Posted by: burusi | 25/03/2009

კინტო

კინტო, ერმაკოვის ფოტოკინტო, ერმაკოვის ფოტო

თბილისის ქუჩების ერთ–ერთი კოლორიტული ფიგურა იყო თავზე ხილით სავსე თაბახშემოდგმული, ან ვიწრო ქუჩაში ვირშებმული პატარა “ტაჩკით” მიმავალი კინტო.

ყარაჩოღელის სიტყვა თამამი იყო და გულუბრყვილო. კინტოს მეტყველება – გაცვეთილი ფრაზები, შაბლონური, მშიშარა, ლაქუცა, მატყუარა. კინტოები შეუცვლელი მსმენელნი იყვნენ სხვისი საუბრისა და ასევე შეუცვლელნი ენის მიმტან-მომტანები გახლდნენ.

ყარაჩოღელის გადაგვარებულ სახეს კინტო ეწოდა (კვინტო ძველად კუდიანს ნიშნავდა). მიუხედავად იმისა რომ უდარდელი და ზანტი კინტო მთელ სიცოცხლეს ლაზღანდარობასა და ყალთაბანდობაში ატარებდა, გულით მაინც სევდა და ნაღველი დაჰქონდა. ცხოვრებამ აიძულა იგი ქუჩა–ქუჩა ეხეტიალა. ცოცხალი, მკვირცხლი, მოძრავი, “ლოთიანი” ქეიფის მოყვარული კინტო, რომელსაც თავზე ღვინით სავსე ბოთლი ედგა, არღანის ხმაზე ბაღდადით ხელში ცეკვავდა კინტოურს. მისი სიმღერა იყო “ავარ, ავარ დავდივარ”…

იხილეთ გვერდი


დატოვე კომენტარი

კატეგორიები