Posted by: burusi | 28/11/2019

ნიკო ბაგრატიონ მუხრანელი ბელინსკის აღმართზე

ნიკო ბაგრატიონი (ბური)

ნიკო ბაგრატიონ მუხრანელი ბელინსკის აღმართზე

 

კახაბერ ჯაყელი

2019 წელი

ეს ამბავი შუშანა ბებიამ მიამბო, ბელინსკის აღმართზე თუთუნს ჰყიდდა თავად გენერალი ნიკო ბაგრატიონ – მუხრანელი,  იგივე ნიკო ბური,  შემდეგ კი რა მოხდა თავად ლექსშია აღწერილი  

***

ბელინკის აღმართზე  ის იჯდა ეულად

გერმანულ თუთუნს ჰყიდდა

არაფერს ელოდა

ბელინსკის აღმართზე ადიოდნენ ამაყად

მოხუცი კი იჯდა და  მომდგარ ცრემლს  ჰფარავდა

  • რა ხდება შინსახკომში დაიჭირეს მტრები?

კითხულობდა ქალბატონი მკერდის რხევა-რხევით

  • მტრებს კი ვიჭერთ მაგრამ მაინც დასახვრეტი ბევრია

პასუხობდა ამ ქალბატონს  ბოლშევიკი ტეტია

  • „ვინ და როგორ უნდა ზიდოს ტვირთი ბურჟუაზიის?
  • დაიჭირეთ მოგვაცილეთ ოკეანე ბაცილის“,

მოიწერა თურმე ასე, მოსკოვიდან პარტიამ,

მაგრამ რა ვქნათ, ზომა-წონა მაუზერსაც არგია,

სულ სიცილით საუბრობდა ბოლშევიკი პეპერა

და თუთუნის გამყიდველთან  ერთი წამით შეჩერდა,

  • შენ მოხუცო ამიწონე ათი მწიკვი სასწრაფოდ,

ჯიბეს ხელი რომ გაიკრა თუმნიანი დააძრო,

იქვე ზემო-ვერის სიომ მოუბერა ანაზდად,

თუთუნს ყნოსავს ბოლშევიკი  სიტყვას ამბობს ქარაგმას

  • კონტრაბანდულ თუთუნს პაპავ უნდა გა-და-ეჩვიო!
  • პროლეტარებს პროლეტარის საქმე უნდა გერჩივნოს…

ამას ამბობს დაკვირვებით მოხუცს თვალს ვერ აშორებს,

„ამ თეთრწვერა ბუმბერაზს ხომ შევხვედრივარ საშორეს“

ფიქრობს ძველი ბოლშევიკი და მოხუცის  ფარაჯას ეპოლეტის კვალს უპოვნის

  • ძაღლიშვილო აქ რად ხარ?

ეკითხება ბოლშევიკი კლასობრივ მტერს  საჯაროდ

„ეშველება  რამე ნეტა ამ ქვეყანას  საბრალოს?“

აიშლება ბუმბერაზი  – მჯიღს საქვეყნოდ საქებარს!

უთავაზებს ყბაში მომხუდურს – მუშტს აფრიკას ნაომარს,

დაგორდება ბოლშევიკი,  ჰგოდებს  ბოზი – ჩათლახი!

„დაგელოცოს ნიკო პაპავ სანაქებო მხარ-მკლავი

მაგრამ ეხლა გადაგმალო უნდა  ვერელ ყასბებთან,

შენ თავს მაგათ ვერ გავატან“ – მორბის  ქურთი  აჰმედა…

***

აირია ზემო ვერა, ნიკო პაპას ეძებენ,

ენკავედეს ნასედკები თვალს ბნელეთში ჰკვესავენ,

მაგრამ ვერსად ვერ მიაგნეს, იმ თუთუნის გამყიდველს,

ყბამოტეხილ ბოლშევიკს კი მის დახვრეტას დაჰპირდნენ

 

***

აი თურმე ვინ ყოფილა ეს ბებერი ყაჩაღი,

მიკვირს როგორ გადაგვირჩა ,ვის იფარავს ქალაქი,

არ მწამს ამ შენს თბილისელთა ერთგულება პარტიის,

წითელ ტერორს მოვაწყობდი მომავალი მარტისთვის,

ეუბნება ბეჟანოღლის  მურთაზიჩი ნასედკა,

მოსკოვიდან ელოდება  ის საჩუქრად „პაბედას“

მაგრამ ამ დროს ვერის აღმა, ყოფილ ღვინის სარდაფში,

ნიკო პაპა ფიქრიანად გულს აყოლებს ჭადრაკში…

  • „არა, ჩემო ღენერალო შენ დამმართებ ფათერაკს,

პეტერბურგში გამოგზარდეს ალბათ პირველ სტრატეგად,

მაგრამ აჰმედ ჩადი ოღლუს თვალსაჩინო „ხოდებით“,

თქვენს დედოფალს მივადგებით, წარმატების ოხვრებით,

მაგრამ ისე, როგორ სთხლიშე იმ ნაბიჭვარ  პეპერას,

სულ დაღმართი ჩაიარა, ალბათ ასე ეწერა“

ეხუმრება ქურთი აჰმედ და დიდებულ მოხუცთან,

თანაზიარ ამბებს იგებს,  თითქოს ტვინიც მოუცვდა,

იმდენია გასაგები და იმდენი სათქმელი,

გაგონილსა და ნანახს შორის დარჩა ალბათ სარჩელი,

თვითონ აჰმედ ჩადი ოღლი რომ ქალაქის შვილია,

ბალღობიდან ჩაესმოდა – „ნიკო ბური გმირია“,

მაგრამ ეხლა ამ გმირთან ზის და თან მისთვის თავს დადებს,

ხანდახან რომ თვალს შეავლებს, უჩუმრად ცრემლს აგორებს.

ამ ბუმბერაზ მოხუცს რომ აქვს აწეწილი ცხოვრება,

აბა აჰმედს მშვიდად სახლში როგორ დაედგომება!

 

***

მთვარე მძიმედ ადევს ზეცას, ფიროსმანის ფერებით,

განაბულა ჩვენი კერა, ამბნი-უმბნის შერევით,

მტკვარი ისე მოსრიალებს, თითქოს დამნაშავეა,

მთაწმინდა კი ჰლოცავს ქალაქს,მისი მოტრფიალეა,

კონკა მორცხვად ჩამოივლის, ხურდებივით აჰკრებს ხალხს,

და ლაღიძის წყალს მიირთმევს, ქალაქური ფაბ-ლიქა!

როცა კარგად დაბნელდება, ქალაქს ბინდი უხდება,

ნიკო პაპა თვალს მილულავს, და წარსულში ბრუნდება.

 

***

ეზმანება  სიყმაწვილე, მუხრანს, რაინდული აღზრდა,

გმირობისკენ ლტოლვა ამ ვაჟს გაუღვიძეს წინაპართა,

დაჩაგრულთა დახმარება შეასწავლა რუსთაველმა,

ავთანდილი იყო უნდა,  მეგობრისთვის ეგო ველად,

პეტერბურგს რომ მიავლინეს, თეთრ ქათიბში, საოპეროდ,

თეატრონში რომ გამოსჩნდა, იქცა ქალთა საოცნებოდ,

გიგანტური აღნაგობა და ქართული სიმამაცე,

მას ბრძოლისკენ მიაქანებს, გზას უთმობენ კარისკაცნი,

მკერდს სასთუმლად სთავაზობენ, დემონურად მშვენიერნი,

მაგრამ ხატი წინაპართა  და რუსთველის შეგონება,

„გული ერთსა დააჯერო“, და იაფი მტლაშა-მტლუში,

გძულდეს მხოლოდ,დაიხსომე,არ ჩაგიძვრეს ავი სულში,

ახსოვს ჭაბუკს, ეზმანება თითქოს ნესტან დარეჯანი,

ფათერაკის გზაზე წასულს გაამხნევებს არჩევანში.

„მიდი ვაჟო, ბაგრატიონს, ხმალი უნდა ჰქონდეს მჭრელი

დაჩაგრულთა დასაცავად , წადი თუნდაც არაბეთში

მხრებით დაგაქვს წინაპართა მადლიანი შეგონება

კაცთა მოდგამს ემსახურე, და მართალი იყავ ღმერთთან “

 

***

რიჯრაჟია ვერის ხევში, ზემო ვერას სძინავს ფრთხილად,

ნაგანებს და მაუჰზერებს ალაპლაპებს მთვარე დილის,

უმანქანოდ, ჯგროდ მოდიან, ტურებს ჰგვანან, დაძაბულნი,

მონიშნული არის სახლი, „აქ არს ღერენალი დამალული“

  • აჰმედაის ტყვია შუბლში, მეტი არ ღირს მისი სული,
  • ღენერალი? „შეიპყარით“ გასამართლდეს ეგ წყეული…

აიშალნენ, ჭიჭი, მიჭი, ბიჭი , უჭო , აბა მუჭო?

გარს ერტყმიან აჰმედას ქოხს, კაი კაცთა ამქრის ხუროს!

***

  • აჰმედ, ფათერაკი მოდის, არ შეშინდე შვილო შენა!
  • ნიკო პაპავ ჯერ მე გავალ, აჰემდასთვის არც მთლად ბნელა,

გაიხარებს ქურთი ბიჭი თუ კარგ საქმეს ეწირება, მისი საქმე მარტივია

და სიკვდილი  ემზირება….

  • ვით გენერალს მემორჩილე, ვიცი რაც ვქნა ამედ ჩემო, დაიხიე და მომყევი,

და დავიპყრათ ჩვენი ეზო….

 

***

  • გამოვდივართ ეხლა კარში, არ აკადროთ უბანს ტყვია,

უკან მომსმდევს აჰედ ბიჭი, ვინაც მძევლად ამიყვანია,

იმპერიალისტებთან ნაბრძოლს, დაჩაგრულთა სამსახური

დამიფასდა როგორც ვხედავ და დამხვრიტეთ  ნიკო ბური!

მაგრამ სანამ გაიმეტებთ ექვს გრამიანს გენერლისთვის,

აქვე დუქანს, გორულ მწვანეს დაგპატიჟებთ სიმხნევისთვის,

ჩემსას გეტყვით, პრერიებში კიჩინერთან ნაბრძოლი ვარ,

ჩერჩილი მყავს შეპყრობილი, კატორღაში ნაჯდომი ვარ!

მეტსაც გეტყვით, მონობისგან დავიხსენი ერი ბურთა,

და საფრანგეთს აღარ დავრჩი, ჩემს თბილისში აღსასრული მსურდა!

 

***

იმ განთიადს ზებუს დუქანს, არნახული სტუმრობს ხალხი,

მაუზერებს კონდახს ხსნიან და სხდებიან „ტუსაღს“ გასწვრივ,

ზებუ კუპატს აშიშხინებს და გორული მწვანე  დნება,

ულვაშებზე, ქილვაშებზე,   ღვინო თრთის და ჩუმად წვეთავს,

ხარხარებენ „ჩეკისტები“ ნიკო ბურის ამბებს ვნებით,

ისმენენ და  მიჰყვებიან წარმოდგენას ზევით ქვევით,

„ეხლა ჩვენ ვართ აფრიკაში, ძუ-ლომს როგორც ტარიელი, ვუტრიალებ, უთოფოდ ვარ

ტყვიის აბგა ცარიელი“,

„ანდა კიდევ პრეტორიას მიგვაქვს პრეზიდენტის ოქრო, უკან მოგსვდევს ინგლისელი,

ცხენი უნდა დავაოთხო,

მაგრამ პრეზიდენტი ითხოვს, მოხალისედ ვინ დარჩება,

მტერს გზას წინ ვინ გადაუჭრის,

ვისი ხრმალი უკეთ ჰკვეთავს?

უნდა გითრხრათ ყმაწვილობო, ასეთ ჟამში, ასეთ დროში, თქვენი პაპა ნიკო მუდამ,

ევლინება ჩაგრულთ მონად!

სად მიდიხართ ყმაწვილებო, მოსაყოლი მე მაქვს ბევრი, მოდის ერთი კვლავ შევავსოთ,

და გორული მწვანეს ქვევრი, ბარემ ძირზე დავიყვანოთ, დავინახოთ ჭურის ფსკერი,

აქვ ვარ ყველას გიმასპინძლებთ, თქვენი „კლასობრივი მტერი“!

 

***

  • ნიკო პაპავ, მადლობელი რომ ვართ გულით გეუბნებით,
  • ეხლა სამსახური გვიხმობს, აბა წავალთ ჩვენი ფეხით –

ზეამდგარი ჩეკისტები ხელს ართმევენ მოხუცს რიდით

  • როგორ აღარ მიჭერთ განა – ნიკო ამბობს და სიცილით,

აჰმედაის ხელს გადაჰხვევს, „მძევლად მყავახარ აყვანილი

სანამ ამ ქვევრს ჩვენ არ დავცლით  ასე ვიდგეთ ორი გმირი“

ზებუს კვლავაც შეუკვეთოთ, რომ ბუფეტი განაახლოს,

„თართი უნდა ღენერალსო“, და „ხაშისთვის მაემზადოს“

„ჰა მეარღნეც მოაყენოს, დაბალ ხმაზე არმაღანი, ჰანგი ჩანგსაც მიაშველოს,

ადრე მქონდა კარგი ბანი“

– ხუმრობს გენერალი ალბათ, თან ჩეკისტებს უმზერს ეჭვით,

„არც ხუნდები, არც დილეგი,  ბიჭებო ნუ დაიშლებით!“

ერთიც შევსვათ, სიყვამწვილეს, თქვენსას მართლაც გულით ვლოცავ,

ვინც მეგობარს არა ეძებს ის იქცევა კერპად, მონად!

  • უკვე მივალთ ნიკო პაპავ, თქვენ კი როცა მოისურვებთ, ჩეკაში თუ სტუმრად ,მოხვალთ დოკუმენტზე ხელს მოგვიწერთ!
  • როგორ მართლა აღარ მიჭერთ, ან აქერონს არ მისტუმრებთ, ამიხსენით ერთი ძმებო,

იქნებ მართლაც მაჯილდოებთ!

  • ხუმრობა კი იქით იყოს, მაგრამ თავისუფლი ხართ, საქმე დახურული არის! ნიკო პაპავ ჩვენ მივდივართ!

 

***

ჩემო ზებუვ მომიტანე ერთი ბეჭის ძვალი,

დავაწერო უნდა ლექსად, რომ მაქვს შენი ვალი!

გეკადრებათ გენერალო, გვიხსნა ქრისტე ღმერთმა,

მოინებეთ – ბეჭის ძვალი და დიდება თქვენდა!

 

***

 

(წარწერა ბეჭზე, ზებუს დუქანში )

ქალაქია ერთი,

გარდმოხედავს ღმერთი,

აქ მარცხდება შური!

გახსოვდეთ : ნიკო ბური!

 

კახაბერ ჯაყელი

2019 წელი 27 ნოემბერი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: