Posted by: burusi | 22/10/2009

სერგო ორჯონიკიძე – იოსებ სტალინს

ტუხაჩევსკი, სერგო ორჯონიკიძე თბილისში

ტუხაჩევსკი, სერგო ორჯონიკიძე თბილისში

ბარათი პირდაპირი მავთულით
მოსკოვი, კრემლი ი. ბ. სტალინს
ბაქო, 1921 წ. 17 თებერვალი

გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!
ჩვენ მივიღეთ ფრიად დიდმნიშვნელოვანი ცნობები. შიმშილითა და საქართველოს მთავრობის ძალადობით გაწამებული საქართველოს მშრომელები აჯანყდნენ ბურჟუაზიის აღვირახსნილი ღრეობის წინააღმდეგ, რაც მათ ქვეყანაში მეფობდა, და მძლავრი ნიაღვარივით დაიძრნენ თბილისისაკენ, რათა დაამხონ მოძალადენი და ექსპლოატატორები და დაამყარონ იქ მუშურ-გლეხური ხელისუფლება. საქართველოს წითელმა აჯანყებულებმა დახმარებისთვის მიმართეს ძმურ წითელ არმიას, რომელიც დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მათ მოწოდებას, და ახლა წითელი ნიაღვარი უახლოვდება თბილისს, ბურჟუაზიული ღრეობის ამ საძულველ კერას, თბილისის საათები დათვლილია, შესაძლოა, ამ წუთს თბილისის თავზე უკვე ფრიალებს პროლეტარული დიქტატურის წითელი დროშა და შორს არ არის ის დღე, როცა მთელ საქართველოში ამოვა იქ გამეფებული ბურჟუაზიისა და რუსეთის კონტრრევოლუციის ნაშთების წინააღმდეგ აჯანყების წითელი განთიადი. ჩვენ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენათა წინაშე ვიმყოფებით.
საქართველო შემოვა კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ოჯახში. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!


დატოვე კომენტარი

კატეგორიები