Posted by: burusi | 28/07/2017

გოგი ნარეკლიშვილი “პოეზია”

Le poete. Summer 1912. Pablo Picasso

Le poete. Summer 1912. Pablo Picasso

გოგი ნარეკლიშვილი “პოეზია”

 

მას აღარ სურდა ისევ სიკვდილი

და ჩაეჭიდა მტრედის საჩუქარს

მას შემდეგ სხვაგან წასულიც ტირის

რომ არ ისწავლა მაშინვე ცურვა

 

და ნაგვიანვეს ელის ყოველთვის

და მოლოდინის ცრემლებს ინახავს

ასე მაინც აქ კაცის ბედი

ვერ მოუძებნის თავზარს ხილაბანდს

 

და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება

რომ კვლავ დაკოდოს ყველა პირუტყვი

როგორც ზნეობა და ქადაგება

წყვეტა ფესვების და სიჯიუტე

***

იგი ჩაეშვა მტვერში

მკაცრი ნაბიჯი ქნარის

და ასე შემრჩა ხელში

უარყოფილი მხარე

 

სადაც არ იყო არა

ცოცხალი სულის მაცნე

სად დაეჭვების ქნარი

წაჰკიდებია ცაცხვებს

 

მაგრამ რად გნდა თმენა

თუკი ქაოსი მოგკლავს

ბავშვს დაავიწყდა წყენა

და უწინარად ოხრავს

***

ერთხელ დახოცეს მისი შვილები

ის კი დახოცავს თავის ასულებს

აღარ ყავს დედას თავის გმირები

და ფხაც გადასცდა კიდევ სასულეს

 

და მრისხანება აბობოქრების

ჩაეშვა კლდეში და მიიძინა

თუმცა მოვიდა ერთხელ ნოქარი

და ქალს უყიდა უეცრად ბინა

 

მას შემდეგ ასე სახლში ტირის და

მთელს დედამიწას მორწყავს ნიობე

მალე მოსკდება ღვარი ბილიკთან

“ლოგოსი მკაცრი” – გალაკტიონის

***

ხისგან იზრდება თითქოს კუბიკი

და თევზი მისგან აკეთებს ბადეს

სასახლის ძვირფას ბარათებს ვიღებ

და ვწევ უმლავე დაჭმუჭნულ ფარდებს

 

იზრდება სიცხის ამშლელი მტვერი

თვალები ისევ მალულად იბრძვის

და გაბზარული ეს თეთრი ჭერი

და ისევ მთვარე გათხრილი მიწის

 

იწვის და ისევ დემონი დამდევს

ღამე საათსაც უკუღმა ვქურდავ

და მე მართალი მწიდან ცამდე

და ცის ზევითაც მივიწევ მუდამ

***

თვალიდან ჩიტი როგორც სინათლე

ქვათა სინათლის იეროგლიფი

ისევ გათენდა ახლა კვირა დღე

და პარასკევის წამება მიდის

 

მან მისცა ცეცხლსაც მიწა და სული

მე კი ყოველი არსის მგმობელი

მივიწევ წინ და თანაც გარს ვუვლი

და ამით ვხდები დაუნდობელი

***

შენ ისევ ისე განიცდი ყოველს

და უდაბნოში დაეხეტები

ოდესმე მოვა, ოდესმე მოვა

სამშობლო ანდა მსხვილი კეტები

 

შენი ისევ ისე დაეხეტები

ოდისევსს ისევ გიყვარს ატიკა

და გჯერა შენ რომ ცამდე მიგიყვანს

ნოეს მარტივი მათემატიკა

***

ის ერთი იყო ამ ქვეყნად მხოლოდ

ააბიბინა ვინაც ეს ყანა

და ერთადერთი ჭაბუკი გახდა

ვინც მუხის ტოტი არ შეაქანა

 

ის ერთადერთი ჭაბუკი გახლდათ

ჩაუჩურჩულა ყურში სიმართლე

ის მეგობრობდა წვიმასთან, ქართან

თვალებში ქონდა დიდი სინათლე

 

არ გაურბოდა თავის სატანას

ის შრალებდა მთის ნიავქარად

მან შეძლო ყველა გველის ატანა

და მუხის ტოტი არ შეაქანა

***

სისხლიანი სამრეკლოდან მოჩანს ლანდი წყეული

მომაგონდი რომ მოსთქვამდი ძმის კუბოსთან ძვირფასო

სისხლიანი სტრიქონებით დაიხუნძლა რვეული

იცრემლება დაკრძალვაზე დაქანცული მაშო

ცისფერ ტილოს ზედ ადნება ანარეკლი პოეტის

სასაფლაოს ქვაზე მოჩანს თვალი ზეცის მზირალი

შენ მოგიძღვენ ჩემო კარგო სისხლიანი სონეტი

შენს ფეხებქვეშ გაითელა ყველა უშნო ტირანი

მოდი ერთად დავამღეროთ ჩვენი დარდი ლექსებად

სილამაზე შმაგი სიტყვით ნაზ განსაცდელს ვუსაგოთ

ახლა ჩემი წყლულს შენი ცრემლი ისე ძლიერ შია

გული ძგერდა დაფლეთილი ნაწვიმარზე უსაკნოდ

აყვადება მთის მწვერვალზე განაბული ღვია

ძმის კუბოსთან სიამაყით იცრემლება ზოზია

სასაფლაოს მეპატრონე ანგელოზი გუშაგი

***

იმდენად დიდი არის გოდოლი

რომ თუ დაინგრა ჩაიტანს ღმერთსაც

და დაეცემა ეზოს ფოთოლი

მრავლსაც ეტყვის და ეტყვის ერთსაც

 

რომ ეს გოდოლი არის ადამი

რომელიც მუდამ ცდილობს აღზევდეს

მაგრამ თუ იგი საზღვარს გადავა

იკაროსივით ზღვისაკენ წევდნენ

 

მაგრამ რადგანაც ურცხვად ბაბილონს

უნდა წაართვან დიდი შენობა

მაშინ აზერები ისე არიონ

რომ მას დაარქვან უსაშველობა

უყურებ ზეცას გამჭოლი მზერით
გენგრევა თავზე ჭერი და კერა
თითქოს თოკს ითხოვს შენივე ყელი
რომელსაც ასე უსისხლოდ ცხელა

შემდეგ შენ შეკრავ ყველა სისუსტეს
დროებით კეტავ ამ ყუთის კარებს
კვალ გაიღვიძებს მერცხლების ბუდე
და აღარ ელი შენ კუდიანებს

თუმცა რა ერთხელ პანდორამ სცოდა
ვერ სცვლის ვერავინ, რა უთხრა სურვილს?!
ინატრე, დიდი იმედი გქონდეს
და თვითმკვლელობის დაგეცა სუნი

დღე მიდიოდა როგორც ღრუბელი
დრო კი ითვლიდა ჩემთვის ასამდე
ქარი კი თითქოს აღარ უბერავს
საფლავის ქვა კი იდო ქვასავით

დრო გადიოდა, დიოდა ხევი
ხევი დიოდა სულის ძნასავით
და ამირანთან მებრძოლი დევი
ამ სულს გაუხდა დიდი ძმასავით

და ამირანი მასში კვდებოდა
თუმც მაინც იყო მიჯაჭვებული
არას დიდებით არ ნებდებოდა
სისხლი და ცრემლი იყო რვეული

დრო იძახოდა გასწი ამ გუთანს
ლირას უკრავდა კვლავ ოჩოპინტრე
ზეცამ არა ქნა. ერთხელ არ უთხრა
რომ ისევ ისე განაგრძოს კიდე

დრო გადიოდა ის კი ელოდა
დღეს დღეს მისდევდა წვიმით
და უცნაური ღრუბლის ჩეროდან
იყურებოდა თვალები ცივი

და მოელვარე ვით კელაპტარი
რომელთან ლოცვა არვის უნდოდა
ეცრემლებოდა ორივე თვალი
და ამ თვალებშიც ცრემლი ბუდობდა

დრო გადიოდა და ჩემი ჩრდილი
ითვლიდა ისევ ისე ასამდე
მას აღარ სურდა ნუთუ ჩივილი?!..
საფლავის ქვა კი იდო ქვასავით

არ აქვს გრძნობას ფრთები
მხოლოლდ ნათების ექო
შენ ისევ დაენთები
თავს ქვა არ დაატეხო

უცნობი გზებით ვლიდა
ყველა ჩვენგანი ოდეს
და აფროდიტა წყლიდან
არ უნდა იშობოდეს?!

განვლილი გზებით მაცდურ
და უშიშრობით ნავალ
გეტყოდი, მაგრამ არც მსურს
მაინც გაიგო რა ვარ

იყოას ასეთი განცდა
იკრიბებოდნენ მთები
ყოველგვარ საზღვარს გასცდა
ფიქრებთან ნათენები

ღამე მორკინულ სახლის
გადააბიჯებს ექოს
ვერავინ გეტყვის აკვნის
გეყო, პოეტო, გეყო..

დღეს ყველაფერი გამიხდა უცხო
ლექსის დაწერაც არ ვიცი უკვე
ღმერთმა მაღირსოს, არ დამავიწყოს
რაც მე მადგავდა ამ წლობით უღელს

მე ბედნიერი არა ვარ ახლა
დავცლი ფიალას როგორც სოკრატემ
არ ეტყობოდა ამ გუშაგს დაღლა
არც წყალს ეტყობა დაღლა კოკამდე

მერე კი უცებ იმღვრევა წყალი
ან შრება მზისგან როგორც მდინარე
დარჩება მხოლოდ ცრემლების ღვარი
ან გულში სევდის ხარბი სიავე

როგორც სოკრატემ დალია შხამი
შენ აღარ გინდა ზედმეტი მოთქმა
დალიე მიდი,რაც არის არის?!..
იქნება უკვე რაც გსურდა მოხდა?!

დღეს ყველაფერი გამიხდა უცხო
ლექსის წერააც გაჭირდა უკვე
ღმერთმა მაღირსოს არ დამვიწყოს
რაც ბავშობიდან მადგავდა უღელს!..

ზათქით და ვიშით მიჰქროდნენ ზარები
მიჰქროდნენ ზარები ზათქით და ვიშით
ისე მთვარესავით აცეკვდნენ ჭალები
სახე გაგებადრათ, ამისთვის იშვით!
ნათელი თვალებით, მიჰქორდნენ ზარები
მიჰქროდნენ ზარები, უკუნეთს აწყდება
ორპირ ქარს უმანკო ზეფირში ავლებენ
საღამოს ბინდბუნდში ძაღლების ყეფა
სამყაროს გასცდება,ვით აღსასრული
მშვენიერების და შიშის წრწოლვის
და დადიოდნენ ბაღებში ქალები
ათასის რჯულის
ათასის ცოლნი
ვით ბინდბუნდიდან გაჭრილი მთვარე
მიუყვებოდნენ უსაზღვრო შარებს
ზათქით და ვიშით
შემფრთხალი შიშით
ეძახდნენ სულებს
ეძებდნენ კავშირს
და მოისმოდა რეკვა ზარების
მთვარის ლანდიდან შეანკადრები
უსაზღვრო ქარში

იფრქვოდა ვარდები
ზარები გრიგალში
ციკრის გველების ძვირფასი პირმშო
არის ნათების შმაგი ღრიალი
და ვინც ამ რეკვას წყვდიადში შიშობს
ინანებს მართლაც, ძლიერ ინანებს
გაიგოთ ვინძლო!..

ნაგვემი სულით მიდიოდა ის უცხოეთში
ნუკრის თვალების დანანება მას არ ეღირსა
ტიროდა იგი ნაკადუად მქუხარე ეტლში
და იძახოდა ჩემო სამშობლო ღამენებისა

მასში სინათლედ კიაფობდა მწიფე ალმასი
ტიროდა მუდამ, თუმცა ქონდა მაინც იმედი
მათრახს უფრხოდა ათრთოლებულს ცხნეის გავაზე
და ეს ფიქრები მართლაც სისხლს ლევდნენ

მიჰავდა შმაგ ბედს, მაგრამ საით ერთი ნეტავი
გულით უნდოდა ჩაკოცნება თეთრი თვალების
დარჩა მუდმივად მარტოსულიად გაუბედავი
ზედ დაჰაროდნენ კვიპაროსნი, ბობოქარები

და ასე ნაზად მიდიოდა ფიქრში ჩაფლული
ჩიტი კი ისევ კვიპაროსზე ნაზად გალობდა
აგონდებოდა ქრისტე მასაც ჯვარზედ გაკრული
და ჩვენს სულებში გაიღვიძა ჩაილდ ჰაროლდათ..

ის უჩვეულოდ მოვიდა ჩემში
ცეცხლი შემინთო რაღაც ძლიერი
და უთქვამთ ღმართებს საოცრად ბევრჯერ
იფრთხილე ევა არის ცბიერი

თუმცაღა ალბათ ევას გარეშე
ეყოლებოდა ადამს აბელი?!..
ის მოდის მალვით, ის აჩენს ეშვებს
მას სხვანაირი სულიც შთაბერეთ

და როგორც იტყვის პოეტის ჰანგი
მძიმეა ტვირთი დედოფლის მარად
ის მეფის თავზე დიდ კოშკებს აგებს
მეფეს კი ცრემლი ჩამოსდის ღვარად

შემოდგომა ღელავს
ოხვრით ვიწყებ ტირილს
მიმატოვა ყველამ
გჯეროდეთ სიკვდილის

მტანჯავს ზამთრის სუსხი
მომენატრა სიცილი
სული სხეულს უხსნის
გჯეროდეს სიკვდილის

დრომ გადაწვა
ჩემი გული
აღარ მოსჩანს
დასასრული

ნეტავ გრძნობა
გულს რას მისცემს
მე ვარ ობლად
და ეს ვიგრძენ

დემონები დაგიდიან
სულში მატლი იარება
აღარ გინდა, აღარ გინდა
ჩემო კარგო ზიარება

დემონები დაგიდიან
რაღად გინდა კიდევ ცოდვა
გაიხსენე რა გიქნია
რანი გაწევს გულზე ლოდად

არაფერი, არაფერი
ქვეყანაა, შენი ბრალი
ჩაძირული ანაბელი
მორკინული მთა და ბარი

დემონები დაგიდიან
სულში მატლი იარება
აღარ გინდა, აღარ გინდა
ჩემო კარგო ზიარება

ყველამ წაიღოს თავისი
მგელმა ნახტომი ირმისა
მკვდრებს ზეცაში რომ აისვრის
გრგალი ზეპელინისა

ყველამ წაიღოს თავისი
შხამი ძვირფასი ღვინისა
როცა მოხვდება მაისის
გრიგალი ზეპელინისა

ყველამ წაიღოს თავისი
მოგონებების წვიმისა
თავდავიწყების ხმა ისმის
გრიგალი ზეპელინისა

ჩაღვრილ დარდების დირიჟაბლს
დრო უდრრობის გმირისა
გადაფაფრული დროჟამსა
გრიგალი ზეპელინისა

თოვლი იდო
და ტიროდნენ გმირები
თოვლი სწვავდა
ჩანდა შენაპირები

ცაზე სისხლად დაიღვარა
ბაირონი და შელი
აღარ ააქვს, აღარ ააქვს
ამ ქვეყეანას საშველი

საღამოს კაბით გრძელით და სადით
სისხლის გუბეში აშმორდა გვამი
შორს მელანდება მთელი სიცხადით
მკერდში ჩამპალი ბრმა ყელსაბამი

თოვლის ნამქერში დამწვარი ფარჩით
სასომიხდილი დნებოდა სილა
ვნანობ მე სიკვდილს რატომ გადავრჩი
ქარმა იღმუვლა და დაიწივლა

ვიგრძენი გრძნობის ჩუმი დახუთვა
ტიტველ ნატერფლებს მისერს ლურსმანი
გვამის სურნელმა ვნება აკურთხა
ვნება ტიტველი და მიუვალი

მუდამ დავდივარ მძიმე იარით
ვერ დავეღწიე ცრემლსა და ბურანს
შვებას მანიჭებს გზად ხეტიალი
მაგრამ მუდმივად ვარ მარტოსულად..

გამომშრალ ჩემს სისხლს ყორანი დალევს
ისტერიული სიცილი მოსდევს
იქნებ მეშველოს და ამ წლის დამლევს
დიდი ტანჯვით და ვაებით მოვკვდე…..

გულს მიწყალებენ ჩემიანები
რა სულ სიკვდილზე წერ და ფიქრობო
და არ იციან ჩუმი ზმანებით
გულში მათაც სურთ გამომიგლოვონ…..

თუ ასე მოხდა და მართლაც მოვკვდი
ეს ჩემი სული ვით ვერ დაწყნარდა
დამივიწყებენ მე როგორც ცოდვილს
როგორც მიგდებულს ქუჩის მარაზმთან

დარჩება ჩემი წმინდა სახელი
არ ეღირსება მას აქ ალაგმვა
იქნებ წაიღოს ჩემი ნახველი
ეშმაკის გულმა ანდა არაგვმა

ციცაბო იყო კლდის პირას ვნება
მე ვერც სიკვდილი ვერასდროს წამხრის
სისხლს ითხოვს მღვდელი და ერიდება
მღვდელი და ბიჭი ელიან ნახირს

განკურნებული რომ დააგუბონ
ცრემლის ღვარები ანაფორაზე
ლურსმანაყრილი დააგდეს კუბო
მდინარის პირას გახრწნილ ბორანზე…

ქარი დაღმუის და უალერსებს
თავზე ევლება სასოგაწყვეტილს
ქარი მოელის სულ უარესებს
და უალერსებს მაინც წარმწყმენდილს

გული გაშრა და დამიძაბუნდა
თითქოს შიგნიდან მღრნიდეს წყეული
ჩემი დემონი წყევლით გალურჯდა
ქრისტეს გაურბის შეშინებული

გულმკერდზე ჯვარი ორად დამესო
დაუშრეტელი მესმის კაკუნი
ტბორი ჯოჯოხეთს სისხლით გაევსო
და ქრისტე იყო ჯვარზედ გაკრული…….

მე ავცახცახდი შესისხლხორცებით
როყიო იყო სიკვდილს შიში
მივდევ თოლიას ნაზი ოცნებით
ის კი მე მისვლას ქაჯივით მიშლის

დაჭრილ ცხოველებს შავბნელ საყდარზე
დაღვრილი სისხლი გაუგლესიათ
ნეტავ იქნება დამთავრდებოდეს
ჩემი სიცოცხლე და ეკლესია……

დავეცი ასე მიწის სველ ბალახს
ღამეზე ფიქრში იყო ლანდება
სიზმარში ვნახე მესვრიან ტალახს
ქრისტესთან ერთად ვარ და ღამდება……

 

 

 

 

 

 


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: