Posted by: burusi | 22/03/2018

მარინა ცვეტაევა “ოსიპ მანდელშტამს”

მარინა ცვეტაევა

მარინა ცვეტაევა

* * *
ოსიპ მანდელშტამს
ჯერ კიდევ გუშინ თვალს მისწორებდი,
ახლა ეგ მზერა გვერდზე გაგექცა.
ჩიტები იყვნენ შენი სწორები,
ყველა ტოროლა დღეს ყორნად იქცა.
მე ვარ სულელი, შენ კი – ჭკვიანი,
შენ ცოცხალი ხარ, მე – ქვის სიშავე.
ქალის მარადი მოთქმა ხმიანი:
„ჩემო ძვირფასო, რა დაგიშავე?“
ცრემლი _ წყალია, სისხლია წყალი –
სისხლი ცრემლებით განიბანება.
და სიყვარული – დედინაცვალი,
არ სცნობს სამართალს და შეწყალებას.
ხომალდს შორს მიჰყავს შეყვარებული
და თეთრი გზები მიჯნურთ თიშავენ.
სამყაროს იტევს კვნესა ვნებული:
„ჩემო ძვირფასო, რა დაგიშავე?“
ჩემ წინ ფეხმორთხმაც არ იყო ძნელი,
იერით ჰგავდი ჩინელ მბრძანებელს.
უცებ გაშალე ორივე ხელი,
ყოფნა გროშადაც არ დამანებე.
შვილისმკვლელივით ცრემლი მასველებს,
არც მამაცი ვარ, არც სატრფოდ ვფასობ.
და ჯოჯოხეთშიც არ მოგასვენებ:
„რა დაგიშავე, ჩემო ძვირფასო?“
ჩემი შეკითხვა ავეჯს მობეზრდა:
რად დავემსგავსე უბედურ ასულს?
მე თუ მკოცნიან – თავს ირთობენ და
სხვას თუ კოცნიან – აგებენ პასუხს.
კოცონთან ყოფნის მჭირდა სიკეთე,
უშენოდ – ყინვის ვიგრძენი გემო.
„აი, ძვირფასო, რა გამიკეთე!
რა დაგიშავე, ჩემო ძვირფასო?“
ვაცნობიერებ ყველაფერს უხმოდ,
აღარ ვითვლები უკვე მიჯნურად.
მთავრდება გრძნობა და სული უხმობს
სიკვდილს – მებაღეს, რომ შეხვდეს დურად.
როგორც ხემ, თრთოლვით ღამე ვათიე,
დგება ჟამი და ყუნწს სწყდება ვაშლი.
_ ჩემო ძვირფასო, გთხოვ, მაპატიე,
შენთან რაშიც ვარ და არ ვარ ვალში.

თარგმანი მარინა გოგოლაშვილის


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: