Posted by: burusi | 10/06/2009

ილია ჭავჭავაძე – ბედნიერი ერი”

ჰიერონიმუს ბოსხი, თივის გადატანა

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი –
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?


პასუხები

  1. magariaaaaa

  2. “მტრის არ მცნობი,მოყვრის მგმობი” მაგარია…

  3. მძიმე ყალნით,
    ლამაზ ფალნით
    მორთული და მშვენიერი; :)))))

  4. აუ ვიცი იმ დროინდელ თავად-აზნაურებს გმობდა მარა ძალიან გადაჭარბებული არ აქვს ???

  5. მტრის არმცნობი,
    მოყვრის მგმობი,
    გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
    არრის მქონე,
    არრის მცოდნე,
    უზრუნველი და მშიერი.!!!!(!)

  6. dzlieria

  7. vaime xalxno saqartvelo swored am dgeshia ! :((

  8. magariiiiiiiia dzliiian:D:D:D:D

  9. მტრის არმცნობი,
    მოყვრის მგმობი,
    am sityvebs daakvirdit 🙂

  10. Ara raaa !!! Martla Aset Dgeshi romaa mteli saqartvelo imitomaa rom vart aset dgeshi !!!

  11. sawyali ilia exla rom cocxali iyos ra leqsebs dawerda xvdebit xoo …………….

    vaimeee sad vcxovrobt sadddd……….mrcxvenia,tumca amis gamosworeba chvenc ar gvinda kargi sityva viswavlet “MKIDIA” da amit gamosavals vpoulobt vai vai

  12. უძლიერესი ლექსია…

  13. მიყვარს ეს ლექსიიიიიიიიიიიიი.ახლა საქართველოში ზუსტად ეს მდგომარეობაა

  14. ახლააა? ახლა კიარა სულ ასე იყო და იქნება, რა ილიას დროს არ იყო? კაცი მოკლეს ბოლოს.

  15. უძლიერესია და სრულიად გამოხატავს საქართველოს მდგომარეობას =))

  16. vai ro martla amistana mdgomareobaa saqartveloshi :((

  17. Magaria 😛 😀

  18. Dz goimobaa Fuu 😦 debilobaa:S

  19. eri miyvarssss:D:D:D:D:D:D

  20. გოიმობააო როგორ უნდა ტქვა როცა ილია მარტალმა ანუ წმინდანმა დაწერა ეს ლექსი… ალბთ ვერავინ ვერ შეაფასებს ამ ლექს რადგან შეფასება უბრალოდ არ სჭირდება…. უზომოდ ლამაზი და ძლიერი ლექსია ლექსი რომელიც ათასში ერთი იწერება..))

  21. ai uZlieresia :X martlac rom ra leqsebs dawerda exla rom cocxali iyos :X

  22. ამ ლექსით ილიას ქართველი ხალხის გამოფხიზლება უნდოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრს სძინავს სამწუხაროდ.

  23. ai zustad magit gamoixata dxevandeli kartveloba “goimobaaoo”…. piriqit bednieria ilia cocxali rom ar aris da dxevandel sakartvelos ar uyurebs…torEm iset adamiani rogoric ilia iyo amas ver aitanda…tumca sheidzleba rame gvshveleboda..

  24. ილია რომ ცოცხალი იყოს დღევანდებლობა ეგეთი არ იქნებოდაა როგორც თქვენ ეძახით გოიმურობა

  25. chem tavs vcem exla sascavli maqvs literaturashi

  26. ra gveshvelebas?

  27. eh cocxali iyos es kaci

  28. leqsshi gamoyenebul amgvar reprens dzlier mxatvruli porma gaachnia da pirdapiri mnishvnelobit ar unda gavigot…..:))) ჩვენისთანა ბედნიერი
    განა არის სადმე ერი?

  29. ilia javjavadzis yvela leqsi dzalian magaria da es leqsic ar iyo gamonaklisi.

  30. არსებობს უცვლელი ჭეშმარიტებები… ეს ლექსი ერთ-ერთი მათგანია…
    „ყველა უნჯი,
    ყველა მუნჯი,
    გულჩვილი და ლმობიერი;
    თვალაბმული,
    თავაკრული,
    პირს ლაგამი ზომიერი;
    ყველა ყრუი,
    ყველა ცრუი,
    ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
    მცირე, დიდი –
    ყველა ფლიდი,
    ცუღლუტი და მანკიერი“
    ეს სურათი არც დღეს შეცვლილა…
    „სნობურ-პროვინციალური ტენდენციები ქართულ მარაზმამდე დასულ ყოფა-ცხოვრებაში“ :))))

  31. samwuxarod es leqsi dgevandelobis agtqmaa,is rac xdeba Saqartveloshi dawyebuli 1992-dan dgemde,chven davkarget is Qartuli suli ritac modiodnen chveni winaprebi,mashinac iyvnen sulgayidulni,magram is rac dges xdeba dzneli agsatkmelia!

  32. ერთი ერთში … ამიტომაც მოკლეს ერის მამა … უნჯებმა და მლიქვნელებმა… დარწმუნებული ვარ დღესაც იგივეს ჩაიდენდნენ ილიას მკვლელები … დღესაც ჩვენს გვერდით დაბოგინებენ თავაწეულად არაკაცები…ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ მეც ამ ერის წიაღში ვარ დაბადებული…რა დავაშავე….არ მინდა….

  33. ერის სულიერ მამას წმიდა ილია მართალს ტყვიით შუბლი გაუხვრიტეს, დამოუკიდებლობის მესაძირკვლე ეროვნული გმირი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია რუსის დახმარებით ჩამოაგდეს და ტყვიით თავი გაუხვრიტეს , ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა ჯერ ავარიაში მოაყოლეს და შემდეგ ნემსით სასიკვდილო წამალი გაუკეთეს ..
    .”მტრის არმცნობი,
    მოყვრის მგმობი,
    გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
    …ჩვენისთანა ბედნიერი
    განა არის სადმე ერი?”


დატოვე კომენტარი

კატეგორიები