გამონათქვამები ფიროსმანზე

ბევრი რამ არის ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში ფანტასტიკური, გამოუცნობი, ირაციონალური… ამ კოლიზიებში იფარება მისი მდიდარი სულიერი ცხოვრება… მის ხელოვნებას ჩვენი გონება მთლიანად ვერასოდეს ცასწვდება, ამიტომაც მარად მიმზიდველ გამოცანად დარჩება ჩვენთვის.

ერასტ კუზნეცოვი
ფიროსმანის კაპიტალური გერმანული გამოცემის ვრცელი წინასიტყვაობიდან. 1983

************************************************************

მე კი ჩემს ცხოვრებასა და ამ უიღბლო კაცის ცხოვრებას შორის მოვნახე რაღაც ნათესაური.მე ფიროსმანის „პრიმიტივი“მესმის როგორც მაღალი ხელოვნება. ყოველი დიდი კულტურული პოეტი ასე რომ აკეთებდეს (ეს ტერმინი ფიროსმანს არ უდგება, მაგრამ არაფერია!) ლექსებს, როგორც ფიროსმანი თავის სურათებს, რაღა გვჭირდება მაშინ! ფიროსმანის უზრუნველობა მინატრია მე ჩემი ლექსებისათვის, კაცს ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი-ხატავს, მორჩა და გათავდა. რამდენი „კურტურული“ მხატვარი ინატრებდა მის სურათებს.

ვიმეორებ, ყოველი ჭეშმარიტად კულტურული პოეტი ისე უნდა წერდეს ლექსს, როგორც ნიკო ფიროსმანი წერს თავის სურათებს. თუმცა ფიროსმანი ნასწავლი მხატვზრი არ იყო, მაგრამ ნიჭმა გადაწყვიტა ყველაფერი, ნიჭი ქმნის კულტურას. რა თქმა უნდა, უდიდესი ბედნიერებაა, როცა კულტურული პოეტი ხარ, ნიჭიერიც და ფიროსმანის სურათების გვარად უბრალო და ცოცხალ ლექსებს ქმნი.

ლადო ასათიანი “პირადი წერილები – რევაზ მარგიანს”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: