Posted by: burusi | 26/02/2010

თენგიზ მირზაშვილი – ბიოგრაფია

თენგიზ მირზაშვილი – Tengiz Mirzashvili

ცნობილი ფერმწერი, გრაფიკოსი თენგიზ რევაზის ძე მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის 10 თებერვალს სვანეთში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ფერწერის ფაკულტეტი (1958). მრავალი წელი მოანდომა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების კვლევას, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა წიგნი–ალბომი “ფიროსმანი” (ტ. I – III). იყო ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის ერთ–ერთი დამაარსებელი (1968). ავტორია პატარა ზომის ჟანრული სურათებისა, რომლებშიც ძირითადად ასახულია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული კავშირი, აგრეთვე თბილისური ყოფა–ცხოვრება. წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკაში (“კაცია–ადამიანი?” 1974; ვაჟა–ფშაველას ქალიშვილის გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი “მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი”, 1991) და სხვა. რედაქტორი და მხატვარი თუში პოეტი ქალის ეთერ თათარაიძის ლექსების კრებულისა “ჩამომიარ საწუთრომ…” (1998). გააფორმა “თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი” (1958). მისი ნახატების გამოფენა მოეწყო გერმანიაში, კანადაში, ავსტრიაში,საფრანგეთში და სხვა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

წყარო: თბილისი. – ენციკლოპედია. – თბ.2002 წელი

პერსონალური გამოფენები

2007 გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
2006 თიბისი ბანკი, თბილისი, საქართველო.
2006 გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
2005 ‘’გრაფიკა;’’ გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
2005 ‘’ორმოცდაათიანი წლები”, გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
2004 გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
2003 გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
2002 გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
1999 გამოფენა მამუკა ჩარკვიანთან ერთად, გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
1998 გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
1975 აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი

ჯგუფური გამოფენები

2006 თენგიზ მირზაშვილი, გიორგი მირზაშვილი, გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
1987 ქართული სახვითი ხელოვნების რეტროსპექტული გამოფენა – 1950-იანელები, მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო.
1987 “ადამიანი, გარემო, ოჯახი”, აშშ-ს 6 ქალაქი.
1979 ქართული საბჭოთა წიგნისა და ესტამპის გამოფენა, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.

ნამუშევრები დაცულია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი – სურათების გალერეა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი – ხელოვნების მუზეუმი
აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი
სახელმწიფო გალერეა, მოსკოვი, რუსეთი
უზბეკეთის ხელოვნების მუზეუმი
დენვერი, აშშ
საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში.

წყარო: http://www.art.gov.ge


დატოვე კომენტარი

კატეგორიები