ილორის ტაძარი


პასუხები

  1. ილორი (აფხ. Елыр), სოფელი ოჩამჩირის რაიონში, აფხაზეთი. მდებარეობს შავი ზღვის პირას, ოჩამჩირესთან სიახლოვეს.

    ეს მიდამო პირველად ისტორიული წყაროებში ნახსენებია XI საუკუნეში. შუა საუკუნეებში ილორი სამეგრელოს სამთავროს ნაწილი იყო. ამ სოფელში მდებარეობს დასავლეთ საქართველოს შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი – ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც XI საუკუნის პირველ მეოთხედშია აგებული.

    1886 წელს მეფის რუსეთის მიერ ჩატარებული აღწერის მონაცემებით ილორში ცხოვრობდა 1120 მართლმადიდებელი ქრისტიანი და 6 სუნიტი მაჰმადიანი. ილორში ორი თავადი, 136 აზნაური, 6 სასულიერო პირი და 982 გლეხი სახლობდა. XIX საუკუნის აღწერებში ილორის მოსახლეობა მიკუთვნებულია ეთნიკურ სამურზაყანოელებს, თუმცა ტერიტორიულად ეს ადგილი სამურზაყანოს არ ეკუთვნოდა. 1926 წლის აღწერით მოსახლეობის ნახევარი აფხაზად ჩაეწერა, დანარჩენი ქართველად. ამავე დროს მცხოვრებთა მხოლოდ 5,6%-მა დაასახელა მშობლიურ ენად აფხაზური, 91,1% მთავარ ენად მეგრული აღნიშნა. შემდგომში ილორის თითქმის მთელი მოსახლეობა ქართველად მოიხსენებს თავს. 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად სოფელი ილორი თითქმის მთლიანად განადგურდა (განადგურებულია 350 საცხოვრებელი სახლი) და გაუკაცრიელდა.


დატოვე კომენტარი

კატეგორიები