonda biografia…movrchi gakvetilebssss

  10. davalebad maq:D

  11. nichivpoopvhghcv

  12. me exla vwer 😀

  13. dalian gamixarda amas rom vkitxulobdi da dalia nichieria merab berdenishvili


დატოვე კომენტარი

კატეგორიები