Posted by: burusi | 05/08/2017

შარლ ბოდლერი “ჰიმნი მშვენიერებას”

შარლ ბოდლერი - Charles Baudelaire

შარლ ბოდლერი – Charles Baudelaire

შარლ ბოდლერი “ჰიმნი მშვენიერებას”

ნეტავ საიდან იბადები, მშვენიერებავ!
ლურჯი ზეცა გაქვს სათავედ თუ შავი ქვესკნელი?
შენი მზერიდან თითქოს გულში ღვინო გვეღვრება,
ღვინო, სიკეთის და სიავის ერთად მთესველი.

ალიონია შენს თვალებში, თანაც-დაისი,
აფრქვევ სურნელებს, ვით საღამო უცხოდ მშფოთვარი,
ყრმა განადიდე, ტიტანი კი მუხლზე დაისვი,
ოდეს იგემეს ბაგე შენი, ხიბლის მთოვარი.

უფსკრულით მოხვალ თუ ვარსკვლავთა მხრიდან ეშვები –
ფინიასავით გდევს იღბალი, ქალურო კალთავ,
უბედურებას და სიხარულს აბნევ პეშვებით,
პასუხს არ აგებ არაფერზე, ყოველს კი მართავ.

მკვდარ სხეულებზე დააბიჯებ, ღიმმორეული,
შიშიც ხიბლია, თუ დაჰკიდებ შენს სამკაულებს,
და თვით მკვლელობა, სამშვენისი შენი რჩეული,
მაგ ზვიად ფაშვზე სატრფიალო როკვა ასრულებს.

შენსკენ, სანთელო, ბრმა ფარვანა მოექანება,
იხრუკება და ამბობს:”ვლოცოთ ეს ჩირაღდანი!”
ჰგავს იმ მომაკვდავს, თავის საფლავს რომ ეტმასნება,
სატრფოს გარშემო მოფარფატე მიჯნურის ტანი.

ან რა აზრი აქვს-ცით მოდიხარ თუ ჯოჯოხეთით,
მშვენიერებავ, საზარელო, ჩვილო ურჩხულო!
თუკი მაგ სახის, მაგ ღიმილის, მაგ ტერფთა ხედვით
ვხედავ უსაზღვროს, რას ვერ ვხსნი და რითიც ვსულდგმულობ!

ჰო, რა აზრი აქვს, ო ფერიავ ხავერდისთვალა,
სერაფიმი გშობს, სირინოზი, ღმერთი თუ ეშმა,
თუ გქმნის, სურნელო, რიტმო, ელვავ, ჩემს დედოფალად
და მწედ-ვითმინო წუთისოფლის უღელქვეშ შებმა!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: