Posted by: burusi | 31/08/2017

ირაკლი დოჭვირი “პირველი    სექტემბერი” 

ირაკლი დოჭვირი – Irakli Dochviri

პირველი    სექტემბერი

მთიანი კავკასიის პატარა  ქალაქი,  ცხელი ზაფხულის ამ უკანასკნელ დღეს უჩვეულო სამზადისს მოეცვა. ყველანი, დიდი თუ პატარა თავთავიანთ სახლებში ჩაკეტილნი ასუფთავებდნენ, ალაგებდნე, გვიდნენ ოთახებს. ირგებდნენ ახალთ-ახალ, ნაირ-ნაირ სამოსს, სარკის წინ დიდხან ტრიალებდნენ და ყველაზე უკეთესს გვერდზე გადადებდნენ. დედები შვილებს ბანდნენ, ვარცხნიდნენ,  რათა ხვალინდელ  დღეს  ბავშვები  ისევე როგორც მთელი სამყარო სუფთად და ლამაზად შეხვედროდა.

ამ  განსაკუთრებულ სამზადისში ერთი პატარა მყუდრო ოჯახი, რომელიც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის, მათი ექვსი წლის გოგონასა და ოჯახის უფროსი დედაკაცისაგან შედგებოდა ყველაზე უფრო განირჩეოდა. ხუმრობა საქმე ხომ არ გახლდათ ხვალ მათი პატარა ფრთიანი ანგელოზი პირველად შეაბიჯებდა ფეხს სკოლის ეზოში.

Kკარგა ხნის შეღამებული იყო, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ დაესრულებინათ სასკოლო სამზადისი.

—-დედიკომ გენაცვალოს, თქვი ერთხე კიდევ ლექსი, — მიუგო ხელსაქმით გართულმა დედამ შვილს და ესმამ უკვე მერამდენედ, შეუცდომლად ჩააჭიკჭიკა სამ კუბლეტიანი სტროფები და დედას ფართოდ მოხამხამე თაფლისფერი თვალებით ჩააცქერდა.

—–ყოჩაღ, ყოჩაღ, —-შეაქო დედამ შვილი და გულში ჩაიკრა.

—–აი ნახავთ თუ ჩემი პატარა ვარსკვლავი ყველას არ აჯობებს, –ბებიაც აღფრთოვანებულიყო შვილიშვილის მიერ წაკითხული ლექსით.

—–დედიკო, დედიკო, კიდევ ჩამაცვი რა ახალი კაბა,—- უთხრა გოგონამ დედას.

—-ხვალ ჩაგაცმევ, დღეს  მეტი არ  შეიძლება,—- უკანასკნელი ძაფი გაატარა ფატიმამ აბრეშუმის ქსოვილში და ვარდებით მოქარგული კაბა კარადაში დაჰკიდა.

—-ხვალ ახალ ფეხსაცმელსაც ჩამაცმევ?

—-ჰო, ფეხსაცმელსაც ჩაგაცმევ.

—–დედიკო ხვალ ხომ კარგი ამინდი იქნება?—- ტიკტიკს განაგრძობდა ბავშვი.

ფატიმამ ანგარიშ მიუცემლად ფანჯარიდან  ახედა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას რომ ბავშვისთვის პასუხი გაეცა, მაგრამ ესმამ დაასწრო;

—–ბებო  ამბობს:  პირველ სექტემბერს მუდამ  კარგი და მზიანი ამინდი იცისო.

—– კი დედიკომ გენაცვალოს, კარგი ამინდი იცის,—- დაუმოწმა ფატიმამ შვილს.

—–ხვალ ბაფთასაც გამიკეთებ?

—–გაგიკეთებ, ოღონდ ახლა დაწექი და დაიძინე, ხომ იცი დილით ადრე უნდა გაგაღვიძო.

—–რა ფერის ბაფთას გამიკეთებ?—— არ ათავებდა შეკითხვებს ბავშვი.

—–თეთრი ფერისას.

ესმამ მეტი არ ათქმევინა დედას. შიშველი ფეხით მარდად გადასერა მოყავისფრო იატაკი, სწრაფად ჩახტა ლოგინში, საბანი გადაიფარა და თვალები მოხუჭა.

ბებიამ ცთუნებას ვერ გაუძლო, სკამიდან რის ვაივაგლახიდ აბორძიკდა. მივიდა ბავშვის საწოლთან, რამდენჯერმე ჩაკოცნა შვილიშვილი და თვითონაც მოემზადა  დასაძინებლად.

—- კარგი,  ჩვენც დავისვენებთ,—- თქვა მამაკაცმა ცოლს ხელი გაუწოდა და ორთავემ ოთახი დატოვა.

—-რა ბედნიერებაა ხვალ ჩვენი შვილი პირველად მიდის სკოლაში,——- მიუგო სახე გაბრწყინებულმა ქალმა ქმარს.

—-რატომაც არა. თუმც ჯერ შენც ბავშვი ხარ,—– უპასუხა ქმარმა, მერე წელზე მოხვია ხელები, ჰაერში აიტაცა, დაატრიალა და ნაზად გამოსტყუა კოცნა ქალს.

პირველი სექტემბერი წყნარი, მზიანი, თბილი დღე გათენდა.

ფატიმამ როგორც კი თვალი გაახილა, მაშინვე ლოგინიდან წამოხტა. ბავშვიც გააღვიძა. აჭამა. დავარცხნა. ერთხელ კიდევ ათქმევინა ლექსი. თან კაბას აცმევდა, თან ესმა ტიტინებდა;

—–დედიკო დღეს ყველანი გახარებულია ხომ?

—–კი შვილო, ყველას უხარია, სწავლა იწყება, დღესასწაულია.

—-აბა ბებო რომ პირველად წავიდა სკოლაში რატომ არავის არ უხაროდა?

—-ხომ მოგიყვა ბებომ? 1941 წელს ომი დაიწყო, იმ წელიწადს შევიდა ის სკოლაში. ამიტომ არ ეხალისებოდათ მაშინ არაფერი, დღეს კი ყველანი გახარებულია.

—-აბა ჩვენ მერცხლებს რატომ არ უხარიათ?—– ესმამ მავთულზე მჯდომ მობუზულ მერცხლებს გადახედა ცნობის მოყვარე თვალებით.

—-ისინი შვილო თბილ ქვეყნებში წასასვლელად ემზადებიან, ამიტომ არიან დაღონებულნი. გული წყდებათ რომ ჩვენ უნდა დაგვემშვიდობონ.

—დედა სად არის თბილი ქვეყნები?

—აგერ ხომ ხედავ იმ მწვერვალებს?—- სამხრეთისკენ გაიშვირა ხელი ფატიმამ. —იმ მწვერვალების გადაღმაა თბილი ქვეყნები.

—-იმ მწვერვალების გადაღმა ხომ საქართველოა, ჩვენი მოძმე ქვეყანა რომ იყო, ბებო რომ ზღაპრებს მიკითხავს სალამურას, ნაცარქექიას, ასფურცელას, ის ხომ საქართველოშია დაწერილი?

—-კი საქართველოშია დაწერილი. საქართველოს იქითაა თბილი ქვეყნები.

—-დედიკო რა უნდათ ჩვენთან ქართველებს რატომ გვეჩხუბებიან?

—-ქართველები არ გვეჩხუბება, ჩვენ საქართველოს მთავრობა გვეჩხუბება.

—-რატომ?

—–მაგას მასწავლებლები გეტყვიან სკოლაში.

—-მამიკო სკოლაში მანქანით წაგვიყვანს?

—-კი შვილო

—-ბებო კიდევ მოდის?

—-არა, ბებოს სიარული არ შეუძლია.

—-კიდევ ტკივა ფეხები?

—–ტკივა.

—-მალე მოურჩება?

—-წამალს დალევს და მალე მოურჩება,—– ფატიმას დამთავრებული არ ჰქონდა პასუხის  გაცემა  რომ ჩანთა მოკიდებული ბავშვი ავტომობილისკენ გარბოდა.

—- ესმა, ესმა, მოიცადე ბებომ უნდა დაგლოცოს,—- გასძახა ბებიამ შვილიშვილს და ბავშვმაც ხტუნვა—-ხტუნვით მოხუცისკენ გაქანდა.

Mმსუქან, ქერა ხვეულთმიან მოხუცს ცალი ხელი იქვე მდგარ ბოძისათვის მოეკიდა,  მეორეთი  დოინჯი შემოერტყა და დასიებული, ჩასისხლიანებული, მორგვის  ოდენა  ფეხებზე მდგარი თვალებ აწყალიანებული ელოდა შვილიშვილს.

ბავშვი მიცუნცულდა და თვალებში გაკვირვებით დაუწყო ცქერა. დაჭორ-ფლილმა ბებიამ ბოძს ხელი  უშვა, დოინჯიც  მოიხსნა. ესმა სამჯერ წაღმა დააბრუნა,  თან რაღაც ლოცვანი წაიდუდუნა. როგორც კი დალოცვის რიტუალს მორჩა წელში მოიხარა, ესმას ლოყაზე ისე მაგრად აკოცა კიღამ ხორცი მოაჭამა და ყურში ჩასჩურჩულა;

—–ბებომ გენაცვალოს მასწავლებელს ყველაფერი დაუჯერე.

ბავშვმა თავისუფლება იგრძნო თუ არა ასკინკილას ხტუნვა—ხტუნვით ავტომობილისაკენ გაქანდა.

მამას უკვე აეფეთქებინა ავტომობილი.

—–მოდი შვილო, მოდი, შენც დაგლოცო,—– უთხრა დედამთილმა რძალს, რა შეატყო ფატიმას გულით რომ ეწადა ამ რიტუალის შესრულება.

Fფატიმას გაეღიმა და მოკრძალებით მივიდა დედამთილთან.

—-ასეთი ბედნიერი დღეები მრავლად გაგითენოს ღმერთმა! წაღმა იარეთ წაღმა!—- ამბობდა ჩიფჩიფით დედაკაცი და ამჯერად ესმას დედას ატრიალებდა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.

ესმას მამა სკოლისკენ მიაქროლებდა ავტომობილს. მათ გზად გუნდ—გუნდად მიმავალი ჭაბუკ ახალგაზრდების ამალა ხვდებოდა. Mმოხუცს გაუჩერეს, რომელსაც ბავშვი მიყავდა.

ავტომობილიდან გადმოვიდა მძღოლი.

—-მობრძანდი ბატონო ჩემო, მიგიყვანთ.

—-არა შვილო კარგი დღეა, ფეხით გასეირნება მირჩევნია, მადლობთ.

—–დედიკო, ვინ იყო ის მოხუცი მამამ რომ გაუჩერა მანქანა, იცნობდა?

—–რა მნიშვნელობა აქვს. როცა ადგილი არის მოხუცებული გზაში არ უნდა დატოვო,—- უპასუხა შვილს ფატიმამ.

ბესლანის 1 საშუალო სკოლის ეზო სავსე იყო მოზეიმე ხალხით.

გაცისკროვნებული სახეები…..

ღიმილი…..

მხიარულება…..

ყვავილები…..

ჩანთები…..

სასკოლო ფორმები…

თეთრი, ნათელი, ღია ფერები ჭარბობდნენ ირგვლივ.

ბუნებასაც  გადასდებოდა ადამიანთა სიხარული. ცის ლაჟვარდოვან ნაპირებთან  არწივები ირაოს კრავდნენ. ფოთოლ მოოქროვილი ხეები კი ნარნა-რად ირწეოდნენ მსუბუქი ნიავის შებერვაზე.

ყველანი აქ იყო შეკრებილი. აქ მოსული ყველასთვის საპატივცემლო მო-ხუცი, ოთხმოცდაოთხი წლის ჯამბულ კუძიევი, სიმბოლო ოსი ხალხის გმირობისა და მამაცობისა. ტანდაბალ, თეთრ ულვაშა მოხუცს მარცხენა მკერდზე ოქროს მბრწყინავი ვარსკვლავი ეკეთა, რაც ადასტურებდა მის გმირობას მეორე მსოფლიო ომის დროს. ამაყად მდგომ ვეტერანს ცალი ხელი ბავშვისთვის ჩაეჭიდა. დღეს უკვე მეშვიდე შვილიშვილს მიუძღოდა ის სკოლაში, მაგრამ ეს დღე  განსაკუთრებით ბედნიერი იყო მისთვის, რადგან პატარა ბიჭუნა ბაბუას სახელს ატარებდა.

მოხუცის გვერდით ალან ტოტიევი იდგა. დაკუნთული ბეჭდაუდებელი ფალავანი. აქვე იყვნენ ქალაქის მართველობითი  ორგანოს  წარმომადგენლები, ფაბრიკა — ქარხნის მუშები…. რომლებიც შვილებს,  შვილიშვილებს,  ძმებს, დებს….…წამოჰყოლოდნენ სკოლაში.

დიდი თუ პატარა პირზე კოცნით ულოცავდა ერთმანეთს პირველი სექტემბრის დადგომას. ყველანი ლამაზად გამოიყურებოდა, მაგრამ ორი მათგანი თავისი სიმშვენიერით მაინც განირჩეოდა სხვებისაგან. ერთი მათგანი იყო პატარა ექვსი წლის შავტუხა გოგონა, რომელსაც ჩვეულებრივ სამოსწავლო კაბა ეცვა. ლამაზად დავარცხნილ თმაზე თეთრი პეპელას მსგავსი სუფთა ბაფთა ეკეთა, ხოლო ცოტა წინ, აქეთ–იქითა გვერდებზე თმები გვირილას მსგავსი  თმასაბნევით ჰქონდა მორთული. ყვავილები ბავშვის ისედაც გაცისკროვნებულ  სახეს  შესანიშნავ იერს აძლევდა. ეს იყო ესმა. მეორე მათგანი მისი ოცდაექვსი წლის დედა გახლდათ, პარმაჯანინოს ფუნჯით ნახატ ქალს ტანთ უმკლაო კაბა ეცვა. მისი შავი გრძელი და სწორი თმები სასიამოვნოდ იშლე-ბოდნენ სიოს ზემოქმედების წყალობით.

 ზეიმი დაიწყო.

  მასწავლებელმა პირველ კლასელები მშობლებს მოაცილა,  ერთად შეჰყარა და ხელიხელჩაკიდებული  ეზოში გაატარ გამოატარა. ესმას მასსავით ლამაზი მეწყვილე ჯამბული შეხვდა. მალე უნდა დაწყებულიყო პატარების გამოსვლები.  ესმა ლექსს გულში იმეორებდა, თან მოშორებით მდგომ დედას თვალს არ აშორებდა.

უცებ სკოლის ეზოში დახურულ ძარიანი სატვირთო ავტომობილი შემოიჭრა.  ძარადან  თავშებურული,  ავტომატ  მომარჯვებული ხალხი ტყვიების სროლა—სროლით გამოცვივდა

—-ახლავე შენობაში შედით,—- ყვიროდნენ ისინი და ავტომატს უკაკანებდნენ.

ხალხი გონს ვერ მოეგო ისე უცაბედად მოხდა ყოველივე. ბავშვებმა დაიწყეს ტირილი. წარმოიშვა ქაოსი. ზოგმა სკოლის ეზოს  დატოვება  განიზრახა და სირბილით გაიჭრა ჭიშკრისკენ. ნაწილმა  მართლაც  გააღწია სამშვიდობოს, მაგრამ ბევრი სკოლის ეზოში დაცვივდა ტყვიებისგან მოცელილნი.

     უფრო მეტნი შენობის შესასვლელს მიაწყდა. კარები პატარა იყო, შემსვლელები  გაცილებით  ბევრნი.  წარმოიქმნა  ზედახორა, ჭყლეტა. ადამიანები ოღონდ თავი  გადაერჩინათ და   საკუთარ მეგობრებს, რომლებიც სასიკვდილოდ განწირულნი და სისხლში ამოსვრილნი მიწაზე ეყარნენ, თავისდა უნებურად აბიჯებდნენ მძლავრად მოქნეულ ფეხებს და ისე შერბოდნენ შენობაში.

ნიღბოსნებმა ხალხი ჯერ სასკოლო ოთახებში შერეკეს. არეულობა კვლავაც არ განელებულიყო, იყო ყვირილი. მშობლები შვილებს ეძახდნენ, შვილები—-მშობლებს.

ესმას დედა დაჰკარგოდა და ოთახის ერთ კუთხეში აბუზული გულამოსკვნით  ტიროდა,  მის ნუგეშისცემას ვერავინ ახეხებდა. სხვა ოთახში მყოფი ფატიმა კი მთელი  ხმით გაჰკიოდა ესმას სახელს, მაგრამ ქანცგაწყვეტილს მაინც ვერ მიეწვდინა ხმა შვილისთვის.

მალე მოთარეშეებმა ყველანი ერთად სპორტულ დარბაზში შეჰყარეს. მაშინ კი ნახა ერთმანეთი  დედა—შვილმა. ესმა ფატიმას მთელი სხეულით ეკვროდა და ასლოკინებული დიდხან უმეორებდა, რომ მარტოარ დაეტოვებინა.

პირველმა ვნებათა ღელვამ ჩაიარა. დედებმა შვილები მოიკითხეს. შვილებმა—-დედები. ზოგი გულწასულს ასულიერებდა. ზოგი მკვდარს დასტიროდა.

ზრდასრულები ცდილობდნენ გაგებას თუ ვინ იყვნენ თავდამხსმელები.

—-ჩეჩნები იქნებიან,—- ამბობდნენ პირველნი.

—-არა, ნატოელები არიან,—-აზუსტებდნენ მეორენი.

—-საიდან დაადგინეთ?—-კითხულობდნენ მესამენი.

—-მათ ნატოს ფორმა აცვიათ, დამყრობი და სიკვდილის მთესავი ჯარისკაცის მუნდირი,—-პასუხობდა სამოქალაქო თავდაცვის მასწავლებელი.

—-მაშ მესამე მსოფლიო ომი დაწყებულა,—-ვიშვიშებდნენ სხვანი.

ნიღბოსნები კი ამასობაში განაგრძობდნენ თავთავიანთ საქმეს. ხსნიდნენ ჩანთებს, ამოჰქონდათ იქედან ფეთქებადი მასალა და   ნაღმავდნენ  შენობას. განსაკუთრებული  აქცენტი სპორტდარბაზზე ჰქონდათ გადატანილი. არ და-უტოვებიათ კუთხე კუნჭული, ფანჯრები და ჭერი. დანაღმეს თვით კალათბურთის ფარიც კი. სამი ტერორისტი თავ–თავის მონაკვეთს აკონტროლებდა, მეოთხე  კი  რომელიც მეორე სართულის დერეფანში იმყოფებოდა მთელ წრედს. დარბაზის ერთ კუთხეში ერთი შაჰიდი ქალი იდგა, მეორე კუთხეში—-მეორე.

—-ჩვენგან რა გინდათ?—-შესჩივლა ერთ—ერთ მათგანს ფატიმამ.

—-ჩვენი დახოცილი შვილების გამო შურის საძიებლად მოვედით. მოვედით იმიტომ რომ მოვკვდეთ,—- წაისისინა ნიღბოსანმა.

—-მერე ჩვენ რას გვერჩი?

—-თუ პუტინს შეეცოდებით, თუ ვინმეს ჭირდებით გაგანთავისუფლებთ,—მოკლედ მოუჭრა შაჰიდმა ქალმა.

—-ყოველგვარი საუბარი და ტირილი შეწყდეს!—-მკაცრად ბრძანა ერთ—ერთმა ნიღბოსანმა სახელად ალიმ, რომელიც როგორც ჩანდა ბანდის  მეთაური უნდა ყოფილიყო.

აქა—იქ მაინც ისმოდა ყრუ ტირილი ქალ—ბავშვებისა.

ტოტიევი მათ დამშვიდებას შეეცადა.

ტერორისტებმა დაიწყეს იმით, რომ ალანს  ხმის  ამოღება არ აპატიეს. მხარბეჭიან ვაჟკაცს, რომელსაც შეეძლო ყველა მოთარეშე ერთიანად გაეკოჭა ტყვიებით დაუფლითეს სხეული.

——მამაააა აააააა აა…. —- გაისმა სივილი დარბაზში.

ალანს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დახუჭული თვალები, მას სამარეში შვილთა გაოგნებული ხატება ჩაჰყვა.

იატაკზე გდებულ სისხლში მოცურავე მკვდარ მამას ბავშვები ისტერიულად  დასტიროდნენ და თან ისე მძლავრად ანჯღრევდნენ რომ თითქოს ეს უკანასკნელი მძინარე ყოფილიყო და მისი გაღვიძება ეწადათ.

ბავშვების  დამშვიდებასა და ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. ყველა გრძნობდა რომ  ტერორისტები  უმნიშვნელო რამესაც არავის აპატიებდნენ. მხოლოდ ჯამბულ კაძიევი  გამოეყო  მძევლებს და აუჩქარებელი ნაბიჯით მოტირალი  ბავშვებისაკენ  გაემართა. დარბაზი გაისუსა ავის მოლოდინში. ვიღაცამ მიხვდა რასაც აპირებდა მოხუცი და უკან კოსტუმზე ხელი ჩასჭიდა. ჯამბული შედგა. ერთი მოუხედა უცნობს და მშვიდი თვალები თვალში გაუყარა. უცნობმა  იგრძნო რომ მოხუცის შეჩერება თვით ყოვლის შემძლე მამა ღმერთს არ შეეძლო მსწრაფლ შეუშვა ხელი. კაძიევი მამის ცხედარზე დამხობილ  ბავშვებს  დასწვდა,  მათთან ჭიდილმა ოფლი გაადინა, მაგრამ რის ვაი—ვაგლახით  ისინი  მაინც ააგლიჯა ცხედარს და დარბაზში მყოფ მძე-ვლებს გადაულოცა, თვითონ კი ტერორისტთა ბელადის წინ აღიმართა.

—– ამას რას სჩადით…. —- შედგა კაძიევი, შედგა იმიტომ კი არა რომ შე-ერბილებინა სათქმელი და მისსივე მდგომარეობა შეემსუბუქებინა. არა. Pპირიქით. ის ყველაზე ცუდ და უარეს ეპიტეტს ეძებდა გონებაში რათა ტერორისტები შეემკო და მალე იპოვა კიდეც. Nნაცისტებზე მეტი საძაგებელი სიტყვა მის ლექსიკაში არ არსებობდა.

—–ამას რას სჩადით ნაცისტებო?!—- თქვა ხმამაღლა და ტერორისტთა მეთაურს მკაცრად ჩააჩერდა.

ნიღაბიც უძლური შეიქმნა დაეფარა ალის დამცინავი გამომეტყველება.

მეთაური, ჯამბულის პასუხად იცინოდა. თითქოს მის წინ ამაყად მდგარი, ერთი შეხედვით ჯანმრთელობა შელახული, ჩია მოხუცი არარაობა ყოფილიყო. სამაგიეროდ რიგითი აქტიურობდა.

ვლადიმერ ხოდოვი, ტერორისტთა შორის ყველაზე დაუნდობელი და პირსისხლიანი იყო. Mმან ერთხან მიაჩერდა ალის, მაგრამ როცა ეს უკანასკნელი არაფერს პასუხობდა მოხუცს, გარდა ურცხვი ირონიისა, თვითონ აიღო ინიციატივა.

—–დაიჩოქე!!—– უბრძანა მოხუცს.

—–ჯამბულს ჯერ არავის წინაშე არ დაუჩოქია და არც ახლა აპირებს ამას.

—-მაშ ეს დაგაჩოქებს,—– თქვა ხოდოვმა და კაძიევს ბევრი ყოყმანის გარეშე ტყვია დაახალა.

ჯამბულს ტყვიამ შარვალი  შემოუფლითა და ბარძაყის არტერია გადაუჭრა. ჟანგბადით მდიდარმა სისხლმა შადრევანივით ერთბაშად იფეთქა და იატაკი წამსვე წითლად შეღება. მოხუცი  არ დახრილა და არც სისხლის შეჩერება უცდია. ისევ ამაყად, მყარად იდგა ფეხზე და განაგრძობდა მოთარეშეთა მეთაურზე თვალებში ჩაჩერებას. ფატიმას ამის შემყურე ყველაფერი დაავიწყდა. ბავშვიც კი, ესმას სწრაფად  შეუშვა  ხელი და მოხუცის საშველად გაქანდა. მაგრად შემოაჭდო ჯამბულს ჭრილობაზე  მისი წვრილი  და გრძელი თითები,  მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ქალის თითებ შუა ისევ ღვარად მოჟონავდა ალისფერი სითხე.

—–ბინტი და ბამბა მომიტანეთ!—- იყვირა იმედგაცრუებულმა და ტერორისტებისკენ გააპარა მზერა.

—–წადი შვილო, წადი. არაფერი მოგწიონ, ბავშვს მიხედე,—- თავზე გადაუსვა  ათრთოლებული  ხელი ფერდაკარგულმა მოხუცმა მუხლებზე დაჩოქილ ქალს, მაგრამ გონდახშულ ფატიმას არაფერი ესმოდა.

—- ბინტი და ბამბა მჭირდება!—- გაყვიროდა ისევ ხმამაღლა.

ქალის ყვირილით თავმობეზრებულმა ხოდოვმა იარაღი ახლა მას მიუშვირა.

ფატიმამ ლულას ხელი ჰკრა და ტერორისტს სახეში ავად მიაჩერდა.

—–ვერ ხედავ, ადამიანი სისხლიდან იცლება, ახლავე ბინტი მომიტანე!— ამ წუთში ქალი მბრძანებლობდა.

    ხოდოვმა ფატიმას სახეს წამიერად შეავლო თვალი და შეცბა. სასხლეტზე მიბჯენილი საჩვენებელი თითი კანკალმა აუტანა. კიდევ ერთხელ ჩააშტერდა მოყვირალ ქალს და მსწრაფლ აქცია ზურგი.

    ტერორისტი ბინტის მოსატანად წავიდა.

    ჯამბულს უკვე  თავბრუ ესხმოდა და თვალთ სინათლე წართმეოდა, მაგ-რამ ვით სპარტანელი ამაყად იდგა. თვით ურდოს მეთაური განაცვიფრა მისმა გამძლეობამ და ხოდოვს რომ არ მოეტანა ბინტები, მზად იყო პირადად დახმარებოდა მოხუცს.

    ჯამბულმა მეტი ვეღარ გაძლო.

    მის ორგანიზმში ერთი წვეთი სისხლი არ დარჩენილიყო.

    ….. და დაეცა მოხუცი.

ფატიმამ ზიზღით ახედა ხოდოვს და ბაბშვისკენ გასწია. მოხუცის დაკ-ვეთილი სისხლით ისე დამძიმებოდა კაბა რომ ძლივს მიათრევდა.

ხოდოვმა კიდევ ერთხელ დააკვირდა ქალს და გაოგნდა. ფატიმა გარდაც-ვლილ ცოლს ახსენებდა. ზუსტად ისეთივე მაყვალივით შავი თვალები ჰქონდა მის ცოლს. ზუსტად ისეთი პატარა ნიკაპი და სახის ნაკვთები.  ზუსტად ისეთი მშვილდივით გადაზიდული ვიწრო წარბები. უსწორმასწაროდ განლაგებული კბილები. გრძელი გიშერივით ბრწყინავი შავი სწორი თმები. არაბუნებრივი,  ქირურგიული  ოპერაციის  შედეგად გამოყვანილი, პატარა კოპწია ცხვირიც კი იცნო ტერორისტმა. მის ცოლსაც ჰქონდა ცხვირზე გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია.

ფატიმა სიკვდილიდან მხოლოდ ხოდოვის ცოლის მსგავსებამ იხსნა.

დარბაზში კანტი—-კუნტად ისევ გაისმოდა ტირილი. უმეტესად ბავშვები ტიროდნენ. მასწავლებლები არ ტიროდნენ მხოლოდ!

—-ჩემ სახლში მინდა, —- სლუკუნით ამბობდა პატარა ჯამბული.

ხოდოვმა ახლა ბავშვისათვის მოიცალა, ახლო მივიდა მასთან და იარაღი მიუშვირა. ბავშვმა ავტომატის ლულა რა  მისკენ მზირალი დაინახა შიშიდან ენა ჩაუვარდა და გაშრა. ტერორისტმა იარაღი ქვემოთ დაუშვა და ამხანაგებს სიცილით მიმართა;

——ხედავთ? ცუდ დღეში იყო და მდგომარეობა რომ გაეუმჯობესებინა იმისთვის ტიროდა, მაგრამ მიხვდა ცრემლები უარეს მდგომარეობაში ჩააგდებდა და ამიტომაც დადუმდა.

     ხოდოვის ამ ფილოსოფიისათვის მოთარეშეებს ყურადღება არ მიუქცევიათ რადგან იმ წუთას გარედან თოფების სროლის ხმა მოისმა.

სკოლაზე ალყა ბესლანის მცხოვრებლებს შემოერტყათ, სახლიდან იარაღი  წამოეღოთ  და მძევლების გასანთავისუფლებად იერიში მიეტანათ ტერო-რისტებზე.  ორმხრივი სროლა მანამ გაგრძელდა სანამ ალიმ ლაკონური წე-რილი  არ დაწერა;  ნებისმიერი ჩვენგანი რომ მოკლათ დავხვრეტთ ორმოცდაათ ადამიანს. მოკლავთ ხუთს, ავაფეთქებთ მთელ სკოლას>.  როგორც კი წერილმა ადრესატამდე მიაღწია სროლა მომენტალურად შეწყდა. გარეთ შეკრებილმა ხალხმა მიხვდა რომ სახუმარო არაფერი იყო.

—–დედიკო ეს არის პირველი სექტემბერი? Eეს არის სკოლა? არ  მინდა სწავლა წამიყვანე აქედან,—- ზლუქუნებდა დედის მკერდს მიკრული გაოგნებული ესმა.

შუადღის ორ საათზე სკოლაში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ერთ—ერთი ნიღბოსანი ყურმილს დასწვდა და მაშინვე ალის გასძახა;

—- ასლანბეკ ასლახამოვს სურს თქვენთან ლაპარაკი.

მძევლებს რაღაც იმედი ჩაესახათ.

ტელეფონისკენ მიმავალ ალის გაბოროტებული თვალებით მზირალი ხო-დოვი მისდევდა.

ალი ცოტა ხანი მშვიდათ უსმენდა ასლახანოვს, მერე კი იფეთქა ერთბა-შად;

——იტყუებით, ტყუილებს ლაპარაკობთ! 1200 კაცი გვყავს მძევლად მათი 70 პროცენტი ბავშვებია, არიან დახოცილებიც. რა მოლაპარაკების საგანსა და  საკითხებზე  მესაუბრებით. თუ ასე განაგრძობთ, მძევლების დახვრეტას დავიწყებთ და მიხვდებით რამდენად სერიოზული ვითარებაა,—- თქვა ეს, ტელეფონს ყურმილი დაახეთქა და დარბაზს მოავლო თვალი.

—–არა! ხომ ვამბობდი რუსები დათმობაზე არ წავლენ თქო,—- წაისისინა ჩვეულად  ალის ზურგს  უკან მყოფმა ხოდოვმა, რომელსაც როგორც ჩანდა ძლიერ ახარებდა ეს ფაქტი.

ალიმ ხოდოვს ზიზღით მოუხედა და მკვახედ გადაულაპარაკა;

—–მძევალი მამაკაცები დახვრიტეთ! —- რითაც სისხლის მსმელის ღიმილი დაიმსახურა.

ხოდოვი უდიდესი სიამოვნებით ასრულებდა მასზე დაკისრებყლ მოვალეობას. დარბოდა დარბაზში, კონდახს ურტყამდა მამაკაცებს და ისე მიერეკებოდა გარეთ.

—-მოიცათ, ჯერ ეს მძორები გაიტანეთ,—- შეაჩერა რამდენიმე მძევალი და ალანისა და ჯამბულის ცხედრებისკენ გაიშვირა ხელი.

მძევლები უკანასკნელად ავლებდნენ დარბაზს თვალს და  უჩუმრად ემშ-ვიდობებოდნენ საყვარელ ადამიანებს.

    მასწავლებლებს თვალებზე მომდგარი ცრემლების შეკავება გაჭირვებო-დათ.

ფატიმამ მხარზე მხურვალე ხელის შეხება იგრძნო და გვერდით მიიხედა. ყრუ, ჩუმი ხმით წარმოთქვამდა ვედრებას ხახა გამშრალი აზამატ ტიკაევი;

—-ჩემ ერთადერთ…. ობოლ გოგონას გაბარებ ფატიმა…. და აბა შენ იცი…. შემპირდი რომ როგორმე ცოცხალს გაიყვან აქედან.

ქალი ქვითინებდა, პირობის მიცემის ნაცვლად ის ქვითინებდა.

აზამატი დიდხან, გაშტერებით მისჩერებოდა შვილს, თითქოს სურდა გოგონას მიამიტი და უტყვი სახე საბოლოოდ აღებეჭდა გონებაში.

 მამაკაცები ტყვიების წვიმას უჩვეულო დუმილით შეხვდნენ. ისინი იცელებოდნენ, მაგრამ არცერთ მათგანს კვნესა არ დასცდენია პირიდან.

ავტომატების კაკანზე დიდხან ტიროდა ბავშვების მხრებს დაყრდნობილი ფატიმა.

—–ეს არის სკოლა? ეს არის პირველი სექტემბერი?  —– ვერაფერს მიმხვდარიყო  ესმა და  წამდაუწუმ არ ასვენებდა დედას ამ კითხვით. მხოლოდ ინა არ ძრავდა სიტყვას,  თითქოს  მის გარშემო უცნაური არაფერი მომხდა-რიყო.

მოთარეშეები ისე გათამამდნენ რომ უკვე არაფერს ერიდებოდნენ. ზოგმა ნიღაბიც კი ჩამოიხსნა სახიდან და ერთმანეთს სახელით დაუწყეს მიმართვა.

—–დედიკო წყალი მინდა,—- ჩურჩულით სლოკინ—სლოკინით ამბობდა ესმა.

—-პატარაც მოითმინე, მალე გაგვანთავისუფლებენ, პასუხობდა ფატიმა და სველ თვალებს უკოცნიდა შვილს.

ბავშვმაც მიხვდა ტერორისტთა შორის ყველაზე ლმობიერი მათი მეთაური რომ იყო და მას მიმართა თხოვნით;

—-ალი, წყალი მინდა.

ფატიმამ პირზე ხელის აფარება ვერ მოასწრო შვილს.

—–დალიე, —- ნება დართო ტერორისტთა თავკაცმა.

—–ალი, შეიძლება ტუალეტში გავიდე?—– გათამამდნენ სხვები.

——შეიძლება, — ყველა თხოვნას უსრულებდა თავდაპირველად წვერებიანი, თავგადაპარსული და თვალებმინაბული ახალგაზრდა მეთაური, რაც ხოდოვის გაღიზიანებას იწვევდა.

ინა შენ წყალი არ გინდა?—- შეეკითხა აზამატის გოგონას ფატიმამ.

დასტურის ნიშნად ხმაამოუღებლად დააქნია თავი სიტყვა ძუნწმა და ნაკლებ მომთხოვნმა გოგონამ.

მზე ჩადიოდა….

მძევლები გმინავდნენ, ისინი ამ წვალებაში ატარებდნენ ნანატრ პირველ სექტემბერს.

მთელი ღამე არ შეწყვეტილა ქალების ოხვრა. ზოგს შიოდა, ზოგს წყუროდა, ზოგს წამალი უნდოდა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა.

ხანდახან  ავტომატი აკაკანდებოდა ჩვეულად, ხან ჩათვლემილი ბავშვები ისე ელდა ნაკრულები წამოხტებოდნენ და წამოიყვირებდნენ რომ შემდეგ მათ დაწყნარებას უფროსები ძლივას ახერხებდნენ.

ესმას  დედის მკლავზე  ეძინა ჩუმი  ძილით. ისიც რამდენჯერმე შეხტა მთელი ღამის  განმავლობაში და იმდენი იტირა რომ ლამის გული ამოიგდო საგულედან.  პირველად მოხუცი ჯამბული ეზმანა, სისხლის ტბაში გდებული თვალებ ღია  მკვდარი. Mმეორედ თოფინი  მოთარეშე, რომელიც დედას უმიზნებდა იარაღს და მის მოკვლას ცდილობდა. ესმა თოფზე ებღაუჭებოდა ნიღ-ბოსანს  რომ  როგორმე  ლულა დედისათვის აერიდებინა, მაგრამ მაინც ვერ მოეხერხებინა და ის  გასროლის ხმა,  რომელიც ცხადში ამ წამს მოახდინეს ტერორისტებმა, ესმას, სიზმრად დედისათვის ნასროლ ტყვიად ეჩვენა. მწარედ ტიროდა მძინარე ბავშვი. ფატიმა დიდხან აჯანჯალებდა მას რომ გაეღვიძებია, მაგრამ გამოფხიზლებულიც ისე იყო გაოგნებული რომ რეალობას კარგა ხან ვერ აღიქვამდა. Bბოლოს როგორც იქნა ირწმუნა დედა ნამდვილად ცოც-ხალი რომ ყავდა და კალთაში ჩაუდვა თავი, მაგრამ ისე ეშინოდა ძილის რომ გაგრძელება  არც უცდია. ინა კი იწვა გაუნძრევლად, წარბიც არ შეტოკებია, თითქოს მშვიდად ძინავდა სუსტ, თვალებ ჩაცვენილ მეჩხერ კბილა ბავშვს.

ხუთი წლის იყო ინა დედა ავტოკატასტროფაში რომ დაეღუპა. თავდაპირ-ველად არ უცხადებდნენ, დედის სიკვდილით გამოწვეულ სტრესს ვერ გადაიტანსო.  მართალნიც იყვნენ, უცნაური დამოკიდებულება იყო მათ შორის. სულში  იძვრენდნენ ერთურთს დედა-შვილი. უერთმანეთოდ ერთი წამითაც არ შეეძლოთ. როცა დედა ინას ფატიმასთან გადაიყვანდა და თვითონ სადილის მოსამზადებლად სახლში  გაიპარებოდა, თამაშში გართული ბავშვი ყველა-ფერს თავს მიანებებდა და ყოველ წუთს დედას მოიკითხავდა. თუ დედა იქ იყო განაგრძობდა თამაშს, თუ დედას ვერ ნახავდა ატეხდა ერთ ალიაქოთს და ფატიმას იძულებულს ხდიდა რომ სახლში წაეყვანა.

<შენი დედა უცხოეთშია წასული რომ…. (ათასგვარ რამე—რუმეს ჩამოუთვლიდნენ მოკეთენი) მოგიტანოს და მალე ჩამოვაო. მაგრამ ინას სხვა არაფერი  აინტერესებდა,  მხოლოდ დედა ენატრებოდა და მისი მალე ნახვა ეწადა. ბავშვის პატარა გული იდუმალ რაღაცას გრძნობდა, ვერაფრით გაეგო დედის ასე მალულად  და თან ამდენი ხნით  გამგზავრების  მიზეზი. საღამოს როცა მეზობლები  თავთავიანთ სახლებში წავიდოდნენ, ინა მამას მუხლებზე შემოაჯდებოდა, ათივე თითს გაშლიდა და იკითხავდა;

—–დედიკო ამდენ დღეში მოვა?

——არა ამდენ კვირაში,—- პასუხობდა აზამატი შვილს.

დღეები და კვირეები გადიოდა, თითებს კი სათვალავი არასდროს აკლდებოდა.  ინა  მაინც განაგრძობდა ერთი და იგივე კითხვის დასმას. ბოლოს მეგობრებმა ურჩიეს აზამატს; უთხარი ბავშვს სიმართლე, დედის ყოველდღიური მოლოდინით ნუ ტანჯავ, ერთს იტირებს და გაჩერდებაო. გაითვალისწინა მეგობრების რჩევა ტიკაევმა. ერთი იტირა ინამ და მერე მის ბაგეს დედის სახელი არ დასცდენია. დედის საკითხს მისმა პატარა და უმწიკლო გონებამ სამუდამოდ ტაბუ დაადვა. სხვებიც გრძობდნენ ამას და არც არავინ უხსენებდა დედას, თუმც კი ყველასთვის საძნელო იყო ეს, რადგან არავის სურდა ისეთი სათნო და გულკეთილი ადამიანის როგორიც ინას დედა იყო, ბავშვის მეხსიერებაში დავიწყებას მისცემოდა. ერთი—ორჯერ კიდევაც სცადა ფატიმამ დედა მოეგონებია შვილისთვის, მაგრამ მომენტალურად ისე ამოიხვნიშა ინამ რომ ამ ამოოხვრას მთელი  გულ—ღვიძლი ამოაყოლა. ზოგი ამბობდა; დედამ რომ  დასტოვა  შვილი ამიტომ  ჩათვალა ბავშვმა ის მოღალატედ და აღარ სურს მისი ხსენებაო. ზოგი კიდევ იმას ამბობდა; ბავშვის მეხსიერებაში დედა მუდამ ცოცხალია და მკვდარ დედაზე საუბარს მიტომაც გაურბისო. მე უფრო ამ  უკანასკნელი ვერსიის მჯერა.  ინას  ყველაზე მეტად ზღაპრების მოსმენა უყვარდა.  ალბათ  იმიტომ  რომ ზღაპრებში ყოველთვის კეთილი ძლევს ბოროტს, რაც მის ცხოვრებაში  ჯერ—ჯერობით  არ დამდგარიყო, ალბათ ამის მოლოდინი მუდამ ჰქონდა პატარას. მას შეეძლო საათობით ესმინა ფატიმას წაკითხული ზღაპრებისათვის. ფატიმა კი განგებ ტოვებდა იმ ადგილს სადაც დედის სახელი იყო ნახსენები და ხან მამიდათი, ხანაც დეიდათი ავსებდა სი-ცარიელეს.

—-მუდამ ნაღვლიანი და მოწყენილი იყო, ბევრჯერ ავადმყოფობდა კიდეც, ამის გამო სიბრალულს იწვევდა მეგობრებში, სხვა ბავშვებისაგან განსხვავებით თამაშისკენ არ მიუწევდა გული და იჯდა მუდამ გულჩათხრობილი შინ…. —კითხულობდა ერთხელ ფატიმა ნართებს და ინამ გააწყვეტინა;

—- რატომ იყო ასე ფატიმა დეიდა? დედა არ ყავდა?

ფატიმას გული ჩაწყდა და პასუხად ვერაფერი უთხრა.

მხოლოდ მაშინ დაარღვია, მგონი პირველად და უკანასკნელად ტაბუ პატარა გოგონამ.

იმ ღამეს ფატიმას თვალს რული არ მიჰკარებია. ხან ესმას ჩამღეროდა ჩურჩულით ნანინას, ხან მძინარე ინას უსწორებდა თავსასთუმალს. გრძნობდა როგორ ფხიზლობდნენ ტერორისტები, თუ როგორ შემოდიოდა ყოველ ნახევარ საათში ღამის მორიგე მათ შესამოწმებლად. მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა და მალევე გააღვიძა ალის ყვირილმა.

—–რა  ალი,  რის ალი! მე ვარ ბანდიტი ტერორისტი, აქ იმიტომ მოვედი რომ თქვენ დაგხოცოთ,—- პასუხობდა რისხვით ანთებული ალი წყლის მთხოვნელს.

ხოდოვი შაჰიდ ქალებთან კამათობდა გაცხარებული.

—-რაო, რას ამბობენ?—- ახლა ხოდოვს მიუბრუნდა ალი.

—-რუსეთი დათმობაზე არ წავაო.

—-მაგდენს მეც ვხვდები, მერე?

—-ბავშვები არ უნდა აგვეყვანაო მძევლად, მაგ ბავშვების სისხლი ჩვენი შვილების საზღო იქნებაო.

—-ისევ არ იშლიან?

—-იშლიან არა…. უარესად მოუმატეს წუწუნს.

—–მოუმატეს?!—- აიმზირა ალიმ და ჩუმად ჩაილაპარაკა.—- რუსების დათმობაზე არ წასვლამ განხეთქილება ჩამოაგდო ჩვენში.

—-ჰო, ჩამოაგდო,—- წაჰკრა ყური ალის სიტყვებს ამდენი <ლმობიერებით> განაწყენებულმა ხოდოვმა.

—–თუ ჩამოაგდო მერე შენ რას აკეთებ?—- წამოიყვირა ალიმ და ხოდოვს ქორივით დააცხრა თავზე.

—–მე…. მე რა უნდა გავაკეთო?—– ენა ჩაუვარდა და თანდათან მიილია შეშინებული ხოდოვი.

—-რა და …. სიკვდილით უნდა დასაჯო! არ გვჭირდება მოლაყბე ქალები.

—-დიდი სიამოვნებით უნებურად წამოცდა აღფრთოვანებულ ხოდოვს.

—-მაგრამ ნაძირალა, შენგან განსხვავებით ამის საჭიროებას ვხედავ და არა სიამოვნებას,—- ზიზღით ესროლა ალიმ ეს სიტყვები ხოდოვს, თუმცა ამ უკანასკნელს არფერი გაუგონია, რადგან ქარივით სწრაფად გარბოდა ბრძანების შესასრულებლად.

შუადღით მზის მცხუნვარებამ პიკს რომ მიაღწია დარბაზში ისეთი სულშემხუთველი სიცხე დადგა რომ სუნთქვა გაჭირდა. ოფლისა და შარდის სუნი, დიახ შარდის სუნი. (ზოგს შარვალში გაპაროდა, ზოგსაც—-კაბაში) შემზარავ ოხშივარს ჰფენდა ოთახს. ფატიმას სული რომ მოეთქვა ბავშვები ცოტა ხნით მიატოვა და ფანჯარასთან მიბობღდა. ფანჯარა დაკეტილი იყო, ამიტომ მან ჩარჩოებს შორის ჭურჭუტანას ცხვირი მიადო და სუფთა ჰაერი რომელიც ნაპრალებიდან ჟონავდა ღრმად ჩაისუნთქა, მერე ფარდა გადასწია და მალუ-ლად სკოლის შემოგარენსაც თვალი მოავლო. უამრავ ხალხს მოეყარა თავი სკოლასთან. ბევრი მათგანი კიდევაც იცნო. ალბათ ქმარს ეძებდა მათში ამი-ტომაც შერჩა ამდენ ხან.

—-ხოდოვი მოდის ხოდოვი, თავს უშველე,—- გასძახეს დარბაზიდან, მაგრამ ფატიმას არაფერი გაუგონია.

ხოდოვმა ავტომატი ზეაღმართა რომ კონდახი ქალისათვის ჩაეცა, მაგრამ უცებ მიხვდა ვინც იყო მის წინ და ხელები ჰაერში გაუშეშდა, თუმც სრულებით არ დაბნეულა, სასაცილო რომ არ გამხდარიყო წამიერად მოისაზრა, კონდახით მინა ჩაამტვრია და სკოლის გარშემო შეკრებილ ხალხს სროლა აუტ-ეხა . ხალხი  გაიფანტა. მხოლოდ რამდენიმე მათგანი შემორჩა. ხოდოვი სრო-ლას განაგრძობდა, ტყვიები კი მიზნამდე ვერ აღწევდა, მაგრამ უკვე არც არავინ იყო მის წინ გარდა ერთისა. მსუქან ქალს ცალ ხელში ჯოხი ეჭირა და ადგილიდან არ იძროდა. ფატიმამ იცნო, ხოდოვის წინ მისი დედამთილი იდგა და ცივმა ოფლმა დაასხა.

ანასხლეტებზე დაკვირებით ტერორისტი კარგად ხვდებოდა რომ ტყვიებს სულ ცოტა უკლდა დედაკაცამდე და უკანასკნელად ასწორებდა მიზანს. ფატიმა ვერაფერს ხედავდა, ცრემლებით ავსებოდა თვალები. ცოტაც და…. უცებ ორი მილიციელი თავს დააცხრა ბებერს, წააქცია და თრევა—თრევით უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა. ხოდოვი პირში ჩალაგამოვლებული დარჩა და რისხვით ანთებული თვალებით კარგა ხან უყურებდა სკოლის შემოგარენს. ვინმეზე  ხომ უნდა ეყარა ჯავრი? უნდოდა მძევლებისკენ შემობრუნებულიყო და მათ დარეოდა, მაგრამ უცებ ავტომობილების მცირე კორტეჟი შენიშნა, რომელიც სკოლას უახლოვდებოდა და იმ წამსვეც დარბაზში ტელეფონი იმედის მომცემად აწკარუნდა.

დაბნეული ხოდოვი ხან ავტომობილებს  გასცქეროდა, ხან ტელეფონით მოლაპარაკე ალისკენ იყურებოდა უნდობლად.

—- ვინ არის?—- ვერ გაძლო ბოლოს მან და დუმილი დაარღვია.

—-ჯაფარ, წადი შემოუძეხი, მურთაზიც წაიყვანე!—- ბრძანებლობდა ალი.

—-ვინ არის?—- ახლა უფრო ხმამაღლა იკითხა მან და ტუჩები ავად ააცმაცურა.

—–აქ რომ მოვა მგონი იცნობ,—- მასხრად იგდებდა და პირდაპირ პასუხს არ სცემდა ალი ხოდოვს, რათა ეს უკანასკნელი გაემწარებია.

ორი ნიღბოსანი მიუძღოდა ხალხით გადაჭედილი დარბაზისაკენ მიმავალ, ავღანეთის კომპანიის გმირ რუსლან აუშევს.

—-აუშევი მოვიდა, აუშევი მოვიდა,—– ფუტკრის სკასავით აგუგუნდა გა-მოცოცხლებული დარბაზი.

აუშევის გამოჩენამ მძევლებს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. ტერორისტებსაც კი გაუჩნდათ იმედი, იმედი თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებისა. ალბათ  ამის გამო  იყო ხოდოვი რომ ღელავდა. ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა, განუწყვეტლივ  წრეზე  უვლიდა  მძევლებს და ფართო გაბოროტებულ თვალებს, რომლიდანაც ერთი შესამჩნევად   წვრილი იყო მეორეზე ავად აბრიალებდა. მისი ერთად ერთი მოთხოვნა სკოლის აფეთება და იქ მყოფი უკლებლივ  ყველასი  დახოცვა იყო. სხვა მოთხოვნა მას არ გააჩნდა. ხოდოვი მხოლოდ ამისთვის მოსულიყო აქ.

აუშევის და ალის მოლაპარაკებამ მცირე ხან გასტანა, საუბრის ბოლოს მოთარეშეთა მეთაურმა გენერალს წერილი გადასცა.

<მის უდიდებულესობას ვლადიმერ პუტინს რუსუთის ფედერაციის პრეზიდენტს, ალაჰის მონა ბასაევისაგან. ეწერა გარეკანზე.

 ბასაევი პუტინს ჩეჩნეთიდან ჯარის გაყვანას თხოვდა.

—–ჩეჩნეთიდან ჯარის გაყვანა არაა იოლი გადასაწყვეტი, თქვენც კარგად უნდა გესმოდეს,—– თქვა აუშევმა ჩაფიქრებით და ალის მიაპყრო მზერა.

—–დიახ, კარგად ვიცი,—– უპასუხა ალიმ, რომელიც საჩვენებელი თითით წვერს ისრესდა.

——-მე მხოლოდ ერთ რამეში შემიძლია ვიყო ჩემი სიტყვის პატრონი.

—- ბრძანეთ.

—–თუ მძევლებს გაანთავისუფლებთ სიცოცხლე შეგინარჩუნდებათ,—– თქვა ეს აუშევმა და თვალი მოთარეშეთა მეთაურისაკენ გააპარა.

—–ჰა, ჰა, ჰა,—– გაიცინა ხმამაღლა ალიმ.—— მერე ვის სურს სიცოცხლე? ჩვენ ყველანი სიკვდილისათვის მზად ვართ.

თავდაჯერებული ჩანდა ტერორისტთა მეთაური

—–რუსეთის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა 700 ჩეჩენი პატიმრის გან-თავისუფლებაზე, სანაცვლოდ ისინი მხოლოდ ბავშვების დახსნას ითხოვენ.,— განაგრძობდა აუშევი ალის დამუშავებას.

——შეიძლება მაგ საკითხს გადავხედოთ, მაგრამ გადაეცით პრეზიდენტს, ჩვენი ერთადერთი და უპირობო მოთხოვნა ჩეჩნეთიდან ჯარის დაუყონებლივ გაყვანაა. თუ ეს არ გაკეთდა ავაფეთქებთ სკოლას.

აუშევმა მიხვდა რომ ვითარების განმუხტვა რთული იყო, მაგრამ იმ წუთს მაინც მიიღო გადაწყვეტილება და ალის თხოვა;

—–იქნებ ჩვილი ბავშვები გაანთავისუფლოთ ყოველგვარი პირობის გარეშე.

—–რუსლან აუშევს ჩვენ ხელცარიელი არ გავუშვებთ,—– უმწეოთა ხარჯზე ხელგაშლილი ჩანდა ტერორისტთა მეთაური.

ოცი ჩვილ ბავშვიანი მძევალი გაიმეტეს ტერორისტებმა გასათავისუფლებლად, მაგრამ ხოდოვს ესეც არ ემეტებოდა.

—–ოცი…. კი, მაგრამ რატომ?… თუ ასე განაგრძობთ  მალე ამ დარბაზში მარტონი დავრჩებით,—– იძახდა წამდაუწუმ ის.

—–ხოდოვ, რატომ ხარ შენ აქ მოსული?—– ბოლოსდაბოლოს მობეზრდა ხოდოვის ბუზღუნი ალის.

——რატომ და ამათ დასახოცად,—– არ დაფიქრებულა ისე გაიშვირა ხალხისკენ ხელი ხოდოვმა.

—–მე კი ნაძირალა, ამათ დახოცვას ბევრად მირჩევნია ჩეჩნეთიდან ჯარის    გაყვანას  რომ  მივაღწიო,—– ყოველგვარი აღელვების გარეშე თქვა ეს ალიმ და უფრო ტკბილად დაურთო.—- ახლა კი სანამ შუბლს ტყვიით გაგიხვრეტდე მანამ მომწყდი თავიდან.

ხოდოვი გაიტრუნა, ქერცლიანი  თავი  ჩაჰკიდა.  იცოდა რასაც ნიშნავდა ალის აუღელვებელი საუბარი. შეიძლება ალის ბევრი ეყვირა და არც არაფერი მოემოქმედა, მაგრამ მშვიდად რომ იტყოდა იმას აუცილებლად ასრულებდა.  ამიტომ  იყო  ზურგი აქცია მეთაურს და გაპარვას აპირებდა, მაგრამ ალიმ მოაბრუნა;

——მოიცა ნაძირალა ერთი დავალება მაქვს შენთანNუნდა გაგახარო.

—–რა დავალება?—- შეცბა ხოდოვი.

—–ამ წუთიდან აბსოლიტურად შეუწყდეს წყალის მიწოდება მძევლებს!

—-არის!—– გაიჯგიმა ხოდოვი, რომელსაც წინანდელი წყენა სრულებით დავიწყებოდა.

იმ გათავისუფლებულ ოც კაციან სიაში Fფატიმა და ესმაც მოხვდა. როცა ალიმ მათ ანიშნა გამოსულიყვნენ და შეერთებოდნენ გარეთ გამსვლელთა ნაკადს, ფატიმამ მოულოდნელობისაგან შეკივლა, ბავშვს სწრაფად დასტაცა ხელი და ალისთან მიიჭრა.

—–მადლობთ ალი,  მადლობა ალი, —- იმეორებდა კარგა ხან არეულად თვალცრემლიანი,  მერე  გონს მოეგო და უცებ მოწყდა ადგილს. სირბილით შეუერთდა თავისუფლება მინიჭებულ მძევალთა ნაკადს. უნდოდა რაც შეიძ-ლება მალე დაეტოვებინა დარბაზი. უკან მოხედვის ეშინოდა, ვაი თუ, ტერორისტებს გადეფიქრებინათ მათი გაშვება. ის ის იყო კარებიდან უნდა გასუ-ლიყო რომ მძევლები მოაგონდა და ზურგისკენ შეტრიალდა მათ გამოსამშვიდობებლად. ემშვიდობებოდა ყველას და ყველას უსურვებდა თავისუფლებასა და შინ მშვიდობით დაბრუნებას.

კიდევ ერთხელ, უკანასკნელად მოავლო თვალი დარბაზს და….

გული გაეყინა….

სუნთქვა შეეკრა….

მისი თვალები ფართოდ მოხამხამე ინას უტყვ თვალებს გადაყროდა.

ინა მშვიდად აცილებდა განთავისუფლებულ მძევლებს დარბაზიდან.

გაოგნებულმა ფატიმამ ესმა ძირს ჩამოსვა და ესმასკენ გასწია.

ხოდოვი ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ უცნაურმა ფერმა გადაურბინა სახეზე და ბაგეები აუცმაცურდა.

—-სად მიდიხარ?—- შეეკითხა ალიმ ფატიმას როცა ამ უკანაკნელმა გვერდით ჩაუარა.

—–ალი, ჩემს მაგივრად ერთი ბავშვის გათავისუფლებას გთხოვ,—–შედგა ფატიმამ და უზომოდ მავედრებელი თვალებით ტერორისტთა მეთაურს მზერა მიაპყრო.

——რომელი ბავშვის?—- იკითხა ალიმ.

ფატიმამ ინასკენ მიუთითა.

Mმამა აქ მოუკლეს, დედა კიდევ ორი წელიწადია რაც არ ყავს. გევედრები გაათავისუფლე, სანაცვლოდ მე დავრჩები.

  ალი ჩაფიქრდა. სასტიკი იყო, მაგრამ ლმობიერი ჩანდა, რადგან სასტიკ გა-დაწყვეტილებებს სხვათა პირით ახმოვანებდა. ამიტომ იყო რომ მსჯავრის გა-მოტანა ხოდოვს მიანდო, იცოდა რასაც მოიმოქმედებდა ეს უკანასკნელი. ხოდოვი  კი  გაიტრუნა.  ავტომატი კედელზე მიაყუდა, ორივე ხელი ერთმანეთს თითებით გადააჯაჭვა და თავს უკან გადაიდვა. კარგა ხან იყო ასე. ამდენ ხან ჩაფიქრებული ალისაც არ ახსოვდა ის რა ხანია. უკვე მეთაური ნერვებმა აიყვანა, ვერ გაეგო რატომ ფიქრობდა ამდენს ხოდოვი. არაფრით არ სურდა კიდევ ერთი ბავშვი გაეთავისუფლებია, თუმცა რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა ეს უკანასკნელიც მას  დასჯერდებოდა,  რადგან პირველ ნათქვამ სიტყვაზე ღალატი  მისი  წესი არ იუო. უფრო უარეს დღეში ფატიმა იყო. Lლოდინისაგან სული კისერში ამორჩოდა და შუბლზე ღვარად მომდგარ ოფლს მალიმალ იწმენდდა შიშველი ხელით. როგორც ყოველთვის ინა ინარჩუნებდა სიმშვიდეს. თუმც კარგად გრძნობდა ამ წუთში მისი ბედი რომ წყდებოდა, მაგრამ ბავშვს არაფრის იმედი ჰქონდა და შეგუებული იყო იმას რომ რაც ყველაზე საშინელია აუცილებლად უნდა დატყდომოდა თავს.

ხოდოვმა ერთიც მძიმედ ამოიხვნიშა, ამოჩრჩილი ხაკისფერი პერანგი შარვალში ჩაიტანია და მტკიცედ განაცხადა;

—-ბავშვი არსად წავა!

ფატიმას ტანში გაცრა. ზიზღით განმსჭვალული მზერით ხოდოვს გადახედა, ამ უკანასკნელს ქალისთვის თვალი ვერ გაესწორებია და სადღაც კუთხეში მიჩერებოდა რომელიღაც საგანს.

—- მაშ, მეც აქ ვრჩები, —- თავისთვის ჩაილაპარაკა ქალმა და დარბაზში მყოფ მძევლებს შეერია. თან  ინას  იკრავდა  გულში და თან აცრემლებული ემშვიდობებოდა  შინისკენ  მიმავალ ესმას, რომელიც თვალს ვერ აცილებდა ატირებულ დედას და რომელსაც ვერ გაეგო დედის აქ დარჩენის მიზეზი.

  ხოდოვი კმაყოფილი დარჩა. ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა. მას არც ბავშვის გაშვება უნდოდა და არც ქალისთვის ემეტებოდა თავისუფლება. ფატიმა გარდაცვლილ ცოლს აგონებდა და გვერდით უნდოდა ჰყო-ლოდა ამ საბედისწერო ჟამს. თავისმა გადაწყვეტილებამ ისე აღაფრთოვანა რომ მხიარულ განწყობაზე დააყენა, ხოლო მისი მხიარულება იმით გამოიხატა რომ აქტიურად დარბოდა რიგებს შორის, დაოსებულ მძევლებს კონდახს ურტყამდა  და  აიძულებდა კურდღლობანა ეთამაშათ. მძევლებიც მორჩილად ასრულებდნენ ტერორისტის ბრძანებას. ხელები თავთან მიქონდათ, თითებს ფაჩხავდნენ კურდღლის ყურების მსგავსად და სკუპ—-სკუპით დახტუნავდნენ. ფატიმას არიდებდა მხოლოდ ხოდოვი ველურ თვალს. სურდა ქალს კურდღ-ლობანა არ ეთამაშა და არ დამცირებულიყო,  მაგრამ ქალი კარგად გრძნობდა  ამას  და  მის ჯიბრზე  ყველაზე აქტიურ მონაწილეობას იღებდა <თამაშში>. ფატიმას შეხედვაზე ხოდოვი შესამჩნევად მშვიდდებოდა და თავის ავ ზრახვებს,  რომლებსაც  მძევლების მიმართ იჩენდა მნიშვნელოვნად არბილე-ბდა. სწორედ ამიტომაც აუკრძალა კურდღლობანას თამაში დარბაზს. მან ფატიმას  დამცირება არ  ინდომა. ქალს ვერ გაეგო რატომ ჰქონდა ხოდოვს მი-სადმი ასეთი უცნაური დამოკიდებულება, ხოდოვის გულის მონადირება რით შეძლო, მაგრამ მაინც ტერორისტებში  ყველაზე  მეტად ის ძულდა. ხოდოვი ზარავდა …. ხოდოვი შიშის ზარს  ჰგვრიდა…. განსხვავებით ალისაგან, რომე-ლიც ახლა კუთხეში ჩაცუცქულიყო, ნერვიულად გადაჰქონდა ხელიდან ხელში ავტომატი და რაღაცას ღიღინებდა მზერა გაშტერებული.

—-ალი რას მღერი?—- იკითხა ფატიმამ.

—–არ ვმღერი,——– უპასუხა ალიმ, რომელსაც კვლავ ვერ მოეწყვიტა მზერა იატაკისათვის.

—–აბა ის რა იყო?

——ვტიროდი.

——ტიროდი?! კი მაგრამ რატომ?—- გაოცდა ფატიმა.

——არ მინდა აქაურობის აფეთქება, მაგრამ მაიძულებენ. მეუბნებიან; რუსეთი არასდროს არ წავა დათმობაზეო. ვადა დღეE ნახევარი მეძლევა, მერე უნდა აფეთქდეს შენობა.

—–იქნებ ვერ გაიგე რაც გითხრეს,—— შეშინდა ფატიმა.

—–გავიგე. ყველაფერი კარგად გავიგე, მალე შედეგსაც ნახავ,—- თავის ქნევით თქვა ალიმ და დარბაზი დატოვა.

2 სექტემბრის ღამე ფატიმას ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ღამე იყო. პირველად ათენებდა ესმას გარეშე. მხურვალე ფიქრები ტვინს ურევდა და სულს უტანჯავდა, შვილის ბედი ჯერაც არ იცოდა, ამიტომაც იყო ათასმა მწარე მოგონებამ მისი გონება ისე შეჭმუჭნა რომ თვალი ვერ მოხუჭა და მოდარაჯე ძაღლივით თეთრად გაათენა, თუმც მარტო ესმას ბრალი როდი იყო ეს. მის წუხილს ინაც ზედ ერთვოდა. ფატიმას ხურვება ჰქონდა უწყლობით გამოწვეული ხურვება. ბაგეები დახეთქოდა, ერთ ადგილზე გაჩერება არ შეეძლო, და წრიალი სურდა, მაგრამ თითქოს დაჭედილიყო იატაკზე და არ იძვროდა, რადგან ინას მის  კალთაში ედვა  თავი და  ბავშვის შეწუხება არ უნდოდა. ინას კი კვლავინდებურად  მშვიდად  ეძინა,  ერთი  შეხედვით ასე კი ჩანდა…. მთელი ღამის განმავლობაში  არ განძრეულა ღონემიხდილი. მაღალი ტემპერატურა ჰქონდა  ბავშვს. ძალიან მაღალი, მაგრამ სავალალო ის იყო რომ ყოველ საათს ტემპერატურა თითო თუ არა ნახევარი გრადუსით მაინც იმატებდა. გრძნობდა ამას ფატიმა და გავარვარუბულ შუბლს ხელს არ აცილებდა. ბოლოს რომ შეატყო საქმეს გამოსწორების პირი არ უჩანდა  ხმამაღლა  შეყვირა  და წყალი მოითხოვა, პასუხად ისეთი დარტყმა მიიღო გვერდებში რომ ნეკნები კინაღამ ჩაელეწა. მაინც არ დანებდა ქალი.

—–ბავშვი კვდება, ცუდად არის, წყალი მინდა!—– უფრო ხმამაღლა იყვირა მან.

მტარვალი ახლა ინას ეცა და წიხლები მუცელში ჩააზილა, მაშინ კი გაკ-მიდა ხმა  ფატიმამ,  მაგრამ რაღაც საშველი ხომ უნდა ენახა. იქვე, მინის ქილა ინას შარდით იყო სანახევროდ ავსებული. ფატიმამ კაბა შემოიხია, ნახევი ქილაში შაჰყო დაასველა, მერე გაწურა. ცხელ შარდს ცოტა აცალა გაცივება და  ბავშვს  ტილო  შუბლზე დააფინა. ინა ისე იყო გავარვარებული რომ ყო-ველ ნახევარ საათში ტილოს აშრობდა. ფატიმა კი განაგრძობდა ტილოს და-სველებას და ბავშვის შუბლზე დადებას. ბოლოს ქილაში წვეთი შარდიც არ დარჩა, თუმც ბავშვს შესამჩნევად დაკლებოდა ტემპერატურა.

—წყალი ხომ არ გინდა?—— ჩასძახოდა მძინარეს. თითქოს წყალით სავსე ბოთლი გვერდით ნადებიყო.

ინა წყურვილისაგან იტანჯებოდა, მაგრამ იცოდა წყალი რომ არსად იყო და ხმა ამოუღებლად გადააქნევდა თავს უარის ნიშნად.

ჯერ კიდევ ბნელოდა როცა ფატიმამ ინას ბაგეების ჩუმი მოძრაობა შენიშნა. მძინარე ბავშვი ვიღაცას ელაპარაკებოდა. ფატიმას რომ მოესმინა ყური ლამის ტუჩებზე დაადო.

—- დედა…. დედიკო მიყვარხარ!!! დედიკო გთხოვ მალე მოდი….—- ჩურჩულებდნენ მისი ბაგენი.

—-ვაიმე შვილო….—-თავი ვერ შეიკავა და ატირდა ფატიმა.—- შვილო, შვი-ლო გაიღვიძე,—- ფრთხილად   შეანძრია ბავშვი. Pპირველად უძახდა ამ სიტყვებს ინას და მზად იუო თუ აქედან ცოცხალი გააღწევდნენ, სახლში წაეყვანა და ესმას გვერდით გაეზარდა როგორც საკუთარი შვილი.

ინამ თვალები გაახილა და ღამის სიბნელეში საკუთარი დედის ნაცვლად ფატიმას სახე დააფიქსირა. გულაცრუებულმა და დარცხვენილმა ბავშვმა მაგრად მოხუჭა თვალები.

    —შვილო, შვილო….—- ჩასჩურჩულებდა თვალცრემლიანი Fფატიმა და მხუ-რვალე შუბლ—ლოყას გათენებამდე უკოცნიდა მძინარე ბავშვს.

დილით მზის სხივებმა დარბაზი რომ მოანათა ისე მოსწყურდა რომ ჭკუიდან  ლამის შეიშალა. უსიცოცხლო ჩამქრალი თვალები დარბაზს მოავლო. სადღაც კუთხეში პატარა ჯამბული ჭიქაში შარდავდა. ფატიმამ გამხმარი ენა, დამსკდარ ბაგეებზე გადაატარა და მისმა თვალებმა დაინახა ის, რასაც სხვა დროს არაფრით არ დაიჯერებდა. ჯამბულმა საკუთარი შარდით სავსე ჭიქა პირთან მიიტანა და სულმოუთქმელად გადაჰკრა.

საათები საათებს მისდევდა. ასეთ ყოფაში გაძლება უკვე არავის შეეძლო.

ყველა გრძნობდა რომ კატასტროფა ახლოვდებოდა. ან მძევლები დაერე-ოდნენ ტერორისტებს, ან ტერორისტები ააფეთქებდნენ შენობას.ხალხი გაყვიროდა;

—–წყალი, წყალი!—- მათ არ ეშინოდათ ტყვიის.

ტერორისტები  დარბაზს  ვერ  იმორჩილებდნენ, უკვე ჰაერში გასროლას აზრი არ ჰქონდა. ალის დარბაზში გაჩერება მობეზრდა და სხვა ოთახში გადაინაცვლა. მხოლოდ ხოდოვი ვერ ელეოდა მძევლებს. ძველებურად დარბოდა რიგებს  შორის და გამეტებით ურტყამდა მათ. ერთი წიხლი ისე მაგრად ჩააზილა  ინას რომ საწყალ ბავშვს გვერდი შეუნგრია, მაგრამ სიცხიდან გათანგულს კვნესა არ დასცდენია ბაგედან. მხოლოდ გულუბრყვილო თვალები გააყოლა ჯალათს.

12 საათისათვის ხოდოვმა სკოლის ეზოში რუსეთის საგანგებო  ვითარებათა სამინისტროს ფორმაში ჩაცმული ხალხი შენიშნა და დარბაზი დატოვა რათა ალი ენახა და მათი გამოჩენის მიზეზი გაეგო.

თვალები მოეჭუტა დივანზე წამომჯდარ მეთაურს.

—-რა ხდება? МЧ С ხალხს აქ რა უნდა?—– ფრთხილად იკითხა ხოდოვმა.

—–შეთანხმება მიღწეულია,—- უპასუხა ალიმ და ხოდოვს მიაჩერდა.

—— რა შეთანხმება?—– გველის ნაკბენივით შეკრთა  ხოდოვი.

ალი უცებ წამოხდა და ხოდოვს ყელში წვდა.

—– არ გინდა ხომ მოღალატევ რუსებმა ჩვენი პირობები შეასრულოს?! მითხარი ახლავე მითხარი!!!—- ყვიროდა ის და შეშინებულ ხოდოვს დიდხან აჯანჯალებდა.

—–რუსები დათმობაზე არ წავლენ ისინი მხოლოდ ჩვენ მოტყუებას შეეცდებიან,—- კანკალებდა ხოდოვი.

—–მართალი ხარ ხოდოვ, მართალი,—- უცებ დამშვიდდა ალი და ხოდოვს ხელი შეუშვა.—- არ წავა დათმობაზე, მაგრამ არც ჩვენ მოვტყუვდებით.

—–არ წავლენ დათმობაზე, არ წავლენ,—- ხმას აუწია გულმოცემულმა ხოდოვმა.

—–არ წავლენ და ყველა განადგურდება!—- იყვირა გაცოფებულმა ალიმ.—- მაგრამ ამას მე კი არ გავაკეთებ….

—–აბა ვინ?

—-ვინ და შენ!

—-კი, მაგრამ მე რატომ?—- თითქოს არ სურდა მძევალთა განადგურება და თავს იკატუნებდა ხოდოვი.

—–ამას ხედავ?—- მიუთითა ალიმ ერთ მძევალზე, რომელიც კარებთან ეგდო და სულს ღაფავდა.—- ეს უკვე მკვდარია, მძორია. ასეთებს მე არ ვეკარები. როდის იყო არწივი ყორნობას გასწევდა?!

ხოდოვმა ალის ქარაგმულს ვერაფერი გაუგო. ამის გაბარიტები ნაკლებად ჰქონდა.

—–ბასაევს ხომ არ შემოუთვლია რამე?—- იკითხა სანაცვლოდ

უარყოფის ნიშნად ალიმ მოტიტვლებული თავი სიტყვა უთქმელად გააქნია.

—- ევლოევს?

—– არა, არა ,არა,—- მიაყარა სწრაფად ალიმ.

—– რა შეთანხებას მიაღწიეთ?—- არ ეშვებოდა ხოდოვი ალის.

—– ვერ ხედავ მძოვრები გაჰყავთ, არ მინდა მათმა სუნმა შემაწუხოს. ძლივს მოიცილა აბეზარი მოსაუბრე ალიმ.

——- МЧС კი  არა , უშიშროება იქნება, ჩაიდუდუნა ხოდოვმა ისე რომ ეს სიტყვები ალის ყურს მიწვდენოდა. ალიმ კი გაიგონა რაღაც სიტყვები, მაგრამ  დარბაზისაკენ მიმავალი ხოდოვი არ შეუყოვნებია.

   სპორტ დარბაზში როგორც კი შევიდა ხოდოვი, მაშინვე ფანჯარას მიაშურა და გარეთ იწყო ცქერა. МЧС –ის ხალხს დახოცილები გაყავდათ. ხოდოვი ფართოდ გახელილ, სიბნელით  მოცულ თვალებს მთელ ეზოში აცეცებდა. ხელები  გაეშალა,  ხელის  გულები  სარკმელზე მიედო და ექსტრასენსივით ზემო—-ქვემოთ ამოძრავებდა. მას ხუთივე გრძნობა და ქვეგრძნობები სრული დატვირთვით აემოქმედებინა. პირიც კი დაეღო და საზარლად გამოიყურებოდა ყვითელ ენა გამოგდებული. როგორც ასპიტი კრიტიკულ მომენტში, რომლის ენის სანსალი კიდევ მეტი ინფორმაციის მიღებას ახერხებს.

—- ვიცანი, ვიცანი,—– წამოიყვირა უცებ მან და ფანჯარას მოწყდა.

ალისკენ გარბოდა თავქუდმოგლეჯილი.

დივანზე წამოწოლილი თვლემდა მოთარეშეთა მეთაური.

—– განგაში, განგაში!—- არ მორიდებია ხოდოვს, ისე დაიყვირა მთელი ხმით და ალი ფეხზე წამოაგდო.

—— რა ხდება?—- გაურკვევლად კითხულობდა ახალ გამოღვიძებული ალი და თან ინსტიქტით იარაღისკენ აპარებდა ხელს.

—— განგაში!  ГРУ-ს აგენტი ვიცანი,—– არ ჰქონდა წინადადება დამთავრებული ხოდოვს, რომ სპორტდარბაზიდან ქუხილის მსგავსი ხმა მოისმა.

ორთავემ დარბაზს მიაშურა.

მძევლების ნაწილს გარეთ გაღწევა მოეხერხებიათ.

—- მალე, გარბიან!—– იყვირა ხოდოვმა და ცეცხლი გახსნა.

—– არ გაუშვათ, დახოცეთ!——- ყვირილით მბრძანებლობდა მეთაური.

ტერორისტების ცეცხლს, ჯარისკაცებმა ცეცხლით უპასუხეს. ატყდა ნამდვილი  ომი.  ტყვიის წვიმაში გასვლა ფატიმამ შეუძლებლად მიიჩნია, წამიერად მიიღო გადაწყვეტილება, ინას დასტაცა ხელი და ეზოში გასვლის ნაცვლად მეორე სართულზე  აირბინა.  იცოდა რომ შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა. ყველაზე ძვირფასი, ახალ შეძენილი შვილის სიცოცხლე ებარა. იქ ერთ სასკოლო ოთახში შევიდა. Mმისმა დაუძლურებულმა და აფორიაქებულმა გონებამ დაადგინა, ოთახში მანამ დარჩენილიყო სანამ სროლის ხმა არ შეწყდებოდა.

ფატიმამ უსაფრთხოების ეზრუნველსაყოფად  ყველაფერი იღონა. მერხები ისე მიალაგ—-მოალაგა რომ უცხო თვალს ვერ დაენახა კუთხეში მოკალათებული ორი გულათრთოლებული სულდგმული. ამავე დროს მერხების განლაგება არ არღვევდა სასკოლო პირობებიდან გამომდინარე მოთხოვნებს და მათ შეხედვაზე ვერავინ იფიქრებდა რომ იქ სამალავი იყო.

შუადღის პირველი საათი იქნებოდა. სროლა თანდათან მინელდა. ფატიმა თანდათან რწმუნდებოდა  მისი მოსაზრების  მართებულობაში  და მერხების გროვის ჭურჭუტანიდან თვალს არ აცილებდა ახალ შეღებილ  თეთრ კარებს. წამი—-წამზე ელოდა თუ როდის გაიღებოდა კარები და შემოვიდოდა მათ და-სახსნელად მოვლინებული სამხედროები.

უცებ საშინელი აფეთქების ხმა გაისმა. კედლებმა ზანზარი იწყო. მინებმა ჩამოცვენა. Fფატიმამ ფანჯარასთან მიბობღდა და გარეთ გაიხედა. სპორტ დარბაზს თავზე ბოლი და  მტვრის ბუღი ადგა.

დარბაზი ააფეთქეს, ალბათ ამასაც ააფეთქებენ>. —–გაიფიქრა მან, ინა მკერდზე მიიკრა და სწრაფად დატოვა საიმედოდ მოწყობილი საფარი.

ჩქარა მიაბიჯებდა ფეხს.

დერეფანი სიბნელით იყო მოცული.

რამდენიმე ნაბიჯი და მარჯვნივ მოუხვევდა.

უკვე მირბოდა კიდეც. ბნელი აზრები უწყვეტად აწყდებოდა მის გონებას და თითქოს ჩქარი სვლით სურდა მათი უკან ჩამოტოვება.

მოუხვია კიდეც და უცებ  ვიღაც  ავტომატიანი მყისიერად გადაუდგა წინ. ქალს  შეკივლება  უნდოდა,  მაგრამ ენა ჩაუვარდა, სიტყვა ვერ დაძრა. ვერც ფეხი დაიმორჩილა, ან თუნდაც დაემორჩილებინა სად გაიქცეოდა?! ბანდის მეთაური იდგა მის წინ და გაურკვევლად ჩასჩერებოდა თვალებში.

—–ალი გახედე რა კარგი დღეა,—- სიცხიდან გათანგული როშავდა ინა.

—–ეს ის ბავშვია, თავისუფლებაზე რომ თქვი უარი?

ფატიმამ უხმო დასტური მისცა.

ალის მეტი არაფერი უკითხია, ზურგზე გადაიდვა ავტომატი და გზა განაგრძო.  კოჭლობით მიდიოდა, კოჭში იყო დაჭრილი და სისხლს ტყავის ჩექმიდანაც მოესწრო გაჟონვა. აუტანელი ტკივილი აწუხებდა და ამის გამო სახეც საშინლად ემანჭებოდა.  სწორედ  ამიტომ  იყო რომ დიდხან ვერ შეძლო ასე სვლა, ავტომატი ჩამოიღო და ყავარჯნის მოვალეობა მას დააკისრა.

ალის უხმოდ გაცლა ავად ენიშნა ფატიმას. Kკარგა ხან იყო გაქვავებული, მაგრამ  როცა  უკან  მოუხედავად მიმავალ ბანდის მეთაურს ერთხან თვალი ატანა, მერე მანაც აკრიბა სიჩქარე.

დერეფნის ბოლოს სინათლე ჩანდა. სინათლე მზისა, სიცოცხლისა, გადარჩენისა.

 ფატიმა სინათლისაკენ გარბოდა, ცოტაც და კიბეები გამოჩნდებოდა.

სხივთა არილში ადამიანის ხატება შენიშნა.

 შეცბა.

ვინ უნდა ყოფილიყო???

<ჩვენები თუ ისინი, ჩვენები თუ >….—– ფიქრობდა ის და ნაბიჯს უნელებდა.  უკვე სროლის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ ერთეული გასროლები აქა—-იქ, რაც ქალს გადარჩენის იმედს უღვივებდა.

Fფატიმას  უცებ თვალთ დაუბნელდა, კედელს მიეყრდნო რომ არ წაქცეუ-ლიყო და ბავშვი გავარდნოდა ხელიდან. მისმა თვალემა რაღაც საშინელებას შეხედა.  მისმა თვალებმა რაღაც საშინელება დააფიქსირა. გონი არ დაუკარგავს, მხოლოდ თვალთ სინათლე წართმეოდა. უნდოდა დარწმუნებულიყო მართლა ურჩხული იდგა მის წინ თუ მოეჩვენა, ამიტომაც ახამხამებდა ძლიერ თვალებს, მაგრამ სრული სიბნელის გარდა ვერაფერს ხედავდა.

—–ეს ის არის?—- მოესმა ახლოდან შემზარავი ხმა.

ხმა იცნო ქალმა. <ნუთუ მართლა ის არის>.—- გაიფიქრა მეხდაცემულმა.

ნელ—-ნელა მხედველობაც მოუვიდა და მისმა თვალებმა ოთხი მტკავლის მოშორებით დააფიქსირა სახე დასისხლული, თვალებბრიალა, ტუჩმოკუმული კაცისა.

უკანასკნელი მსჯავრის გამოტანა ალის ხოდოვისათვის გადაელოცა.

ხოდოვი კი როგორც მგელი კრავს ისე მტაცებლურად ადგა თავზე. მის მზერაში არავითარი ნაპერწკალი სიბრალულისა არ იგრძნობოდა.

—-ეს ის არის?—- გაიმეორა ყრუდ მან და სისხლში მოსვრილი ხელები ბავშვისაკენ გაიშვირა.

—- ჰო, ის არის, ის არის,—– ჩაილაპარაკა ფატიმამ და ბავშვი ანგარიშმიუცემლად გაუწოდა.

ხოდოვმა ზიზღით წაავლო ინას ხელი და გვერდით მოისროლა.

ფატიმამ შეკივლების მეტი ვერაფერი შეძლო. ხოდოვს უკვე ავტომატის დამიზნება და სროლაც მოესწრო.

ინა ცოცხალი აღარ იყო.

ფატიმას კალთაში პაწია ანგელოზი ესვენა.  ბავშვს  ბაფთა ჩამოშლოდა და თეთრი ლენტები უძრავად ეყარა ჯერ კიდევ მხურვალე მკერდზე. თითქოს სძინავდა ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა მის განაწამებ  სახეს. თავი დედობილის მკლავზე ედო. ცალი ხელი ქვემოთ იატაკზე დავარდნოდა, მეორე ფატიმას ყელზე შემოეხვია.  ბაგეები მკაცრად მოეკუმა, თითქოს  დაერცხვინა და მისი უკანასკნელი ამოძახილის უკან დაბრუნებას ცდილობდა.  დედა იყო ის უკანასკნელი სიტყვა. დახუჭული თვალები აწყალიანებოდა საბრალო გოგოს.

ცრემლ გამშრალი ქალი პატარა თითებს უკოცნიდა, პატარა პაჭუა ცხვირს, პატარა მოკუმულ ბაგეებს, პატარა….

ხოდოვი კი უზომოდ ნასიამოვნები იმით რომ უმანკო ბავშვის სისხლით ამთავრებდა ნაძრახ სიცოცხლეს  ბედნიერი ჩანდა, მაგრამ ერთი საფიქრალი კიდევ  ჰქონდა.  რჩებოდა ერთი და უკანასკნელი შანსი, შანსი იმისა მოესპო კიდევ ერთი სიცოცხლე. Mმისი წამიერი ჩაფიქრება ამან განაპირობა, რომელი უფრო სასტიკი სასჯელი იყო ქალისათვის სიცოცხლე თუ სიკვდილი? საბოლოოდ ამ უკანასკნელმა გადაწონა სიკვდილის მთესავი, თუმც კი მოტყუვდა. ფატიმას სიცოცხლე არ სურდა.

ხოდოვმა მუჯლუგუნი წაჰკრა ქალს და ყურადღება ბავშვიდან მასზე გადაატანია. შეშლილი იყო ხოდოვი, შეშლილობის უმაღლეს საფეხურზე მდგომი. არც ცოლი გახსენებია, არც სიყვარული. სისხლი ედგა თვალწინ და ისტერიულად ხმამაღლა ხარხარებდა ავძრახვა შეპყრობილი. ისეთი საშინელი ხმები ამოდიოდა პირიდან რომ ნებისმიერ სულდგმულს შიშის ზარს დასცემ-და.

ფატიმა აუღელვებლად შესცქეროდა მტარვალს. როცა ხოდოვმა იარაღის ლულა გულისკენ მიუშვირა, გაბრძოლება არ უცდია. მხოლოდ ავტომატისაკენ გადაიტანა მზერა და მის წინ წამიერად გაირბინა ესმას, ქმრის, ინას სახეებმა. ყურთ კი გუგუნით ჩაესმოდა აზამატის ხმა; <ჩემ ერთადერთ…. ობოლ გოგონას გაბარებ ფატიმა…. და აბა შენ იცი…. შემპირდი რომ როგორმე ცოცხალს გაიყვან აქედან.

უკანასკნელად ლულიდან გამოვარდნილმა ცეცხლმა მიიპყრო მისი მზერა. შემდეგ ნელა დახუჭა მაყვალივით შავი თვალები და ასე ნელ—-ნელა დაესვენა მისი სათაყვანო სკოლის იატაკზე.

                                               დოჭვირი ირაკლი


Responses

  1. […] Irakli […]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: