Posted by: burusi | 27/04/2019

ჯაყელ  –  ათაბაგთა საბრძოლო სიმღერა

ჯაყელები, საფარა

ჯაყელები, საფარას მონასტრის ფრესკა

 

ჯაყელ  –  ათაბაგთა საბრძოლო სიმღერა

1300-1625 წლები

აღდგენილია კახაბერ თენგიზის -ძე ჯაყელის მიერ

ლაშქრით მოდიან, მოიმღერიან

მოუსხამთ ვეფხის ტყავნი,

სამშობლოს ფარად მტერს კი მახვილად,

ათაბაგები სამცხის!

 

ჯაყელთა გვარის არიან მოდგმა,

და ჩორჩანელთა ნაშთნი,

მესხეთის მიწა მათი სისხლია,

ათაბაგები სამცხის!

 

უამრავ ომში გამოუვლიათ,

ჰფარავთ აწყურის ხატი,

მეწინავენი არიან ომში,

ათაბაგები სამცხის!

 

და როს შეიქნა ჩოჩქოლი მტერში

იხილეს მესხთა რაზმი,

წყობათა შინა მუდამ რჩეულნი,

ათაბაგები სამცხის!

 

ხრმალი იშიშვლეს მესხთა შვილებმა,

მტრის ბელადთ ჰკვეთეს თავნი,

ახალციხეში დაბრძანდებიან,

ათაბაგები სამცხის!

***

ეს სიმღერა შემოგვინახა დიდმა ბაბუამ, გურიაში, საპატიო კაცის – სახელწიფო აზნაურის, ქაიხოსრო ჯაყელის ოჯახში დაბადებულმა მიხეილ ქაიხოსროს – ძე ჯაყელმა. მიხეილ ჯაყელს შვიდი შვილი ჰყავდა , მათ შორის ერთ-ერთი იყო ბაბუაჩემი ნიკოლოზ მიხეილის ძე ჯაყელი . მისი შვილი კი გახლდათ მამაჩემი თენგიზ ნიკოლოზის ძე ჯაყელი. თავად სიმღერა ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა ჯაყელთა გვარის შთამომავლებს და ასე მოაღწია მან მე-20 საუკუნემდე. ბოლოს ეს სიმღერა გარდაცვალების წინ იმღერა , მეორე მსოფლიო ომის ორდენოსანმა ნიკოლოზ მიხეილის -ძე ჯაყელმა.

აცანაში ჯაყელთა ყველაზე ძველი შტო დასახლდა დაახლოვებით 1788 წელს, იქვე აკეთში ჯაყელთა კიდევ ერთი შტო სახლობდა. მოგეხსენებათ აკეთი იყო განსაკუთრებული ადგილი გურიასა და გაოსმალებული საქართველოს კუთხეების ურთიერთობაში.

ჯაყელები აცანაში მაღალ გორაზე 1788 წელს დასახლდნენ. ეზოში მცირე ზომის ზარბაზნებიც ედგათ. ფაქტიურად მათი სახლი სიმაგრეს წარმოადგენდა.  შემდეგ როცა ჯერ მენშევიკებისა ხოლო შემდეგ ხალხის    სასარგებლოდ მათ თავიანთი დიდი სახლი და მიწები დათმეს, იმ სახლში ჰოსპიტალი და სოფლის კლუბი განთავსდა. შემდეგ ეს სახლი დაიწვა.  ჯაყელ ათაბაგთა  ჰიმნი სასიმღეროა. იგი საქართველოში შემორჩენილ საგვარეულო ჰიმნთა შორის ერთ-ერთი საინტერესო  ეთნოგრაფიული ფასეულობაა, რომელიც შესწავლასა და დაცვას მოითხოვს.

პროფესორი კახაბერ ჯაყელი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: