Posted by: burusi | 14/05/2017

მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები საქართველოს ძველი და თანამედროვე კონსტიტუციების შედარებითი ანალიზის ჭრილში

hires

მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები საქართველოს ძველი და თანამედროვე კონსტიტუციების შედარებითი ანალიზის ჭრილში

გიორგი გოგუა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი

საქართველოში, კონსტიტუციონალიზმის თითქმის საუკუნოვან წარმომავლობას, ისტორიული თვალსაზრისით არა ერთი გარდამტეხი მოვლენა დაედო საფუძვლად. 1918 წლის 26 მაისს, რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად თავდახსნილმა საქართველომ, თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მისი სუვერენული უფლებების განხორციელებას. სამწუხაროდ, პარალელურად მზარდმა ანექსიის საფრთხეებმაც ბევრი აღარ დაახანა და უკვე, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში საბჭოთა რუსეთის წითელი დროშა აფრიალდა. სამ წლიან დამოუკდებლობას, რომელიც თაობების ხანგრძლივი ბძოლის და სისხლის ფასად იქნა მიღწეული, ამჯერად უკვე სამოცდაათწლიანი ‘’წითელი ტერორის’’ ძალით გამოეცალა საყრდენი.

   თუმცა ამ დრამატული მოვლენების ფონზე, ერთი ღისრშესანისნშნავი მოვლენა,  მაინც ჩაიწერა  ერის ისტორიულ მეხსიერებაში. ეს გახლდათ  გასაბჭოებამდე ოთხი დღით ადრე, 1921 წლის 21 თებერვალს, დამფუძნებელი კრების მიერ ერთხმად დამტკიცებული – საქართველოს კონსტიტუცია. იმის მიუხედავდ, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით იმდროინდელ უზენაეს კანონს განხორციელება არ ეწერა, იგი საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი პირველი დემოკრატიული ტიპის კონსტიტუციადაა მიჩნეული, რომელშიც სხვა ზოგად ნორმებთან  ერთად, ვრცლად გაიწერა მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები.

 პირველი კონსტიტუციის მიღებას, წინ უსწრებდა დამფუძნებელი კრების წევრთა მიერ გამოქვეყნებული წერილები, რომლებშიც განიხილებოდა: სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიულ -სამართლებრივი და ულფებრივი პრინციპების ღრმად ანალიტიკური ხედვა. ქართველი ‘’დამფუძნებელი მამები’’ თავიან მსჯელობებში ეყრდნობეოდნენ; ერთა თვითგამორკვევის პირინციპს, ახდენდნენ ისტორიული გამოცდილების ანალიზსა და სამომავლო მოლოდინებზე დაყრდნობით – საზოგადოებას სთავაზობდნენ სახელმწიფოებრივი განვითარების დასაბუთებულ კონცეპტებს. აღნიშნულ წერილთა შორისაა პავლე საყვარელიძის  გამოკვლევები სხვადასხვა რესპუბლიკების (ა.შ.შ, საფრანგეთი, შვეიცარია) პოლიტიკური წესწყობილების შესახებ, სადაც ავტორი დეტალურად განიხილავს თითოეული მოდელისთვის დამახასიათებელ, სოციალურ და კულტურულ  ატმოსფეროს. ზემოაღნიშნული სახელმწიფოების  ისტორიული და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით, პავლე საყვარელიძე მსჯელობისას  შენიშნავს, რომ თითოეულ ამ სახელმწიფოში უზენაესი კანონი, იმ  ღირებულებებსა და ხედვასთანაა მისადაგებული, რომელიც მათ ისტორიული განვითარების პროცესში  ჩამოუყალიბდათ. პავლე  საყვარელიძესთან ერთად, დამფუძნებელი კრების სხვა  თვალსაჩინო წარმომადგენლები; პეტრე სურგულაძე, რაჟდენ არსენიძე, კონსტანტინე მიქელაძე, გიორგი გვაზავა, ვასილ წერეთელი, სამსონ დადნიანი და  ალექსანდრე მდივანი, ახალი სახელმწიფოებრივი რალობის გათვალისწინებით, თავიანთ ვრცელ წერილებში საუბრობდნენ იმ სამომავლოდ განსახორციელებელი  რეფორმების  მრავალწახნაგოვან მიმართულებებზე, სადაც მოიაზრებოდა; მთავრობისა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ქვეყანაში არსებული ეროვნული უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა და ამ მიმართულებით  გასატარებლი   ღონისძიებები. მსჯელობები  ასევე შეეხებოდა  დემოკრატიული რესპუბლიკის რაობას, საკონსტიტუციო უფლებების ძირითად პრინციპებსა და სხვა, არა ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საერთო ჯამში სასიცოცხლო მნიშვნელობას სძენს სახელმწიფოს ფორმირებისა და მისი ძლიერი ინსტიტუციური ერთობის ჩამოყალიბების პროცესს.

ამდენად,  XX საუკუნის პირველი ნახევრის ერთადერთი ნათელი წერტილი, ( თუ არ ჩავთვლით სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ხანმოკლე პერიოდს) სწორედ დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ უზენაეს კანონში გამოიხატა. ასეთი შეფასების მიზეზს, გვაძლევს მისი სამომავლო მნიშვნელობა, ვინაიდან 1995 წლის 24 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის მძიმე მარწუხებისგან გათავისუფლებულმა საქართველომ სწორედ პირველზე  დაყრდნობით, შეიმუშავა მოქმედი კონსტიტუცია.

  პირველ კონსტიტუციაში გაწერილი ნორმებიდან, ცალკე აღნიშვნის ღირსია მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისადმი მიძღვნილი თავი, რომელშიც თანამედროვესგან განსხვავებით, მკაფიოდ აღიქმება ამ კუთხით სრულად განმტკიცებული მუხლები. ამდენად, წინამდებარე ნაშრომის მიზანია, ძველი და თანამედროვე კონსტიტუციების შედარებითი ანალიზით, მიმოიხილოს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული განსხვავებები და ანალიტიკური მეთოდით დაასაბუთოს თუ რა უპირატესობა და/ან ხარვეზი აქვს პირველ კონსტიტუციას მის მოქმედ  ვარიანტთან შედარებით.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მე-13 თავი, რომელითაც გარანტირებულია მოქალაქის სოციალური და ეკონომიკური უფლებები, თექვსმეტი საკონსტიტუციო მუხლის სახითაა წარმოდგენილი და  აერთიანებს   113-დან 128_ის  ჩათვლით გაწერილ ზოგად ნორმებს. პირველი თვალსაჩინო განსხვავება, რაც მას თანამედროვე კონსტიტუციისგან გამოარჩევს არის ის რომ, ამ უკანასკენლისგან განსხვავებით, მასში მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური უფლებები ცალკე თავის სახითაა გამოყოფილი. ეს ფაქტი ცალსახად წარმოაჩენს  მაშინდელ  პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, სოციალური  საკითხებისადმი  განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. ზოგადად, ზემოაღნიშნულ  უფლებებთან მიმართებით, საქართველოს პირველი კონსტიტუციით გაწერილი სახელმწიფო ვალდებულებები, უფრო მეტად კატეგორიული შინაარსის მატარებელიცაა. კერძოდ 117-ე მუხლის ინტერპრეტირებით, რომელიც შრომის საფუძველს განმარტავს, ხაზი ესმევა მის მნიშვნელობას სახელმწიფოს არსებობის შენარჩუნებაში. აღნიშნულ პუნქტში შრომის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული  ვალდებულება  ხელისუფლებას ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ შეფასების თვალსაზრისით რთულია ვიმსჯელოთ  პრაქტიკულ ცხოვრებაში  რა მექანიზმები იქნებოდა გამოყენებული  შრომის  ხელშესაწყობად  და რა სახით განახორციელებდა მის აღსრულებაზე კონტროლს მაშინდელი მთავრობა, სავარაუდოა რომ ეს მიმართულება იმ დროსთვის,  მეტად პრიორიტეტული ჩანდა.  დამოუკიდებლობის გზაგზე ახლად შემდგარი საქართველო, მდგრადი განვითარებისთვის სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას საჭიროებოდა, რომელიც  ცხადია შრომის უფლებებთან დაკავშირებული  პრინციპული ხედვის გარეშე ვერ გამოიღებდა სასურველ შედეგს.

  ზემოაღნიშნული კონსტიტუციური ჩანაწერის მსგავსი  შინაარსის მქონე მუხლები იკითხება თანამედროვე კონსტიტუციის  31-ე  მუხლში. სადაც, აღსანიშნავია – ‘’მაღალმთიანი რეგიონებისათვის, ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად დადგენილი შეღავათები’’. სამიზნე ჯგუფის ასეთ დაკონკრეტებას, ადგილი არა აქვს პირველი რესპუბლიკის დროინდელ კონსტიტუციურ კანონში, რასაც  გარკვეული ობიექტური ახსნა  გააჩნია. კერძოდ,  აქ გასათვალისწინებელია პოლიტიკური, ეპოქალური და სოციალური ფაქტორები. განსხვავებით 1920-იანი წლებისგან, XXI საუკუნის მიჯნაზე მყოფი საქართველო, გლობალური განვითარების პირობებში დადგა ახალი საჭიროებებისა და გამოწვევების წინაშე, რაც თავისთავად აისახა კიდეც მოქმედ კონსტიტუციურ კანონთა თვისობრივ შემადგენელში.

 შედარებითი თვალსაზრისით, ასევე საინტერესოა დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუციური კანონის 119-ე  და თანამედროვე  კონსტიტუციის 31-ე მუხლი. პირველ შემთხვევაში – ‘’უმუშევრად დარჩენილი მოქალაქისთვის, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს მას დახმარება გაუწიოს სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით’’. მსგავსი შინაარსის განსაზღვრება არ იკითხება ზემოაღმიშნული 31-ე  ნორმით განსაზღვრულ ტექსტში. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ‘’ვალდებულების’’ ნაცვლად, ‘’ხელს უწყობს’’ უმუშევრად დარჩენილ საქართველოს  მოქალაქეს  დასაქმებაში’’. მოცემულ შემთხვევაში, ტერმინთა განსხვავება, თითქოს ბევრს არაფერს მეტყველებს. მაგრამ თუ მას სამართლებრივი კატეგორიით აღვიქვამთ, ნათელია გახდება, რომ  ვალდებულება უფრო მეტადაა დაკავშირებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთთან, ვიდრე – ‘’ხელის შეწყობა’’.

 დღეს, მოქმედი კონსტიტუციის 31-ე მუხლის იმპლემენტირება რეალურად არ ხორციელდება, ამდენად იგი შეიძლება მივიჩნიოთ ‘’მკვდარ’’ ნორმად, რომელიც მხოლოდ ფორმალურადაა გაწერილი ქვეყნის უზენაეს კანონსა და სხვა კანონქვემდებარე აქტებში. დასაქმების პრობლემა კვლავ მწვავად დგას  მოსახლეობის დიდი  სუმრავლესობის წინაშე. ამ მიმართულებით, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში განხორციელებული ‘’ინტერვენციების’’ მიუხედავად, რაოდენობრივი მაჩვენებელი  პრქტიკულად  უცვლელი რჩება. ამდენად, 31-ე მუხლი დეკლარა-ციული ხასიათის მატარებელია. რომლის პირობებშიც, სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული  მოქალაქეთა  დასაქმების  ხელშემწყობი  პროგრამების   უზრუნველყოფა.  თუმცაღა, მოცმეული საკონსტიტუციო ნორმა, შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპებთანაც. კერძოდ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 117-ე კონვენციის პირველ პუნქტთან, რომელშიც წერია; ‘’ნებისმიერი პოლიტიკა, უწინარეს ყოვლისა, მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ მიღწეულ იქნას მოსახლეობის კეთილდღეობა და განვითარება, აგრეთვე ხელი შეეწყოს მის სწრაფვას სოციალური პროგრესისაკენ’’.

 ზემოაღნიშნული საერთაშორისო კონვენციის პუნქტი, ზოგადად გამოხატავს პოლიტიკის განმახორციელებელი ხელისუფლების მისიას – მდგრადი ეკონომიკური განივათებითა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ხედვით, ხელი შეუწყოს სახელმწიფოს პროგრესს.  თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით განსაზღვრული სოციალური სახელმწიფოს მიზნები მოითხოვს გაცილებით უფრო ქმედითი მექანიზმების შემუშავებას. 1921 წლის უზენაესი კანონის 119-ე მუხლში გაწერილი ნორმის მსგავსად, ხელისუფლება პირდაპირ ვალდებულებას უნდა იღებდეს შრომისა და დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის.

ძველი და თანამედროვე კონსტიტუციების შედარებისას, თვალსაჩინოა 1921 წლის კონსტიტუ-ციის 125-ე  ნორმა, რომელშიც ვკითხულობთ: ‘’რესპუბლიკის საზრუნავი საგანია განისაზღვროს მინიმუმი ხელფასი და შრომის ნორმალური პირობანი წარმოებაში. არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოკიდებული უნდა იყოს დამქირავებელთაგან’’

აღნიშნული ნორმით, შრომის ინსპექციის შექმნა და სამუშაო პროცესებზე მონიტორინგის განხორციელება, კიდევ ერთხელ მეტყველებს  პირველი კონსტიტუციის ღირსებაზე. სოციალური უფლებების სამართლებრივი დაცვის გარანტია, რომელიც ამ კონკრეტულ ნორმაშია დეფინიცირებული, გულისხმობს მოქალაქის მიერ გაწეული შრომის ადეკვატურ შეფასებას და გაწეული საქმიანობის ფარგლებში ღირსეული ანაზღაურებით  მის დაკმაყოფილებას. აქვე, საგულისხმობა ის, რომ ყოველივე სრულად აკმაყოფილებს დემოკრატიული სახლემწიფოს სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამდენად, საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის 125-ე მუხლი, ითვალისწინებს შრომის  გამწევი  მოქალაქისათვის  უფლებრივი  დაცვის იმ გარანტიებს, რომლის ანალოგიც არ მოგვეპოვება მოქმედ კონსტიტუციაში. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, შრომით უფლებებსა და მის საზედამხედველო მექანიზმებს მხოლოდ შრომის სამართალი არეგულირებს. თუმცა მაინც, პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული საკითხის კონსტიტუციურ ნორმად გაწერა და მისი ამ ფორმით გარანტირების უზრუნველყოფა.

 საერთო ჯამში, საქართველოს პირველი რესბულიკის კონსტიტუციით განსაზღვრული 125-ე მუხლი, წარმოადგენს უნიკალურ ნორმას, რომელიც ნათლად მეტყველებს მაშინდელ კანონშემოქმედთა  სწორ დამოკიდებულებასა და განსაკუთრებულ ყურადღებაზე – შრომით უფლებებთან დაკავშირებული გარანტიების, უზენაესი კანონით უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

დასკვნა

ზემოაღნიშნული საკითხების მოკლე მიმოხილვით, რომელშიც საუბარი ძირითადად შეეხო ძველი და თანამედროვე  კონსტიტუციების შედარებით ანალიზს, დაკვსნის სახით გვსურს ავღნიშნოთ, რომ პირველი რესპუბლიკის მიერ მიღებულ  კონსტიტუციაში, (თანამედროვესაგან განსხვავებით)  უფრო სრულად  და ქმედითად იქნა განმტკიცებული მოალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები. გარდა ამისა 1921 წლის კონსტიტუციამ  წინაპირობა არა მხოლოდ 1995 წლის უზენაეს კანონს  მოუმზადა, არამედ მნიშვნელოვნად  განაპირობა  მისი  მიღებისათვის  საჭირო  ეროვნულ-სამართლებრივი  საფუძველი. იგი ასევე გამოირჩევა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. პირველი რესპუბლიკი კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი წვილი შეიტანა საქართველოში კონსტიტუციონალიზმისა  და სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესშიც.

თანამედროვე საქართველოს განვითარების გზა, დემოკრატიული რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობის დროს მიღებულ კონსტიტუციაზე გადის. რომელიც თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ, იმ კონსტიტუციათა რიცხვს, რომლებშიც ისტორიულ და პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საკმაოდ ფართოდაა ასახული ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებები.

 გამოყენებული ლიტერატურა :

1) ‘’ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები’’, ზვიად კორძაძის გამომცემლობა, თბილისი,2016

2) http://www.library.court.ge/upload/Constitution_Commentary_Human_Rights.pdf

3) საქართველოს კონსტიტუცია, გამომცემლობა -‘’ბონა კაზუსა’’, თბილისი 2016.

4) ‘’სამართლის თეორია’’გამომცემლობა ‘’მერიდიანი’’, ავტ: გიორგი ხუბუა, თბილისი 2015

5) ‘’საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი’’ დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის გამოცმემლობა, თბილისი 2015.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: