Posted by: burusi | 12/02/2010

დინამოს სტადიონი – Dinamo standium

ლავრენტი ბერიას სახ. “დინამოს” სტადიონი. საერთო ხედი, არქ. არჩილ ქურდიანი, 1932-1936 წ.

“დინამოს” სტადიონი 1932-1935 წლებში დაპროექტდა და აშენდა არჩილ (უფროსი) ქურდიანის მიერ. იგი 23 000 მაყურებელს იტევდა. სპორტულ – ტექნიკურ და კონსტრუქციულად ახლებურ გადაწყვეტასთან ერთად, სტადიონი თავისი არქიტექტურით წარმოადგენდა ახალი ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს. ეს იყო ნიმუში ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიულად ჩამოყალიბებული კომპოზიციებისა, არქიტექტურული ფორმების შექმნის პრინციპების და შემოქმედებითი გარდაქმნის ახლებური მიდგომა–ძიება. ეს იყო შექმნა პირველი სპორტული ნაგებობისა საქართველოში. თბილისის „დინამოს“ სტადიონი თავისი არქიტექტურული ღირსებით მიეკუთვნებოდა სპორტულ ნაგებობათა საუკეთესოთა რიცხვს.

1956 წელს არჩილ ქურდიანისავე ავტორობით მოხდა სტადიონის რეკონსტრუქცია და დამატებული იქნა ლითონის კონსტრუქციები, რამაც საშუალება მისცა მაყურებელთა რაოდენობა 36 000-მდე გაზრდილიყო.
გავიდა წლები. `დინამოს” სტადიონი, თავისი ტევადობით, ვეღარ აკმაყოფილებდა მრავალათასიან გულშემატკივარს. აუცილებელი გახდა, ან ახალი სტადიონის აშენება, ან არსებულის რეკონსტრუქცია- გაფართოება.

60-70 წლებში არქიტექტორები არჩილ ქურდიანი, გია ქურდიანი, კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი გვევლინებიან როგორც „დინამო“-ს სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტის ავტორები ხოლო გია ქურდიანი დამატებით პროექტის მთავარ არქიტექტორად. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ ძველი “დინამოს” სტადიონის იძულებითი დანგრევა, ეს იყო არჩილ ქურდიანის ოჯახის შემოქმედებითი ტრაგედია, მაგრამ, ამასთან ერთად, ეს იყო ახალი დიდი შემოქმედებითი წარმატების მაუწყებელი-ახალი “დინამოს” სტადიონის ტრიუმფალური გახსნა.

1976 წლის 26 სექტემბერს თბილისის “დინამოს” სტადიონის გახსნა ნამდვილ სახალხო ზეიმად იქცა. სწორედ ამ ზეიმის დროს, სტადიონის მრავალათასიანი მაყურებელი ფეხზე ადგომითა და ტაშით მიესალმა სტადიონის ავტორებს. ეს იყო მათი შრომის, მოღვაწეობის მაღალი შეფასება.
აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში. მისი აგება განაპირობა თბილისის დინამოს პოპულარობის ზრდამ და გუნდის წარმატებამ. სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ყველა მოთხოვნას პასუხობდა.
სტადიონზე პირველი ოფიციალური მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა. ეს იყო უეფას თასზე შეხვედრა თბილისის დინამოსა და უელსის კარდიფ-სიტის გუნდებს შორის, რომელიც დინამოს წარმატებით დასრულდა, ანგარიშით 3:0.
სტადიონმა მისი არსებობის პირველივე წლებში მრავალ ბრწყინვალე თამაშს უმასპინძლა დინამოს 1978-79 წლების ტრიუმფის პერიოდში. ანთებული ჩირაღდნებით 1981 წელს სტადიონზე 80.000 გულშემატკივარი მოვიდა უეფას თასების მფლობელთა თასის ჩემპიონატში გამარჯვებული თბილისის დინამოსთვის მოსალოცად.

სტადიონზე ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობის შეხვედრები. ასევე მოსკოვის სპარტაკი და დინამო კიევი ამ მოედანს საკუთარი საშემოდგომო საერთაშორისო მატჩებისთვის იყენებდნენ.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის თამაშს თბილისის დინამოსა და კოლხეთს შორის 100.000 გულშემატკივარი დაესწრო. თუმცა რეკორდული დასწრება 1979 წელს იყო თამაშზე დინამოსა და ლივერპულს შორის, რომელსაც 110.000 მაყურებელი ესწრებოდა და თბილისის გამარჯვებით დასრულდა (3:0). საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის თბილისის სტადიონი საშუალო დასწრებით რეკორდსმენი იყო (45.000 მაყურებლით). რეკორდული მაჩვენებლი განმეორდა 1995 წელს საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას (110.000).

1995 წელს სტადიონს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძის სახელი დაერქვა.
2006 წლის აპრილში, კვლავ იქნა მიღებული ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციისა და UEFA-ს მოთხოვნებთან შესაბამოსობაში მოყვანის გადაწყვეტილება. დიდი მოცულობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დამთავრებულიყო რეკორდულ ვადებში – 2006 წლის 2 სექტემბერს ჩასატარებელი მატჩისათვის. ეს ამოცანა ღირსეულად იქნა შესრულებული.
საპროექტო, არქირექტურულ, კონსტრუქციულ და დიზაინერულ საქმიანობას ანხორციელებდა `გია და არჩილ ქურდიანების სტუდია — “დინასტია” ავტორის, არქიტექტორის გია ქურდიანისა და ავტორისა და პროექტის მთავარი არქიტექტორის არჩილ (უმცროსი) ქურდიანის ხელმძღვანელობით.
უეფას ახალი მოთხოვნების მიხედვით მას მხოლოდ დასაჯდომი ადგილები აქვს. შესაბამისად, მისი ტევადობა შემცირდა 55.000-მდე. მეორე იარუსის სკამების უმეტესობა გადახურულია. ეროვნული სტადიონი ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში


პასუხები

  1. 2006 clis rekonstrukcia cotagashipret-nu geridebat!!!!!!! Manamde sul saxelmcipo aketebda da 2006 cels iko kerdzo investicia …..!!!!!!!!


დატოვე კომენტარი

კატეგორიები