Posted by: burusi | 02/04/2017

“წყნარი დონი”

56bf5069be140

ვნახე “წყნარი დონი”. ფოლკნერთან წამიკითხავს ამგვარი პესიმიზმი, ალბათ. როგორც კი დგება სამოქალაქო ომი, ადამიანები კარგავენ საკუთარ სახეს, მათ უკვე არაფერი აერთიანებთ, არ არსებობს არანაირი მორალური საყრდენი. რწმენაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ასეთ საზარელ ცხოვრებაში, სადაც ადამიანებს არაფერი აკავშირებთ, ადვილია ერთმანეთის განადგურება, სრულიად უმნიშვნელო მიზეზითაც კი. ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, გადაწვავენ სოფელს, ნადგურდება ოჯახი, ყველა ახლობელი კვდება. თითქოს წყნარი დონივით ყრუდ, ყოველგვარი მორალის გარეშე მიედინება ცხოვრება, არც კითხვებს სვამს და არც არავის პასუხობს. გარედან, ერთი შეხედვით წყნარი, ხოლო შიგნიდან ღრმა და საზარელი. როგორც მდინარეს, არც ისტორიას არ აქვს არანაირი მორალი…
და როგორ ჰგავს ეს ამბავი ჩვენს უახლეს ისტორიას, და საერთოდ, ყველა ისტორია ერთმანეთის ასლია, და ეს უბადრუკობის მსგავსებაა თუ გვაერთიანებს, ალბათ…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: