Posted by: burusi | 30/05/2009

ნოდარ ლომოური – ბიოგრაფია

ნოდარ ლომოური

ნოდარ იულონის ძე ლომოური დაიბადა 1926 წლის 9 აგვისტოს თბილისში. 1949 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. მისი ხელმძღვანელი და მასწავლებელი იყო ქართული ბიზანტიოლოგიის სკოლის ფუძემდებელი ს. ყაუხჩიშვილი. 1952 წელს იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

შემდეგ წლებში ლექციებს კითხულობს თსუ-ში, სამხატვრო აკადემიაში, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. 1965-71 წლებში იყო თსუ პრორექტორი, 1969-71 წლებში თსუ ძვ. ისტორიის კათედრის გამგე. 1971-79 წლებში ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1981 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1992 წლიდან _ შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. 1992-1993 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი. მუზეუმების საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი 1998 წლიდან, საერთაშორისო ჟურნალ ”Византииский Временник” –ის სარედაქციო საბჭოს წევრი. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”პტოლემაიოსის ცნობები საქართველოს შესახებ” (1952), სადოქტორო _ ”საქართველოსა და რომის ურთიერთობა” (1969). აქვს გამოკვლევები უძველეს უცხოურ წყაროებში თბილისის მოხსენიების შესახებ. ნ. ლომოური წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და ერთადერთი ხელმძღვანელი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 18 მონოგრაფიის ავტორი. 1996 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი 1996. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 2000 წელს.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები