Posted by: burusi | 05/08/2017

შარლ ბოდლერი “აივანი”

შარლ ბოდლერი - Charles Baudelaire

შარლ ბოდლერი – Charles Baudelaire

შარლ ბოდლერი “აივანი”

(ფრანგულიდან თარგმნა მარინა გოგოლაშვილმა)

ხსოვნის დედაო! ქალბატონო უპირველესო!

შენა ხარ ჩემი სიხარულიც, რიდიც, ქველობაც!

შენ გამიცოცხლე ცხელ კოცნათა მშვენიერება,

კერიის სიტკბო, საღამოთა მომხიბვლელობა.

ხსოვნის დედაო! ქალბატონო უპირველესო!

 

აჩირაღდნებდა საღამოებს ნაკვერჩხლის ალი,

როგორ თბებოდა შენი გრძნობა, გულისხმიერი.

და აივანს კი, გადაფიფქულს ვარდთა ვუალით,

უკვდავებაზე საუბრისას რაღაც ციური ჰქონდა იერი.

აჩირაღდნებდა საღამოებს ნაკვერჩხლის ალი.

 

რა კარგი იყო მზე იმ თბილი შეღამებისა და

რა ღრმა იყო ის მანძილი, ლტოლვა-ძლიერი.

ო, დედოფალო, შენკენ დახრა რაკი მეღირსა,

მაგ ცხელი სისხლის სურნელებით, მახსოვს, დავთვერი.

რა კარგი იყო მზე იმ თბილი შეღამებისა.

 

როგორც ტიხარი – იდგა ღამე შესქელებული,

შენს თვალთა გუგებს ბნელში თითქოს მზერით ვეხები.

ტკბილო სამსალავ! შენი სუნთქვა შევსვი ვნებული,

უმანკოდ თვლემდნენ ჩემს ხელებზე შენი ფეხები,

როგორც ტიხარი – იდგა ღამე შესქელებული.

 

მაგიურ ლოცვით დავიბრუნებ წუთებს ბედნიერს,

წარსული მუხლზე დაგიჯდება გადარეული და

განა სადმე მოვძებნი კი მარადმშვენიერს

სხვაგან? აქ არის შენი გული,შენი სხეული!

მაგიურ ლოცვით დავიბრუნებ წუთებს ბედნიერს.

 

სურნელი. ფიცი უსასრულო. ალერსი მწველი –

კვლავ განახლდება, როგორც ლოტი უფსკრულის პირზე,

ვით ცისკენ მსრბოლი, პირველქმნილი და განბანილი

მზე იბადება ზღვის კამკამა და სუფთა ძირზე.

სურნელი. ფიცი უსასრულო, ალერსი მწველი!

 


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: