თენგიზ ვერულავა: არ გვაქვს ჯანდაცვის მწყობრი სისტემა
ინტერვიუ საქართველოს ახალი ამბების სააგენტოსთან ჯი-ეიჩ-ენი
ჯანდაცვის სიტემაში მიმდინარე რეფორმასა და სფეროში არსებულ პრობლემებზე „ჯი-ეიჩ-ენი“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თენგიზ ვერულავას ესაუბრა.
– ბატონო თენგიზ, ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმას ჰყავს როგორც კრიტიკოსები, ასევე მხარდამჭერებიც. ბოლო დროს ხშირად გვესმის იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის რეფორმის სრულფასოვნად გასატარებლად სახელმწიფოს სახსრები არ ეყოფა. რამდენად რეალურია ეს და თუ ასე დგას საკითხი, რა შედეგი შეიძლება დადგეს უსახსრობის გამო?
– თქმა იმისა, რომ პირველადი ჯანდაცვის პროგრამისათვის სახელმწიფოს სახსრები არ ეყოფა, ჰგავს უფუნდამენტო, ჰაერს გამოკიდებული, სიურეალისტური შენობის დატოვებას დაუსრულებელ მშენებლობაზე.
ვიზუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ჯანდაცვის სისტემა სამსართულიანი შენობასავითაა: პირველი სართული, ანუ ფუნდამენტი, უჭირავს პირველად ჯანდაცვას, სადაც ხდება პაციენტის პირველი კონტაქტი ჯანდაცვის სისტემასთან. იგი მიეწოდება პაციენტის მიერ არჩეული, მისთვის სასურველი ოჯახის ექიმის მიერ, და მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პრევენციასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობას. სწორედ პირველადი ჯანდაცვა, როგორც სისტემის კარიბჭე, შეადგენს სამედიცინო პერსონალთან ვიზიტების 80-90%-ს.
ჯანდაცვის სისტემის შენობის მეორე სართული, უჭირავს სპეციალიზებულ ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მომსახურებას, მესამე სართული კი – მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალურ მომსახურებას იშვიათი, კომპლექსური დაავადებების სამკურნალოდ.
საქართველოს ახალი ამბების სააგენტო ჯი-ეიჩ-ენი. 08.24.2015
გაგრძელება იხილეთ http://ghn.ge/com/news/view/137365
კომენტარის დატოვება